02 ნოემბერი 2020, 09:02 / სანდო წყარო

მარგარიტა ასენოვა: ბოიკოტი გამოსავალი არ არის

მარგარიტა ასენოვა

მარგარიტა ასენოვა

ჯეიმსთაუნის ფონდის უფროსი მკვლევარი, მარგარიტა ასენოვა, „ქრონიკის“ ვაშინგტონის ბიუროსთან ინტერვიუში, საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს აფასებს.

„ეუთომ და ევროკავშირმა საერთო განცხადება გამოაქვეყნეს, რომელსაც მხარი ასევე დაუჭირა ამერიკის საელჩომ თბილისში. ამ განცხადებაში ნათქვამია, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და ის ძირითადად, აკმაყოფილებდა თავისუფლების სტანდარტებს, - განაცხადა მარგარიტა ასენოვამ „ქრონიკის“ ვაშინგტონის ბიუროსთან ინტერვიუში.

„ადამიანებს ჰქონდათ შესაძლებლობა წასულიყვნენ საარჩევნო უბნებზე, მიეცათ ხმა და თავად გადაეწყვიტათ, ვისთვის დაეჭირათ მხარი. თუმცა საერთაშორისო გამჭვირვალობის, სხვა ჯგუფებისა და მონაწილე პოლიტიკური პარტიების მიერ, დაფიქსირდა დარღვევები და ახლა ის დროა, როდესაც უნდა დაზუსტდეს, რა მოხდა, სად მოხდა და მოხდეს ამ ფაქტების გამოძიება, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა არჩევნების მიმართ. მსგავსი შემთხვევები არჩევნებზე ხდება და საჭიროა, რომ ამას ყურადღება მიექცეს და თუ ხმების გადათვლა რეკომენდირებულია, მაშინ ასეც უნდა მოხდეს. არ ვფიქრობ, რომ ამ დარღვევებს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება არჩევნებზე, როგორც მონიტორინგის მისიამ და ამერიკის საელჩომ თბილისში განაცხადეს, დარღვევებს არ უმოქმედიათ საარჩევნო რეზულტატზე, თუმცა ეს წარმოადგენს საზოგადოებისა და პოლიტიკური ნდობის საკითხს. ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა გააპროტესტეს არჩევნების ორგანიზების ფორმა, ზოგიერთი საუბნო კომისიის ოქმები, ამომრჩევლებზე ზეწოლა გარკვეული პარტიების მიერ, არასაკმარისი განცალკევება სახელმწიფოსა და პოლიტიკურ ძალას შორის. ეს სერიოზულ ბრალდებებს წარმოადგენს და ეს იქნებოდა სერიოზული დარღვევები, თუკი ეს იქნებოდა მასობრივი და გავრცელდებოდა ყველა საარჩევნო უბანზე, მაშინ სულ სხვა სურათს დავინახავდით, თუმცა, როგორც ჩანს, ეს არ იყო იმ დონეზე გავრცელებული, რომ გავლენა მოეხდინა საარჩევნო შედეგებზე, როგორც ამას საერთაშორისო დამკვირვებლები ამბობენ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს საარჩევნო შედეგების სტაბილური და მშვიდობიანი აღიარება და გზის გაგრძელება. განსაკუთრებით ასეთ დროს, როდესაც საქართველოში კოვიდინფიცირების ბევრი შემთხვევა ფიქსირდება და აქვე ვიტყვი, რომ საქართველომ ყველა ევროპულ ქვეყანაზე უკეთ გაართვა თავი გლობალური პანდემიის მართვას და თქვენ გქონდათ მსოფლიოში, სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, თუმცა ახლა მეორე ტალღა მეორე ტალღაა და ის შექმნის პრობლემებს, ასევე ეკონომიკამ განიცადა დიდი ზიანი. ეს არის ის გარემოებები, რომლებიც ყველა პოლიტიკოსმა უნდა გაითვალისწინოს ამ მომენტში. მოახდინო საქართველოს დესტაბილიზაცია ძალიან არასტაბილურ რეგიონში, რომელიც ბოლო დროს შერყეულ იქნა ყარაბაღის კონფლიქტის გამო და ეს არ წარმოადგენს მცირე კონფლიქტს, არამედ სრულმასშტაბიანი ომია. ასევე, ესაა დრო, როდესაც ევროპა ტრანზიციას გადის და არავინ იცის იქნება თუ არა ვაქცინა ეკონომიკის აღორძინების საფუძველი. ახლა დროა გაერთიანების, მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა.

