imedi /  12 ნოემბერი 2020, 20:51 / სანდო წყარო

ნიკა გვარამია: ყარაბაღის ომში დამარცხდა საქართველო

ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია ამჯერად გეოპოლიტიკურ ვითარებას მიმოიხილავს. მისი მტკიცებით, ყარაბაღის ომში ყველამ გაიმარჯვა და მხოლოდ საქართველომ წააგო, თავად კონფლიქტის ზონას კი სიმსივნედ მოიხსენიებს.

„ყარაბახის ომში დამარცხებული სომხეთი, სინამდვილეში, ყველაზე გამარჯვებულია. დღეს სომხეთში ამას ვერავინ აღიარებს და საჯაროდ ვერ იტყვის, მაგრამ სინამდვილეში ნამდვილი და პროდასავლური სომხური პოლიტიკური, ბიზნეს და საზოგადოებრივი ელიტა უკვე დიდი ხანია ოცნებობს იმ სიმსივნის მოკვეთაზე, რასაც ყარაბახი ქვია. სიმსივნის, რომლის გამოც სომხეთი რუსეთის მძევალია; სიმსივნის, რომლის გამოც ქვეყანას უწევს აიტანოს თავზე წამომჯდარი ყარაბახული ბიზნეს და პოლიტ ბანდიტური ელიტა(სწორედ მათ წინააღმდეგ ამბოხი იყო ფაშინიანის ფენომენი); სიმსივნის, რომლის გამოც თავის ყველაზე ბუნებრივ მოკავშირეს, აზერბაიჯანს დაუპირისპირდა და, რაც მთავარია, საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა პირდაპირი (ინფრასტრუქტურული) და გადატანითი (პოლიტიკური) მნიშვნელობით.

დიახ, გაიმარჯვა სომხეთმა, მაგრამ დღეს ამას ვერავინ აღიარებს, თუმცა გულში ყველას უხარია. შესაძლოა, ფაშინიანი ამას შეეწიროს, მაგრამ მისი სახით მსხვერპლი სომხეთის ისტორიული გათავისულფება-გაჯანსაღებისთვის ნამდვილად ღირდა. და ზუსტად ვიცი, რომ ის ამას ხვდება და ამ მსხვერპლზეც წავა, თუ მის სამშობლოს დასჭირდა.

რაც შეეხება მოზეიმე აზერბაიჯანს. ცხადია, საზეიმო აქვთ - წართმეული ტერიტორიები დაიბრუნეს. თუმცა, თავის სატკივარიც ძალიან დიდი გაუჩნდათ - პრაქტიკულად საკუთარი ბედი გადააბარეს რუსეთს და თურქეთს, რომლებიც საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედებენ, თან ერთმანეთის საპირწონედ. აქ სად ჩაიკარგება აზერბაიჯანის ინტერესი, არავინ იცის, და, სამწუხაროდ, არც არავის ადარდებს და არც არავის კითხავს აზერბაიჯანს. აზერბაიჯანს დიდი ძალისხმევა მოუწევს, რომ დაძვრეს ამ სიტუაციიდან და ისევ საკუთარი თამაში ითამაშოს და ახლა უკვე, სომხეთის ნცვალდ, ის არ გახდეს "სამშვიდობო კონტიგენტის" მძევალი. ეს იცის აზერბაიჯანმა, მაგრამ სომხეთის მსგავსად, ამას დღეს აზერბაიჯანში არავინ აღიარებს - გამარჯვების ზეიმია და უნდა იყოს.

და რაც შეგვეხება ჩვენ - მაქსიმუმ ათ წელიწადში, აზერები და სომხები შერიგდებიან და ორივე გაძლიერებული გამოვა ამ პრობლემიდან. უმოკლესი და უიაფესი საკომუნიკაციო მარშრუტი ამ რეგიონში კვლავ აღდგება - გაზსადენი იქნება, ნავთობსადენი თუ სამანქანო ან სარკინიგზო კავშირი, გაივლის გეოგრაფიულად უმოკლესი მარშრუტით აზერბაიჯან-სომხეთის გავლით (აქამდე საქართველოზე გადიოდა სომხეთ-აზერბაიჯანის კავშირის არარსებობის გამო).

და საქართველო? - იქნება როგორც ხაშური შემოვლითი გზის გაყვანის შემდგომ. უკანა ეზო, რომელსაც ყველაფერი გვერდს აუვლის. აი ასე იქნება, უანაკლიოდ, საგადასახადო ოფშორულ რეჟიმზე (offshore-onshore) უარის თქმის, საინვესტიციო კოლაფსის პირობებში, რადგან ქართული ოცნება გვმართავს და ამ, ერთდროულად უმძიმეს გამოწვევას და შესაძლებლობების ფანჯარას, გაფარჩაკებულები ვხვდებით. ყარაბაღის ომში დამარცხდა საქართველო“, - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

ყველა სიახლე

თორნიკე რიჟვაძე

28 ივნისი 2022, 12:59

პოლიტიკა

თორნიკე რიჟვაძე: ჩვენი ქვეყანა აუცილებლად დაიკავებს ღირსეულ ადგილს ევროპულ ოჯახში. თუმცა, არ მგონია ქართველი ხალხის ნება იყოს რომ ლიბერასტების ჩრდილოვან კაბინეტს გადავცეთ ხელისუფლება.

