Imedi /  15 ნოემბერი 2020, 23:06 / სანდო წყარო

გიორგი ვოლსკი: აშშ-ს საქართველოში სტაბილურობა აინტერესებს, ვინაიდან ეს პლატფორმა მისთვის საიმედოა

გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკი

საქართველო, როგორც აშშ-ის უპირველესი პარტნიორი რეგიონში საგანგებო მნიშვნელობისაა აშშ-ისთვის და რასაკვირველია, აშშ-ს აინტერესებს სტაბილურობა საქართველოში, ვინაიდან ეს პლატფორმა მისთვის საიმედოა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანის, მაიკ პომპეოს საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზე საუბრისას განუცხადა.

მან აშშ-ისთვის რეგიონში საქართველოს სტაბილური მდგომარეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ყველამ იცის, რომ ამ რეგიონში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არ ემსახურება მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების გარკვევის ან შეთანხმების საკითხებს. ესაა რეგიონალური მნიშვნელობისა და რეგიონალური საფრთხეების განხილვის პლატფორმა, რომელიც შეიქმნება ამ ვიზიტებისას.

საქართველო, როგორც აშშ-ის უპირველესი პარტნიორი რეგიონში საგანგებო მნიშვნელობისაა აშშ-ისთვის და რასაკვირველია, აშშ-ს აინტერესებს სტაბილურობა საქართველოში, ვინაიდან ეს პლატფორმა მისთვის საიმედოა და მისი განვითარება და მისი პერსპექტიული ხედვა მნიშვნელოვნად სცილდება იმ ხედვას, რომელსაც ზოგიერთი ოპონენტი და მათი ლიდერები უქადიან ჩვენს ქვეყანას. რასაკვირველია, ქვეყნის დესტაბილიზაცია აშშ-ის ინტერესებში არათუ არ შედის, არამედ პრინციპულად უპირისპირდება მას. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც რეგიონში რუსეთის ფედერაციის ახალი სამხედრო შენაერთი გამოჩნდება“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 17-18 ნოემბერს ეწვევა.

ყველა სიახლე

29 ივნისი 2022, 01:19

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ჯო ბაიდენს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდა. ღარიბაშვილისა და ბაიდენის შეხვედრა ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში შედგა, სადაც ნატოს სამიტი მიმდინარეობს.

სერგეი გაიდაი

29 ივნისი 2022, 01:03

მსოფლიო

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: ლისიჩანსკში ვითარება ძალიან რთულია

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ლისიჩანსკში სიტუაცია ძალიან რთულია.

29 ივნისი 2022, 00:50

ტაბლოიდი

ჩილეში კაცმა, რომელსაც შეცდომით ხელფასის 286-მაგი ოდენობა ჩაერიცხა, სამსახური დატოვა და გაუჩინარდა

ჩილეში კაცმა, რომელსაც შეცდომით ხელფასის 286-მაგი ოდენობა ჩაერიცხა, სამსახური დატოვა და გაუჩინარდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

29 ივნისი 2022, 00:32

ტაბლოიდი

იაპონიაში იშვიათი ჯიშის 15 ბალი $4,4 ათასად გაიყიდა🍒

ბალი კენკრის აუქციონზე, 4,4 ათას დოლარად, აომორის პრეფექტურაში გაიყიდა. ბალი სასაჩუქრე ყუთში მოთავსებული. სულ კომპანიამ გასაყიდად 50 ასეთი ყუთი გაიტანა. ვაჭრობაში კომპანიამ Nagatsuka Seika გაიმარჯვა, რომელიც ხილისა და ბოსტნეულის გაყიდვით არის დაკავებული. ეტალონური ბალი სწორედ ამ კომპანიის მაღაზიებში გაიყიდება.

პიტერ სიიარტო

29 ივნისი 2022, 00:18

პოლიტიკა

პიტერ სიიარტო: გვსურს, თავიდან ავიცილოთ მდგომარეობა, როდესაც უნგრელ ხალხს მოუწევს ომის საფასურის გადახდა - როგორც მესმის, იმავეს აკეთებს საქართველოს ხელისუფლება

გვსურს, თავიდან ავიცილოთ მდგომარეობა, როცა უნგრელ ხალხს მოუწევს ომის საფასურის გადახდა, როგორც მესმის, იმავეს აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, სანქციების განხილვისას არ უნდა დაგვავიწყდეს რეალობა, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ.