მე ვესაუბრე არაერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერს და მესმის მათი იმედგაცრუება იმის შესახებ, რომ ისინი ვერ შეძლებენ მთავრობის ფორმირებას, ზოგიერთი მათგანი, ვფიქრობ, შესანიშნავი და დემოკრატიულია და ისინი ძალიან კარგი იქნებოდნენ საქართველოსთვის, თუმცა არჩევნებს თავისი შედეგები აქვს და ეს არის ის, რაც მოხდა. მე ვფიქრობ, რომ გარემო პირობები რთულია ამ მომენტისთვის და საქართველოს დესტაბილიზაციის ნაცვლად, ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა ფოკუსირება მომავალზე უნდა მოახდინონ, ხელი შეუწყონ კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტის რატიფიცირებასა და ქვეყნის ეკონომიკის აღორძინებას და ვფიქრობ, რომ ამის შესაძლებლობა მათ აქვთ ახალ პარლამენტში და ასევე, მოემზადონ შემდეგისთვის, იმედია მოახერხებენ ორგანიზებასა და ერთიანობას და ექნებათ უკეთესი შედეგები. მთავრობას უნდა ჰქონდეს ღია დიალოგი ოპოზიციასთან ამ ვითარების გადასაწყვეტად. არცერთი ქვეყნისთვის არ არის კარგი იდეა პარლამენტის ბოიკოტირება, ჩვენ ეს გვინახავს სხვა ქვეყნებში და ეს როგორც წესი, არ მუშაობს ხოლმე. ბოიკოტი გამოსავალი არ არის“, - აცხადებს მარგარიტა ასენოვა.

ყველა სიახლე

28 ივნისი 2022, 16:14

საზოგადოება

მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქციის მწარმოებლების, იმპორტიორებისა და დისტრიბუტორების საყურადღებოდ სოფლის მეურნეობის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქციის მწარმოებლების, იმპორტიორებისა და დისტრიბუტორების საყურადღებოდ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

28 ივნისი 2022, 15:52

მსოფლიო

ნაცისტური ბანაკის მცველს, 101 წლის კაცს, ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ნაცისტური გერმანიის დროს, ბერლინთან ახლოს მდებარე ბანაკის ყოფილ მცველს, რომელიც ახლა 101 წლისაა, 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი

28 ივნისი 2022, 15:30

პოლიტიკა

ნიკოლოზ ხატიაშვილი: უმნიშვნელოვანესია სამთავრობო დონეზე შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავება, რომელშიც გაიწერება კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას

ფორუმის ფარგლებში მონაწილეები აშშ-დან, საქართველოდან, რუმინეთიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან და ბულგარეთიდან განიხილავენ შავი ზღვის რეგიონში არსებულ საფრთხეებს, ნატო-ს გაფართოების პერსპექტივებს, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიას და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებს.

28 ივნისი 2022, 15:14

სპორტი

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „სპორტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები დააინიცირა

კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით, თელავში, გასვლითი საკომიტეტო სხდომის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ის ძირითადი პრინციპები და მიდგომები მომზადდა, რაც სპორტში კარგი მმართველობის დანერგვას ემსახურება.

ემანუელ მაკრონი

28 ივნისი 2022, 15:12

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი: რუსეთმა უკრაინაში არ უნდა გაიმარჯვოს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ დასავლეთმა რუსეთის მიმართ მტკიცე მიდგომა უნდა შეინარჩუნოს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული ტელეარხი BFMTV ავრცელებს.

დმიტრი პესკოვი

28 ივნისი 2022, 15:01

მსოფლიო

BFMTV: კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინაში საომარ მოქმედებებს მაშინ დაასრულებს, როდესაც უკრაინის ხელისუფლება კაპიტულაციას გამოაცხადებს

კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში საომარ მოქმედებებს მაშინ დაასრულებს, როდესაც უკრაინის ხელისუფლება კაპიტულაციას გამოაცხადებს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული ტელეარხი BFMTV ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

28 ივნისი 2022, 15:01

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: პოლიტიკაში პირდაპირ ჩართულია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რაც მათ ნეიტრალობას ეწინააღმდეგება, მოვუწოდებ მათ, რეორგანიზდნენ პარტიად

„პოლარიზაციისთვის ყველაზე მაღალი მოთხოვნაა მთავრობის გადადგომა. როცა ამას ითხოვენ, რა დეპოლარიზაციის სურვილზეა საუბარი? სამწუხაროა, რომ პოლიტიკაში პირდაპირ ჩართულია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რაც ეწინააღმდეგება მათ ნეიტრალობის პრინციპს, მაგრამ დიდი ხანია, ვხედავთ, რომ ზოგიერთი ორგანიზაცია მონაწილეა პოლიტიკის ისე, რომ პოლიტიკურ პარტიად ორგანიზებული არ არიან“.

