imedi /  30 ოქტომბერი 2020, 22:21 / სანდო წყარო

სალომე ზურაბიშვილი თურქეთსა და საბერძნეთში მიწისძვრის შედეგად მსხვერპლის გამო მწუხარებას გამოთქვამს

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თურქეთსა და საბერძნეთში მიწისძვრის შედეგად მსხვერპლის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ძალიან დამწუხრებული ვარ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, რომელმაც უკვე ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საქართველო ამ რთულ პერიოდში თურქი ხალხის გვერდით დგას. გულწრფელად ვუსამძიმრებ მათ“, - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე.

საქართველოს პრეზიდენტი ასევე გამოეხმაურა საბერძნეთში მომხდარ მიწისძვრას, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.

„საზარელი ტრაგედიაა, ხალხი დაიღუპა, ინფრასტრუქტურა განადგურდა. ამ რთულ ჟამს საქართველო საბერძნეთის გვერდით დგას. სამძიმარს ვუცხადებ საბერძნეთის პრეზიდენტსა და დაღუპულთა ახლობლებს“, - დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.

თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ბოლო მონაცემებით, იზმირის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 419 დაშავდა. მიწისძვრის შედეგად, საბერძნეთის კუნძულ სამოსზე კი ორი არასრულწლოვანი დაიღუპა.

ყველა სიახლე

ენტონი ფაუჩი

04 დეკემბერი 2020, 18:27

მსოფლიო

ენტონი ფაუჩი: თანახმა ვარ, სამედიცინო საკითხებში ჯო ბაიდენის მთავარი მრჩეველი ვიყო

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ თანახმა არის, სამედიცინო საკითხებში ჯო ბაიდენის მთავარი მრჩეველი იყოს.

04 დეკემბერი 2020, 18:23

სპორტი

ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის E ჯგუფის ბოლო 2 ტურის 4 მატჩი თბილისში გაიმართება

E ჯგუფის მონაწილე ოთხივე ეროვნული ნაკრები – საქართველო, სერბეთი, ფინეთი და შვეიცარია თბილისში შეიკრიბებიან, სადაც ეგრედწოდებული „ბაბლის” პრინციპით ჩვენი შესარჩევი ჯგუფის დასკვნითი 2 ტურის 4 შეხვედრა ჩატარდება.

დავით ზალკალიანი
უენდი მორტონი

04 დეკემბერი 2020, 18:22

პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა

ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე საკითხებისა და პოსტ-პანდემიურ გარემოში თანამშრომლობის პერსპექტიულ მიმართულებებზე საუბრის პარალელურად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და რუსეთის ფედერაციის დესტრუქციულ ქმედებებს. ამ კონტექსტში, საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა პარტნიორების კონსოლიდირებული პოზიციის მნიშვნელობას. უენდი მორტონმა, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა.

მამუკა მდინარაძე

04 დეკემბერი 2020, 18:20

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: მოსახლეობის რამდენ პროცენტს სჯერა, რომ „ნაცმოძრაობას“ დასაჭერთა სიები არ აქვს გამზადებული?

არჩევნებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 27% აიღო, რაც, ჩემი აზრით, ძალიან ბევრია, მაგრამ 27%-ზე გაცილებით ნაკლებია იმ ადამიანთა რიცხვი, ​​რომლებსაც სჯერათ, რომ ეს ხალხი არასდროს დასაჭერთა სიებს არ გაამზადებს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

04 დეკემბერი 2020, 18:16

COVID19

ბოლო 24 საათში ირანში კორონავირუსის 13 341 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 13 341 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 347 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

იოსებ არჩაძე

04 დეკემბერი 2020, 18:16

ეკონომიკა

იოსებ არჩვაძე: საქართველოს ხელისუფლების მიერ ეკონომიკური რეფორმების თანმიმდევრული კურსი გლობალური მასშტაბით საქართველოს პოზიციების მეტად გამყარების საფუძველს ქმნის

იოსებ არჩვაძის განცხადებით, საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და განვითარების დინამიზმის შეფასება, სულ ცოტა, ორმაგი დატვირთვისაა. „ჯერ ერთი საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში საგარეო ფაქტორები მისი მთელი ისტორიის მანძილზე ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ და მეორეც, გარედან დანახული და შეფასებული გვეხმარება მიმდინარე რეფორმებისა და პროცესების ობიექტურად შეფასებაში, მოქმედების მოდელის კორექტირებისა თუ წინსვლისთვის მეტი დინამიზმის მისანიჭებლად,“ - განაცხადა ექსპერტმა.