მნიშვნელოვანია როგორც ქალაქში, ისე ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფა, ტურიზმის სექტორის მაქსიმალური მხარდაჭერა და ის ჩავარდნა, რაც გვქონდა ბოლო წლების განმავლობაში სრულად უნდა იქნეს გამოსწორებული ტურიზმის მიმართულებით.

28 ივნისი 2022, 12:49

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: აჭარაში ტურიზმის მაჩვენებელი სრულად არის აღდგენილი

აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ტურიზმის მიმართულებით არსებული პოზიტიური ტენდენციების და აღდგენის შესახებ გააკეთა გაცხადება.

28 ივნისი 2022, 12:29

საზოგადოება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კამპანიის ,,გაუფრთხილდი წყალს” ფარგლებში თბილისის სკოლების მოსწავლეებისთვის საინფორმაციო ტურებს მართავს

კამპანიის მიზანია წყლის, როგორც ამოწურვადი ბუნებრივი რესურსის მნიშვნელობის შესახებ მოზარდი თაობის ჩართულობით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

28 ივნისი 2022, 12:20

მსოფლიო

იორდანიაში ტოქსიკური ნივთიერებით სავსე კონტეინერი აფეთქდა, დაღუპულია 11 ადამიანი. ვიდეო

იორდანიაში, წითელი ზღვის სანაპირსთან მდებარე აკაბას პორტში, ტოქსიკური ქლორის აირის გარემოში მოხვედრის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა, 250-ზე მეტი კი დაშავდა.

28 ივნისი 2022, 12:17

თავდაცვა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ 6 წლის იუბილე აღნიშნა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დაარსებიდან 6 წელი გავიდა. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინიციატივას - თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას, რომელმაც წელს ნატოს ინსტიტუციური აკრედიტაცია მიიღო, იუბილე თავდაცვის უწყების, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მიულოცეს.

28 ივნისი 2022, 12:14

მსოფლიო

CNN: თეთრი სახლის ოფიციალური პირები რწმენას კარგავენ, რომ უკრაინა ოდესმე შეძლებს იმ ტერიტორიების დაბრუნებას, რომელიც ბოლო ოთხი თვის განმავლობაში რუსეთთან ომში დაკარგა

თეთრი სახლის ოფიციალური პირები რწმენას კარგავენ, რომ უკრაინა ოდესმე შეძლებს იმ ტერიტორიების დაბრუნებას, რომელიც ბოლო ოთხი თვის განმავლობაში რუსეთთან ომში დაკარგა, იმ შემთხვევაშიც კი თუ აშშ და მისი მოკავშირეები უკრაინას მძიმე და თანამედროვე შეიარაღებას მიაწვდიან. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა ტელეკომპანია CNN-ს განუცხადეს.

28 ივნისი 2022, 12:01

COVID19

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, საქართველოში კოვიდინფიცირების 1 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 20 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით, საქართველოში კოვიდინფიცირების 1 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 646 ადამიანი, 2 პაციენტი კი გარდაიცვალა.

28 ივნისი 2022, 11:54

ეკონომიკა

სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის გეგმა გადაჭარბებით შესრულდა

პრივატიცაზიის პროცესი გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ, სააგენტო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სახელმწიფო აქტივების პრივატიზაციას და ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.

კახა კალაძე

28 ივნისი 2022, 11:43

საზოგადოება

მუსიკალური პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ გრძელდება

„პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, უამრავი ადამიანი ესწრება. პროექტის ფარგლებში, ესტრადის წარმომადგენლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში კონცერტები გამართონ. პროექტი გრძელდება და ამჯერად, სამგორის რაიონს ვეწვევით, სადაც 2 და 3 ივლისს, დედაქალაქის მერია საკონცერტო საღამოებზე გეპატიჟებათ. თქვენს განწყობაზე საესტრადო შემსრულებლები და მუსიკალური ბენდები იზრუნებენ. კონცერტები აფრიკის დასახლებაში, გუმათჰესის სკვერში, 19:00 საათზე გაიმართება. დასწრება თავისუფალია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ზურაბ აზარაშვილი

28 ივნისი 2022, 11:37

პოლიტიკა

ზურაბ აზარაშვილი UNHCR-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კემლინ ფურლეს შეხვდა.

