16 ნოემბერი 2020, 16:39 / სანდო წყარო

Heraldscotland-ი: „ქართულმა ოცნებამ“ მძაფრ, კონკურენტულ არჩევნებში მოაგროვა საკმარისი ხმები, რათა ჩამოაყალიბოს მთავრობა

31 ოქტომბერს ქართველებმა საარჩევნო ყუთებთან აირჩიეს ახალი პარლამენტი. როგორც მოსალოდნელი იყო, ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბებულია, და დადო ხელახალი არჩევნების დანიშვნამდე საპროტესტო აქციების გამართვის პირობა. ოპოზიციის მხრიდან პრეტენზიების მიუხედავად, კვირას ეუთომ განაცხადა, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და ფუნდამენტური თავისუფლებები, ზოგადად, დაცული იყო,- ამის შესახებ გამოცემა ,,heraldscotland“ გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული.

როგორც სტატიის ავტორი, სტრუან სტივენსონი აცხადებს, ქართულმა ოცნებამ მძაფრ, კონკურენტულ არჩევნებში მოაგროვა საკმარისი ხმები, რათა ჩამოაყალიბოს მთავრობა.

მისი თქმით, სააკაშვილმა არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად, საქართველოს ოპოზიციურ პარტიებს „საყოველთაო მობილიზაციისკენ“ და მომხრეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა.

როგორც გამოცემა წერს, პოლიტიკური ძვრები საქართველოსთვის სიახლეს არ წარმოადგენს და ამ ქვეყანას ღრმად აქვს გადგმული ფესვები ისტორიაში, 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი საქართველო სულ უფრო აქტიურად იყურება დასავლეთისკენ თავისი მომავალი ბედის გადასაწყვეტად.

,,მმართველი პარტიის თანახმად, რომლის დამფუძნებელიც გახლავთ საქართველოში ყველაზე შეძლებული ადამიანი - ფილანთროპი ბიძინა ივანიშვილი, ქართულმა ოცნებამ ამ მძაფრ კონკურენტულ არჩევნებში მოაგროვა საკმარისი ხმები, რათა ჩამოაყალიბოს ერთპარტიული კაბინეტი აღმოსავლეთ ევროპის ამ ქვეყანაში. მართალია, ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნება“ პროდასავლურია და ძალიანაა დაინტერესებული ევროკავშირში შესვლით, მაგრამ იგი ასევე ცდილობს ურთიერთობების გაუმჯობესებას რუსეთთან. მთავარი ოპოზიციური ძალა - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თავდაპირველად დააარსა მიხეილ სააკაშვილმა, ქართული პოლიტიკის სკანდალურმა ფიგურამ. სააკაშვილი უკრაინაში გადაიხვეწა, ხოლო 2018 წელს თბილისის მუნიციპალურმა სასამართლომ მას დაუსწრებლად მიუსაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა თავად სააკაშვილი მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს შეთითხნილს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. სააკაშვილმა მოუწოდა საქართველოს ოპოზიციურ პარტიებს „საყოველთაო მობილიზაციისკენ“ და მომხრეებს ქუჩაში გამოსვლისკენ არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად. ძალიან საეჭვოა, რომ სააკაშვილმა შეძლოს ახალი „ვარდების რევოლუციის“ პროვოცირება, რომელსაც იგი სათავეში 2003 წლის ნოემბერში ედგა და რომლის შედეგადაც გადააყენეს ყოფილი საბჭოთა ლიდერი - ედუარდ შევარდნაძე და ჩაანაცვლეს იგი სააკაშვილით. პოლიტიკური ძვრები საქართველოსთვის სიახლეს არ წარმოადგენს. ამ ქვეყანას ღრმად აქვს გადგმული ფესვები ისტორიაში და იგი საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა ბრძოლის ველს, სადაც ქართველი ხალხის დასამორჩილებლად ერთმანეთს ებრძოდნენ მსოფლიოს უდიდესი იმპერიები: რომი, მონღოლეთი, ბიზანტია, სპარსეთი, ოსმალეთი და რუსეთი. ძვ. წ. 2000 წელს თვით იაზონი და არგონავტებიც კი ჩამოვიდნენ აქ ლეგენდარული ოქროს საწმისის მოსაძებნად. სასწაულია, რომ ქართველებმა არა მხოლოდ მოაღწიეს აქამდე, არამედ შეინარჩუნეს კიდეც თავიანთი უნიკალური იდენტობა და უძველესი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც განთქმულია სტუმართმოყვარეობით და სამზარეულოთი. 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო სულ უფრო აქტიურად იყურება დასავლეთისკენ თავისი მომავალი ბედის გადასაწყვეტად, რის გამოც დაძაბულობა უმსხვილეს ჩრდილოელ მეზობელთან - რუსეთთან სულ უფრო მძაფრდება, რადგან მოსკოვი გააფთრებით ეწინააღმდეგება საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირსა და ნატოში შესვლასთან დაკავშრებით; მას აშინებს აშშ-ის მზარდი ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენა საქართველოში. ამჟამინდელი ქართველი პოლიტიკოსები მზად არიან, თვალი გაუსწორონ აგრესიული მეზობლისგან მომავალ საფრთხეს. მათი უმრავლესობა ახალგაზრდაა, ძალიან განათლებული, კომპეტენტური, ორატორული ნიჭით დაჯილდოებული და რამდენიმე ენაზე მოსაუბრე. პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარეს იგრძნობა მძლავრი ოპტიმიზმი - შეგრძნება, რომ საქართველოს აქვს დიდი მომავალი და რომ ამის უზრუნველყოფა მათი ურყევი გადაწყვეტილებაა“,- წერს გამოცემა.

