imedi /  04 ნოემბერი 2020, 19:20 / სანდო წყარო

ცესკო: მივმართავთ ჩართულ მხარეებს, იმოქმედონ კანონისა და ეთიკის ფარგლებში და ხელი შეუწყონ საოლქო საარჩევნო კომისიებს აღნიშნული პროცედურების მშვიდ და პროფესიულ გარემოში განსახორციელებლად

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ ბრიფინგი გამართა და საოლქო საარჩევნო კომისიებში მიმდინარე სამართლებრივ პროცესებთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება.

მან საოლქო საარჩევნო კომისიებში მიმდინარე სამართლებრივ პროცესებზე ისაუბრა, რაც უკავშირდება საჩივრების განხილვას.

„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჯერ კიდევ გუშინ გააკეთა განცხადება ჩართულ მხარეებთან შეხვედრაზე, რომ ნებისმიერ შემაჯამებელ ოქმთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება შეიცავდეს კითხვის ნიშნებს მონაცემებში არსებული შესაძლო სერიოზული შეცდომების შესახებ, იქნებოდა განხილული მაღალი პროფესიული სტანდარტით და ყველა უფლებამოსილი მხარის მონაწილეობით.

ცნობილია, რომ ცესკოს უფლებამოსილებას აღემატება საოლქო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებებში და მათ დისკრეციულ უფლებამოსილებებში ჩარევა. თუმცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე მიაწოდა რეკომენდაცია და გააცნო ცესკოს ცალსახა პოზიცია საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომ ის შემაჯამებელი ოქმები, რომელთა მიმართაც შესაძლოა არსებობდეს საფუძვლიანი მოთხოვნები და დასაბუთებული გარემოებები, გაიხსნას და გადაითვალოს მათ მიერ.

ასევე, გაცემულია რეკომენდაცია, რომ აღნიშნული გადათვლის პროცესი ჩატარდეს გამჭვირვალედ, ყველა უფლებამოსილი მხარე იყოს ჩართული და ინფორმირებული მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ, რათა მათ შეძლონ ამ პროცესის მონიტორინგი. ამასთან, მივმართავთ ჩართულ მხარეებს, იმოქმედონ კანონისა და ეთიკის ფარგლებში და ხელი შეუწყონ საოლქო საარჩევნო კომისიებს აღნიშნული პროცედურების მშვიდ და პროფესიულ გარემოში განსახორციელებლად.

მნიშვნელოვანია ასევე აღნიშნოს, რომ ჩვენს მიერ დამუშავებულია შემაჯამებელ ოქმებში ბიულეტენების ნაკლებობის სტატისტიკა. ჩვენ არაერთხელ განვმარტეთ და კიდევ გვსურს გავიმეოროთ, რომ მაჟორიტარულ ნაწილში ბიულეტენების ნაკლებობის შემთხვევები არის სამართლებრივად სწორი და ძირითადად გვხვდება ე.წ. კოვიდ უბნებზე - 3001 და პენიტენციურ დაწესებულებებში გახსნილ უბნებზე - 2158, რაც საკანონმდებლო მოცემულობაა, ვინაიდან სპეციალურ სიებში შეყვანილი ამომრჩეველი, მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებს მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობას, თუ ის რეგისტრირებულია იმავე მაჟორიტარულ ოლქში.

დასასრულს მინდა მოგახსენოთ, რომ ახლაც მიმდინარეობს ცალკეულ საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვის, გადამოწმებისა თუ გადათვლის პროცედურები, შესაბამისად, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოება უმოკლეს დროში იქნება ინფორმირებული“ - განაცხადა გიორგი შარაბიძემ ბრიფინგზე.

ყველა სიახლე

დევიდ რაში

30 ივნისი 2022, 00:51

ტაბლოიდი

ამერიკელმა, რომელიც ცოტა ხნის წინ ბენზოხერხის შუბლზე გაჩერების გამო გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, ახალი რეკორდი დაამყარა

ამჯერად კაცმა 5,47 კილომეტრი ნიკაპზე გიტარით გაიარა. ამ დისტანციის დასაფარად მან სტადიონის სარბენ ბილიკს 13 წრე დაარტყა, რისთვისაც 1 საათი და 7 წუთი დასჭირდა. ეს რაშის 250-ე რეკორდია.

მოაზროვნე

30 ივნისი 2022, 00:45

კულტურა

როდენის „მოაზროვნე“ პარიზში აუქციონზე გაიყიდება

როდენმა „მოაზროვნეს“ სხვადასხვა ზომის 40-მდე ასლი შექმნა. კერძო კოლექციებში დღეისათვის მხოლოდ 10 მათგანი რჩება. ქანდაკების ორიგინალი პარიზში, როდენის მუზეუმში მდებარეობს.

თეა წულუკიანი

30 ივნისი 2022, 00:41

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ერთ-ერთი ყველაზე გონებამახვილური ხუმრობა, რომელიც დღეს ვატიკანში ქართველებისგან მოვისმინე, იყო: „ევროკავშირში არ მიგვიღეს, მაგრამ ვატიკანში მიგვიღეს“

„ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, მაგრამ ამ ხუმრობაში არის სიხარულიც, აღტაცებაც, ცოტა სევდაც, გულის ტკივილიც, მაგრამ ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც ომშიც კი მღეროდა, არამცთუ წარუმატებლობის ჟამს და რომელიც სამართლიანად აფასებდა იმ წარმატების დოზას, რომელიც მას წილად ხვდებოდა - ამ შემთხვევაში ევროპულ პერსპექტივას ვგულისხმობ, რომელზეც 2014 წელს ან თუნდაც შარშან ვერცერთი ქართველი ერ იოცნებებდა. ეს გვაქვს, მაგრამ გვინდოდა მეტი და გხვდებიან ადამიანები, რომლებიც არიან ცოტა მოწყენილები. მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც ვაგრძელებთ მუშაობას, იმისთვის, რომ თუკი რამე არის გასაკეთებელი გაკეთდეს, მაგრამ ის, რაც არის გასახარელი და დღეს გიხარია, დღეს უნდა გაკეთდეს. და მე ძალიან მიხარია, როდესაც აქედანაც კი თვალშისაცემია რამდენად დიდი როლი შეასრულა ამ კონცერტმა და დღევანდელმა დილამ წმინდა პეტრეს ტაძარში ქართული საზოგადოების გაერთიანებაში. ჩვენ გაერთიანდით აღტაცებაში, სიამაყეში, იმაში რომ ჩვენ ვართ ერი, რომელსაც შეუძლია ასეთი რამ შექმნას“, - განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი

30 ივნისი 2022, 00:35

პოლიტიკა

თეა წულუკიანი „იმედის“ მიერ ვატიკანის მოვლენების გაშუქებაზე: თქვენი არხის შესანიშნავი ინფორმაციული მხარდაჭერის გარეშე, ქართული საზოგადოება ამ ისტორიული მოვლენის შესახებ სათანადოდ ვერ შეიტყობდა

ვატიკანში, სიქსტის კაპელაში წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის კონცერტის გაშუქებისთვის და ინფორმაციული მხარდაჭერისთვის კულტურის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედს“ მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ თეა წულუკიანმა „იმედი LIVE“-ში ისაუბრა.

სოზარ სუბარი

30 ივნისი 2022, 00:27

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ჩვეულებრივად დეპუტატი ვარ, კენჭისყრებშიც მივიღებ მონაწილეობას

ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვისაც არ იყო ადვილი „ქართული ოცნების“ დატოვება, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

თეა წულუკიანი

30 ივნისი 2022, 00:20

კულტურა

თეა წულუკიანი: ქართულმა კულტურამ მართლაც შეძლო, ნაწილობრივ გადაეფარა პოლიტიკა და გაეერთიანებინა საზოგადოება

ალბათ თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ქართულმა კულტურამ მართლაც შეძლო, ნაწილობრივ გადაეფარა პოლიტიკა და გაეერთიანებინა საზოგადოება, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები ერთი იდეის გარშემო, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

სოზარ სუბარი

30 ივნისი 2022, 00:16

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: როცა ამბობ, რომ ევროკავშირის წევრობა გინდა, ეს ავტომატურად გულისხმობს, რომ გარკვეულ იურისდიქციებს თმობ და ამ იურისდიქციებს გადასცემ ევროკავშირს

„ჩვენ დავთანხმდით. მაგრამ უცებ აღმოჩნდა, რომ მოსამართლეები, რომლებიც ეგონათ რომ მათი იყვნენ და გააკონტროლებდნენ, მიხვდნენ, რომ თავისუფლები არიან და როგორც კი მოიპოვეს ეს დამოუკიდებლობა და არ იყო ზეწოლა ხელისუფლებისგან და შიგნით ჰქონდათ მყარი გარანტიები, სასწრაფოდ ყველა იმ ადამიანმა, ვინც მოგვიწოდებდა, რომ სასამართლოში ჩარევა ყოფილიყო მინიმალური, დაიწყეს მოთხოვნა, რომ სასამართლოში ჩარევა გაზრდილიყო. ოღონდ ეს ჩარევა უნდა ყოფილიყო ისეთი, რომ ვერ დაგვენიშნა მოსამართლე „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ოპოზიციური ძალა“, - განაცხადა სუბარმა.

სოზარ სუბარი

30 ივნისი 2022, 00:04

პოლიტიკა

სოზარ სუბარი რეფორმებზე: ისეთი სისტემა უნდა შევქმნათ, როგორიც არის ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში - არ უნდა გამოვიგონოთ რაღაც განსხვავებული

ყველა რეფორმასთან დაკავშირებით უნდა დავიწყოთ მუშაობა. „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ დაიწყებენ მუშაობას. ბუნებრივია, მეც სიამოვნებით ჩავერთვები ამაში. ეს უნდა მოხდეს ევროპული წესებით და ისეთი სისტემა უნდა შევქმნათ, როგორიც არის ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში - არ უნდა გამოვიგონოთ საქართველოსთვის რაღაც განსხვავებული., - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

სოზარ სუბარი

30 ივნისი 2022, 00:04

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: სანამ ევროკავშირის გადაწყვეტილება ოფიციალურად გახდებოდა ცნობილი, იყო ბევრი პირდაპირი გზავნილი ხელისუფლების მიმართ, რომ შეეცვალათ სამოქმედო გეგმა და სტრატეგია

მაკრონმა რაც თქვა, რომ გეოგრაფია, გეოპოლიტიკა საქართველოსი სხვა არის და იმ ორი ქვეყნის სხვა, ეს ნიშნავს, რომ ევროპის კარი ან დაკეტილი უნდა იყოს და ევროპული პერსპექტივა არ უნდა თქვა. თუ ევროპულ პერსპექტივას ამბობ, ესე იგი კარი გაიღო და გეოგრაფია აღარაფერ შუაშია. მაკრონის ეს სიტყვებიც წინააღმდეგობრივია, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

რ. კელი

30 ივნისი 2022, 00:01

ტაბლოიდი

ფედერალურმა სასამართლომ მომღერალ R.Kelly-ს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

აშშ-ში, ფედერალურმა სასამართლომ მომღერალ R.Kelly-ს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2021 წლის სექტემბერში, სასამართლომ მომღერალი სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო.

სოზარ სუბარი

29 ივნისი 2022, 23:54

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: როდესაც უკრაინა და მოლდოვა იღებენ კანდიდატობას, ჩვენ კი კანდიდატობის კანდიდატობას, ეს არ არის სამართლიანი

მოლდოვაში მოსახლეობის დაახლოებით 50% მკაფიოდ პრორუსული პოლიტიკის მხარდამჭერია, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს რუმინეთის მოქალაქეობაც აქვს. ბოლო არჩევნებამდე სულ კომუნისტური პარტია ან მასთან კოალიციაში მყოფი ძალები იმარჯვებდნენ. ამ დროს, ჩვენ გვაძლევენ არა კანდიდატობას, არამედ კანდიდატობის კანდიდატობას, რაც არაფერს ნიშნავს, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

სოზარ სუბარი

29 ივნისი 2022, 23:51

პოლიტიკა

სოზარ სუბარი ეკა გიგაურზე: ორგანიზაციები უნდა დაფიქრდნენ, მისცენ თუ არა სხვა დროს გრანტი ადამიანს, რომელიც ქვეყანას პირდაპირ ომისკენ მოუწოდებს

„ვისმენთ პირდაპირ მოწოდებას ომისკენ ეკა გიგაურისგან - „საერთაშორისო გამჭვირვალობა“. ამ შემთხვევაში მგონია, რომ ორგანიზაციები, რომლებიც აფინანსებენ ასეთ ორგანიზაციებს, უნდა დაფიქრდნენ, მისცენ თუ არა სხვა დროს გრანტი ადამიანს, რომელიც ქვეყანას პირდაპირ ომისკენ მოუწოდებს და დღესაც იმ ცვლილებების ავანგარდშია, რასაც ჰქვია ე.წ. ტექნიკური მთავრობა, ვადამდელი არჩევნები, მთავრობის გადაყენება“, - ამბობს სუბარი.

სოზარ სუბარი

29 ივნისი 2022, 23:38

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: გვაქვს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მიიღო შეთავაზება

პირველივე ჯერზე, როდესაც სალომე ზურაბიშვილი მოდიდოა სწორედ ამ გზავნილით და პარლამენტში უნდა გაეჟღერებინა, თვითმფრინავიდან დაიწყეს რეკვა და თვითმფრინავიდან დანიშნეს სხდომა, - ასე უპასუხა პარლამენტის წვერმა სოზარ სუბარმა შეკითხვას, რატომ დათანხმდა ხელისუფლება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის განაცხადის შეტანას.

