imedi /  07 ნოემბერი 2020, 16:57 / სანდო წყარო

დავით ზალკალიანი: ჩვენი პარტნიორების შეფასებით საქართველოში არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი

რამდენიმე დღეა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ვიღებთ შეფასებებს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. გუშინ გავრცელდა ევროკავშირის განცხადება, საქართველოში ჩატარებული არჩევნები შეაფასა ამერიკის შეერთებულ შტატებში, კონგრესში, სამხედრო პერსონალის ქვეკომიტეტის და რესპუბლიკური კვლევითი კომიტეტის თავმჯდომარემ ჯო უილსონმა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველა განცხადებაში ცალსახადაა აღნიშნული, რომ ჩვენი პარტნიორების შეფასებით საქართველოში არჩევნები კონკურენტული იყო და საერთო ჯამში ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო.

„ყველა განცხადებაში ცალსახადაა აღნიშნული, რომ ჩვენი პარტნიორების შეფასებით საქართველოში არჩევნები კონკურენტული იყო და საერთო ჯამში ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო. ქართველმა ხალხმა პანდემიის მიუხედავად გამოავლინა დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულება და გააკეთა საკუთარი არჩევანი. ევროკავშირის განცხადება საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გზავნილია, რაც უაღრესად საყურადღებოა ჩვენთვის. პარტნიორები პირდაპირ გვეუბნებიან, რომ საპარლამენტო დემოკრატიის გზით ქვეყნის განვითარებას ალტერნატივა არ აქვს და ამ გზიდან გადახვევა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს დააზიანებს. განცხადებაში პირდაპირ არის აღნიშნული რომ ევროკავშირი არ ემხრობა პარლამენტის ბოიკოტს, მიიჩნევს, რომ აღნიშნული ხელს არ შეუწყობს ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდაციას. სწორედ პარლამენტია ის ადგილი, სადაც უნდა წარიმართოს პოლიტიკური დებატები და მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. ასევე, ევროკავშირი ემხრობა საერთაშორისო მისიების დასკვნას საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და დაცული იყო ფუნდამენტური უფლებები“, - განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ევროკავშირი კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას.

„ბრიუსელის პოზიციაში ცალსახად ხაზგასმულია, რომ საარჩევნო პროცესში ყველა მხარეს აქვს შესაძლებლობა გამოიყენეოს არსებული სამართლებრივი და ინსტიტუციური შესაძლებლობები და გამოიკვლიოს ცალკეული პრეტენზიები.ასევე აღნიშნულია, რომ ეს პროცესი უნდა წარიმართოს გამჭვირვალედ და რათა უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოების მხრიდან ნდობა, რაც მნიშვნელოვანია ასევე მეორე ტურის გამჭვირვალობისა და ინკლუზიურობისთვის. ევროკავშირი კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და აშკარაა, რომ ნებისმიერი სხვა სცენარი მიუღებელია. ბრიუსელის ამ პოზიციაში ნათლად იკითხება, რომ ევროკავშირისთვის ისევე როგორც ჩვენთვის მოვლენათა ბოიკოტის და ქუჩის დემონსტრაციების გზით განვითარება წარსულში დაბრუნებაა, ის ნამდვილად არ უწყობს ხელს ქვეყნის სტაბილურობას და ევროინტეგრაციის პროცესს. ასევე, ჩვენს გაცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე. ის ასევე აზიანებს საქართველოს, როგორც ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნის მიღწევებს. საქართველოს ხელისუფლებამ სწორედ ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთობლივი მუშაობით შეძლო და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩაატარა იმ საკანონმდებლო ცვლილებებითა და სტანდარტებით, რაც შეუქცევადად უზრუნველყოფს საქართველოს ევროპულ დემოკრატიად ფორმირებას და ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს არჩევნების პირველი ტურის შედეგები, რომლის თანახმად საზოგადოებამ ნდობა გამოუცხადა ცხრა პარტიას. არჩევნებისა და საპარლამენტო გზით ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცების ნება, ქართველმა ხალხმა გამოხატა არჩევნების დღეს და პანდემიის მიუხედავად მაღალი დონის აქტივობა გამოამჟღავნა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს აშშ კონგრესის საგარეო კომიტეტისა და საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრი, კონგრესმენი ჯო უილსონი წერილობით გამოეხმაურა. კონგრესმენის განცხადებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები წარმატებით ჩატარდა.

„ვულოცავ ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარებას 2020 წლის 31 ოქტომბერს. გლობალური პანდემიის პირობებში თავისუფალ და სამართლიან გარემოში უსაფრთხო, მაღალი აქტივობის, კონკურენტული არჩევნების ჩატარება მნიშვნელოვანი მიღწევაა“,-აღნიშნავს ჯო უილსონი.

ყველა სიახლე

15 აგვისტო 2022, 00:51

კულტურა

„კუნგ-ფუ პანდა 4“ ეკრანებზე 2024 წელს გამოვა🐼

სურათი ეკრანებზე 2024 წლის 8 მარტს გამოვა. ამ ეტაპზე ფილმის სიუჟეტი და პროექტის სხვა დეტალები უცნობია.

