სუამის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: საპარლამენტო არჩევნები შეიძლება შეფასდეს როგორც თავისუფალი და სამართლიანი

ფოტო: Shutterstock.com
„პარლამენტის არჩევნები საქართველოში ორგანიზებული და ჩატარებული იყო დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო ვალდებულებების და სტანდარტების, ეუთოს და ევროსაბჭოს სტანდარტების, ასევე ეროვნული კანონმდებლობის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემუშავებული პროცედურებისა და წესების შესაბამისად“, - განაცხადა სუამის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, აზერბაიჯანის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ელნურ ალავერდიევმა 31 ოქტომბერს ჩატარებული საქართველოს პარლამენტის არჩევნების პროცესის შეფასებისას.
მისი თქმით, სუამის დამკვირვებელთა ჯგუფს არ აქვს არსებითი შენიშვნები საყოველთაო საარჩევნო პროცესზე, არჩევნების ორგანიზებასა და კომისიების საქმიანობაზე საარჩევნო უბნებზე, სადაც მისივე თქმით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთათვის შექმნილი იყო პირობები თავისუფალი ნების გამოსახატად, შეინიშნებოდა ამომრჩეველთა აქტიურობა.
„არჩევნები შეიძლება შეფასდეს როგორც თავისუფალი და სამართლიანი“, - განაცხადა ელნურ ალავერდიევმა.
საქართველოს პარლამენტის არჩევნები რომ უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული, ამის თაობაზე ასევე აცხადებენ აზერბაიჯანის მილი-მეჯლისის წევრებიც.
„საქართველოს პარლამენტის არჩევნები ორგანიზებული იყო უმაღლეს დონეზე, დაცული იყო ყველა წესი და ნორმა, საარჩევნო უბნების მუშაობა ძირითადად გამართული იყო. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ არჩევნები შედგა“, - განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა არზუ ნაღიევმა.
მისი თქმით, აზერბაიჯანელი პარლამენტარების დამკვირვებლები იმყოფებოდნენ სხვადასხვა ქალაქში გახსნილ საარჩევნო უბნებზე, მათ შორის, სადაც დევნილები ცხოვრობენ, ასევე აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში. როგორც არზუ ნაღიევმა აღნიშნა, არჩევნების პროცესზე დაკვირვებისას არსად არანაირ ინციდენტს არ ჰქონდა ადგილი.
მან ყურადღება გაამახვილა საქართველო-აზერბაიჯანის მომავალ თანამშრომლობაზეც და განაცხადა, რომ ეს არჩევნებიც უდავოდ ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობას მხოლოდ დადებითად.
„აზერბაიჯანი და საქართველოს თანამშრომლობა სამაგალითოა როგორც ეკონომიკური კუთხით, ასევე სოციალური, პოლიტიკური კუთხით. მე ვფიქრობ, რომ ეს არჩევნებიც ორი ქვეყნის ურთიერთობაზე დადებითად აისახება. კიდევ ერთხელ ვულოცავ ქართველ ხალხს შემდგარ არჩევნებს. ეს არჩევნები ქართველი ხალხისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრებაში იმ პოლიტიკური, ეკონომიკური გეგმების განხორციელებისათვის, რომლებიც მათ წინაშე დგას“, - განაცხადა აზერბაიჯანელმა დეპუტატმა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ყველა სიახლე

14 ივნისი 2025, 15:40
ეკონომიკა
თამარ ზოდელავა სახელმწიფო გრანტის გაცემის პროცესზე: იქნება 19 წევრისგან შემდგარი საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია აღმასრულებელი და სხვა წარმომადგენლებისგან, თუმცა შესაძლებლობა გვაქვს, მოვიწვიოთ სხვა უწყების წარმომადგენლები
ჩვენ ვსაუბრობთ სახელმწიფო ინიციატივაზე და სახელმწიფო გრანტის გაცემის პროცესზე, შესაბამისად იქნება 19 წევრისგან შემდგარი განმხილველი საბჭო, რომელიც არის დაკომპლექტებული აღმასრულებელი და სხვა წარმომადგენლებისგან. თუმცა ასევე ჩვენ, სანამ საბჭო უშუალოდ მიიღებს გადაწყვეტილებას გრანტის გაცემის ან არ გაცემის შესახებ, მანამდე შესაძლებლობა გვაქვს, რომ მოვიწვიოთ სხვა უწყების წარმომადგენლები, ასევე აკადემიური წრე და სხვა ექსპერტები, იმისათვის, რომ მათი კომპეტენტური მოსაზრება მოვისმინოთ საბოლოოდ გადაწყვეტილების მიღებამდე. ეს არის ჩართულობითი პროცესი და ამის უზრუნველსაყოფად ყველაფერს გავაკეთებთ, - განაცხადა სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარემ თამარ ზოდელავამ.