ყველა სიახლე

05 დეკემბერი 2020, 15:50

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 66 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 66 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 66 015 170 შემთხვევა გამოვლინდა, 1 521 066 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 42 431 570 - გამოჯანმრთელდა.

გიორგი გახარია

05 დეკემბერი 2020, 15:43

პოლიტიკა

გიორგი გახარია ჰელგა შმიდს ეუთო-ს გენერალურ მდივნად დანიშვნას ულოცავს

„გულწრფელად ვულოცავ ჰელგა შმიდს ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალურ მდივნად დანიშვნას,"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს. მთავრობის მეთაური იმედს გამოთქვამს, რომ ჰელგა შმიდის ხელმძღვანელობის პირობებში ახალი შესაძლებლობები გაჩნდება.

05 დეკემბერი 2020, 15:37

სპორტი

გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს უბრუნდება

საქართველოს ნაკრებისა და „გენტის“ ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს უბრუნდება. ბელგიის გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაეზებრუკმა ქართველი ფეხბურთელი ოსტენდესთან მატჩის განაცხადში შეიყვანა. 21 წლის გიორგი ჩაკვეტაძემ, ტრავმის გამო ორი თვე გაუცდა, თუმცა ახლა ის მწყობრშია და შესაძლოა გენტს მომავალ შეხვედრაში დაეხმაროს. „გენტი“ 6 ოქტომბერს, ბელგიის ჩემპიონატის მე-15 ტურში „ოსტენდეს“ ესტუმრება.

05 დეკემბერი 2020, 15:30

COVID19

სამეგრელო-ზემო სვანეთში, კორონავირუსზე სწრაფი ტესტირება 30 ლოკაციაზეა შესაძლებელი

სიმპტომის მქონე მოქალაქეებს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, სწრაფი ტექსტი ჩატარება 30 ლოკაციაზე შეუძლიათ. რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას ინფორმაციით, ლოკაციების რაოდენობა 7 დეკემბრიდან კიდევ უფრო გაიზრდება.

05 დეკემბერი 2020, 15:23

COVID19

ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 50,000-ს გადააჭარბა

ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 12,181 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 321 ადამიანი გარდაიცვალა, - ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ირანში კორონავირუსის 1,028,986 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 50,016 ადამიანი გარდაიცვალა.

