imedi /  10 ნოემბერი 2020, 10:06 / სანდო წყარო

არჩილ თალაკვაძე: თუ საქმე გინდათ, საქმე არის პარლამენტში და არა ქუჩაში, თუ წესრიგი გინდათ, წესრიგი ის არ არის, რისკენაც მოქალაქეები წააქეზეთ გუშინ

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

ვწუხვარ, რომ ცესკო-სთან დაპირისპირების შედეგად, რამდენიმე მოქალაქეები დაშავდა. ეს იყო პირველ რიგში, იმ უპასუხისმგებლო ლიდერების ბრალი, რომლებმაც ეს ხალხი წააქეზეს, რომ მისულიყვნენ ცესკო-სთან, შემდეგ იქ გარკვეული ორგანიზებული ჯგუფის ხელით, ქვების და რკინის ნაჭრების გამოყენებით შეტევა განახორციელეს პოლიციის კორდონზე, რაც დღეს აღიარეს პირდაპირ ეთერში,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „რუსთავი 2“- ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ოპოზიციის რამდენიმე ცხელთავიანი ლიდერი, გუშინ სახელმწიფო ინსტიტუციაზე მორიგ ძალადობრივ შეტევას უძღვებოდა.

„ოპოზიციის რამდენიმე ცხელთავიანი ლიდერი, გუშინ სახელმწიფო ინსტიტუციაზე მორიგ ძალადობრივ შეტევას უძღვებოდა. ეს ის ხალხია, რომლებიც ადრეც არიან შემჩნეული ძალადობრივ ქმედებაში და პასუხისგებაშიც იყვნენ მიცემული ამის გამო. ჩვენ გვსურს საზოგადოების გაერთიანება და ეს არის შესაძლებელი მხოლოდ არჩევნების შედეგების პატივისცემით და აღიარებით - მათ სურთ, საზოგადოების დაყოფა და დაპირისპირება და ამას აკეთებენ მათ შორის, არჩევნების შედეგებზე თავდასხმით. დღეს ეთერებში ამბობდნენ ლოზუნგებს, რომ საქმის გაკეთება გვინდაო - თუ საქმე გინდათ, საქმე არის პარლამენტში და არა ქუჩაში, თუ წესრიგი გინდათ, წესრიგი ის არ არის, რისკენაც მოქალაქეები წააქეზეთ გუშინ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, ცესკო-ზე ძალადობრივი შეტევის მიზანი, სავარაუდოდ იყო ბიულეტენების განადგურება.

„გაქვთ პასუხი კითხვაზე, ცესკო-სთან რატომ წავიდნენ და ქვები რატომ ჰქონდათ მომარაგებული? ეს იყო მორიგი თავდასხმა ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, საარცჩევნო ადმინისტრაციაზე, რომელიც ითვლის ხალხის მიერ მიცემულ ხმებს და აჯამებს არჩევნების შედეგებს. ცესკო-ზე ძალადობრივი შეტევის მიზანი, სავარაუდოდ იყო ბიულეტენების განადგურება. ღამე მოხდა ეს ყველაფერი და ბიულეტენების განადგურების შემდეგ, მაღალი ალბათობით, ეს რადიკალური ოპოზიცია გამოვიდოდა და იტყოდა, რომ ცენტრალურ ოფისში დაცული ბიულეტენები აღარ არსებობს, არჩევნები აღარ არსებობს და უნდა ჩატარდეს თავიდან“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება სამართალდამცველთა ქმედებას, პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ კანონმდებლობის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც მყისიერი საფრთხე იქმნება, პოლიციას აქვს უფლება იმოქმედოს ასევე მყისიერად.

„შემდგომ ეპიზოდებში, თქვენ ასევე ნახეთ, რომ როდესაც მყისიერი საფრთხე განეიტრალდა, გაფრთხილებებიც ისმოდა და ეს იყო გაკეთებული ზუსტად ისე, როგორც ამას კანონი მოითხოვს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​

ყველა სიახლე

28 ნოემბერი 2020, 12:21

პოლიტიკა

გრიგოლ ლილუაშვილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს და ჟენევის საერთაშირისო დისკუსიების თანათავმჯდომარეს - ტოივო კლაარს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ოკუპირებულ რეგიონებში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების საკითხზე იმსჯელეს.

28 ნოემბერი 2020, 12:15

COVID19

რუსეთში კორონავირუსით 27,100 ადამიანი დაინფიცირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსი კიდევ 27,100 ადამიანს დაუდასტურდა, 510 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ინფექცია სულ 2,242,633 ადამიანს დაუდასტურდა, 39,068 კი გადაიცვალა.

ავთანდილ თალაკვაძე

28 ნოემბერი 2020, 12:15

საზოგადოება

ჯანდაცვის სამინიტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი ცენტრის ხელმძღვანლი, ავთანდილ თალაკვაძე თანამდებობიდან გადადგა

ჯანდაცვის სამინიტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი ცენტრის ხელმძღვანლი, ავთანდილ თალაკვაძე თანამდებობიდან გადადგა.უწყების პრესამსახური ინფორმაციას ადასტურებს. არსებული ინფორმაციით, თალაკვაძემ პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

დავით გადელია

28 ნოემბერი 2020, 12:10

COVID19

ექიმი: თუ სადმე წამასწარით, რომ ხიდების არქიტექტურულ-კონსტრუქციულ დაგეგმარებას ვიხილავ ან კეჟერა ფხალის კულტივაციისთვის რჩევებს ვიძლევი - ესე იგი ჭკუიდან გადავსულვარ და ნუ გამლანძღავთ

თუ სადმე წამასწარით, რომ ხიდების არქიტექტურულ-კონსტრუქციულ დაგეგმარებას ვიხილავ, ან კეჟერა ფხალის კულტივაციისთვის რჩევებს ვიძლევი - ესე იგი, ჭკუიდან გადავსულვარ და ნუ გამლანძღავთ, უბრალოდ დაურეკეთ სახლში ჩემებს და გადაეცით ფრთხილად ჩემი თავი ხელიდან - ხელში, - ამის შესახებ Facebook-ზე ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია წერს და იმ ადამიანებს აკრიტიკებს, რომლებიც შესაბამისი ცოდნის არ ქონის მიუხედავად კორონავირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციებს იძლევიან.

28 ნოემბერი 2020, 12:02

COVID19

სამეგრელოში მცხოვრები ორი კოვიდპაციენტი გარდაიცვალა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსით სამეგრელოში, მცხოვრები ორი მოქალაქე გარდაიცვალა. გარდაცვლილთაგან ერთი აბაშაში მცხოვრები, 78 წლის ქალბატონია, რომელიც თერჯოლის კოვიდკლინიკაში გადიოდა მკურნალობოს კურსს, პაციენტს თანმხლები დაავადებები ჰქონდა, რის გამოც მისი მკურნალობა მძიმედ მიმდინარეობდა.

28 ნოემბერი 2020, 11:57

საზოგადოება

საქართველო ევროპელ მკვლევართა ღამეს წელს პირველად შეუერთა

პროექტით „მეცნიერება კაპიტანია“ საქართველო წელს პირველად შეუერთდა ევროპელ მკვლევართა ღამეს და ისტორიაში პირველად გამოჩნდა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და „ჰორიზონტი 2020“ პროგრამის ასოცირებული ქვეყნების მასშტაბით სინქრონულ რეჟიმში მიმდინარე ღონისძიებების რუკაზე, - ამის შესახებ ინფორმაციას სადაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

28 ნოემბერი 2020, 11:45

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 16,294 შემთხვევა გამოვლინდა

უკრაინაში კოვიდინფიცირების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 16,294 ადამიანს დაუდასტურდა, 184 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

28 ნოემბერი 2020, 11:43

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 1,248 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 1,248 ადამიანს დაუდასტურდა, 31 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 133,594 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2,121 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 106,479.

ტესტირება

28 ნოემბერი 2020, 11:41

COVID19

შსს-ს თანამშრომლებს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 7 კოვიდცენტრში PCR მეთოდით ტესტირება უტარდებათ

საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების PCR მეთოდით სისტემური ტესტირება უტარდებათ. მთავრობის დადგენილების საფუძველზე, სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება ტესტირების ჩატარებაზე.

გენერალური პროკურატურა

28 ნოემბერი 2020, 11:36

სამართალი

გენპროკურატურასთან თანამშრომლობის შედეგად ევროპის ყველაზე სერიოზულ ძებნილთა სიაში მყოფი პირი დააკავეს

2020 წლის 24 ნოემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობის შედეგად, ლუქსემბურგში ექსტრადიციის მიზნით, ინტერპოლითა და ევროპოლით ძებნილი უკრაინის მოქალაქე დ.კ. დააკავეს. იგი ევროპის ყველაზე სერიოზულ ძებნილთა სიაშია (Europe’s Most Wanted).

28 ნოემბერი 2020, 11:20

საზოგადოება

იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები მოქალაქეებს 09:00-დან 18:00 საათამდე მოემსახურებიან

„იზოლაციისა და კარანტინის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შესული ცვლილებების შესაბამისად, იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეებს 09:00-იდან 18:00 საათამდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მოემსახურებიან, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამ დრომდე თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები მომხმარებლებს 09:00-დან 21:00 საათამდე ემსახურებოდნენ. რაც შეეხება იმ სერვისებს, რომლებიც მოქალაქეებს ხშირად გადაუდებლად სჭირდებათ - დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მათ შაბათ-კვირას მხოლოდ ელექტრონული ფორმით გასცემს.

კორონავირუსი

28 ნოემბერი 2020, 11:19

COVID19

აჭარაში დღე-ღამეში კორონავირუსის 683 შემთხვევა დაფიქსირდა და 8 პაციენტი გარდაცვალა

აჭარაში კორონავირუსის 683 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რეგიონში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 6 526-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა 668 პაციენტი.

