imedi /  10 ნოემბერი 2020, 18:17 / სანდო წყარო

გივი მიქანაძე: ჩვენი გუნდი გააკეთებს ყველაფერს, იმისთვის რომ თითოეული მოქალაქის მიერ გაკეთებული არჩევანი იყოს დაცული

გივი მიქანაძე

გივი მიქანაძე

სანამ არ იქნება ჩვენი მოქალაქეების ნება პატივცემული ოპოზიციის მხრიდან, სანამ ისინი ამ დესტრუქციულ პოზიციას არ შეეშვებიან, ძალიან რთულია რაიმე კონსტრუქციულ დიალოგზე საუბარი, - ამის შესახებ გივი მიქანაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ წევრის თქმით, პარტია ყველაფერს გააკეთებს თითოეული მოქალაქის არჩევნის დასაცავად.

„მათი არჩევანი უნდა იყოს პატივცემული და ჩვენი გუნდი, როგორც პასუხისმგებლიანი გუნდი გააკეთებს ყველაფერს, იმისთვის, რომ თითოეული მოქალაქის მიერ გაკეთებული არჩევანი იყოს დაცული და გარანტირებული. სწორედ ამიტომ, კონსტრუქციულ დიალოგზე შეიძლება საუბარი მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს პრინციპი და ჩვენი მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევანი იქნება აღიარებული. ჩვენ თავიდანვე, პირველი დღიდან მზაობას გამოვთქვამთ, და ეს ჩვენი ინიციატივაც იყო არაერთხელ, რომ ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ საკითხზე, კონსტრუქციულ ფორმატში დავსხდეთ, დავილაპარაკოთ და აქ ძალიან დიდი მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების - ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და კონკრეტული ქვეყნების ჩართულობას ამ პროცესში, რომელთა ფასილიტაციითაც ძალიან კარგად წარიმართა მიმდინარე წელს პროცესები, რომელმაც 8 მარტის შედეგები მოგვიტანა. თუმცა აქაც, შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია უპასუხისმგებლოდ მოიქცა და 8 მარტის შეთანხმება სრულყოფილად არ შეასრულა“, - განაცხადა მიქანაძემ.

ყველა სიახლე

ეკატერინე ტიკარაძე

02 დეკემბერი 2020, 12:30

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე: მინდა მივუსამძიმრო თეკლას ოჯახს და მთელს საქართველოს

პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო თეკლას ოჯახს, მთელს საქართველოს. ნამდვილად ძალიან ტრაგიკული ფაქტი მოხდა, ამას ჯანდაცვის სამინისტროში ყურადღების გარეშე ვერ დავტოვებდით. გუშინ ჩემი დავალებით, მყისიერად, რეგულირების სააგნეტოს მხრიდან შეიქმნა ჯგუფი, რომელმაც მოიძია დოკუმენტაცია და მიმდინარეობს შესწავლა, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მაია ბუწაშვილი

02 დეკემბერი 2020, 12:27

COVID19

მაია ბუწაშვილმა განმარტა, როდიდან შეიძლება მოიხსნას პაციენტი თვითიზოლაციიდან

მან ასევე აღნიშნა, რომ ყნოსვის და გემოს გაუკუღმართება ბევრს დიდხანს რჩება და ეს მათი იზოლაციის საფუძველი არ არის. „უსიმპტომო პაციენტებში ათვლის წერტილად ითვლება დადებითი PCR და ვირუსის დადასტურებიდან 10 დღის შემდეგ პაციენტი თავისუფლდება იზოლაციიდან, ანუ ითლება რომ ის გადამდები აღარ არის“, - აღნიშნა ინფექციონისტმა.

02 დეკემბერი 2020, 12:26

COVID19

ბერდია სიჭინავა: კოვიდვაქცინაციის შეუფერხებელი უზრუნველყოფისთვის სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

კოვიდვაქცინაციის შეუფერხებელი უზრუნველყოფისთვის სპეიალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა , - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა. მისივე თქმით, ვაქციანაცია იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე დღეს იმსჯელეს.

ბერდია სიჭინავა

02 დეკემბერი 2020, 12:22

COVID19

PCR-ტესტის ნეგატიური პასუხის ქონის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეები 8-დღიან თვითიზოლაციას დაექვემდებარებიან

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვრის გადმოკვეთამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაშსი ჩატარებული PCR-ტესტის ნეგატიურ პასუხს წარმოადგენენ, დაექვემდებარებიან 8-დღიან თვითიზოლაციას, ხოლო საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებსაც არ ექნებათ ტესტის ნეგატიური პასუხი, კარანტინის ნაცვლად გადავლენ 12-დღიან თვითიზოლაციაში, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

კორონავირუსი

02 დეკემბერი 2020, 12:20

COVID19

დღეიდან 2 თვის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსზე ინტენსიური ტესტირების პროგრამა იმოქმედებს

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან 2 თვის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს ინტენსიური ტესტირების პროგრამა, - ​​ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო კორონავირუსზე დღეში დაახლოებით 20 ათას ტესტს ჩაატარებს, რასაც კერძო კლინიკებსა და ლაბორატორიაში ჩატარებული ტესტები დაემატება.

02 დეკემბერი 2020, 12:15

COVID19

რუსეთში კორონავირუსის 25,345 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 25,345 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 2,347,401-ს მიაღწია. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 589 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 41,053-ს აღწევს

02 დეკემბერი 2020, 11:59

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 17,270 შემთხვევა დადასტურდა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 17,270 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 487 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 1,084,743 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 17,123 ადამიანი გარდაიცვალა.

02 დეკემბერი 2020, 11:54

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 13,141 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 13,141 ადამიანს დაუდასტურდა, 169 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 758,264 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 12,717 პაციენტი ემსხვერპლა, 369,053 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

მაია ბუწაშვილი

02 დეკემბერი 2020, 11:53

COVID19

მაია ბუწაშვილი: არის პაციენტების საკმაოდ დიდი ჯგუფი, რომელიც ვირუსს ცხვირ-ხახის ლორწოზე არ გამოყოფს, ყველა სიმპტომი აქვს და ტესტი უარყოფითია

პაციენტების დიდი ნაწილი არის სრულიად უსიმპტომო, დაავადების დაწყებიდან ბოლომდე არცერთი სიმპტომი არ ვლინდება და ასეთი პაციენტების რაოდენობა ძალიან ბევრია და ამ დროს PCR-ტესტი არის დადებითი და ამ ხალს შეიძლება კიდევ დიდხანს ჰქონდეთ დადებითი, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

02 დეკემბერი 2020, 11:51

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 1,264 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 1,264 ადამიანს დაუდასტურდა, 35 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 137,231 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2,228 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 111,795.

02 დეკემბერი 2020, 11:45

სამართალი

შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1,028 ფაქტი გამოავლინა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1,028 ფაქტი გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 83 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

02 დეკემბერი 2020, 11:41

სპორტი

24 იანვარს „ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება

24 იანვარს „ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. რეგისტრაციისთვის აუცილებელი ხელმოწერების წარდგენა კანდიდატებს 23 დეკემბრიდან, 11 იანვრამდე შეეძლებათ, 15-დან 22 იანვრამდე მონაკვეთი კი საპრეზიდენტო კამპანიის წარმოებისთვის არის გაწერილი.

კახა კალაძე

02 დეკემბერი 2020, 11:35

საზოგადოება

კახა კალაძე: პირობას გაძლევთ, რომ თბილისი იქნება მოწინავე ქალაქი ევროპაში თავისი სიმწვანით

რეკრეაციულ სივრცეებს დიდი ყურადღება ეთმობა ჩვენი მთავრობის პერიოდში. ბევრი მაგარი პროექტი გაკეთდა და ბევრიც გაკეთდება მომავალში, რადგან სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენს ქალაქს სჭირდება, რომ ეს ყველაფერი იყოს მოწესრიგებული, - ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კორონავირუსი

02 დეკემბერი 2020, 11:29

COVID19

აფხაზეთში კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა 6 ათასს გადააჭარბა

გავრცელებული ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი კიდევ 122 ადამიანს გამოუვლინდა. სულ ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის 6 092 შემთხვევაა აღრიცხული. ვირუსმა უკვე 84 კოვიდპაციენტი იმსხვერპლა, 4 002 კი გამოჯანმრთელდა.

02 დეკემბერი 2020, 11:25

საზოგადოება

კახა კალაძე ბიზნეს სექტორს მადლობას უხდის

„მინდა მადლობა გადავუხადო ბიზნეს სექტორს მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, ბევრი ზარი შემოვიდა ცხელ ხაზზე, რომ არის სრული მზადყოფნა იმისთვის, რომ მათ მიიღონ მონაწილეობა პროდუქტების უზრუნველყოფაში და მათ ამისთვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ეს პლათფორმა შექმნილია ყველასთვის და მინდა მივმართო ახალგაზრდებს და მოხალისეებს, რომ დაეხმაროთ მუნიციპალიტეტს პროდუქტების მიტანაში კონკრეტულ ოჯახებში. უსაფრთხოების ყველანაირი წესი დაცული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

02 დეკემბერი 2020, 11:24

COVID19

ბრიტანეთმა Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მასობრივი მოხმარებისთვის დაამტკიცა

დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში პირველი სახელმწიფო გახდა, რომელმაც Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მასობრივი მოხმარებისთვის დაამტკიცა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის მარეგულირებელმა ორგანომ (MHRA) განაცხადა, რომ პრეპარატის გამოყენება, რომლის ეფექტიანობაც 95%-მდეა, უსაფრთხოა. ქვეყანამ ვაქცინის 40 მილიონი დოზა უკვე შეიძინა, რაც 20 მილიონი ადამიანის ასაცრელად საკმარისია. ვაქცინის პირველი პარტია ქვეყანაში უახლოეს დღეებში ჩავა.

კახა კალაძე

02 დეკემბერი 2020, 11:23

საზოგადოება

კახა კალაძემ დიზაინერებს „ვარკეთილის“ მეტროს სადგურის დიზაინის შექმნაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დიზაინერებს „ვარკეთილის“ მეტროს სადგურის დიზაინის შექმნაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

საახალწლო სოფელი

02 დეკემბერი 2020, 11:15

საზოგადოება

კახა კალაძე: წელს საახალწლო სოფელი არ მოეწყობა

მისივე თქმით, წელს საახალწლო სოფელი არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარობიდან გამომდინარე არ მოეწყობა. კალაძემ განაცხადა, რომ საჭიროა ერთამანეთის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს გავუფრთხილდეთ. დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ საახალწლო სოფელი მიზიდულობის ცენტრია. ამ მიზნით გათვალისწინებული თანხები კი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის პროდუქტების შეძენას მოხმარდება.

კახა კალაძე

02 დეკემბერი 2020, 11:15

საზოგადოება

კახა კალაძის თქმით, თბილისში საახალწლო სოფელში დასახარჯი თანხები სოციალურად დაუცველ ოჯახებს მოხმარდება

„ეს თანხმა მიმართული იქნება სარეზერვო ფონდში და ჩვენ დავეხმარებით იმ ოჯახებს, იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა. ეს იქნება საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა წინასაახალწლო დღეებში და ამისთვის ჩვენ სპეციალური პლატფორმა უკვე შექმნილი გვაქვს“, - აღნიშნა კალაძემ.

კახა კალაძე

02 დეკემბერი 2020, 11:14

საზოგადოება

პოლიტიკურმა პარტიებმა სააგიტაციო მასალა საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 15 დღეში უნდა ჩამოხსნან

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტებმა არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უნდა უზრუნველყონ პლაკატებისა და სხვა სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა. მინდა მოვუწოდო ყველა პარტიას, რომ მაქსიმალურად ყველაფერი მოაწესრიგონ ამ მიმართულებით, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.