14 ივნისი 2025, 15:36
საზოგადოება
თამარ ზოდელავა სახელმწიფო გრანტზე: ეს ინიციატივა მიზნად ისახავს ქართული სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, რომელიც ეფუძნება აქტიურ, პასუხისმგებლობიან მოქალაქის იდეას და რომელიც თანამშრომლობს სახელმწიფოსთან
ეს ინიციატივა მიზნად ისახავს ქართული სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, რომელიც ეფუძნება აქტიურ, პასუხისმგებლობიან მოქალაქეს და რომელიც ეხმარება, თანამშრომლობს, ერთი მხრივ საზოგადოებისთვის, მეორე მხრივ სახელმწიფოსთან, რომ მისთვის მნიშვნელოვანი საკითხების აქტუალიზება განახორციელოს, დისკუსია გახსნას და გარკვეული საკითხები მიიტანოს სახელმწიფოსთან, - განაცხადა სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარემ, თამარ ზოდელავამ გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ სახელმწიფო გრანტზე საუბრისას.

14 ივნისი 2025, 15:35
მსოფლიო
აშშ ირანს სავალალო შედეგებით ემუქრება, თუ რეგიონში განთავსებულ ამერიკულ ძალებს საფრთხე დაემუქრება
ამერიკის შეერთებული შტატები ირანს სავალალო შედეგებით ემუქრება, თუ რეგიონში განთავსებულ ამერიკულ ძალებს საფრთხე დაემუქრება. განცხადება გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე ამერიკის ელჩმა, მაკკოი პიტმა გააკეთა.

14 ივნისი 2025, 15:34
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე: საქართველოს გარშემო იწვის ყველაფერი, ერთადერთი მშვიდობის კუნძული ვართ რეგიონში - „აკაცუკები" ამას ვერ გაიგებენ, თუმცა ისინი იმდენად უმცირესობაში არიან, რომ ქართული საზოგადოებისთვის ასატანია მათი უმადურობა
საქართველოს გარშემო იწვის ყველაფერი, ერთადერთი მშვიდობის კუნძული ვართ რეგიონში, - წერს "ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, რომელიც ავიამიმოსვლის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.

14 ივნისი 2025, 15:32
სპორტი
სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს „ოაზისის თასზე“ მიღწეული წარმატება მიულოცა
საქართველოს სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილმა საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს „ოაზისის თასზე“ მიღწეული წარმატება მიულოცა და მომავალ ასპარეზობებში წამატება უსურვა.

14 ივნისი 2025, 15:30
სპორტი
რომში წყალში ხტომის მე-15 საერთაშორისო ჩემპიონატზე ტურნირზე ქართველმა სპორტსმენებმა ასპარეზობა რვა მედლით დაასრულეს
იტალიის დედაქალაქ რომში წყალში ხტომის მე-15 საერთაშორისო ჩემპიონატი გაიმართა. ქართველმა სპორტსმენებმა ტურნირზე ასპარეზობა რვა მედლით დაასრულეს.

14 ივნისი 2025, 15:27
რეგიონი
ქალაქ სამტრედიაში 450 აღსაზრდელზეა გათვლილი საბავშვო ბაღი შენდება
პროექტი ითვალისწინებს ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც მაქსიმალურად მოერგება ბავშვების საჭიროებებს. მოეწყობა უსაფრთხო და მყუდრო სასწავლო სივრცეები, სათამაშო ზონები და ყველა ის ინფრასტრუქტურა, რაც ჯანსაღი გარემოს უზრუნველსაყოფად არის აუცილებელი.

14 ივნისი 2025, 15:21
სპორტი
თბილისი 2026 წელს ფარიკაობაში კადეტებისა და იუნიორების ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს
თბილისი 2026 წელს კადეტებისა და იუნიორების ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. გადაწყვეტილება იტალიის ქალაქ გენუაში გამართულ ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის კონგრესზე მიიღეს, სადაც საქართველოს კანდიდატურას მხარი 42-მა ქვეყანამ დაუჭირა.

14 ივნისი 2025, 15:06
მსოფლიო
რუსეთის ელჩი გაეროში: ირანის წინააღმდეგ ისრაელის ქმედებები გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევაა
ირანის წინააღმდეგ ისრაელის ქმედებები გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევაა, - განაცხადა რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, ვასილი ნებეზნიამ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე.

14 ივნისი 2025, 15:05
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ბრიტანეთის საელჩოზე: ისინი წუხან, თუ რატომ ვერ გასცემენ გრანტებს პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფებზე. „საუბარია, „ტაბულაზე“ და მსგავსი ტიპის ორგანიზაციებზე
ისინი წუხან, თუ რატომ ვერ გასცემენ გრანტებს პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფებზე. მოდით, ჩავიხედოთ, ვისზე არის საუბარი, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ბრიტანეთის საელჩოს გრანტების თემაზე საუბრისას.

