imedi /  12 ნოემბერი 2020, 19:12 / სანდო წყარო

ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ქართულმა მხარემ ვლადიმერ პუტინსა და ასლან ბჟანიას შორის გამართული შეხვედრის გამო შეშფოთება გამოთქვა

ქეთი ციხელაშვილი

ქეთი ციხელაშვილი

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ქართულმა მხარემ ვლადიმერ პუტინსა და საოკუპაციო რეჟმის ლიდერ ასლან ბჟანიას შორის დღეს სოჭში გამართული შეხვედრის გამო შეშფოთება გამოთქვა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ანგარიშით წარდგენენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები გაეროდან, ეუთოდან და ევროკავშირიდან, ჯიჰან სულთანოღლუ, რუდოლფ მიხალკა და ტოივო კლაარი.

მომხსენებლებმა ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების და მის ფარგლებში არსებული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) მნიშვნელობაზე და მწუხარება გამოთქვეს, რომ მიმდინარე წელს, პანდემიის გამო, ვერ მოხერხდა მოლაპარაკებების რაუნდის ჩატარება. მათ იმედი გამოთქვეს, რომ პირისპირ შეხვედრა დეკემბერში მოხერხდება.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა ისაუბრეს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, მათ შორის გადაადგილების შეზღუდვაზე.

ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა სამედიცინო სერვისებზე წვდომის შეზღუდვის შემთხვევებზე, რაც ზოგ შემთხვევაში, ტრაგიკულად დასრულდა. საპასუხო განცხადებაში, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთო-ში ქეთევან ციხელაშვილმა დაადასტურა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობა, რომელიც შეიქმნა ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შედეგად, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტიდან მომდინარე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული გამოწვევების გადასაჭრელად.

ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა დისკუსიების მთავარ საკითხებზე - ძალის არგამოყენება, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და ლტოლვითა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება - ხელშესახები პროგრესის არარსებობაზე, რუსეთის დესტრუქციული მიდგომის გამო, რომელიც ახედნეს ჰუმანიტარული თემების პოლიტიზირებას.

ქართულმა მხარემ დააფიქსირა შეშფოთება, რომ მიმდინარე წელს ვერ მოხდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების რაუნდის გამართვა და გამოთქვა იმედი, რომ თანათავმჯდომარეების ერთობლივი ძალისხმევით, მორიგი რაუნდი 10-11 დეკემბერსგაიმართება.

საქართველოს ელჩი პოზიტიურად გამოეხმაურა ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მუშაობის აღდგენას და აღნიშნა, გალის შეხვედრების დაუყოვნებლივ და ფუძემდებლურ პრინციპებზე დაყრდნობით აღდგენის აუცილებლობა.

საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს მონაწილე ქვეყნებს მიაწოდა ვრცელი ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით.

ყურადღება გამახვილდა ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციასა და მათი უფლებების უხეშ დარღვევებზე, მათ შორის, საოკუპაციო ხაზის დაკეტვასა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაზე, რასაც ახალგორში 16 ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაც ვერ მოახერხეს საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა გადაუდებელი მკურნალობისთვის.

საქართველოს ელჩმა ასევე ისაუბრა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესსა და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე. ამ კონტექსტში მან ხაზი გაუსვა ამა წლის ივლისში, საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო დაკავებას, და მოითხოვა მისი და რეჟიმის უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

მუდმივ საბჭოზე, საქართველოს ელჩმა სთხოვა პარტნიორებს, დამატებით აღმოუჩინონ დახმარება გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას და ითანამშრომლონ ამ მიზნით შექმნილ უწყებათაშორის კომისიასთან.

ელჩმა შეშფოთება გამოთქვა ადგილზე არსებული მძიმე ვითარების ფონზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საოკუპაციო რეჟმის ლიდერ ასლან ბჟანიას შორის დღეს სოჭში გამართული შეხვედრის გამო, რაც ნათლად მოწმობს, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ უგულველყოფას , რითაც ირღვევა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპი.

ქეთევან ციხელაშვილმა გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე. ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას, ძალის არგამოყენების პრინციპის ცალმხრივად დადასტურებას და განხორციელებას, მოლაპარაკებების ფორმატების ეფექტურად გამოყენებისკენ მიმართულ ძალისხმევას.