სოზარ სუბარი

29 ივნისი 2022, 23:36

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: თუ საქართველო და მოლდოვა ომში ჩაებმებიან, რუსეთისთვის ეს იქნება მძიმე, მაგრამ ჩვენთვის და მოლდოვისთვის - გამანადგურებელი

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ საქართველო და მოლდოვა ებმებიან ომში. ეს ნიშნავს, რომ ფრონტის ხაზი არის არა ერთგან, არამედ ორგან და სამგან. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება უკრაინაში: ფრონტის ხაზი გაშლილია რამდენიმე ათას კილომეტრზე, თუმცა აქტიური საომარი მოქმედებები ხდება ერთ კონკრეტულ წერტილში, შემდეგ მეორე წერტილში, შემდეგ მესამე წერტილში, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

სოზარ სუბარი

29 ივნისი 2022, 23:35

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: მართლა ხომ არ ფიქრობთ, რომ სალომე სამადაშვილს და ეკა ხერხეულიძეს ისეთი გავლენა აქვთ, რომ 308 დეპუტატს მოაწერინეს რეზოლუციაზე ხელი? პირიქით არის, მათ შეკვეთებს ასრულებენ ძალიან ხშირად

„არსებობს ვარაუდი და არსებობს მტკიცებულებებიც, რომლებიც ამ ვარაუდს ამყარებს. ამ მტკიცებულებებს, ბუნებრივია, ვერ მოვყვები, მაგრამ ერთ-ერთ შეკრებაზე, რომელსაც უმრავლესობის ძალიან ბევრი დეპუტატი ესწრებოდა, ჩემთვის ყოფილი, მაგრამ ძალიან ძვირფასი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თავისი ვარაუდი გამოთქვა, რომ ის, რომ უკრაინას და მოლდოვას შესთავაზეს [კანდიდატის სტატუსი] და საქართველოს არა, ხდება ერთადერთი მიზნით - რომ საქართველო გამოყონ, გამოიწვიონ ქვეყანაში ტურბულენტობა, არეულობა, იმიტომ რომ არის ძალიან ბევრი ძალა, რომელსაც საქართველოს ომში ჩართვა უნდა და საქართველოში ურჩევნია ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გაატარებს იმ პოლიტიკას, რომელსაც გარედან უკარნახებენ“, - განაცხადა სუბარმა.

სოზარ სუბარი

29 ივნისი 2022, 23:21

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ჩვენი ევროპული მომავლისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ოღონდ იქ​ ცოცხლები უნდა მივიდეთ

პრემიერს ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები, ეს ყველაფერი არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ იქ ვიყოთ. ოღონდ იქ​ ცოცხლები უნდა მივიდეთ, არა დანგრეული და განადგურებული ქვეყანა, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

ევრილ ჰეინსი

29 ივნისი 2022, 23:09

მსოფლიო

აშშ-ის დაზვერვა: ვლადიმირ პუტინს კვლავ სურს უკრაინის უმეტესი ნაწილის დაპყრობა

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სააგენტოს დირექტორმა, ევრილ ჰეინსმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს კვლავ სურს უკრაინის უმეტესი ნაწილის დაპყრობა.

29 ივნისი 2022, 22:46

რეგიონი

საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ 24 საათიან რეჟიმში კვლავ სრული დატვირთვით მუშაობს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგი“ 24 საათიან რეჟიმში კვლავ სრული დატვირთვით მუშაობს.

პედრო სანჩესი

29 ივნისი 2022, 22:35

მსოფლიო

ესპანეთის პრემიერი: ნატო პუტინს მკაფიო მესიჯს უგზავნის, რომ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას მანამ, სანამ რუსული ჯარები უკრაინას არ დატოვებენ

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ წლების განმავლობაში, ნატო რუსეთთან ურთიერთობაში გულუბრყვილო იყო.

29 ივნისი 2022, 22:06

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ნატოს ყველაზე სანდო და შემძლე პარტნიორის რანგში, საქართველო მზადაა მჭიდროდ იმუშაოს ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობასთან მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად

ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ნატოს ყველაზე სანდო და შემძლე პარტნიორის რანგში, საქართველო მზადაა მჭიდროდ იმუშაოს ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობასთან მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად, რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ საერთო ფასეულობების დასამკვიდრებლად.