14 ივნისი 2025, 14:58
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში, შშმ პირების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

14 ივნისი 2025, 14:45
საზოგადოება
საქართველოს ეროვნული ურბანული ფორუმი დასრულდა
საქართველოს ეროვნული ურბანული ფორუმი დასრულდა. საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა ორი დღის განმავლობაში მთიანი დასახლებების მდგრადი განვითარების მიმართულებით არსებული საუკეთესო პრაქტიკა განიხილეს.

14 ივნისი 2025, 14:38
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: თუ ირანი ისრაელის დაბომბვას გააგრძელებს, თეირანი ცეცხლის ალში გაეხვევა
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა ირანის სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენი გააფრთხილა, თუ ირანი ისრაელის დაბომბვას გააგრძელებს, თეირანი ცეცხლის ალში გაეხვევა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

14 ივნისი 2025, 14:38
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ბრიტანეთის საელჩოს ასეულობით ათასი გირვანქა სტერლინგით უნდა დაეფინანსებინა ორგანიზაციები, რომლებიც საჯაროდ არიან აღიარებულები, რომ მონაწილეობენ ანტისახელმწიფოებრივ აქციებში
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი ბრიტანეთის საელჩოს გრანტების თემას ეხმაურება. მისი შეფასებით, დაფინანსების თემაზე საელჩოს დუმილი ნიშნავს იმას, რომ საელჩო „დიფ სთეითის“ მიზნებშია გარეული.

14 ივნისი 2025, 14:35
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ლიეტუვის საგარეო უწყების მხრიდან გვარამიას მხარდამჭერ განცხადებაზე: კანონს ჩახედონ და კეთილი ინებონ, გაეცნონ ამ საქმის მსვლელობას - ვინც კანონს დაარღვევს, მან უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე
ჩვენ ვართ შემდგარი სახელმწიფო და ყველაფერი ჩვენს სახელმწიფოში კანონის ფარგლებშია, ყველა მოქმედებს კანონის ფარგლებში და ვინც კანონს დაარღვევს, მან უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

14 ივნისი 2025, 14:33
საზოგადოება
პირველად საქართველოში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ევროპის განათლების ეროვნული და რეგიონული ინსპექტირების ასოციაციის 27-ე საერთაშორისო სემინარს მასპინძლობს
პირველად საქართველოში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ევროპის განათლების ეროვნული და რეგიონული ინსპექტირების ასოციაციის რიგით 27-ე საერთაშორისო სემინარს მასპინძლობს, რომელშიც ევროპის 14 ქვეყნის 23 წარმომადგენელი მონაწილეობს.

14 ივნისი 2025, 14:16
მსოფლიო
„ცაჰალი“ ცხრა ირანელი მეცნიერის ლიკვიდაციის შესახებ იტყობინება, რომლებიც ირანის ბირთვულ პროგრამაში მონაწილეობდნენ
ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა გუშინ ირანზე განხორციელებული თავდასხმის დროს ცხრა ირანელი მეცნიერი მოკლა, რომლებიც ირანის ბირთვული პროგრამის განვითარებაში მონაწილეობდნენ. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის არმია („ცაჰალი“) „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.

14 ივნისი 2025, 14:15
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე: ეს არა მარტო ჩარევაა, ეს პირდაპირი შეურაცხყოფაა - ქართველი ადამიანი არავის არაფერს აპატიებს, თუკი წავა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.

14 ივნისი 2025, 13:41
მსოფლიო
რომის პაპი ისრაელსა და ირანს დიალოგისკენ მოუწოდებს
რომის პაპი, ლეო XIV ისრაელისა და ირანის ხელისუფლებებს „გონივრული“ მოქმედებისა და დიალოგისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

14 ივნისი 2025, 13:18
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი: რეგიონში ამ დაძაბულობის ფონზე, საქართველოს მიერ პრაგმატული პოლიტიკის შენარჩუნება აუცილებელია - რომელიმე მხარის მხარდაჭერის მოთხოვნა, უპირველესად ჩვენი სახელმწიფოს მტრობაა და სცილდება ჩვეულებრივ მავნებლობას
რეგიონში ამ დაძაბულობის ფონზე, საქართველოს მიერ პრაგმატული პოლიტიკის შენარჩუნება აუცილებელია, ჩვენ ვართ და უნდა ვიყოთ მშვიდობის მომხრეები, მით უმეტეს თუ დიდ პოლიტიკურ თამაშში, რომლის შედეგადაც ესკალაცია უფრო გაიზრდება და ფართო მასშტაბებს მიიღებს, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში.