http://imedi.ge/ /  02 ნოემბერი 2020, 21:28 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: ზოგიერთ პარტიას მიხეილ სააკაშვილის უფრო ეშინია, ვიდრე ქართველი ხალხის

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

„ზოგიერთ პარტიას მიხეილ სააკაშვილის უფრო ეშინია, ვიდრე ქართველი ხალხის“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, ეს გავლენა სახეზეა და ამის უკან სხვადასხვა მიზეზი დგას.

„პირველი მიზეზი არის ის, რომ სააკაშვილს აქვს საქართველოში ფულადი რესურსი და მედია რესურსი. აქედან გამომდინარე მიწებებული ჰყავს გარკვეული პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები და შესაბამისად ამას ეფუძნება ეს შიში, სხვა მიზეზი ამას ვერ ექნება. რაც შეეხება ქართველი ხალხის მიმართ შიშს, მათ რომ ეს შიში ჰქონოდათ, უფრო მეტად სცემდნენ პატივს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ქართველმა ხალხმა მიიღო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, რომ ეს პროცესი ასე არ გაგრძელდება და ოპოზიცია პოზიციას შეიცვლის.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ისინი ამ პოზიციას შეიცვლიან გამომდინარე იმ ობიექტური გარემოებიდან რასაც ვსაუბრობდით, ასე ეს პროცესი არ გაგრძელდება და საბოლოო ჯამში მივიღებთ იმ შედეგს, რაც ასე ძალიან უნდოდათ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. როგორც მან აღნიშნა, როდესაც ჩამოყალიბდა ეს საარჩევნო სისტემა, რის საფუძველზეც არჩევნები ჩატარდა, იყო ფართო კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან. „იდეა იყო ის, რომ უნდა გადავსულიყავით არსებითად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე თავისი ერთ პროცენტიანი ბარერით. ამის შედეგი არის ის, რომ ჭარბი უმრავლესობა, რაც ყოველთვის პრობლემა იყო წინა არჩევნებზე, არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს. ჩვენ ამ შემთხვევაში გამოგვდის 90 მანდატი, შესაბამისად, არის დაბალანსებული უმრავლესობა, პლიუს რვა ოპოზიციური პარტია შედის პარლამენტში. ეს არის ისეთი შედეგი, რაც საქართველოს 1992 წლის შემდეგ არ ჰქონია. ეს ხსნის გზას იმისთვის, რომ კიდევ უფრო პოლიტიკური და პარტიული სისტემა მივიღოთ, ურთიერთობების კონსტრუქციულ რეჟიმზე გადავიდეთ, რაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ამოცანა იყო და ეს ამოცანა მიღწეულია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველა სიახლე

30 ნოემბერი 2020, 08:37

საზოგადოება

დღეიდან მომსახურების სააგენტო გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აჩერებს და მუშაობის განსხვავებულ რეჟიმზე გადადის

ახალი რეგულაციების თანახმად, მოქალაქეები დროებით ვერ შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლას, გარდა იმ პირებისა, ვისაც დაჯავშნილი ჰქონდათ თეორიული გამოცდის დღე ან ჩაბარებული აქვთ თეორიული და აბარებენ პრაქტიკულ გამოცდებს. მათ საშუალება ეძლევათ ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ისარგებლონ შესაბამისი მომსახურებით.

30 ნოემბერი 2020, 08:25

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 30 ნოემბერს ქუთაისში უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. დღისით ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +10. ოზურგეთში დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7. ბათუმში +16 გრადუსი სითბო იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

30 ნოემბერი 2020, 08:06

სამართალი

დღეს საქალაქო სასამართლოში კარტოგრაფების საქმეზე პროცესი გაიმართება

კარტოგრაფების საქმეზე საქალაქო სასამართლოში დღეს პროცესი გაიმართება. სასამართლო ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე იმსჯელებს. ცნობილია, რომ ბრალდებულების ადვოკატები სასამართლოს 200 ადამიანის თავდებობას შესთავაზებენ.

ზურაბ ჯაფარიძე

30 ნოემბერი 2020, 01:21

რეგიონი

ზურაბ ჯაფარიძემ პოლიციას ფიტნესკლუბის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა

„გირჩის“ლიდერის განცხადებით, ფიტნესკლუბი საცხოვრებელ სახლად იქირავა, კომერციული საქმიანობას ის არ აწარმოებს, შესაბამისად, აცხადებს, რომ პოლიცია მის სახლში უკანონოდ შეიჭრა. ჯაფარიძის თქმით, ის აუცილებლად შევა ნაქირავებ საცხოვრებელში, სამართალდამცველთა ქმედებებს კი გაასაჩივრებს.

30 ნოემბერი 2020, 00:52

ტაბლოიდი

ინდოეთში კაცი საკუთარი კრემაციის შემდეგ სახლში დაბრუნდა

ნოემბრის დასაწყისში 75 წლის ინდოელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, 2 დღის შემდეგ ახლობლებს მისი გარდაცვალება შეატყობინეს. ცხედარი წესების თანახად ინახებოდა. ის ოჯახის წევრებს შორიდან აჩვენეს, რის გამოც, სავარაუდოდ, კარგად ვერ ამოიცნეს.

სპილო კაავანი

30 ნოემბერი 2020, 00:30

მსოფლიო

სპილო კაავანი ისლამაბადის ზოოპარკიდან ნაკრძალში გადაიყვანეს

36 წლის სპილო კაავანი, რომელიც რამდენიმე წელია, ჭარბი წონით იტანჯება, ისლამაბადის ზოოპარკიდან ნაკრძალში გადაიყვანეს. გიგანტური ცხოველის გასათავისუფლებლად, რომელმაც მთელი ცხოვრება გალიაში გაატარა, სოციალურ ქსელებში კამპანია წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და მას მომღერალი შერი ხელმძღვანელობდა. სწორედ მისი აქტიური ძალისხმევით მოხერხდა კაავანის გადაყვანა კამბოჯაში მდებარე სიერ-რიპის ნაკრძალში.

ობელისკი

30 ნოემბერი 2020, 00:23

ტაბლოიდი

იუტის უდაბნოში აღმოჩენილი იდუმალი ობელისკი გაუჩინარდა

ობიექტის გაუჩინარებას შტატის მიწების მმართველობის ბიუროში ადასტურებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ობელისკის დემონტაჟი ხელისუფლების წარმომადგენლებს არ განუხორციელებიათ

System of a down

30 ნოემბერი 2020, 00:03

კულტურა

ვიდეორგოლმა System of a Down-ის სიმღერაზე Chop Suey ​Youtube-ზე მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა

Chop Suey ჯგუფის მეორე ალბომის Toxicity-ს ერთ-ერთი ჰიტია. სიმღერა 2001 წელს გამოვიდა, თუმცა ვიდეორგოლი Youtube-ზე მხოლოდ 2009 წელს აიტვირთა.

არმენ სარგსიანი

29 ნოემბერი 2020, 23:58

მსოფლიო

სომხეთის პრეზიდენტი ქვეყნის მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდებს

„ასეთი რყევების შემდეგ ნებისმიერმა მთავრობამ მანდატი ხელახლა უნდა მოიპოვოს. საპარლამენტო არჩევნები ბოლოს 2 წლის წინ გვქონდა. მაშინ სომხეთი სხვა ქვეყანა იყო, დღეს კი სრულებით სხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ. დღეს ჩვენი ქვეყანა დიდი პრობლემების წინაშე დგას. სირთულეები გვაქვს ეკონომიკაში, ჯანდაცვაში. ქვეყანამ დიდი დანაკარგი და ზარალი განიცადა ყარაბაღის ომის შედეგად. დაზარალებულ ოჯახებს სჭირდებათ დახმარება“, - აღნიშნა სარქისიანმა.

29 ნოემბერი 2020, 23:56

სპორტი

„ვიაიეს ინტერიასის" ფეხბურთელმა პაულა დაპენამ დიეგო მარადომას ხსოვნას პატივი არ მიაგო

მან განაცხადა, რომ უარს ამბობს პატივი სცეს პედოფილისა და მოძალადის ხსოვნას. დაპენა წუთიერი დუმილის დროს ზურგით შებრუნდა და ფეხზე დგომის ნაცვლად იჯდა.

კინო

29 ნოემბერი 2020, 23:36

კულტურა

ეროვნულმა კინოცენტრმა ონლაინ კინოკლუბი შექმნა

ონლაინ კინოჩვენებები იმართება Facebook-ლაივის ფორმატში ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ გვერდზე და ონლაინ კინოკლუბის ჯგუფში 22:00 საათზე.

29 ნოემბერი 2020, 23:22

სპორტი

„მილანმა" იტალიის ჩემპიონატში ბოლო 26 წელიწადში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა

როსონერიმ საკუთარ მოედანზე „ფიორენტინას" 2:0 დამარცხების შემდეგ 9 ტურში 23 ქულა დააგროვა, ასეთი კარგი შედეგი კი გუნდს ბოლოს 1994 წელს ჰქონდა.

ლეოპოლდო ლუკე და დიეგო მარადონა

29 ნოემბერი 2020, 23:20

მსოფლიო

დიეგო მარადონას პირად ექიმს ფეხბურთელის არაგანზრახ მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს

ექიმს ბრალად არაგანზრახ მკვლელობა, დახმარების არ გაწევა და ავადმყოფის მეთვალყურეობის გარეშე დატოვებაში სდებენ ბრალს. გამოძიება მარადონას ქალიშვილის ჩვენების შემდეგ დაიწყო, რომელმაც ლუკეს ქმედებებსა და კვალიფიკაციაში ეჭვი შეეპარა.

ტოკიო 2020

29 ნოემბერი 2020, 23:03

ეკონომიკა

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ერთი წლით გადადება ორგანიზატორებს სულ მცირე $1.9 მილიარდი დაუჯდებათ

ხარჯებს ბევრი ფაქტორი ზრდის. მათ შორისაა თანამშრომლებისთვის გადასახდელი ხელფასები, არენების შენახვა-მომსახურება და გაყიდული ბილეთების საფასურის დაბრუნება. გაზრდილ ხარჯში არ შედის ის თანხები, რომლებიც კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლას ხმარდება.

ვალენტინა (Valentina)

29 ნოემბერი 2020, 23:01

კულტურა

საბავშვო ევროვიზის კონკურსში საფრანგეთის წარმომადგენელმა გაიმარჯვა

2020 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული საფრანგეთის წარმომადგენელი ვალენტინა (Valentina) გახდა სიმღერით J’imagine. მან 200 ქულა მიიღო. საქართველოს წარმომადგენელი სანდრა გადელია კი 111 ქულით მეექვსე ადგილზე გავიდა.

სტრასბურგის სასამართლო

29 ნოემბერი 2020, 22:40

სამართალი

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველომ დაზარალებულ მოქალაქეებს 6 მლნ ლარის კომპენსაცია უნდა გადაუხადოს

2012 წლამდე მომხდარ ფაქტებზე სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო სიცოცხლის უფლების დამრღვევად უკვე 13 საქმეზე ცნო; 28 საქმეზე წამების აკრძალვის დარღვევა დაადგინა; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების ხელყოფაში სახელმწიფო 14 საქმეზე ამხილა; პირადი ცოვრების დარღვევა7 საჩივარზე დაადასტურა, საკუთრების უფლების შელახვა 7 საქმეზე დადგინდა. საჩივრებიდან ყველაზე მეტი სამართლიანი სასმართლოს უფლების დარღვევას ეხება. ასეთი კი 36 საქმეა.

კორონავირუსი

29 ნოემბერი 2020, 22:29

COVID19

რა ვითარებაა საფრანგეთში პანდემიის დროს - „იმედის კვირის“ რეპორტაჟი

„იმედის“ ევროპის ბიურო, რომელიც ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, ბრიუსელში მდებარეობს უკვე რამდენიმე კვირაა ცდილობს მეზობელ ქვეყნებში არსებული ვითარება გადაიღოს და ამჯერად საფრანგეთში ჩავიდნენ.

ზურაბ აბაშიძე/გრიგორი კარასინი

29 ნოემბერი 2020, 22:21

პოლიტიკა

გრიგორი კარასინი ადასტურებს, რომ ზურაბ აბაშიძესთან ონლაინ-შეხვედრაზე სერგეი გავრილოვზე საუბარი არ ყოფილა

„ამჯერად არ გვიხსენებია ჩვენი პარლამენტარი გავრილოვი და არც ის ეპიზოდი, რომელიც მოხდა. სხვა საკითხი იყო ძალიან ბევრი, თუმცა ჩვენ, ბუნებრივია, გვახსოვს ეს ეპიზოდი“, - ამბობს კარასინი.

ლევან რატიანი

29 ნოემბერი 2020, 22:07

COVID19

კახი კავსაძე ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს, თუმცა რეანიმაციულ განყოფილებაში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება

მისი მკურნალი ექიმის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში შეყვანისას 85 წლის მსახიობის მდგომარეობა კრიტიკულად შეფასდა, რადგან სახეზე იყო სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა.

კახა კუჭავა

29 ნოემბერი 2020, 22:06

პოლიტიკა

კახა კუჭავა: დარწმუნებული ვარ, რომ არიან პარტიები, რომლებიც გადადგამენ ამ ნაბიჯს და მიიღებენ გადაწყვეტილებას შემოვიდნენ პარლამენტში

„ქართველი ამომრჩევლის ნება იყო, რომ მრავალპარტიული ყოფილიყო ეს პარლამენტი. ჩვენ ამას მივაღწიეთ. დღეს ამაზე უარის თქმა პირველ რიგში არის ამომრჩევლის ნებაზე უარის თქმა. მე დარწმუნებული ვარ, რომ არიან პარტიები, რომლებიც გადადგამენ ამ ნაბიჯს და მიიღებენ გადაწყვეტილებას შემოვიდნენ, იქნება მიღწეული შეთანხმება“,- განაცხადა კუჭავამ.