ელჩმა ისაუბრა ასევე კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენაზე, რაც სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. ამკუთხით, მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე - ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ კომპონენტს წარმოადგენს და მადლობა გადაუხადა პარტნიორებს ამ ინციატივის მხარდაჭერისთვის.

გამოსვლის დასასრულს ელჩმა ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ თავისი საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას.

სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ს, თურქეთის, შვეიცარიისა და უკრაინის დელეგაციებმა.

გამომსვლელებმა ერთხმად გამოხატეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და აღნიშნეს, რომ არსებული კონფლიქტის მოგვარება უნდა მოხდეს ხსენებული პრინციპების დაცვით.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულების დადასტურებისა და შესრულების აუცილებლობას.

აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებმა ცალსახად აღნიშნეს, რომ რუსეთი განაგრძობს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. აშშ-ის წარმომადგენელმა თავის განცხადებაში ასევე აღნიშნა, რომ აშშ-სთვის მიუღებელია რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და მოუწოდა რუსეთს ამ გადაწყვეტილების გაუქმებისკენ.

ყველა სიახლე

11 მაისი 2021, 01:38

COVID19

აშშ-მა 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოყენება დაუშვა

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ Pfizer-ის ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენება დაუშვა. უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინის ავტორიზაცია კორონავირუსთან ბრძოლაში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

11 მაისი 2021, 01:11

მსოფლიო

ისრაელის არმია ღაზის სექტორში ტერორისტული დაჯგუფებების ინფრასტრუქტურის განადგურების კადრებს ავრცელებს. ვიდეო

ისრაელის საჰაერო ძალები ღაზის სექტორში ტერორისტული დაჯგუფებების ინფრასტრუქტურის განადგურების კადრებს ავრცელებენ.

მიშელ ფურნირე

11 მაისი 2021, 00:51

მსოფლიო

საფრანგეთში ცნობილი სერიული მკვლელი გარდაიცვალა

საფრანგეთში, სერიული მკვლელის მიშელ ფურნირეს გარდაცვალების შესახებ BFMTV იუწყება. ცნობილი სერიული მკვლელი 79 წლისა 10 მაისს პარიზის საავადმყოფოში დაიღუპა. ის კლინიკაში 28 აპრილს გადაიყვანეს და მისი გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

11 მაისი 2021, 00:48

მსოფლიო

ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 150-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს

ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 150-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის არმია ავრცელებს.

11 მაისი 2021, 00:22

საზოგადოება

11 მაისს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 11 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

11 მაისი 2021, 00:04

ტაბლოიდი

კანადაში იკვლევენ ბოთლში ნაპოვნ წერილის, რომელიც სავარაუდოდ „ტიტანიკის“ მგზავრმა დაწერა

„ამ ბოთლს ატლანტის ოკეანეს შუაგულში ვაგდებ. რამდენიმე დღეში ნიუ-იორკში ჩავალთ. თუ ვინმე ამ ბოთლს იპოვის, შეატყობინეთ ლეფევრების ოჯახს ლევენში“, - ნათქვამია სავარაუდოდ მატილდას გზავნილში.

10 მაისი 2021, 23:56

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 677 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 677 545 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 11 061 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

10 მაისი 2021, 23:50

მსოფლიო

სახელმწიფო დეპარტამენტი: ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო შეტევა მიუღებელი ესკალაციაა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო შეტევა მიუღებელი ესკალაციაა.

ნიკოლოზ მეტრეველი

10 მაისი 2021, 23:36

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: მელიას უკანა კარიდან გაყვანაზე აღშფოთდა ის ხალხი, ვინც ციხეებში წამებით სიკვდილამდე მიიყვანა სულხან მოლაშვილი და სხვა ათასობით ადამიანი

მელიას უკანა კარიდან გაყვანაზე აღშფოთდა ის ხალხი, ვინც ციხეებში წამებით სიკვდილამდე მიიყვანა სულხან მოლაშვილი და სხვა ათასობით ადამიანი, - ამის შესახებ ექსპერტი, ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.

10 მაისი 2021, 23:28

COVID19

PHE: AstraZeneca-სა და Pfizer-ის ვაქცინები ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის წინააღმდეგ მაღალი დონის დაცვას უზრუნველყოფენ

AstraZeneca-სა და Pfizer-ის ვაქცინები ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის წინააღმდეგ მაღალი დონის დაცვას უზრუნველყოფენ. აღნიშნულს ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს (PHE) ანგარიში ცხადყოფს.