28 ივნისი 2022, 11:33

ეკონომიკა

ტურიზმის ადმინისტრაციის მხარდაჭერით პირველად საქართველოში ლაშქრობის გლობალური პროექტი „HIGHLANDER“ გაიმართება

„HIGHLANDER-ის მოსამზადებელი კამპანიის ფარგლებში დღეს შევხვდით სათავგადასავლო ტურიზმის კომპანიებს, გავაცანით პროექტის დეტალები, დიდი იმედი გვაქვს, რომ დაინტერესდებიან თანამშრომლობით, რაც შეიძლება მეტ უცხოელ ტურისტს მიაწვდიან ინფორმაციას და 25-27 აგვისტოს ძალიან ბევრი უცხოელი მოლაშქრე გვეყოლება სვანეთში“,-აცხადებს HIGHLANDER GEORGIA-ს მენეჯერი თევდორე მაყაშვილი.

28 ივნისი 2022, 11:28

სამართალი

ვანდალიზმის შემთხვევები თბილისში - ვიდეოკადრები

თბილისის მერიამ გაავრცელა ვიდეოკოლაჟი, რომელშიც დედაქალაქში დაფიქსირებული ვანდალიზმის შემთხვევაა ასახული.

28 ივნისი 2022, 11:26

საზოგადოება

ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, საგამოცდო ცენტრების მიმართულებით ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

„N39, N173, N177, N191 და N175 საჯარო სკოლების მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ხოლო N117 საჯარო სკოლის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“. რაც შეეხება N103 საჯარო სკოლას, აღნიშნული საგამოცდო ცენტრის მიმართულებით ავტობუსი გავა მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელიდან“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ნანა კაკაბაძე

28 ივნისი 2022, 11:25

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: დავით არახამია მაქსიმალური მონდომებით ცდილობს არ ჩამორჩეს ევროპელ და ამერიკელ „ინსტრუქტორებს“ და არაარგუმენტირებული ბრალდებებით ლიდერის პოზიციები შეინარჩუნოს

როგორც კაკაბაძე წერს, არახამიამ კუბილიუსი, კალიურანტი, ჟიგიმანტასი, კარლ ბილდტი, ფოტიგა, გალერი და ზოგიერთი სხვა ცნობილი ევრონაცი ინსტრუქტორებიც კი დაჩრდილა.

ირაკლი ბერაია

28 ივნისი 2022, 11:23

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: მნიშვნელოვანია, რომ NATO-ს სამიტზე ადგილი ეთმობა საქართველოს მხარდაჭერის ახალ ზომებს

„ეს სამიტი თავისი დღის წესრიგით 5 ძირითად საკითხზეა ორიენტირებული და გადაწყვეტილებებით იქნება მომდევნო წლების განმავლობაში საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურის მაფორმირებელი სამიტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა საქართველოს, კერძოდ, ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერის ახალ ზომებს“, - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

28 ივნისი 2022, 11:18

მსოფლიო

ტეხასში, მიტოვებულ სატვირთო ავტომობილში 50-მდე ადამიანის ცხედარი იპოვეს

სახანძრო დაცვის წარმომადგენლის განცხადებით, 16 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ისინი მზის დარტყმისა და ხანგრძლივი გადახურების შედეგად დაშავდნენ.

გიორგი ვოლსკი

28 ივნისი 2022, 11:17

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ნატოსთან თანამშრომლობა ქვეყნისთვის არის პრიორიტეტი მისი მომავალი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით

„საქართველოსა და ნატოს ქვეყნების საერთო ინტერესია - არ დაუშვან ტერორიზმის გავრცელება და მსოფლიო საერთაშორისო უსაფრთხოებას ფარად დაუდგნენ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკი.

კახა კალაძე

28 ივნისი 2022, 11:12

საზოგადოება

კახა კალაძე: ვანდალიზმის ძალიან ბევრი ფაქტი ფიქსირდება - თუ რეაბილიტირებულ პარკებს, სკვერებს დავაზიანებთ, ინფრასტრუქტურას დავამტვრევთ, მცენარეებს მოვიპარავთ და სახლში წავიღებთ, არაფერი არ გამოვა, ყველაფერს აზრი ეკარგება

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომა ვანდალიზმის გახშირებულ შემთხვევებზე საუბრით გახსნა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

28 ივნისი 2022, 10:53

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე ვუთხარით პარტნიორებს, რომ თანამედროვე სარაკეტო თავდაცვა გვჭირდებოდა, ეს 24 თებერვლის შემდეგაც გავიმეორეთ - დღეს ჩვენ შესაბამისი სისტემების მიწოდებას ველით

უკრაინის პრეზიდეტნმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მორიგ მიმართვაში, აღნიშნა, რომ ქვეყანა თანამედროვე სარაკეტო თავდაცვის სისტემების მოლოდინშია.

28 ივნისი 2022, 10:52

რეგიონი

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგა სპეციალური რეჟიმით

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე, ჩატარებული ინტენსიური სამუშაოების შედეგად, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო კმ22-კმ106 მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის გადაადგილება“.