29 ივნისი 2022, 00:08

ტაბლოიდი

ტელეშოუში „ფორტ ბოიარდი“ ცოცხალ ვეფხვებს 3D-მოდელებით ჩაანაცვლებენ🐅

ვეფხვები „ფორტ ბოიარდში“ პროგრამის პირველივე ეპიზოდიდან ჩნდებოდნენ, რომელიც ეთერში 1990 წელს გავიდა. ვეფხვების წასვლის შესახებ პროგრამის გადამღებმა სტუდიამ ჯერ კიდევ თებერვალში განაცხადა. ეს გადაწყვეტილება ადამიანების „მენტალიტეტის ევოლუციით“ ახსნეს, რომლებიც მეტად ზრუნავენ ცხოველების კეთილდღეობაზე.

28 ივნისი 2022, 23:49

პოლიტიკა

უმრავლესობიდან სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძისა და მიხეილ ყაველაშვილის წასვლის გამო, სამი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური იქნება

საპარლამენტო უმრავლესობიდან და პარტია „ქართული ოცნებიდან“ სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძისა და მიხეილ ყაველაშვილის წასვლის გამო, სამი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური იქნება.

28 ივნისი 2022, 23:22

სამართალი

ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი ძალადობის, ძარცვის, გამოძალვის, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე ორ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს პროკურატურამ ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის დაზიანების, ძარცვის, გამოძალვის, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ოლენა ზელენსკა

28 ივნისი 2022, 23:21

მსოფლიო

უკრაინის პირველი ლედი: ჩვენი ტანჯვის დასასრულს ვერ ვხედავთ

ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენი ტანჯვის დასასრულს, - განაცხადა უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში.

მამუკა მდინარაძე

28 ივნისი 2022, 23:05

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე „ფორმულას“ ჟურნალისტს: რამდენიმე დღის წინ მქონდა შემთხვევა, დაახლოებით ნახევარი საათი ჟურნალისტს ვთხოვდი, მარტო არ ჩავეწერე. შემდეგ, ორი წუთი დაამონტაჟა და კვლავ საზოგადოების მოტყუებას შეეცადა

,თქვენთან, „ტვ პირველთან”, ,,მთავართან’’ - ერთი თხოვნა მაქვს; რესპონდენტებს დაუტოვეთ უფლება, რომ რაღაცაზე გიპასუხოთ, ან არ გიპასუხოთ. როდესაც მე ინფორმაცია არ მაქვს, არასდროს გცემთ პასუხს. მეორე, ცალკე არ ვეწერები, მაგალითად „ტვ პირველს“. რამდენიმე დღის წინ, ატეხეს ამბავი და ნახევარი საათიანი მასალიდან დადეს დამონტაჟებული ორი წუთი და აქედან რაღაც ბულინგიც კი გამოიყვანეს, - ასე უპასუხა ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია ,,ფორმულას’’ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას.

28 ივნისი 2022, 22:54

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. უმრავლესობის წევრებმა საგაზაფხულო სესია შეაჯამეს. საუბარი შეხო აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებს. კერძოდ, „მოსმენების შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებას.

28 ივნისი 2022, 22:51

მსოფლიო

თურქეთი შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს

თურქეთი შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს. სამი ქვეყნის ლიდერებმა შესაბამის კონსენსუსს ნატოს მადრიდის სამიტზე მიაღწიეს.

მიხეილ ყაველაშვილი

28 ივნისი 2022, 22:31

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: გვექნება თავისუფლება, საზოგადოებას სიმართლე უფრო მეტად მივაწოდოთ. დარწმუნებული ვარ, რეალობას საღად შეხედავენ, რომ ყველაფერი კეთდება ქვეყანაში მშვიდობისთვის

გვექნება თავისუფლება, საზოგადოებას სიმართლე უფრო მეტად მივაწოდოთ. დარწმუნებული ვარ, რეალობას საღად შეხედავენ, რომ ყველაფერი კეთდება ქვეყანაში მშვიდობისთვის​, – ამის შესახებ დეპუტატმა, „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძე

28 ივნისი 2022, 22:29

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ვიქნებით საზოგადოებასთან ყველაზე ახლოს და იმ ინფორმაციას, რაც მათ დღეს არ აქვთ, ეტაპობრივად მიიღებენ ჩვენგან

„ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“, ლიდერებთან, თითოეულ წევრთან არავითარი ღირებულებითი აზრთა სხვადასხვაობა არ გვაქვს; პრაქტიკულად ყველა თემაში ვთანხმდებით, გარდა ერთისა - ვერ ვთანხმდებით იმაზე, რა დოზით უნდა მიეწოდოს საზოგადოებას სიმართლე და ინფორმირებული უნდა იყოს მეტად თუ არა. რა თქმა უნდა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს მეტი. დღეს მათი როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ პოლიტიკურ რეალობაში. ამიტომ საკითხები, რომელიც არის საჯარო პოლიტიკის და ზოგჯერ არის საკითხები, რომელიც კულისებში იხილება, მე ვფიქრობ, საზოგადოებამ მეტი უნდა იცოდეს, ვიდრე დღეს იცის. ჩვენი მიზანი იქნება შესრულებული, ჩვენ ვიქნებით საზოგადოებასთან ყველაზე ახლოს და ის ინფორმაცია, რაც მათ დღეს არ აქვთ, ამ ინფორმაციას ეტაპობრივად მიიღებენ ჩვენგან“, - განაცხადა ხუნდაძემ.

სოზარ სუბარი

28 ივნისი 2022, 22:26

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ისტორიულ გზაგასაყარზე ვდგავართ, ბევრია საქართველოს ომში ჩაბმის მსურველი, ასეთ დროს ჩვენი ძალა არის სიმართლე, რომელიც ხალხმა უნდა იცოდეს

ისტორიულ გზაგასაყარზე ვდგავართ. რთული პერიოდია, ყოველ უთიერად არის საფრთხე, რომ საქართველო შეიძლება ომში ჩაებას, ამის მსურველი ძალიან ბევრია. დღეს იმის გარანტი, რომ საქართველო არ ჩაებას ომში, არის ხალხი და ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილმა წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

28 ივნისი 2022, 22:16

მსოფლიო

ბანგკოკის აეროპორტში ორი ქალის ბარგში 109 ცოცხალი ცხოველი აღმოაჩინეს

ცხოველები ქალების ბარგში, შემოწმებისას აღმოაჩინეს. მათ შორის იყვნენ: 35 კუ, 50 ხვლიკი, 20 გველი, 2 თეთრი მაჩვზღარბი და 2 ჯავშნოსანი. დაკავებულები ინდოეთის მოქალაქეები არიან, ერთ 24-ის, მეორე კი 38 წლისაა. ისინი ინდოეთის ქალაქ ჩენაიში მიემგზავრებოდნენ.

28 ივნისი 2022, 21:42

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს გენერალურ დირექტორს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) გენერალურ დირექტორს კარიმ იამთინს და შვედეთის სამეფოს ელჩს საქართველოში ულრიკ თიდესტრომს შეხვდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

კარლ ჰარცელი

28 ივნისი 2022, 21:18

საზოგადოება

კარლ ჰარცელი: მოხარული ვარ სამართალდამცველებისა და „თბილისი პრაიდის“ თანამშრომლობით, მივესალმები შსს-ს განცხადებასაც

„შეკრებისა და სიტყვის თავისუფლება გარანტირებული უნდა იყოს ყველასთვის, ასევე დაცული უნდა იყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება. მოხარული ვარ, რომ თანამშრომლობას აქვს ადგილი სამართალდამცველებსა და „თბილისი პრაიდს“ შორის. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებასაც მივესალმები ამ კვირაში პრევენციული ღონისძიებების უზრუნველყოფასა და სათანადო ნაბიჯების გადადგმასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ჰარცელმა.

მამუკა მდინარაძე

28 ივნისი 2022, 21:16

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ევროკომისიის მიერ რეკომენდებული 12 პუნქტის შესრულების შესახებ ვიმსჯელეთ - უახლოეს დღეებში დეტალურად გავწერთ, პასუხისმგებელ სუბიექტებს, პირებს, ვადებს

ევროკომისიის მიერ რეკომენდებული 12 პუნქტის შესრულების შესახებ ვიმსჯელეთ, შესაბამისი გეგმის შესრულება იყო მთავარი საკითხი ამ მიმართულებით. ვადები, პასუხისმგებელი პირები, უწყებები თუ სუბიექტები - ამის შესრულება, - განაცხადა ფრქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუაკ მდინარაძემ.

ანალენა ბერბოკი

28 ივნისი 2022, 21:16

მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: არავინ იცის, დასრულდება თუ არა ომი წლის ბოლომდე - ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ უკრაინა სუვერენულ სახელმწიფოდ დარჩეს

არავინ იცის, დასრულდება თუ არა ომი წლის ბოლომდე, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა.