02 ნოემბერი 2020, 14:54 / სანდო წყარო

თენგიზ შერგელაშვილმა „ლელო“ დატოვა

თენგიზ შერგელაშვილი

თენგიზ შერგელაშვილი

„ლელო საქართველოსთვის" წევრმა, თენგიზ შერგელაშვილმა პარტია დატოვა, - ამის შესახებ მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

„როდესაც „ლელო საქართველოსთვის" იქმნებოდა, ვიმედოვნებდი, რომ არსებული დაჭაობებული პოლიტიკური ლანდშაფტის ალტერნატიული ძალა შეიქმნებოდა. გაზაფხულიდან სულ უფრო იზრდებოდა აცდენები ჩემს ხედვებსა და პარტიის მიდგომებს შორის. ბოლო პერიოდში ფაქტობრივად გადაწყვეტილება მიღებული მქონდა, თუმცა, წინასაარჩევნო პერიოდში არ დავაჩქარე მოვლენები. დღეს მივმართე პარტიას მისი რიგების დატოვების შესახებ. მეტ კომენტარს ამ საკითხზე არ გავაკეთებ. სამომავლოდ შევეცდები, ჩემი მოკრძალებული წვლილი სხვა პლატფორმებიდან კვლავ შევიტანო ქვეყნის ამ ჭაობიდან ამოთრევაში“ - წერს თენგიზ შერგელაშვილი.

თენგიზ შერგელაშვილი 2014-2016 წლებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე იყო. 2012-2014 წლებში იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე. 2012 წელს საქართველოს განვითარების კვლევის ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა ეკონომიკურ ჯგუფს, სოფლის მეურნეობის ჯგუფსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ჯგუფს. 2001-2006 წლებში იყო „საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე. 2002-2006 წლებში ის იყო საზოგადოებრივი განვითარების ინსტიტუტის საბჭოს თავმჯდომარე. 2001-2004 წლებში იყო გაეროს განვითარების პროგრამის, მსოფლიო ბანკისა და ღია საზოგადოების ინსტიტუტის ერთობლივი პროგრამის „ფისკალური დეცენტრალიზაციის ინიციატივა“ კონსულტანტი, მომხსენებელი. 2002 წელს ის იყო ბრიტანული ორგანიზაცია OXFAM-ის ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის შემცირების პროგრამის ექსპერტი. 2000 წელს იყო საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის ტრენერი. 1999-2002 წლებში იყო საქართველის ეკონომიკური განათლებისა და მეცნიერების საკოორდინაციო საბჭოს წევრი. 1999-2000 წლებში - ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის პროგრამის „საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობა“ დირექტორი (წყარო: საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია).

2017 წელს თენგიზ შერგელაშვილი „შენების მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი იყო.

საარჩევნო უბნებზე ხმების 100% დათვლილია. შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,15 %; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,14%; „ევროპული საქართველო“ - 3.78%; „ლელო“ – 3,15%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ. საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლება და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.

ოპოზიციის ნაწილი აქციებს აანონსებს. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და ერთიან სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. მათი ერთ-ერთი სცენარი არის ის, რომ ბოიკოტი გამოაცხადონ, უარი თქვან მანდატებზე და არ შევიდნენ პარლამენტში.

ყველა სიახლე

26 ივნისი 2022, 14:52

მსოფლიო

დმიტრო კულება კიევის ცენტრზე თავდასხმაზე: ამ 7 წლის უკრაინელ ბავშვს მშვიდად ეძინა, ვიდრე მის სახლში რუსული რაკეტა არ აფეთქდა - G7 სამიტმა რუსეთს მეტი სანქციით უნდა უპასუხოს, რუსეთის ავადმყოფური იმპერიალიზმი უნდა დავამარცხოთ

„ამ 7 წლის უკრაინელ ბავშვს კიევში მშვიდად ეძინა, ვიდრე მის სახლში რუსული საკრუიზო რაკეტა არ აფეთქდა. უკრაინაში კიდევ ბევრია დარტყმების ქვეშ. „დიდი შვიდეულის“ სამიტმა რუსეთს მეტი სანქციით, ხოლო უკრაინას მეტი შეიარაღებით უნდა უპასუხოს. რუსეთის ავადმყოფური იმპერიალიზმი უნდა დავამარცხოთ“, - წერს დმიტრო კულება და ფოტოს ავრცელებს.

