IMEDI /  18 ნოემბერი 2020, 12:10 / სანდო წყარო

არიელ კოენი: საქართველო გახდება სპეციალური სტატუსის მქონე ნატოსთვის, რაც ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობით დასრულდება

არიაელ კოერნი
ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი

არიაელ კოერნი
ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი

ბატონი პომპეო ცდილობს აჩვენოს, რომ შეერთებული შტატები ჩართულია სამხრეთ კავკასიაში და აქვს ძალიან ძლიერი ურთიერთობები საქართველოსთან და რომ ის განაგრძობს ამ პარტნიორობას მომავალშიც, - ასე აფასებს ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი არიელ კოენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტს.

„ტრამპისა და ბაიდენის ადმინისტრაციებს შორის იშვიათ მსგავსებებს შორისაა ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნების კარგი ურთიერთობების ქონა. მაგალითად უკრაინასა და საქართველოსთან და თქვენი ქვეყნის უსაფრთხოების მხარდაჭერა. ვფიქრობ რომ ბატონი პომპეო დაინტერესებული იქნება, მისი ქართველო კოლეგებისგან მოისმინოს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტსა და მომავალში ამ თავალსაზრისით ამერიკის ჩართულობის შესახებ. სასაუბრო თემებს შორის ვფქრობ იქნება საქართველოს ნატოში ინტეგრაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. საქართველოს მთავრობა განაგრძობს ამ მიმართულებით აშშ-სთან და ნატოს წევრ სახელმწიფოებთან მუშაობას, იმის მიუხედავად თუ ვინ იჯდება თეთრ სახლში. ამ ვიზიტის ფარგლებში ვფიქრობ, რომ მოხდება თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების შესახებ სიგნალების გაშვება“, - აღნიშნა არიელ კოენმა.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს შეუძლიათ ქუჩაში ღიად გამოხატონ პროტესტი, ეს მიანიშნებს ქვეყანაში დემოკრატიის გამოხატვის დონეზე, რაც საქართველოში ძალიან მაღალია. „ძალიან ბევრი ადგილია მსოფლიოში, სადაც ოპოზიციურ ლიდერებს არ აქვთ უფლება მსგავსი პროტესტების გამოხატვის და უფრო მეტიც, ზოგიერთ ქვეყანაში მათ ქუჩაში გადაადგილებაც კი არ შეუძლიათ თავისუფლად“, - აღნიშნა კოენმა.

ამასთან, კოენის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა. „ევროპელმა დამკვირვებლებმა და თბილისში ამერიკის საელჩომ თქვეს, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და ასევე იყო გარკვეული ბარიერები. ვაშინგტონში იმედი გვაქვს, რომ საქართველო გახდება სპეციალური სტატუსის მქონე ნატოსთვის. რაც თქვენი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობით დასრულდება. ეს დროს მოითხოვს და ჩვენ ვიცით ვინ არის ამის წინააღმდეგი ევროპასა და რეგიონში. დიდი სამუშაოს გაწევას მოითხოვს ამის შეცვლა, თუმცა ეს საბოლოოდ შეიცვლება“, - აღნიშნა კოენმა.

ყველა სიახლე

მოჰამედ ჯავად ზარიფი

01 დეკემბერი 2020, 01:20

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისრაელს, აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის შეთქმულება მოჰსენ ფახრიზადეს მკვლელობით დასრულდა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ ისრაელს, აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის შეთქმულება ირანელი ბირთვული ფიზიკოსის, მოჰსენ ფახრიზადეს მკვლელობით დასრულდა.

01 დეკემბერი 2020, 00:53

ტაბლოიდი

კანადელმა კაცმა ჯეკპოტი მოიგო, თუმცა ერთი თვე ამის შესახებ არაფერი იცოდა

კანადაში კაცმა, რომელმაც აგვისტოს დასაწყისში ლატარეის ბილეთი შეიძინა, მხოლოდ სექტემბერში შეიტყო, რომ ჯეკპოტი $75 000-ზე მეტი მოიგო. როგორც ირკვევა, გათამაშების ყურებისას მან მხოლოდ ძირითადი რიცხვები შეამოწმა, თუმცა, თითქმის თვენახევრის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ბონუს რიცხვების წყალობით, ის $76 924-ის მფლობელი გახდა.

01 დეკემბერი 2020, 00:52

მსოფლიო

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დანაყოფები ლაჩინის რაიონში შევიდნენ

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დანაყოფები ლაჩინის რაიონში შევიდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანი თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

01 დეკემბერი 2020, 00:37

COVID19

ჯანმოს დირექტორი: პანდემია დასრულდება და ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ მის დასრულებაში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემია დასრულდება და მის დასრულებაში ყველამ გარკვეული როლი უნდა ითამაშოს.

01 დეკემბერი 2020, 00:29

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 87 ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 308 ადამიანს ჩუტარდა, საიდანაც 87-ს ინფექცია აღმოაჩნდა. ამასთან, 3 პაციენტი გარდაიცვალა. დღე-ღამეში ვირუსისგან 167 ადამიანი განიკურნა. პანდემიის დაწყების დღემდე, ოკუპირებულ რეგიონი კორონავირუსის 5 970 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 84 პაციენტი, 3 845 კი გამოჯანმრთელდა.

30 ნოემბერი 2020, 23:52

ეკონომიკა

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მზადყოფნას ადასტურებენ, რომ საქართველოს მხარდაჭერას მომავალშიც განაგრძონ

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, 28 ნოემბრიდან ამოქმედებული გამკაცრებული შეზღუდვები, მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდამჭერი ღონისძიებების პაკეტი და ვაქცინაციის ეტაპისთვის მოსამზადებელი სამუშაოები იყო მთავარი თემები ონლაინფორმატის შეხვედრაზე, რომელიც ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებსა და დონორებთან გაიმართა.

