IMEDI /  11 ნოემბერი 2020, 15:36 / სანდო წყარო

გორის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა

გორის საოლქო საარჩევნო კომისია შემაჯამებელ ოქმს საპროტესტო აქციის, შეძახილებისა და საყვირების ხმის ფონზე იღებს.

სხდომა ცოტა ხნის წინ დაიწყო. შენობასთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მხარდამჭერები აქციას მართავენ.

პროტესტის ნიშნად „ევროპული საქართველოს“ და „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა დატოვეს გორის 32 საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა. მათ უარი თქვეს შემაჯამებელი ოქმის მიღების ხელმოწერაზე და აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა, შემაჯამებელი ოქმის მიღებით კი ბეჭედს უსვამენ უკანონობას.

მათი განცხადებით ოქმების ნაწილი არის გადასწორებული და გასაჩივრებამაც შედეგი ვერ გამოიღო. ამიტომ იძულებულები არიან პროტესტი განაგრძონ. თუ საოლქო კომისია შემაჯამებელ იქმს მიიღებს, ისინი მშვიდობიან აქციებს გამართავენ და პარალელურად სამართლებრივ გზას მიმართავენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ყველა სიახლე

დავით ზალკალიანი

18 მაისი 2021, 11:39

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: მადრიდის გამოფენის ფორმატი საქართველოს ტურიზმის პერსპექტივის წარმოსაჩენად უნდა გამოვიყენოთ

პრემიერ-მინისტრს ესპანეთში დაგეგმილი აქვს მაღალი დონის შეხვედრები, - ამის შესახებ „ქრონიკას“ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განუცხადა.

ჯო ბაიდენი

18 მაისი 2021, 11:38

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა საგადასახადო დეკლარაცია გამოაქვეყნა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და პირველმა ლედიმ ჯილ ბაიდენმა ერთობლივი საგადასახადო დეკლარაცია გამოაქვეყნეს.

ალუდა ღუდუშაური

18 მაისი 2021, 11:35

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: ნიკა მელიას უკრაინაში ჩასვლა არის მონების მიახლება ბატონთან

„ვიზიტს ნაკლებად დავარქმევდი ამას, ეს არის მონების მიახლება ბატონთან. ფარსია, თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დაეკითხოს ამასთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოს, საზოგადოებას. ნათლად დავინახეთ, რომ ეს არის ერთი დიდი ტყუილი. სააკაშვილი არის მსჯავრდებული არაერთ ეპიზოდში ჩვენი ქვეყნის სასამართლოს მიერ, გახლავთ უცხო ქვეყნის მოქალაქე. ამიტომ ძალიან საინტერესოა, ბატონი სააკაშვილი პოლიტსაბჭოა, საზოგადოება თუ რომელ ფენას წარმოადგენს, რომ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური პარტიის დე-იურე ხელმძღვანელები მიდიან დირექტივების მისაღებად ადამიანთან, რომელიც არაა ჩვენი ქვეყნის მოქალაქე. თუ მას სურდა ჩართული ყოფილიყო პროცესებში, არ უნდა მოესროლა და მიეგდო პასპორტი“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

18 მაისი 2021, 11:33

საზოგადოება

რა რეფორმები გატარდა თბილისში ბოლო 4 წლის განმავლობაში

თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და ღონისძიებებზე ანგარიშის წარდგენისას იმ ურბანულ პოლიტიკასა და რეფორმებზე ისაუბრა, რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში გატარდა.

კახა კალაძე

18 მაისი 2021, 11:28

პოლიტიკა

კახა კალაძე: ურბანული პოლიტიკის მიმართულებით დღეს თბილისი არის ბევრად უფრო მოწესრიგებული, ბევრად უფრო კომფორტული და გამწვანებული ქალაქი

პირველად, რა თქმა უნდა, წარმოგიდგენთ შვიდი პოლიტიკიდან ერთ-ერთ უმთავრესი მიმართულების, ქალაქის ურბანული განვითარების შესახებ ანგარიშს. ურბანული მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ. აქ არიან ადამიანები, რომელთა ძალისხმევითა და მხარდაჭერით ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განვახორციელეთ ურბანული მიმართულებით, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და ღონისძიებებზე ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

18 მაისი 2021, 11:28

პოლიტიკა

კულტურის კომიტეტი აჭარის რეგიონში გასვლით სხდომებს მართავს

მიმდინარე წლის 17-20 მაისს, საქართველოს პარლამენტის ახალშექმნილი კულტურის კომიტეტი აჭარის რეგიონში - ბათუმსა და ქედაში გასვლით სხდომებს მართავს.

ჯეიკ სალივანი

18 მაისი 2021, 11:19

მსოფლიო

თეთრი სახლი: აშშ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას მხარს უჭერს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.

კახა კალაძე

18 მაისი 2021, 11:14

საზოგადოება

კახა კალაძე: ჩემს გუნდთან ერთად, უკანასკნელი წლების განმავლობაში ყველაფერს ვაკეთებდი და გავაკეთებ, რათა ჩვენი, სიცოცხლით სავსე ქალაქი კიდევ უფრო გავალამაზოთ, განვავითაროთ და დავამშვენოთ

ამ ქალაქში ერთად ვცხოვრობთ სხვადასხვა ეროვნების, სხვადასხვა აღმსარებლობის, საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილები. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ღირებულება, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება, მაგრამ გვაქვს ერთი, რაც ყველას გვაერთიანებს. ეს არის ჩვენი ქალაქის სიყვარული და სურვილი, რომ თბილისი იყოს უკეთესი, ვიდრე იყო გუშინ და ვიდრე არის დღეს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და ღონისძიებებზე ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

18 მაისი 2021, 11:06

ეკონომიკა

კომუნიკაციების კომისია: სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები გაიზარდა, რადიოების კი შემცირდა

2021 წლის პირველ კვარტალში ტელე მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3%-ით გაიზარდა და 14.5 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 13.2 მილიონი ლარი პირდაპირ რეკლამასა და სპონსორობაზე მოდის.

18 მაისი 2021, 11:02

სამართალი

შსს-მ COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 240 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 240 ფაქტი გამოვლინდა.

18 მაისი 2021, 11:00

საზოგადოება

პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთაზე საგზაო მოძრაობა სრულად აღდგენილია

პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთაზე, ასევე, თინა იოსებიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა სრულად აღდგენილია, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი. საზოგადოებრივი ტრანსპორტიც მგზავრებს დადგენილი მარშრუტით ემსახურება.

18 მაისი 2021, 10:58

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 25 მილიონს გადააჭარბა

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 263 533 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 4 329 ადამიანი გარდაიცვალა.

18 მაისი 2021, 10:55

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 893 თბილისში, 136 კი იმერეთში გამოვლინდა

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 562 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 893 შემთხვევა, აჭარა - 102, იმერეთი - 136, ქვემო ქართლი - 98, შიდა ქართლი - 52, გურია - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 123, კახეთი -75, მცხეთა-მთიანეთი - 35, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

18 მაისი 2021, 10:54

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 1 562 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 562 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 490 პაციენტი.

18 მაისი 2021, 10:52

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 30 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში 30 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 332 441 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 312 349, გარდაიცვალა 4 499 პაციენტი.

ირაკლი ღარიბაშვილი

18 მაისი 2021, 10:51

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვიზიტით ესპანეთის სამეფოს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, 19-20 მაისს ვიზიტით ესპანეთის სამეფოს ეწვევა. მთავრობის მეთაური, მადრიდში, საერთაშორისო ტურისტული გამოფენის FITUR-2021-ის გახსნას დაესწრება, რომელშიც საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს. ღონისძიებას ესპანეთის მეფე ფელიპე VI გახსნის, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

18 მაისი 2021, 10:28

საზოგადოება

რა რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ „ბოლო ზართან“, ბანკეტებსა და ექსკურსიებთან დაკავშირებით სკოლებს

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სკოლებში „ბოლო ზარი“ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდება, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

18 მაისი 2021, 10:19

ეკონომიკა

მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება

19-23 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთში, მადრიდის „FITUR“ -ში მიიღებს მონაწილეობას.

18 მაისი 2021, 10:14

საზოგადოება

ტოკიოში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

ტოკიოში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, იაპონიის დედაქალაქში გამართული ღონისძიების „მსოფლიოს ორმაგი მემკვიდრეობა“ ფარგლებში გამართული დეგუსტაციის მთავარი კონცეფცია ქართული ღვინის იაპონურ ტრადიციულ სამზარეულოსთან „ვაშოკუ“ შეხამება იყო.

18 მაისი 2021, 10:09

სამართალი

გოგო, რომელიც პეკინის ქუჩაზე ხანძარმოკიდებული კორპუსიდან შიშის გამო გადახტა, გარდაიცვალა

ახალგაზრდა გოგო, რომელიც თბილისში, პეკინის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის დროს ბინიდან გადახტა, გარდაიცვალა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. დაშავებული ხეჩინაშვილის სახელობის კლიკაში იყო მოთავსებული. გოგო შენობიდან გადმოხტომის მიზეზი, სავარაუდოდ შიშის ფაქტორი გახდა.