ჯოან როულინგი

15 აგვისტო 2022, 00:19

მსოფლიო

ჯოან როულინგმა Twitter-ზე სალმან რუშდიზე თავდასხმის შესახებ დაწერა, რის შემდეგაც დაემუქრნენ. პოლიციამ გამოძიება დაიწყო

12 აგვისტოს როულინგი Twitter-ზე ბრიტანელ მწერალ სალმან რუშდიზე თავდასხმას გამოეხმაურა და დაწერა: „ახლა ძალიან ცუდად ვარ. დაე ის კარგად იყოს“. კომენტარებში კი მომხმარებელმა MeerAsifAziz1, რომელიც თავს საზოგადოებრივ მოღვაწეს უწოდებს, დაწერა: „ნუ ღელავ, შენ შემდეგი ხარ“.

ილია დარჩიაშვილი

14 აგვისტო 2022, 23:25

რეგიონი

ილია დარჩიაშვილმა ქართული მხარის ხელშეწყობით აჭარაში დასასვენებლად მყოფ უკრაინელ ბავშვებს გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე უმასპინძლა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ქართული მხარის ხელშეწყობით აჭარაში დასასვენებლად მყოფ უკრაინელ ბავშვებს გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე უმასპინძლა. მინისტრმა და ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, უკრაინელ ბავშვებთან გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს უკრაინისა და საქართველოს მჭიდრო მეგობრობას და უკრაინისადმი საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას.

14 აგვისტო 2022, 23:18

მსოფლიო

ერევანში, სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

ერევანში, სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი სამამდე გაიზარდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. მათი ცნობით, დაშავებულია 60 ადამიანი. სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

14 აგვისტო 2022, 22:24

მსოფლიო

ვაშინგტონში კაცი ავტომობილით კაპიტოლიუმთან ჯებირს შეეჯახა და შემდეგ თავი მოიკლა

შემთხვევა ადგილობრივი დროით 04:00 საათზე მოხდა. კაცმა თავი მაშინ მოიკლა, როდესაც მას პოლიციელები მიუახლოვდნენ. კაცის ვინაობა და მოტივები ამ ეტაპზე უცნობია.

14 აგვისტო 2022, 21:05

სპორტი

საქართველოს 7-კაცა World Rugby-ის მსოფლიო სერიის შესარჩევის ფინალში გავიდა🏉

საქართველოს 7-კაცამ World Rugby მსოფლიო სერიის შესარჩევის ნახევარფინალში მასპინძელ ჩილეს 31-14 მოუგო და ფინალში გავიდა. ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

14 აგვისტო 2022, 20:10

ტექნოლოგიები

ტელესკოპმა The Gemini North ორი გალაქტიკის შეჯახება დააფიქსირა

მეცნიერების ვარაუდით, ანალოგიური ბედი ჩვენს ირმის ნახტომს ელის, რომელიც გალაქტიკა ანდრომედას შეეჯახება. NASA-ს სპეციალისტების გათვლით, ეს 4-5 მილიარდი წლის შემდეგ მოხდება.

14 აგვისტო 2022, 19:19

მსოფლიო

ტაივანში აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ჩავიდა

დელეგაციაში კონგრესის 5 წევრი შედის, მათ დემოკრატი სენატორი ედ მარკი ხელმძღვანელობს. ორშაბათს დელეგაციის წევრები ტაივანის პრეზიდენტს შეხვდებიან. ტაივანში ამერიკული ინსტიტუტის განცხადების თანახმად, ვიზიტი დელეგაციის რეგიონული ტურის ფარგლებში ხორციელდება.

სალმან რუშდი

14 აგვისტო 2022, 18:30

მსოფლიო

სალმან რუშდი ხელოვნური ვენტილაციის აპარატიდან მოხსნეს, მწერალს ლაპარაკი შეუძლია

ინდური წარმოშობის ბრიტანელ მწერალ სალმან რუშდის ნიუ-იორკში დაესხნენ თავს. სცენაზე, სადაც სალმან რუშდი ლექციას კითხულობდა, შევარდა კაცი და მწერალს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ექიმების ინფორმაციით, რუშდი დაჭრილია ღვიძლში, მას დაზიანებული აქვს ნერვები ხელსა და თვალში. შესაძლოა მწერალმა ტრავმირებული თვალი დაკარგოს.

14 აგვისტო 2022, 18:01

სამართალი

პროკურატურამ ქობულეთში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 13 აგვისტოს, ქ. ქობულეთში, ერთ-ერთი ღამის კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ. ი.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით, თან ნაქონი დანით სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა რ. ლ.-ს. მიყენებული დაზიანებების შედეგად, რ. ლ. სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

14 აგვისტო 2022, 17:47

საზოგადოება

რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 30 წელი გავიდა - თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და კიდევ ერთხელ პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას.