30 ნოემბერი 2020, 23:32

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 4 005 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 005 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 406 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

ანდრეი პლენკოვიჩი

30 ნოემბერი 2020, 23:19

COVID19

ხორვატიის პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

ხორვატიის პრემიერ-მინისტრს, ანდრეი პლენკოვიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ხორვატიის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

30 ნოემბერი 2020, 23:07

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 63 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 63 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 63 029 075 შემთხვევა გამოვლინდა, 1 464 232 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 40 333 589 - გამოჯანმრთელდა.

30 ნოემბერი 2020, 23:04

ტექნოლოგიები

იტალიის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა კომპანია Apple-ი 10 მილიონი ევროთი დააჯარიმა

იტალიის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა კომპანია Apple-ი 10 მილიონი ევროთი დააჯარიმა. მარეგულირებელი ორგანო მიიჩნევს, რომ კომპანიამ მომხმარებლები შეცდომაში შეიყვანა iPhone-ების წყალგაუმტარობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისას.

მალხაზ თორია

30 ნოემბერი 2020, 22:22

COVID19

სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული: დაწესებული შეზღუდვები მკაცრად უნდა გაკონტროლდეს

საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვების აღსრულებასთან დაკავშირებით, სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში იმსჯელეს. სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას განცხადებით უნდა მოხდეს დაწესებული შეზღუდვების მკაცრად გაკონტროლება, რათა მოხდეს ვირუსის გავრცელების შენელებ

30 ნოემბერი 2020, 22:16

პოლიტიკა

ირანის ელჩმა დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა, აქბარ ყასემი ალიაბადიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. ასლების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. მინისტრმა კმაყოფილება გამოთქვა საქართველოში ირანის ახალი ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით და წარმატებები უსურვა მას მომავალ საქმიანობაში.

30 ნოემბერი 2020, 22:12

COVID19

ბოლო 72 საათში ესპანეთში კორონავირუსის 19 979 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 72 საათის განმავლობაში კორონავირუსის 19 979 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 401 ადამიანი გარდაიცვალა.

30 ნოემბერი 2020, 22:10

საზოგადოება

სარეაბილიტაციო სამუშაოს გამო, თბილისში, მაჭავარიანის ქუჩაზე მოძრაობა ერთი თვით ნაწილობრივ შეიზღუდება

მაჭავარიანის ქუჩაზე პირველიდან 30 დეკემბრამდე, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. შეზღუდვა გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის („112“) შენობიდან ვაშლიჯვრის და უკუმიმართულებით, მაჭავარიანის ქ. N1 კორპუსიდან BP-ის ბენზინგასამართ სადგურამდე იმოქმედებს.

30 ნოემბერი 2020, 21:47

COVID19

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, თურქეთში 21:00 საათიდან 05:00 საათამდე კომენდანტის საათი იმოქმედებს

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, თურქეთში 21:00 საათიდან 05:00 საათამდე კომენდანტის საათი იმოქმედებს.

კორონავირუსი

30 ნოემბერი 2020, 21:43

COVID19

კახეთში კორონავირუსის 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კახეთში კორონავირუსის 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 147 გამოჯანმრთელდა. სპეციალისტებმა ახალი ინფიცირებულების 375 კონტაქტი უკვე მოიძიეს, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, ყველა მათგანი გადაყვანილია თვითიზოლაციაში. დღეს ცხელების ცენტრს 81- მა პაციენტმა მიმართა.

30 ნოემბერი 2020, 21:41

მსოფლიო

ლონდონის ცენტრში ნაპოვნი შეფუთვის გამო ჩაკეტილი ქუჩები კვლავ გახსნეს

ლონდონის პოლიციამ ქალაქის ცენტრში, Heron Tower-ის ცათამბრჯენის მიმდებარე ქუჩები კვლავ გახსნა, - ამის შესახებ პოლიციის Twitter-ის გვერდზე წერია. „შეფუთვა არაა საეჭვოდ მიჩნეული და ყველა მიმდებარე გზა გახსნილია“ - აღნიშნულია პოსტში.

30 ნოემბერი 2020, 21:33

COVID19

„საქნახშირი“ 1-ლი დეკემბრიდან მუშაობას ადაპტირებული განრიგით განაახლებს

27, 28 და 29 ნოემბერს ტესტირება განმეორებით ჩაუტარდა კომპანიის იმ 774 თანამშრომელს, რომელიც პირველი ტესტირებისას კოვიდდადებითი არ აღმოჩნდა. კვლევის შედეგად, 716 ადამიანს ვირუსი არ დაუდასტურდა. ისინი სამუშაო პროცესს დაუბრუნდებიან.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

30 ნოემბერი 2020, 21:27

COVID19

ჯანმოს დირექტორი: მოერიდეთ ხალხმრავალ სავაჭრო ცენტრებს, ისარგებლეთ ონლაინ შოპინგით

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ პირველად სექტემბრიდან მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირდა.

30 ნოემბერი 2020, 21:09

კულტურა

დღეს თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება - ფილმების ნახვა უფასოდ, ონლაინ იქნება შესაძლებელი

თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალი წელს ონლაინ ფორმატში იმართება. Covid-19-ის გავრცელებისა და დაწესებული შეზღუდვების გამო თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 30 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, ონალინ გაიმართება.