28 ივნისი 2022, 15:00

პოლიტიკა

ნინო წილოსანი და მიხეილ სარჯველაძე სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ

სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციის შემადგენლობაში არიან შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, შრომის და სოციალური საკითხების კვლევის ეროვნული ინსტიტუტის, სახალხო დამცველის ოფისის და სტატისტიკის სამსახურის წარმომადგენლები.

მიხეილ ჩხენკელი

28 ივნისი 2022, 15:00

ტექნოლოგიები

მიხეილ ჩხენკელმა COST-ის საინფორმაციო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ასოციაცია COST-ის საინფორმაციო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა.

რატი იონათამიშვილი

28 ივნისი 2022, 14:58

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: EPP გახდა საქართველოში კრიმინალური პარტიების თავშესაფარი

„თუნდაც ის ბოლო რეზოლუცია, რომელიც იყო მიღებული სწორედ ამ პარტიისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოს მიმართ იყო მტრული. ეს ახალი არ არის. ჩვენ გვახსოვს, როდესაც ვიზალიბერალიზაციის პროცესი აქტიურად განიხილებოდა, მაშინ ყველანაირად ცდილობდა, რომ ეს არ მიეღო ჩვენს ქვეყანას, მაგრამ არც მაშინ და არც ახლა გამოუვიდათ, რომ საქართველოს არ მიეღო ევროპული პერსპექტივა და არც მომავალში გამოუვათ ისიც, რომ საქართველო აუცილებლად მიიღებს კანდიდატის სტატუსს“,- განაცხადა აღნიშნა იონათამიშვილმა.

ელისო ბოლქვაძე

28 ივნისი 2022, 14:57

კულტურა

ელისო ბოლქვაძე სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს შეხვდა

სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს ვაღრამ დუმანიანს შეხვდა.

იაგო ხვიჩია

28 ივნისი 2022, 14:48

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: „ლელოს“ პოლიტიკიდან წასვლა უნდა და ხელს ნუ შევუშლით

„გინდა დეპოლარიზაცია - უნდა მიიღო ახალი პოლიტიკური შემადგენლობა, ახალი პარლამენტი და ასე მიხვიდე ევროპელებთან: ჩვენ ჩვენი საშინაო დავალებები შევასრულეთ, ახლა ამ კონფიგურაციით ვარსებობთ ქართული პოლიტიკური სპექტრი და მაზად ვართ, რასაც გვეტყვით შევასრულებთ“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

შალვა პაპუაშვილი

28 ივნისი 2022, 14:46

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობისა“ და EPP-ს კავშირებიდან გამომდინარე ჩვენ ვხედავთ გარკვეულ უსამართლო დამოკიდებულებებს, მაგრამ ეს არ არის ახალი და შეგუებული ვართ

„გამომდინარე იმ კავშირებიდან, რომელიც არსებობს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და EPP-ს შორის, ჩვენ ვხედავთ გარკვეულ დამოკიდებულებებს, რომელიც უსამართლოა საქართველოს მიმართ, მაგრამ ეს არ არის ახალი, ადრეც ასე იყო და შეგუებული ვართ ამას“,- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ვლადიმერ ბოჟაძე

28 ივნისი 2022, 14:45

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: სამწუხაროა, რომ სამოქალაქო სექტორის ნაწილსა და ოპოზიციურ მედიას ჰგონია, რომ ვინმეს მათსავით მოკლე მეხსიერება აქვს - ყველაფერი კარგად გვახსოვს

მთელი საქართველო დავით იაკობაშვილს იცნობს, როგორც დავით კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორს. სწორედ მას მიყიდა 2014 წელს, საქართველოს ბიუჯეტის და ქართული ჯარის ფულის მომპარავმა კეზერამ, თუმცა, დღეს ელენე გავრილოვნა ხოშტარია ამბობს, რომ დავით იაკობაშვილი, რომელიც რუსეთთან სერიოზული კავშირებით გამოირჩევა, თურმე კეზერაშვილის კი არა სხვების ბიზნესპარტნიორი ყოფილა, ის სხვები კიდევ სხვების და იმ სხვებს აქვთ სავარაუდოდ კავშირი საქართველოსთანო, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

28 ივნისი 2022, 14:42

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი უსინათლოთა თემის წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი უსინათლოთა თემის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ახალ ინიციატივაზე იმსჯელეს, რომლის მიზანი უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებისთვის სანოტარო მომსახურების სერვისით სარგებლობის წესების გამარტივებაა.

