IMEDI /  02 ნოემბერი 2020, 18:20 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: ჩვენი პარტია და საარჩევნო შტაბი ხვალიდან იწყებს მზადებას არჩევნების მეორე ტურისთვის

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

მოხარული ვართ, რომ არჩევნები მათ მიერ შეფასდა, როგორც კონკურენტული და აღინიშნა, რომ საარჩევნო პროცესში რეალიზებული იყო ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, რომელთა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოვლინება საარჩევნო უფლებაა, - ირაკლი კობახიძე საერთაშორისო დამკვირვებლებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებს გამოეხმაურა.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი თვლის, რომ ამგვარი შეფასებების ფონზე ოპოზიცის დესტრუქციული ქცევები თვისობრივად აცდენილია. რეალობის ობიექტურ აღქმას.

„აშკარაა, რომ ძალაუფლების დაბრუნებისკენ ლტოლვა, რომლითაც ისინი თავის დროზე ბოროტად სარგებლობდნენ, არ აძლევს მათ ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანის ღირსეულად მიღების შესაძლებლობას. სრულიად ლოგიკურია, რომ ქართველმა ამომრჩეველმა უარი უთხრა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც გამოირჩეოდა ზღვარგადასული თვითნებობით, კორუფციით, ადამიანების მკვლელობითა და წამებით, ბიზნესის რეკეტით, რომელმაც რუსეთის ფედერაციას დანაშაულებრივად ჩააბარა ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი და ჩაიდინა უამრავი სხვა დანაშაული საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. ამგვარი პოლიტიკური ძალის მიერ რამდენიმე ასეული ათასი ხმის მიღება თავისთავად სერიოზული შეშფოთების საგანია და ცნობიერების ამაღლების კუთხით, სამომავლოდ, სერიოზულ მუშაობას მოითხოვს. არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადების ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად ოპოზიცია იყენებს დაუბალანსებელ ოქმებს. ამასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ დაუბალანსებელი ოქმები საქართველოში ჩატარებულ ყველა არჩევნებზე ფიქსირდებოდა, რის მიზეზიც ადამიანური შეცდომაა. ყურადღებას გავამახვილებთ იმ გარემოებაზეც, რომ ამგვარი ხარვეზები ხშირ შემთხვევაში ჩვენი პარტიისა და კანდიდატების საზიანოდ ფიქსირდება. ამასთან, ყველა ტექნიკური ხარვეზი, რომელიც ოქმებში ფიქსირდებოდა, ამჟამად ზუსტდება საარჩევნო ადმინისტრაციაში, რაც საარჩევნო პროცესში ფართოდ დამკვიდრებული პრაქტიკაა. ამ არჩევნებზე ნამდვილად დაფიქსირდა ერთი ფუნდამენტური არალეგიტიმური მოვლენა -ეს იყო საარჩევნო აგიტაციაში მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობა, რომელიც ერთდროულად ორ კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს. მეორე ადგილზე გასული პარტიის ლიდერად იმ პირის წარმოჩენა, რომელიც არ არის ქვეყნის მოქალაქე და რომელსაც შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა, საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა. ჩვენ წინასწარ ვაცხადებდით, რომ არჩევნების შემდეგ რადიკალური ოპოზიცია უსათუოდ ეცდებოდა დესტრუქციას. აშკარაა, რომ ხალხის მხარდაჭერის არქონის ფონზე, ისინი არჩევნებში საკუთარ შანსს ვერ ხედავენ. სწორედ ამიტომ, დესტრუქცია არის მათთვის ერთგვარი ხავსი, რომელსაც ისინი 2012 წლიდან ეჭიდებიან. იგივე მიზეზით თქვეს მათ რამდენიმე თვის წინ უარი იმ საარჩევნო სისტემის მხარდაჭერაზე, რომელიც პარტიებს შორის საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით შეთანხმდა. ჩვენი პარტნიორების თვალთახედვით, ახალი, არსებითად პროპორციული სისტემა ნულოვანი საარჩევნო ბარიერით უნდა გახდეს მყარი საფუძველი საქართველოში მრავალპარტიული დემოკრატიის განვითარებისათვის. ჩვენ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენ მეგობარ 4 ელჩს, რომელთა ძალისხმევით დაძლეულ იქნა ჭარბი უმრავლესობის მრავალწლიანი პრობლემა და ახალ პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა 9 პოლიტიკურ პარტიას მიეცა. როგორც ხედავთ, ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორების ამ ძალისხმევას როგორც მაშინ, საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხმის არმიცემით, ისე ახლაც უპასუხისმგებლოდ და უდიერად ეპყრობა. გარდა ამისა, ოპოზიციის დღევანდელი განცხადებები ნიშნავს კაპიტულაციის გამოცხადებას მეორე ტურამდე. მათ კარგად იციან, რომ მეორე ტურში აგებენ ყველა არჩევნებს და მეორე მარცხის გაფორმებას ერიდებიან იმთავითვე. ჩვენი პარტია და საარჩევნო შტაბი ხვალიდან იწყებს მზადებას არჩევნების მეორე ტურისთვის. ჩვენ დარწმუნებული ვართ ყველა საარჩევნო ოლქში დამაჯერებელ გამარჯვებაში.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ

საარჩევნო უბნებზე ხმების 100% დათვლილია. შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,15 %; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,14%; „ევროპული საქართველო“ - 3.78%; „ლელო“ – 3,15%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ. საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლება და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.

ოპოზიციის ნაწილი აქციებს აანონსებს. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და ერთიან სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. მათი ერთ-ერთი სცენარი არის ის, რომ ბოიკოტი გამოაცხადონ, უარი თქვან მანდატებზე და არ შევიდნენ პარლამენტში.

ყველა სიახლე

26 ნოემბერი 2020, 10:57

COVID19

ამ დროისთვის საქართველოში 986 მძიმე პაციენტია

ამ დროისთვის საქართველოში 986 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში - 461, აჭარაში - 155, იმერეთში - 219. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 452 პირი, მათგან თბილისში - 188, აჭარაში - 139, იმერეთში - 42. 3 920 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1200 - თბილისში, 2 154 - აჭარაში, 265 - იმერეთში. 8 674 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

26 ნოემბერი 2020, 10:56

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 293 თბილისში, 475 კი აჭარაში გამოვლინდა

დღეს დადასტურებული 3 801 შემთხვევიდან, 1 293 თბილისში, ხოლო აჭარაში 475 შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კორონავირუსი

26 ნოემბერი 2020, 10:45

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 39 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

კორონავირუსი

26 ნოემბერი 2020, 10:44

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3801 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3200 ადამიანი

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

განათლება კულტურა მუზეუმი ლექცია

26 ნოემბერი 2020, 10:43

კულტურა

პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში ქართული მუზეუმები ვიდეოლექციებს ჩაატარებენ

პროექტის განხორციელებაში ჩართული არიან შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდი, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, უნივერსიტეტები, მწერალთა სახლი, ასევე, მეცნიერების, განათლებისა და კულტურის სფეროში მოღვაწე პირები.

26 ნოემბერი 2020, 10:20

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 22,268 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 22,268 ადამიანს დაუდგინეს, 389 ინფიცირებული კი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 983,588 შემთხვევა გამოვლინდა, 15,160 ადამიანი გარდაიცვალა.

26 ნოემბერი 2020, 10:17

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის 44,489 შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში კორონავირუსის 44,489 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 9,266,705-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო 24 საათში, ინდოეთში 524 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 135,223-ს აღწევს, ჯამში 8,7 მილიონამდე ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

კახეთი ავარია

26 ნოემბერი 2020, 09:52

სამართალი

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

ახალგაზრდა კაცი მსუბუქი ავტომობილით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და ამოტრიალდა. მძღოლი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა.

მადს მიკელსენი

26 ნოემბერი 2020, 09:49

კულტურა

„ფანტასტიკურ ცხოველებში“ ჯონი დეპს მადს მიკელსენი ჩაანაცვლებს

დეპის თქმით, მან როლზე უარი სტუდია Warner Bros-ის თხოვნით თქვა. იმის მიუხედავად, რომ მსახიობმა ფილმის მხოლოდ 1 სცენაში მოასწრო გადაღება, სტუდია მას სრულ ჰონორარს გადაუხდის.

ცესკო

26 ნოემბერი 2020, 09:31

პოლიტიკა

საბიუჯეტო დაფინანსების მიღების მიზნით ცესკოს ცხრა პარტიამ მიმართა

ამ დროის მონაცემებით, ცესკოსთვის დაფინანსების მისაღებად არ მიუმართავთ „პატრიოტთა ალიანსს“, ლეიბორისტულ პარტიას, „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეებს“, „ლელოს“ და „გირჩს“. ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ საბიუჯეტო დაფინანსების აღება არჩევნების შედეგების ირიბი ლეგიტიმაციაა, ბოიკოტი კი ნიშნავს ყველაფერზე უარის თქმას. იგივე პოზიცია აქვს ალეკო ელისაშვილს, რომლისთვისაც გაუგებარია, ერთი მხრივ, ბოიკოტი, მეორე მხრივ კი, დაფინანსებაზე განცხადების შევსება.