05 დეკემბერი 2020, 14:59

COVID19

დღე-ღამეში თურქეთში კოვიდინფიცირების 32 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 32 736 შემთხვევა გამოვლინდა, 193 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა, 4 811 კი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 527 070 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 14 509 ადამიანი, 423 142-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.

05 დეკემბერი 2020, 14:47

სამართალი

პროკურატურამ „ზღვის ჰოსპიტალზე“ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ შპს „ზღვის ჰოსპიტალზე“ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე სამ პირს - ი.წ-ს, გ.ჯ-ს და ვ.ნ-ს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატოურა ავრცლებს. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 1 დეკემბერს, ქ.თბილისში, ვარკეთილი 3-ის მე-4 მიკრორაიონში, ცეცხლსასროლი იარაღითა და სანადირო თოფით შეირაღებული ი.წ და ვ.ნ., რომლებიც გ.ჯ-ს მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, შპს „ზღვის ჰოსპიტალს“ დაესხნენ თავს, რა დროსაც იარაღის გამოყენებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დაცვის თანამშრომელს რ.ლ-ს ჰოსპიტალის კარის გაღება მოსთხოვეს.

სალომე ზურაბიშვილი ავღანეთი

05 დეკემბერი 2020, 14:40

თავდაცვა

უმაღლესმა მთავარსარდალმა ქართველ მშვიდობისმყოფელთა ასეული ავღანეთში გააცილა

ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად ქართველ მშვიდობისმყოფელთა ასეული ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქართველი სამხედროები უმაღლესმა მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და მისმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ გააცილეს.

05 დეკემბერი 2020, 14:34

COVID19

მალხაზ თორია: აბაშაში 30 პაციენტზე გათვლილი სამედიცინო დაწესებულება იმუშავებს

კორონავირუსის სიმპტომის მქონე მოქალაქეებს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, სწრაფი ტექსტის ჩატარება 30 ლოკაციაზე შეეძლებათ. რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას ინფორმაციით, ლოკაციების რაოდენობა 7 დეკემბრიდან კიდევ უფრო გაიზრდება.

05 დეკემბერი 2020, 14:28

სპორტი

„უეფამ“ განახლებული საკლუბო რეიტინგი გამოაქვეყნა

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ „უეფამ“ განახლებული საკლუბო რეიტინგი გამოაქვეყნა, - ინფორმაციას Be Soccer-ი ავრცელებს. ისევე როგორც წინა თვეებში, ლიდერი ამჯერადაც „ბაიერნია“, რომელმაც 2020 წელს ყველა საკლუბო ტიტული მოიგო და მიუნხენური გრანდი ისტორიაში კიდევ ერთხელ შევიდა.

05 დეკემბერი 2020, 14:21

პოლიტიკა

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრა მიმდინარეობს

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის ლიდერები იკრიბებიან. არსებული ინფორმაციით, ბარიერგადალახული პარტიები იმ ძალებს, რომლებიც პარლამენტში ვერ მოხვდნენ, საკუთარ მოთხოვნებს აცნობენ.

05 დეკემბერი 2020, 14:19

საზოგადოება

6-7 დეკემბერს, აღმოსავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება

6-7 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ნისლი, მაღალმთიან ზონაში ზოგან ქარბუქი.„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

გია ნიჟარაძე

05 დეკემბერი 2020, 14:07

სპორტი

საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი, გია ნიჟარაძე რაგბი ევროპის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი, გია ნიჟარაძე რაგბი ევროპის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 4 დეკემბერს გამართულ რაგბი ევროპის გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც პანდემიის გამო ონლაინ ჩატარდა, ორგანიზაციის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები და დირექტორთა საბჭოს წევრები აირჩიეს.

05 დეკემბერი 2020, 13:52

საზოგადოება

5 დეკემბერი მოხალისეთა საერთაშორისო დღეა

დღეს მოხალისეთა საერთაშორისო დღეა. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1985 წლის 17 დეკემბერს მიღებულ რეზოლუციაში (40/210) ხაზი გაუსვა მოხალისეობრივი საქმიანობის განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობას სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სფეროში და შესთავაზა წევრ სახელმწიფოებს ყოველწლიურად აღენიშნათ 5 დეკემბერი, როგორც მოხალისეთა საერთაშორისო დღე.

05 დეკემბერი 2020, 13:46

რეგიონი

სოფელ ბულაჩაურის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოსთვის დასრულდება

დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბულაჩაურში მიმდინარეობს საბავშვო ბაღის შენობის შეკეთება და ეზოს კეთილმოწყობა, - ამის შესახებ ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებს, რომლიც 2020 წლის ბოლოს დასრულდება შპს „დარი“ აწარმოებს. საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 69 476 ლარი დაიხარჯება.

05 დეკემბერი 2020, 13:41

საზოგადოება

წელს ახალი ღვინის ფესტივალი ონლაინ ჩატარდება

27, 28, 29 დეკემბერს, „ღვინის კლუბი” მე–11 „ახალი ღვინის ფესტივალს“ გამართავს, რომელიც ამჯერად ონლაინ გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 100–ზე მეტი მარანი. წარმოდგენილი იქნება 2019 წლის ღვინოები, თუმცა მარნები სხვა მოსავლის ღვინოებსაც გაყიდიან ფესტივალის ფარგლებში.

ალესანდრო დელ პიერო

05 დეკემბერი 2020, 13:39

სპორტი

ალესანდრო დელ პიერომ, კრისტიან ვიერიმ და დანიელე დე როსიმ მწვრთნელობა დაიწყეს

იტალიური ფეხბურთის ვარსკვლავებმა ალესანდრო დელ პიერომ, კრისტიან ვიერიმ და დანიელე დე როსიმ მწვრთნელობა დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაცია ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ალესანდრო ალჩატომ გაავრცელა. სამივე მათგანმა საბუთები ეროვნული ნაკრების საწვრთნელ ბაზა „კოვერჩიანოზე“ შეიტანა, რომელიც მთელ მსოფლიოშია ცნობილი. თავის დროზე სწორედ აქ სწავლობდნენ და სამწვრთნელო ლიცენზია აიღეს მარჩელო ლიპიმ, ფაბიო კაპელომ და სხვა ცნობილმა სპეციალისტებმა.

კრიშტიანუ რონალდუ

05 დეკემბერი 2020, 13:33

სპორტი

კრიშტიანუ რონალდუ იტალიის ჩემპიონატის ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

კრიშტიანუ რონალდუ იტალიის ჩემპიონატის ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 35 წლის პორტუგალიელმა ვარსკვლავმა გასულ თვეში ხუთი გოლი გაიტანა, რაც „იუვენტუსს“ „სპეციას“ (4:1) და „კალიარის“ (2:0) დამარცხებაში დაეხმარა, „ლაციოსთან“ (1:1) კი ქულა ააღებინა.

კორონავირუსი ესტონეთი

05 დეკემბერი 2020, 13:29

COVID19

ესტონეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ესტონეთში COVID-19-ის 561 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდიულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. სულ კი ინფიცირების 13 939 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

05 დეკემბერი 2020, 12:59

COVID19

ახალი კორონავირუსული ინფექციით საჩხერის სამედიცინო ცენტრში ორი პაციენტი გარდაიცვალა

ახალი კორონავირუსული ინფექციით საჩხერის სამედიცინო ცენტრში ორი პაციენტი გარდაიცვალა. ორივე პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული და ორივე მათგანს თანმხლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდა. სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ამ დროისათვის კლინიკაში კოვიდდადებით 180 პაციენტს მკურნალობენ. ჯამში კი საავადმყოფო 700-მდე პაციენტს მოემსახურა.