ზურაბ ქადაგიძე

26 ივნისი 2022, 14:41

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ძალიან სწორი პოზიცია დაიჭირა საქართველომ, რომ არ აჰყვა ემოციებს, უაზრო სანქციებს და მიზანმიმართულად პრაგმატული პოლიტიკა გაატარა

ძალიან სწორი პოზიცია დაიჭირა საქართველომ, რომ არ აჰყვა ემოციებს, უაზრო სანქციებს და მიზანმიმართულად პრაგმატული პოლიტიკა გაატარა. მოლდოვამ მიიღო სტატუსი და ოფიციალურად განაცხადა სანქციების დაწესებაზე,რაზეც პირდაპირი მუქარა მიიღო, - წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში, რითაც რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას ეხმიანება, რომელიც მოლდოვას ღიად ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ ის რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდება.

სვიტოსლავ ვაკარჩუკი

26 ივნისი 2022, 14:31

კულტურა

სვიტოსლავ ვაკარჩუკი: საქართველო ჩემი საყვარელი ქვეყანაა, უკრაინა იღბლიანია, რომ თქვენნაირი მეგობრები ჰყავს - ჩვენ ამ მეგობრობას სცენიდან ვუმღერებთ

უკრაინული როკჯგუფი „ოკეან ელზი“ საქართველოშია. სვიტოსლავ ვაკარჩუკი Tbilisi Open Air-ის სცენიდან საქართველოში შეკრებილ მსმენელთან შესახვედრად ემზადება.

26 ივნისი 2022, 14:20

მსოფლიო

სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთი ღამის კლუბში სულ მცირე 17 ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ქალაქ ისტ-ლონდონში მდებარე ღამის კლუბ Enyobeni Tavern-ში სულ მცირე 17 ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათი უმეტესობა 18-დან 20 წლამდე ასაკისაა.

26 ივნისი 2022, 14:18

რეგიონი

„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციამ ქუთაისში, იმერეთის რეგიონული კონფერენცია გამართა

„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციამ ქუთაისში, იმერეთის რეგიონული კონფერენცია გამართა. ქალთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა კონფერენციის მონაწილეებს ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები გააცნო შემდგე კი იმერეთის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელი და შემადგენლობა წარადგინა.

26 ივნისი 2022, 14:03

ტაბლოიდი

TikTok-ის მომხმარებელს სახლიდან გასახლებით ემუქრებიან, თუ ხმამაღლა სიმღერას არ შეწყვეტს. ვიდეო

TikTok-ის პოპულარულ მომხმარებელი, ჯესი ტომასი, რომელიც სოციალურ ქსელში სახელით @thomboi__ არის რეგისტრირებული, ხმამაღლა სიმღერის სიყვარულმა ჭერის გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე დააყენა.

26 ივნისი 2022, 13:33

საზოგადოება

„სილქ როუდ ჯგუფი“: ღრმა მწუხარებით ვეხმიანებით ლევან კაჭარავას ტრაგიკული დაღუპვის ამბავს - დიდი იმედი გვაქვს, რომ დამნაშავეები ჯეროვნად დაისჯებიან

ღრმა მწუხარებით ვეხმიანებით ლევან კაჭარავას ტრაგიკული დაღუპვის ამბავს და ვიზიარებთ ლევანის ოჯახის მწუხარებას, - ამის შესახებ ნათქვამია სილქ როუდ ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

26 ივნისი 2022, 13:30

რეგიონი

რუსთავში, ქალაქის მერიისა და სამაშველო სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში სტიქიის შედეგებს ებრძოდნენ

ძლიერმა ქარმა რუსთავში, გვიან ღამით, სახურავები დააზიანა, მრავალწლოვანი ხეები მოტეხა და გარეგანათების ელექტროსადენები მოგლიჯა.

ლევან ნიკოლეიშვილი

26 ივნისი 2022, 13:25

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: პრაგმატული პოლიტიკა უფრო სწორია, თუ რისკიან-უგუნური, რომელსაც ახალი ომი მოსდევს, თვითონ განსაჯეთ, მით უმეტეს როდესაც ტერიტორიების 20% ოკუპირებული გაქვს და სასწორზე შენი მოქალაქეების სიცოცხლე და უსაფრთხოება დევს

ის რომ პუტინი ამბობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაც კი სულაც არ ადარდებს, ცხადია ჩნდება ეჭვი რის სანაცვლოდ? იმ ტერიტორიების სანაცვლოდ ხომ არა, რომელიც დე ფაქტო უკვე წაღებული აქვს? ხოლო, მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სანაცვლოდ შეიძლება რუსეთისთვის სანქციების დაწესება მოუწიოს, ხომ საერთოდ გამაოგნებელი ხდება-რა, რის სანაცვლოდ?! მითუმეტეს, რომ რუსეთი პირდაპირ იმუქრება თუ რის გაკეთება შეუძლიათ დნესტრისპირეთში, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

26 ივნისი 2022, 13:14

ტექნოლოგიები

ხმოვანი ასისტენტი Alexa მომხმარებლებს გარდაცვლილი ახლობლების ხმით დაელაპარაკება 👀

Amazon-ი ხმოვანი ასისტენტი Alexa-ს მომხმარებლებისთვის სიახლეს ნერგავს - კომპანიამ გამოიყენა ხმის სინთეზის ტექნოლოგია, Alexa-მ გარდაცვლილი ადამიანების ხმით ისაუბროს.