ლინას ლინკევიჩსი

26 ნოემბერი 2020, 09:07

პოლიტიკა

ლინას ლინკევიჩუსი: პარლამენტის ბოიკოტი ნამდვილად რადიკალური ნაბიჯია, ამ სიტუაციაში ეს ზედმეტია

„ცხადია, ჩვენ ვერ ვეტყვით ოპოზიციას, რა უნდა გააკეთონ, მაგრამ პარლამენტის ბოიკოტი ნამდვილად რადიკალური ნაბიჯია. ამ სიტუაციაში ეს ზედმეტია. ვხვდებით, რომ არის უკმაყოფილება, უთანხმოება, თუნდაც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლიტიკური კონფლიქტი გრძელდება, მაგრამ ზომები უნდა იყოს ადეკვატური და ჩვენ პარლამენტის ბოიკოტს არ ვურჩევდით. მთლიანობაში, ეს ძირს გამოუთხრის პროცესს. ჩემი აზრით, ეს ნაბიჯი ოპოზიციის მხრიდან არის გადამეტებული რეაქცია“, - აღნიშნა ლინკევიჩუსმა.

ხამძარი

26 ნოემბერი 2020, 08:49

სამართალი

თბილისში, ხორავას ქუჩაზე ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლა

როგორც imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.

ლაშა დარსალია

26 ნოემბერი 2020, 08:36

პოლიტიკა

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების სხდომაზე 22-ე კონსოლიდირებული ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“ განიხილეს

„ხაზგასმით აღინიშნა, რომ ადგილზე სამხედრო ტექნიკის არსებობა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს სტაბილურობისთვის“, - აღნიშნულია ანგარიშში.

გიორგი გახარია

26 ნოემბერი 2020, 08:21

COVID19

საქართველოში ახალი შეზღუდვების შესახებ დღეს გახდება ცნობილი

წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრების პარალელურად, მთავრობა მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტებზეც მუშაობს.

თოვლი

26 ნოემბერი 2020, 08:08

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მცირე მოღრუბლულობა.

ანგელა მერკელი

26 ნოემბერი 2020, 01:47

COVID19

ანგელა მერკელმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები 20 დეკემბრამდე გაახანგრძლივა

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები 20 დეკემბრამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული გადაწყვეტილება გერმანიის კანცლერმა ფედერალური მიწების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.

მაიკლ ფლინი

26 ნოემბერი 2020, 01:33

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა გენერალი მაიკლ ფლინი შეიწყალა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ყოფილი თანაშემწე, მაიკლ ფლინი შეიწყალა.

ბიძინა კულუმბეგოვი

26 ნოემბერი 2020, 01:28

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: ინფექციას შეზღუდვის გარეშე თუ მივეცით გავრცელების შესაძლებლობა, ძალიან დიდია რისკი, რომ დეკემბრის ბოლოსთვის 12-13-14 ათასი შემთხვევა მივიღოთ

რა თქმა უნდა, ძალიან რთული მისაღწევია ის ამოცანა, რომელიც არის დასახული, გვინდა ან ეპიდმიის ძალიან დრამატულ ტრაექტორიაზე მოვახდინოთ ზეგავლენა და მეორე მხრივ გვინდა, რომ ეკონომიკა საერთოდ არ დაზიანდეს, ეს ამ ეტაპისთვის სრულიად შეუთავსებელია ერთმანეთთან, - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა, „ღია ეთერში“ განაცხადა. მისი თქმით, ამ ინფექციას შეზღუდვის გარეშე თუ მივეცით გავრცელების შესაძლებლობა, ძალიან დიდი რისკია იმისა, რომ დეკემბრის ბოლოსთვის ჩვენ 12-13-14 ათასი შემთხვევა მივიღოთ.

ლევან რატიანი

26 ნოემბერი 2020, 01:13

COVID19

ლევან რატიანი: ვირუსის გავრცელების ჯაჭვის გაწყვეტის ერთადერთი გზა არის ფიზიკური დისტანცია

ვირუსის გავრცელების ჯაჭვის გაწყვეტის ერთადერთი გზა არის ფიზიკური დისტანცია, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „ღია ეთერში“ განაცხადა. მისი თქმით, სოციალური დისტანცია, პირბადის გამოყენება და პირადი ჰიგიენა ბლოკავს ჯაჭვის გავრცელებას.

26 ნოემბერი 2020, 01:13

მსოფლიო

შოტლანდია პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ტამპონები და საფენები უფასო იქნება

ქვეყნის პარლამენტმა შესაბამისი კანონპროექტი სამშაბათს დაამტკიცა. კანონი ადგილობრივ ხელისუფლებას ავალდებულებს ტამპონები და საფენები ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, ვისაც ეს დასჭირდება. სკოლებმა, კოლეჯებმა და უნივერსიტეტებმა შესაბამისი ჰიგიენური პროდუქტებში საპირფარეშოებში უნდა განათავსონ.