imedi /  13 ნოემბერი 2020, 00:24 / სანდო წყარო

გია აბაშიძე: ზოგიერთ პოლიტიკოსს და პარტიას პოლიტიკაში მოსვლა და აქტივობა ბიზნესი ჰგონია

გია აბაშიძე

გია აბაშიძე

ზოგიერთ პოლიტიკოსს და პარტიას პოლიტიკაში მოსვლა და აქტივობა ბიზნესი ჰგონია, რომ ამით მიიღებენ შემოსავალს, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხდა.

მისი თქმით, დღეს ძალიან კარგად აღნიშნა ირაკლი კობახიძემ, რომ ინიცირება მოხდება კანონპროექტის და ის უპასუხისმგებლო პარტია, რომელიც პარლამენტშია არ შედის, მოეხსნას სახელმწიფო დაფინანსება.

„ზოგიერთ პოლიტიკოსს და პარტიას პოლიტიკაში მოსვლა და აქტივობა ჰგონია ბიზნესი, რომ ამით მიიღებენ შემოსავალს. ცხადია იღებენ, სახელმწიფო დაფინანსებას და დღეს ძალიან კარგად აღნიშნა ირაკლი კობახიძემ, რომ ინიცირება მოხდება კანონპროექტის და ის უპასუხისმგებლო პარტია, რომელიც პარლამენტშია არ შედის, მოეხსნას სახელმწიფო დაფინანსება. რაც შეეხება ჭარბ დემოკრატიას, ყველას გვახსენდება რამდენიმე წლის წინ ბატონ ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი, გასაოცარ დემოკრატიაზე, მაგრამ გასაოცარი კი არა, გასაოცრად ჭარბი დემოკრატია გამოგვივიდა საქართველოში, სადაც ყველა პარტიას აქვს თავისი ტელემაუწყებლობა, თავისი ენჯეოები, ფეიკ დამკვირვებლები. არავინ მიიღოს ისე, რომ თითქოს გამოხატვის ან სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგი ვარ. რა თქმა უნდა, არა. უბრალოდ, დეზინფორმაციას, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში საკმაოდ ეფექტურად ებრძვიან საფრანგეთში, ბრიტანეთში, გერმანიასა და ბევრ სხვა ქვეყანაში, ამიტომ იმ მოდელის გადმოტანა, როდესაც შეუძლებელია ამ ფსიქოლოგიური ტერორის ატანა. დემოკრატია არ არის ტყუილის გავრცელება. ეს ანტიდემოკრატიაა და დემოკრატია თუ გვინდა უნდა ვთქვათ სიმართლე, ობიექტური რეალობა ავსახოთ და ობიექტური ციფრებიც უნდა დავასახელოთ. 52%-ი თუ აიღო ოპოზიციამ, გამარჯვებულია, შევიდნენ პარლამენტში და იქ იკამათონ, ოპონენტებთან მაგალითად, განათლებაზე, სოფლის მეურნეობაზე, კორონას წინააღმდეგ ბრძოლაზე. ესაა პოლიტიკოსი, სხვაგვარად მათ ეწოდებათ პოლიტიკანები“, - განაცხადა გია აბაშიძემ.

ყველა სიახლე

29 ნოემბერი 2020, 11:15

სპორტი

დღეს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ირლანდიას დაუპირისპირდება

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს „შემოდგომის ერთა თასის“ ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს. საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან მატჩს ცვლილებებით ხვდება. ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა თამაზ მჭედლიძე და სოსო მათიაშვილი. მჭედლიძისთვის ეს მე-60 სანაკრებო შეხვედრა იქნება, კაპიტანი მერაბ შარიქაძე კი ეროვნული გუნდის რიგებში 70-ე თამაშს ჩაატარებს. „უელსთან“ შეხვედრის შემდეგ ოთხი ცვლილებაა შერკინებაში. ირლანდიასთან თამაშს შალვა მამუკაშვილი იწყებს.

ვიოლეტა ტოვკესი

29 ნოემბერი 2020, 11:13

მსოფლიო

კიევში ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში დაესხნენ თავს

ტელეარხ NewsOne-ს კორესპონდენტს თავს პირდაპირ ეთერში დაესხნენ. ინციდენტი 28 ნოემბერს კიევში მოხდა. ვიოლეტა ტოვკესი სატელევიზიო ჩართვაში გოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას აშუქებდა, როდესაც მასთან ახალგაზრდა კაცი მიიჭრა, მიკროფონი წაართვა და ხელი ჰკრა.

კორონავირუსი

29 ნოემბერი 2020, 11:13

COVID19

კორონავირუსის 4 426 ახალი შემთხვევიდან, თბილისში 1 802 გამოვლინდა

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 426 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 802 შემთხვევა, აჭარა-554, იმერეთი-637, ქვემო ქართლი-268, შიდა ქართლი-258, გურია-119, სამეგრელო-ზემო სვანეთი-400, კახეთი-219, მცხეთა-მთიანეთი-108, სამცხე-ჯავახეთი-50, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-11.

29 ნოემბერი 2020, 11:09

COVID19

ამ დროისთვის საქართველოში 943 მძიმე პაციენტია

ამ დროისთვის საქართველოში 943 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში-429, აჭარაში-167, იმერეთში-190. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 367 პირი, მათგან თბილისში-181, აჭარაში-56, იმერეთში-37. 3 945 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1311-თბილისში, 2 058- აჭარაში, 284-იმერეთში. 10 745 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

29 ნოემბერი 2020, 11:05

COVID19

კახეთში კოვიდინფიცირების 76 შემთხვევა გამოვლინდა

კახეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 76-ით გაიზარდა და ამ რიცხვმა 3,658-ს მიაღწია. რეგიონში ეპიდსტატისტიკა ასე გამოიყურება: ახმეტა-255, გურჯაანი-704, დედოფლისწყარო-326, თელავი-1030, ლაგოდეხი-472, საგარეჯო-355, სიღნაღი-214 და ყვარელი-303.

კორონავირუსი

29 ნოემბერი 2020, 10:57

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 35 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 35 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 132,368 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 110,049-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1,230 მოქალაქე.

კორონავირუსი

29 ნოემბერი 2020, 10:54

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა, 3721 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა, 3721 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

29 ნოემბერი 2020, 10:51

COVID19

ბრიტანეთმა Moderna-ს კიდევ 2 მილიონი ვაქცინის დოზა შეუკვეთა

ბრიტანეთის მთავრობამ ამერიკულ კომპანია Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კიდევ 2 მილიონი დოზა შეუკვეთა. ამის შესახებ გამოცემა The Telegraph-ი წერს. ჯამში გაერთიანებული სამეფო „მოდერნასგან“ 7 მილიონ დოზას მიიღებს, რაც 3,5 მილიონი ადამიანის ვაქცინაციისთვის იქნება საკმარისი.

29 ნოემბერი 2020, 10:40

სამართალი

არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვისთვის ზუგდიდში ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა 1977 წელს დაბადებული ე.რ. დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვა, ფლობა და ასეთი ნაწარმოებით სარგებლობა, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დანაშაული 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

29 ნოემბერი 2020, 10:38

მსოფლიო

ცხოველთა უფლებების დამცველებმა 45 ძაღლი გადაარჩინეს, რომლებსაც ჩინეთის ხორცის ბაზრობებზე ყიდიდნენ

ძაღლები ნიუ იორკში ჩაიყვანეს, სადაც მათ ახალი პატრონები დახვდნენ. ცხოველების უფლებების დამცველებმა ძაღლები ხორცის ბაზრობებზე გაყიდვას უკვე მეორედ გადაარჩინეს. 27 ნოემბერს მათ აშშ-ში 34 ძაღლი ჩაიყვანეს.