26 ივნისი 2022, 12:52

საზოგადოება

სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დასრულდა

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში პარტნიორობა მშვიდობის პროგრამის ფარგლებში სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დასრულდა. წვრთნებში ქართველი, ამერიკელი, პოლონელი, ლატვიელი, ლიეტუველი და სომეხი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ.

26 ივნისი 2022, 12:47

COVID19

კვლევა: კოვიდვაქცინებმა ერთ წელიწადში, მსოფლიოში 20 მილიონამდე ადამიანი იხსნა სიკვდილისგან

2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის დეკემბრამდე, კოვიდვაქცინაციამ 19,8 მილიონი ადამიანი გადაარჩინა, - აღნიშნულია მათემატიკურ მოდელირებაზე დაყრდნობით მომზადებულ კვლევაში, რომელიც Lancet Infectious Diseases-მა გამოაქვეყნა.

ვიოლა ფონ კრამონი

26 ივნისი 2022, 12:31

პოლიტიკა

ვიოლა ფონ კრამონი: მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არაფრად ღირს, მათ შეუძლიათ, სამუდამოდ იყვნენ მოსაცდელ ოთახში - კანდიდატის სტატუსი არის ყველაზე ცოტა, რის გაკეთებაც ევროკავშირის ლიდერებს შეეძლოთ

„გეოპოლიტიკურად ძალიან დაძაბულ ვითარებაში, მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არაფრად არ ღირს“, - აცხადებს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.

ილია მეორე

26 ივნისი 2022, 12:25

საზოგადოება

ილია მეორე: ლევან კბილაშვილი სრულიად ახალგაზრდა წავიდა ჩვენგან და თან გაიყოლა მრავალთა გულისტკივილი

სიონის ტაძრის მგალობელი, ქართული ხალხური სიმღერების ცნობილი შემსრულებელი, ბოლო დროს კი საესტრადო ჟანრში მოღვაწე ლევან კბილაშვილი სრულიად ახალგაზრდა წავიდა ჩვენგან და თან გაიყოლა მრავალთა გულისტკივილი, - ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილში.

26 ივნისი 2022, 12:09

ტაბლოიდი

აშშ-ში, ძაღლი შინაური ცხოველების სასტუმროდან გაიპარა, 3 კილომეტრზე მეტი იარა და სახლში დაბრუნდა. ვიდეო

აშშ-ში, კანზასის შტატში, შინაური ცხოველების სასტუმროში დატოვებული ძაღლი სახელად დექსტერი სასტუმროდან გაიქცა და, 3 კილომეტრზე მეტი მანძილის დაფარვის შემდეგ, სახლში დაბრუნდა.

დავით ქართველიშვილი

26 ივნისი 2022, 11:44

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: „ნაცმოძრაობის“ ყველაზე სტაჟიანი ლობისტი კარლ ბილდტი, პუტინის ერთ-ერთი ძირითადი საყრდენი ოლიგარქის მიხეილ ფრიდმანის მრჩეველია

„ნაცმოძრაობის“ ყველაზე სტაჟიანი ლობისტი კარლ ბილდტი, პუტინის ერთ-ერთი ძირითადი საყრდენი-ოლიგარქის მიხეილ ფრიდმანის მრჩეველია“, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

26 ივნისი 2022, 11:37

საზოგადოება

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე JICA-ს მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ჰიროიუკი მორს შეხვდა.

26 ივნისი 2022, 11:36

მსოფლიო

Reuters: გაერთიანებული სამეფო, აშშ, იაპონია და კანადა რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვას გეგმავენ

გაერთიანებული სამეფო, შეერთებული შტატები, იაპონია და კანადა რუსული ოქროს იმპორტს აკრძალავენ, - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

26 ივნისი 2022, 11:34

სამართალი

პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც 3 ადამიანი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.მ., თბილისში დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 16- დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

26 ივნისი 2022, 11:21

მსოფლიო

რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის. ომის 123-ე დღე

ომის123-ე დღე - უკრაინა ოკუპანტთა მასირებულ იერიშებს იგერიებს. რუსების კონტროლქვეშ გადავიდა ლუგანსკის ოლქის ქალაქი სევეროდონეცკი. ომის მეთვრამეტე კვირას მძიმე ბრძოლები გრძელდება ლისიჩანსკისა და ბახმუტის მიმართულებით. პარალელურად, ოკუპანტები უკრაინის ქალაქებს ბომბავენ, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეები ეწირებიან.