28 ნოემბერი 2020, 11:12

ტაბლოიდი

ავსტრიის სოფელ Fucking-ს სახელს გადაარქმევენ

სკანდალური სახელით ცნობილ ავსტრიის სოფელ Fucking-ს სახელს გადაარქმევენ. ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი წერს. სოფლისთვის სახელის გადარქმევა ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მოითხოვეს, რომლებსაც სოციალურ ქსელებში მუდმივად აბულინგებენ. განსაკუთრებული ცინიზმით კი ინგლისელი ტურისტები გამოირჩევიან, რომელიც სოფლის სახელწოდებიან აბრასთან ფოტოებს უხამს პოზებში იღებენ.

მაია ცქიტიშვილი

28 ნოემბერი 2020, 11:09

COVID19

მაია ცქიტიშვილი: მხოლოდ საჯარიმო სანქცია ვერავის დაიცავს ვირუსის გავრცელებისგან

რა თქმა უნდა, პამდემიასთან დაკავშირებით დაწესებული რეგულაციების მექანიზმების აღსრულების ეფექტიანობა არის მთავრობის პასუხისმგებლობა, მაგრამ ასევე ალბათ ყველანი ერთად უნდა შევთანხმდეთ, რომ როდესაც პანდემიის წინააღმდეგ ვიბრძვით, ეს არის მათ შორის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

ალექსანდრ კეკულე

28 ნოემბერი 2020, 11:06

COVID19

გერმანელი ეპიდემიოლოგი: კორონავირუსმა მუტაცია იტალიაში განიცადა

კორონავირუსის შტამმა, რომელიც დღეს მსოფლიოში ვრცელდება, მუტაცია იტალიაში განიცადა, - ამის შესახებ გერმანელმა ეპიდემიოლოგმა ალექსანდრ კეკულემ განაცხადა. მისი მტკიცებით, კორონავირუსის გამომწვევი ვირუსი, SARS-CoV-2 ჩინეთის ქალაქ უხანში გაჩნდა, თუმცა პანდემიისთვის სასტარტო გასროლა არა ჩინეთში, არამედ ჩრდილოეთ იტალიაში განხორციელდა. კოვიდპაციენტთა 99% დღეს სწორედ იმ შტამით არის ინფიცირებული, რომელმაც მუტაცია იტალიაში განიცადა.

მაია ცქიტიშვილი

28 ნოემბერი 2020, 11:02

COVID19

მაია ცქიტიშვილი: საქართველოში სისტემური „ლოქდაუნი“ არ მოქმედებს

როდესაც კომუნიკაციაზე და პანდემიის მართვაზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში ყველაზე მთავარი არის სიმართლის თქმა. სიმართლე არის ის, რომ ჩვენ ვერ მივიღებდით ვერანაირ შეზღუდვას სექტემბერსა და ოქტომბერში, ვინაიდან ჩვენი ქვეყანა ამ დროს იმყოფებოდა აქტიურ პოლიტიკურ პროცესში. ასევე სიმართლე არის ის, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი არჩევნები, ეს იყო არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებას, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა , რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებზე საუბრისას განაცხადა.

28 ნოემბერი 2020, 11:00

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1,784 თბილისში, 683 კი აჭარაში გამოვლინდა

დღეს დადასტურებული 4,472 შემთხვევიდან, 1,784 თბილისში, ხოლო აჭარაში 683 შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 472 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 784 შემთხვევა, აჭარაში-683, იმერეთში-662, ქვემო ქართლში-292, შიდა ქართლში-192, გურიაში-123, სამეგრელო-ზემო სვანეთში-247,კახეთში-228,მცხეთა-მთიანეთში-127, სამცხე-ჯავახეთში-93, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-41“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მაია ცქიტიშვილი

28 ნოემბერი 2020, 10:59

COVID19

მაია ცქიტიშვილი: პანდემიის დროს აუცილებელია სტაბილური განვითარება

როდესაც ბალანსზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია მისი დაცვა არა მხოლოდ ეკონომიკასა და პანდემიას შორის, არამედ ასევე ქვეყნის სტაბილურ და გრძელვადიან განვითარებას შორის, - ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა შეკითხვას იმის თაობაზე, თუ რატომ არ გადავადდა 31 ოქტომბრის არჩევნები.

მაია ცქიტიშვილი

28 ნოემბერი 2020, 10:56

COVID19

მაია ცქიტიშვილი: ვეცადეთ გვეპოვა ბალანსი, რომელიც მიმართულია როგორც ეპიდემიის მართვისკენ, ისე დასაქმებული ადამიანების ინტერესების დაცვისკენ

რა თქმა უნდა, მთავარი პასუხიმგებლობა არის ხელისუფლებაზე, მაგრამ ეს არ არის სტიქიის შედეგების რეაბილიტაცია, ეს არის პანდემია, რომელშიც ყველა ვმონაწილეობთ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით შემოღებულ შეზღუდვებზე საუბრისას განაცხადა.

კორონავირუსი

28 ნოემბერი 2020, 10:54

COVID19

24 საათის განმავლობაში საქართველოში 34 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

24 საათის განმავლობაში საქართველოში 34 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე ქვეყანაში სულ 1 195 ადამიანი გარდაიცვალა, 127 942 კი დაინფიცირდა.