29 ნოემბერი 2020, 10:36

COVID19

იაპონიაში კოვიდინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

იაპონიაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. იაპონიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2,688 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 32 ინფიცირებული გარდაიცვალა.

კახი კავსაძე

29 ნოემბერი 2020, 10:33

COVID19

კახი კავსაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

მსახიობ კახი კავსაძის მდგომარეობა ისევ მძიმეა. ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ „ქრონიკას“ განუცხადა. კახი კავსაძეს კორონავირუსი დადუდასტურდა. გუშინ საღამოს გახდა ცნობილი, რომ ის ჰოსპიტალიზებულია.

29 ნოემბერი 2020, 10:25

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 14,611 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 14,611 ადამიანს დაუდგინეს, 158 ინფიცირებული კი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი, რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს. სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 1,042,700 შემთხვევა გამოვლინდა, 16,123 ადამიანი გარდაიცვალა.

მელანია ტრამპი

29 ნოემბერი 2020, 10:19

ტაბლოიდი

მელანია ტრამპი მემუარების გამოცემას აპირებს

გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპი მეუღლის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს, მელანიას ახლობლები კი თვლიან, რომ პირველი ლედის გულახდილი ისტორიები მკითხველისთვის საინტერესო იქნება და მას სოლიდურ შემოსავალს მოუტანს.

29 ნოემბერი 2020, 10:14

მსოფლიო

დნესტრისპირეთში დეფაქტო არჩევნები ტარდება

დნესტრისპირეთის არაღიარებულ რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 262 საარჩევნო უბანი რეგიონში 00:07-ზე გაიხსნა. ე.წ. საკანონმდებლო ორგანის 33 მანდატისთვის 45 კანდიდატი იბრძვის. 32 მათგანი მოქმედი დეპუტატია.

29 ნოემბერი 2020, 10:08

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის 41,810 შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში კორონავირუსის 41,810 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი 9,4 მილიონს მიუახლოვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო 24 საათში, ინდოეთში 496 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 136,696-ს აღწევს, ჯამში 8,8 მილიონზე მეტი ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

29 ნოემბერი 2020, 09:56

მსოფლიო

სერბეთმა და მონტენეგრომ ერთმანეთს დიპლომატები გაუძევეს

სერბეთსა და მონტენეგროს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. მიზეზი მონტენეგროში სერბეთის ელჩის, ვლადიმერ ბოჟოვიჩის განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც მონტენეგროს ხელისუფლების მიერ 1918 წელს მიღებული გადაწყვეტილება სერბეთთან გაერთიანების შესახებ ქვეყნის „გათავისუფლებას“ ნიშნავდა.

29 ნოემბერი 2020, 09:42

რეგიონი

მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილებებზე იმსჯელეს

მხარეებმა იმსჯელეს და დაგეგმეს მომდევნო ერთი თვის განმავლობაში გასატარებელი ღონისძიებები. რაც შეეხება სანქციებს რეგულაციების დარღვევის გამო თავდაპირველად მოხდება ბიზნესსუბიექტის გაფრთხილება ხოლო შემდგომ ყველა იმ სუბიექტების დაჯარიმება, რომლებიც ახორციელებენ არანებადართულ საქმიანობას.

29 ნოემბერი 2020, 08:54

მსოფლიო

იტალიის კუნძულ სარდინიაზე წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

ნუოროს პროვინციაში მდებარე ქალაქ ბიტიში 2 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. რამდენიმე რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ძლიერი ქარი და წვიმა კუნძულზე პარასკევს დაიწყო. სტიქიამ სატელეფონო ხაზები და ელექტროგადამცემი ბოძები დააზიანა.

29 ნოემბერი 2020, 08:33

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 85 ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 238 ადამიანს ჩუტარდა, საიდანაც 85-ს ინფექცი აღმოაჩნდა. ამასთან, 2 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყების დღემდე, ოკუპირებულ რეგიონი კორონავირუსის 5 883 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 81 პაციენტი, 3678 კი გამოჯანმრთელდა.