04 დეკემბერი 2020, 18:08

ეკონომიკა

BAG-ი SolAbility-ის რეიტინგებს პოტენციური ინვესტორებისთვის პოზიტიურ გზავნილად აფასებს

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია Trace International-ის და ტრანსეროვნული ორგანიზაცია SolAbility-ის კვლევებს ეხმიანება და რეიტინგებს პოტენციური ინვესტორებისთვის პოზიტიურ გზავნილად აფასებს. Trace International-ის წარმოებული კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 28-ე, ხოლო ევროპაში მე-19 ადგილზეა, ხოლო SolAbility-ის გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით, საქართველო 180 ქვეყნიდან, 37-ე ადგილზეა.

მამუკა მდინარაძე

04 დეკემბერი 2020, 18:06

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: შეძლებისდაგვარად მაქსიმუმი გაკეთდა იმისთვის, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მეორე ტალღას მზად შეხვედროდა

„600 საწოლი გვქონდა, თუ არ ვცდები, როდესაც პირველი ტალღა დაიწყო და აღმოჩნდა, რომ ეს ტალღა მარტივად გავიარეთ. ესეც ხომ ამ სფეროს დამსახურება იყო და საზოგადოებისაც, მათ შორის. დღეს გაათმაგებულზე მეტი რაოდენობის საწოლი გვაქვს, ეს ერთ-ერთი კომპონენტი გამახსენდა უბრალოდ. შეიძლებოდა ყოფილიყო თხუთმეტჯერ მეტი, პირობითად, ამაზე მორჩეს, გადავიაროთ, ვიბრძოლოთ ერთად, გავუმკლავდეთ ამ პრობლემას და მერე, ვილაპარაკოთ რამდენიც გნებავთ. პირობითად ვამბობ, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ როგორც ერთ მოქალაქეს, შემიძლია თავისუფლად ვთქვა, რომ შეძლებისდაგვარად მაქსიმუმი გაკეთდა იმისთვის, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მეორე ტალღას მზად შეხვედროდა“, - განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე

04 დეკემბერი 2020, 17:59

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: როდესაც ეკატერინე ტიკარაძის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს, ეს ამორალურად მიმაჩნია

რა თქმა უნდა, არის ხარვეზები და მათი შესწავლა აუცილებელია. მე არ მოვერიდები კრიტიკას და ხელს არავის დავაფარებ, მაგრამ როდესაც მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს, მაგალითად, ეკატერინე ტიკარაძის წინააღმდეგ, ეს ამორალურად მიმაჩნია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

04 დეკემბერი 2020, 17:55

COVID19

ვახტანგ გომელაურმა და ეკატერინე ტიკარაძემ 112-ში სამუშაო შეხვედრა გამართეს

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა კორონავირუსის მართვის პროცესთან დაკავშირებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, ეკატერინე ტიკარაძესთან, 112-ში სამუშაო შეხვედრა გამართა.

ზურაბ ჯაფარიძე

04 დეკემბერი 2020, 17:47

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე: „გირჩი“ არ დამიტოვებია, ჩემი და ამ ადამიანების გზები გაიყო

მე „გირჩი“ არ დამიტოვებია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განუცხადა. ჯაფარიძემ მიზეზები არ დაასახელა, თუ რატომ გაიყო პარტიის თანაგუნდელების გზები. აღნიშნა, რომ უთანხმოება არ უკავშირდება მათი პარლამენტში შესვლა-არ შესვლის საკითხს.

04 დეკემბერი 2020, 17:46

ეკონომიკა

კორონავირუსთან გამკლავებაში დასახმარებლად​​​​​​​, ADB-მ საქართველოს $2.5-მილიონიანი გრანტი დაუმტკიცა

​​​​​​​აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 2.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრანტი დაამტკიცა საქართველოს კორონავირუსის პანდემიის მიმდინარე საპასუხო ნაბიჯების ხელშესაწყობად. კორონავირუსის საგანგებო დახმარების საგრანტო პროექტის ADB-ის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის კატასტროფების ფონდის (APDRF) მიერ ფინანსდება, იაპონიის მთავრობის ფინანსური მონაწილეობით.

ალეკო ელისაშვილი

04 დეკემბერი 2020, 17:42

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი ელჩებთან შეხვედრის შემდეგ: ჯვარს რომ მაცვათ, დეტალებს მაინც ვერ გეტყვით

ჩვენ შევთანხმდით, რომ დეტალებზე არ ვილაპარაკებდით, გულწრფელად გეუბნებით, ძნელია, მაგრამ სიტყვა გვაქვს ნათქვამი. რითაც მოვედით საიდუმლოდ კი არ დარჩება, უბრალოდ, ამაზე ღიად ვერ ვილაპარაკებთ, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა აშშ-ის ელჩის მოადგილის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობა ნაყოფია

04 დეკემბერი 2020, 17:37

პოლიტიკა

კობა ნაყოფია: მესამე რაუნდი მას შემდეგ გაიმართება, რაც პოზიციების ურთიერთგაცვლა მოხდება

ფუნდამენტურად ჩვენს მოთხოვნებში ცვლილებები არ არის, ჩვენ უბრალოდ დავაკონკრეტეთ დეტალიზებული, წერილობითი მოთხოვნები და გადავეცით ფასილიტატორებს, -ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კობა ნაყოფიამ აშშ-ის ელჩის მოადგილის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მამუკა ხაზარაძე

04 დეკემბერი 2020, 17:36

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ხელისუფლებასთან დიალოგის მესამე რაუნდი უახლოეს ორ დღეში გაიმართება

ჩვენ მოვიტანეთ წინადადებათა პაკეტი, ფასილიტატორებმა გვთხოვეს დრო, რათა მივიღოთ ხელისუფლებისგან ჩამოყალიბებული პასუხი ამ პაკეტზე. მესამე რაუნდს უახლოეს ორ დღეში ველოდებით, - ამის შესახებ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

04 დეკემბერი 2020, 17:33

მსოფლიო

ერდოღანი: იმედი მაქვს, საფრანგეთი რაც შეიძლება მალე მოიშორებს მაკრონის პრობლემას

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ საფრანგეთი რაც შეიძლება მალე მოიშორებს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს.

დავით ბაქრაძე

04 დეკემბერი 2020, 17:32

პოლიტიკა

დავით ბაქრაძე დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ: ბოიკოტთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია უცვლელია

დღევანდელი შეხვედრა ელჩებთან იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ოპოზიციამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი შეჯერებული და ერთიანი პოზიცია და ეს მოხდა ძალიან დეტალურად გაწერილი, დოკუმენტური ფორმით. ყველა ის მოთხოვნა, რაც არსებობდა, ჩვენი ხედვა, როგორ უნდა განიმუხტოს კრიზისი და როგორ უნდა წავიდეს ქვეყანა წინ, ჩამოყალიბებული, დეტალური, წერილობითი პოზიციის სახით გადავეცით ელჩებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ აშშ-ის ელჩის მოადგილის რეზიდენციაში შეხვედრის დასრულების განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძე

04 დეკემბერი 2020, 17:28

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე ჯანდაცვის სისტემაზე: დესტაბილიზაცია, რასაც გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ცდილობენ, ძალიან სახიფათოა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ არსებული გამოწვევების ფონზე ქართული ჯანდაცვის სისტემა თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს და ოპოზიციის გარკვეული ჯგუფების მხრიდან წარმოებული კამპანია, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის და კონკრეტული კლინიკების დისკრედიტაციას ემსახურება, მიუღებელი და სახიფათოა.

04 დეკემბერი 2020, 17:14

მსოფლიო

სომხეთი საფრანგეთის პარლამენტის მიერ მთიანი ყარაბაღის შესახებ რეზოლუციის მიღებას მიესალმება

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთის პარლამენტის მიერ მთიანი ყარაბაღის შესახებ რეზოლუციის მიღებას მიესალმება.

04 დეკემბერი 2020, 17:10

პოლიტიკა

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ელჩებთან მორიგ შეხვედრას მართავენ

მოლაპარაკებათა მესამე რაუნდის გამართვამდე დიპლომატები ოპოზიციას, სავარაუდოდ, ბოლოჯერ ხვდებიან. ამ წუთებში ელჩებს პარტიები ერთობლივად შემუშავებულ წინადადებებს აცნობენ. კონსულტაციები ამჯერად ამერიკის ელჩის მოადგილის რეზიდენციაში მიმდინარეობს.