ილია დარჩიაშვილი

14 აგვისტო 2022, 17:20

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: საქართველო-ევროკავშირის ორმხრივ ურთიერთობებში ძალიან მალე კონკრეტული ხელშესახები შედეგები გვექნება

„ევროკავშირთან ჩვენ ღია დიალოგი გვაქვს. ჩვენ მათთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ყველა იმ გამოწვევის გასამკლავებლად, რომელიც არსებობს. ჩვენ ევროკავშირის მიმართულებით დინამიკური პროცესი გვაქვს. დარწმუნებული ვარ, ყველა ერთად, ძალიან მჭიდრო კოორდინაციით საქართველო-ევროკავშირის ორმხრივ ურთიერთობებში ძალიან მალე კონკრეტული ხელშესახები შედეგები გვექნება და საქართველო გააგრძელებს აქტიურ სვლას ევროკავშირში საბოლოო ინტეგრაციისთვის“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

სერგო ჩიხლაძე

14 აგვისტო 2022, 17:19

პოლიტიკა

სერგო ჩიხლაძე: სასამართლოს სჭირდება დეკლანიზაცია, „ქართული ოცნება“ კი აცხადებს, რომ სასამართლოში ყველაფერი რიგზეა; ამ ფუნდამენტური განსხვავების გამო, შეხების წერტილი მათთან ამ საკითხში ვერ გვექნება

კანდიდატის სტატუსის მისაღებად გაცემული ბრიუსელის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად სამუშაო შეხვედრები გრძელდება. სასამართლო რეფორმაზე პარლამენტში მომავალ კვირას იმსჯელებენ. სამუშაო შეხვედრებში ისევ არ ერთვება ოპოზიციის ნაწილი, რადგან მათი აზრით, ეს შეხვედრები ფორმალურია. ისინი საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტს სექტემბერში წარუდგენენ.

14 აგვისტო 2022, 17:10

სამართალი

პოლიციამ თბილისში დედის მკვლელობის ბრალდებით ახალგაზრდა კაცი და მისი მეგობარი დააკავა

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, დედას - 1988 წელს დაბადებულ ჟ.ხ.-ს დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენაში ნ.ხ.-ს თავისი მეგობარი რ.ნ. ეხმარებოდა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ჟ.ხ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ნ.ხ. და რ.ნ. მომხდარიდან მალევე ბრალდებულის სახით დააკავეს“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემანუელ მაკრონი

14 აგვისტო 2022, 16:58

მსოფლიო

ემანუელ მაკრონმა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროტოკოლს ხელი მოაწერა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ნატოში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების პროტოკოლს ხელი მოაწერა, - განცხადებას ელისეის სასახლე აქვეყნებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

14 აგვისტო 2022, 16:42

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: ყველა რუს ჯარისკაცს, რომელიც ზაპოროჟიეს ქარხანას ესვრის ან სროლის დროს საფარად იყენებს, უნდა ესმოდეს, რომ ჩვენი დაზვერვის აგენტების, სპეცსამსახურების, ჩვენი არმიის განსაკუთრებული სამიზნე ხდება

„უკრაინის სამიზნეები არიან რუსი ჯარისკაცები, რომლებიც ესვრიან ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურს ან იყენებენ მას, როგორც ბაზას“, - წერს Al Jazeera უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაზე დაყრდნობით.

14 აგვისტო 2022, 16:32

საზოგადოება

ოთარ შამუგიამ სახელმწიფო თანადაფინანსებით შექმნილი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბეჟან წაქაძემ სოფელ ფარცხანაყანევში, სახელმწიფო თანადაფინანსებით შექმნილი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერეს.

14 აგვისტო 2022, 16:15

მსოფლიო

მარიუპოლის მუნიციპალური საბჭო: მაღალი ხელფასების დაპირებით, რუსეთიდან მუშები ჩამოიყვანეს, თუმცა ანაზღაურებას არ აძლევენ

„რუსეთიდან მაღალი ხელფასის დაპირებით ჩამოყვანილ მუშებს ხელფასი არ მიუღიათ“, - წერს უკრაინული მედია მარიუპოლის მუნიციპალურ საბჭოზე დაყრდნობით.

14 აგვისტო 2022, 15:58

თავდაცვა

მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა კომბინირებული წვრთნები ჩაატარეს

ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა საბრძოლო სროლებით კომბინირებული წვრთნები ჩაატარეს. საველე სწავლებაში მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის ასეულები მონაწილეობდნენ, რომელსაც მხარს 44-ე საარტილერიო ბატალიონი, საინჟინრო და სადაზვერვო ჯგუფები უჭერდნენ.

14 აგვისტო 2022, 15:44

მსოფლიო

ერევანში მომხდარი ძლიერი აფეთქების შემდეგ, სომხური მედია მსხვერპლის შესახებ პირველად ინფორმაციას ავრცელებს

სომხეთის დედაქალაქში, სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ მომხდარ ძლიერ აფეთქებას, წინასწარი მონაცემებით, ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 20 კი მძიმედ დაშავდა.