სალომე სამადაშვილი

28 ივნისი 2022, 14:37

პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: ჩვენ ვიმოქმედებთ იმ დღის წესრიგიდან გამომდინარე, რაც იქნება შექმნილი არსებულ ვითარებაში ჩვენი ევროპული მომავლის დასაცავად

„თუ „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ და საბოლოოდ დაადასტურებს, რომ ის არის აცდენილი ჩვენი ქვეყნის არჩევანს, რომ ეს ქვეყანა გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი და მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რომ გადავხედოთ იმ პრინციპებს, რომლითაც დღეს ჩვენ ვთანამონაწილეობთ პოლიტიკურ პროცესში“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გია გაბრიჭიძე

28 ივნისი 2022, 14:36

პოლიტიკა

გია გაბრიჭიძე ელენე ხოშტარიას: დავით იაკობაშვილი პირდაპირ კავშირშია ევტუშენკოვთან. რატომ გამოგრჩა - „ის ცხოვრობს მოსკოვში, სადაც არის ხაზინა, რომლიდანაც ბევრი რუსული რუბლი მერიცხება“

ბათუმის ნავსადგურში სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთის შესვლის უკან დავით იაკობაშვილი დგას - ეს პირდაპირ კავშირშია ევტუშენკოვთან, რომელიც ცხოვრობს მოსკოვში, სადაც არის ხაზინა, რომლიდანაც რუბლები მერიცხება და ამ ქალაქის შესახებ პირველი ინფორმაცია თარიღდება 1147 წელს, რომელ წელსაც კონრად III-ის არმია დამარცხდა თურქების სულთან მასუდ I-ის მიერ, რომელიც ცხოვრობდა სტამბულში, რომელსაც ადრე ერქვა კონსტანტინოპოლი . . . ლენა კიდევ ლაპარაკობს“ - წერს გაბრიჭიძე facebook - ზე.

მიხეილ ყაველაშვილი

28 ივნისი 2022, 14:31

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: „ლელოს“, რომელიც რაღაც 2%-იანი პარტიაა, რა უფლება აქვს, ჩემზე წინ დადგეს? როგორ მესაუბრება ხელისუფლებაში უმრავლესობით მოსულ პოლიტიკოსს?

„ამ ყველაფერს უდის შეთქმულების სუნი, რომლის მონაწილეც არის „ლელო“, პირდაპირ შემიძლია ვთქვა. როცა ასეთ განცხადებას აკეთებ, ე.ი. შენც იმის ნაწილი ხარ, როდესაც გამოდიან და რაღაც ტექნიკურ მთავრობაზე საუბრობენ. „ლელოს“, რომელიც რაღაც 2%-იანი პარტიაა, რა უფლება აქვს. ჩემზე წინ დადგეს? როგორ მესაუბრება ხელისუფლებაში უმრავლესობით მოსულ პოლიტიკოსს? ეს არის სამარცხვინო განცხადება. კიდევ ერთხელ ვამბობ; ამას შეთქმულების სუნი ასდის, რასაც ვერ მიაღწევენ“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

გია აბაშიძე

28 ივნისი 2022, 14:29

პოლიტიკა

გია აბაშიძე: მეხუთე კოლონის კლასიკური წარმომადგენელი, МГИМО-ელი ხოშტარია უცხოელ ნაცლობისტებთან კოორდინაციაში დაუფარავად ეწევა საბოტაჟს საქართველოს წინააღმდეგ ბოროტი დეზინფორმაციის გავრცელებით

მეხუთე კოლონის კლასიკური წარმომადგენელი, МГИМО-ელი ხოშტარია უცხოელ ნაცლობისტებთან კოორდინაციაში დაუფარავად ეწევა საბოტაჟს საქართველოს წინააღმდეგ ბოროტი დეზინფორმაციის გავრცელებით. ეს ყველაფერი დიდი ხანია გაცდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ეს არაა დემოკრატიული აქტივობა, ეს მტრობაა, რასაც ევროპაში ვერცერთი ოპოზიციონერი ვერასდროს გაბედავს.“ - წერს აბაშიძე facebook - ზე.

რატი იონათამიშვილი

28 ივნისი 2022, 14:19

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: დარწმუნებული ვარ, ნატოს სამიტი იქნება ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონის უსაფრთხოების თვალსაზრისით

„ის დრო და მოცემულობა როდესაც ეს სამიტი იმართება, ამას აქვს განსაკუთრებულად სტრატეგიული მნიშვნელობა“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.