დავით ზალკალიანი

10 მაისი 2021, 23:23

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის სავიზო რეჟიმის გაუქმების შეთანხმება კარგი შესაძლებლობაა ჩვენს მეგობრულ სახელმწიფოებს შორის კავშირების გაძლიერებისთვის

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების დოკუმენტის გაფორმებას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

10 მაისი 2021, 22:57

საზოგადოება

საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრებ მოქალაქეებს აფრთხილებს

დაიცავით უსაფრთხოების ზომები, თავი შეიკავეთ ქუჩაში გასვლისგან ! მოიკითხეთ რაკეტსაწინააღმდეგო თავშესაფარი თქვენს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს. არ გახვიდეთ აივანზე და მოერიდეთ ფანჯარასთან ყოფნას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

10 მაისი 2021, 22:49

სპორტი

ხელოვნება კალათბურთის მოედნებზე - ფესტივალ „ნიკო“-ს და responsible.ge-ს ერთობლივი პროექტი

მასშტაბური კედლების შემდეგ მოძრაობა „ნიკო“ კალათბურთის სტადიონებს მოხატავს. ქუჩის ხელოვნების მოძრაობა „ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის პლატფორმის Responsible.ge პარტნიორი გახდა. თანამშრომლობის ფარგლებში „ნიკო“-ს ორგანიზებით უბნის სპორტული მოედნები გიგანტური ნახატებით დაიფარება. კალათბურთის სტადიონებს ცნობილი არტისტები მოხატავენ.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

10 მაისი 2021, 22:32

მსოფლიო

ისრაელის პრემიერი: ისინი, ვინც თავს გვესხმიან, დიდ საფასურს გადაიხდიან

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის მთავრობა ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვებას ძალისმიერ პასუხს გასცემს.

10 მაისი 2021, 22:11

საზოგადოება

ბათუმის მიმართულებით მატარებლის დამატებითი რეისი დაინიშნა

„გაზრდილი მგზავრთა ნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 12 მაისს ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს.გაითვალისწინეთ, რომ ბილეთები უკვე გაყიდვაშია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანრი ოხანაშვილი

10 მაისი 2021, 22:03

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: წინასაარჩევნოდ უცხო ქვეყნის მხრიდან აგიტაციაში ჩართულობის პრევენციისთვის პროპორციული სანქციების შემოღება იგეგმება

საქართველოსთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით და ოკუპაციის პირობებში, ქვეყანაში წინასაარჩევნოდ არ ხდებოდეს უცხო ქვეყნის მხრიდან აგიტაციაში ჩართულობა, - ამის შესახებ კაჭრეთში მმართველი გუნდის, საპარლამენტო ოპოზიციისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ „ქრონიკას“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.

10 მაისი 2021, 21:48

COVID19

ბოლო 72 საათში ესპანეთში კორონავირუსის 13 984 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო 72 საათის განმავლობაში კორონავირუსის 13 984 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 103 ადამიანი გარდაიცვალა.

10 მაისი 2021, 21:40

მსოფლიო

ფრანგი სამხედროების ღია წერილი მაკრონს: საფრანგეთში სამოქალაქო ომი მწიფდება

ფრანგი სამხედროები ქვეყნის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს კიდევ ერთი ღია წერილით მიმართავენ და აცხადებენ, რომ საფრანგეთში სამოქალაქო ომი მწიფდება.

გივი მიქანაძე

10 მაისი 2021, 21:39

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: შემოდგომაზე ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარე, ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა

შემოდგომაზე ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარე, მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი და თანმხლები დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

10 მაისი 2021, 21:33

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ნიკა მელიაზე: ევროკავშირმა დაადასტურა, რომ პროკურატურა იყო მართალი როდესაც გირაოს ითხოვდა

ევროკავშირმა ამით დაადასტურა, რომ პროკურატურის მოთხოვნა გირაოსთან დაკავშირებით იყო სრულად შესაბამის კანონმდებლობასთან და სამართლებრივ პრინციპებთან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ნიკა მელიაზე საუბრისას განაცხადა.