imedi /  18 ნოემბერი 2020, 11:54 / სანდო წყარო

მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო საქართველოში იმ დროს ჩამოვიდა, როცა ჩვენი ქვეყნისთვის, რეგიონისთვის და მთელი ევროატლანტიკური სივრცისთვის მნიშვნელოვანი საფრთხეები და ახალი შესაძლებლობები გამოჩნდა.

„პუტინის რუსეთი და სხვა ტოტალიტარული რეჟიმები მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიან რეგიონში მშვიდობას და თავისუფალი სამყაროს უსაფრთხოებას. სახელმწიფო მდივნის ვიზიტი მკაფიო გზავნილია, რომ აშშ რჩება რეგიონში და დგას მისი პარტნიორების გვერდით, იცავს მეგობრების სუვერენიტეტსა და თავისუფლებას.

პოლიტიკური გარღვევისთვის ახლა საჭიროა უსაფრთხოების სფეროში დინამიკის ჩვენება, რაც აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადაყვანას გულისხმობს, როგორიცაა ამერიკული სამხედრო ინფრასტრუქტურის საქართველოში განთავსება და ნატოში გაწევრიანების გზაზე შემდგომ ეტაპზე გადასვლა.
პუტინის რუსეთი თავისუფალი ქვეყნების სუვერენიტეტს, ამ ქვეყნებში დემოკრატიული სისტემის ეროზიის გზითაც ებრძვის, სწორედ ამიტომაა განსაკუთრებული შეშფოთების საგანი ის, რასაც ივანიშვილი აკეთებს საქართველოში.

არჩევნების გაყალბება, სასამართლოს პოლიტიზაცია და პოლიტპატიმრები, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, დასავლური ინვესტიციებისთვის ხელის შეშლა და სტრატეგიული მნიშვნელობის საერთაშორისო პორტის ანაკლიის მშენებლობაზე უარის თქმა - ეს ის ნიშნებია, რაც სწორედ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ რეგიონის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე სახელმწიფო მდივანმა პომპეომ 2019 წლის ივნისში ისაუბრა. ივანიშვილის მხრიდან ეს იმ გზის განმეორებაა, რაც იანუკოვიჩმა უკრაინაში მოახდინა. თავისუფალმა სამყარომ ფხიზლად უნდა მიადევნოს თვალი დემოკრატიული უკუსვლის ამ ნიშნებს საქართველოში.

ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმების თავისუფალ სამყაროსთან დაპირისპირებაში, დემოკრატიასთან ერთად საკვანძო მნიშვნელობისაა ეკონომიკური თავისუფლების მოპოვება. ეს რეჟიმები აკრძალული მეთოდებით იბრძვიან თავისუფალი ბაზრის წინააღმდეგ. საჭიროა დასავლეთის მოკავშირეებს ჰქონდეთ ლეგიტიმური უპირატესობა, რაც თავისუფალ ვაჭრობაზე ხელშეკრულებასა და მეტ ამერიკულ ინვესტიციას გულისხმობს, მათ შორის გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვან პროექტებში, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა.
საქართველომ უნდა მოახერხოს დემოკრატიზაციის ახალ ეტაპზე გადასვლა, რასაც საფრთხეს უქმნის ივანიშვილის მხრიდან ძალაუფლების მიტაცება და დემოკრატიული ინსტიტუტების რღვევა. ჩვენი ვალდებულებაა ხელი შევუშალოთ ამ პროცესს, მივაღწიოთ გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას თავისუფალ სამყაროსთან ერთად და მოვახერხოთ თავისუფალი ქვეყნის მშენებლობა“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი“, „მოძრაობა ლელო საქართველოსთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლეიბორისტული პარტია“, „მოქალაქე“, „თავისუფალი დემოკრატები“, „ახალი საქართველო“, „რესპუბლიკური პარტია“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ევროპული დემოკრატები“, „ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის“, „ემსახურე საქართველოს“, „სამართლიანობისთვის“, „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის“, „თავისუფლება“, „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა“, „ახალი ქრისტიან დემოკრატები“, „კანონი და სამართალი“, „გამარჯვებული საქართველო“, „თავისუფალი საქართველო“.

ყველა სიახლე

მარიამ ქვრივიშვილი

27 ნოემბერი 2020, 18:25

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: დღეს გვაქვს ორი მთავარი ამოცანა - შევასუსტოთ ვირუსის გავრცელება და გვერდში დავუდგეთ ბიზნესს

დღეს ქვეყანაში უკვე 4700-ზე მეტი ინფიცირებული გამოვლინდა და ახლა აუცილებელია, შევასუსტოთ ვირუსის გავრცელების ტემპი. სამწუხაროდ, ეს შეზღუდვები ნეგატიურად აისახება ბიზნესსა და უშუალოდ დასაქმებულებზე. დღეს გვაქვს ორი მთავარი ამოცანა - შევასუსტოთ ვირუსის გავრცელება და გვერდში დავუდგეთ ბიზნესს, რომელსაც პანდემიამ ზიანი მიაყენა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

27 ნოემბერი 2020, 18:21

რეგიონი

ანანურში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს

პროექტის ფარგლებში მოეწყო საფეხბურთო მოედანი და კალათბურთის კორტები, ორი ფრენბურთისა და ერთი საბავშვო გასართობი მოედანი. იგეგმება ფანჩატურების განლაგება , გაკეთდება გასახდელები, დაცვისა და ტექნიკური ოთახები, განთავსდება ბიოტუალეტები. სკვერში მოეწყო ბილიკები, გარე განათების სისტემა, სასმელი წყლის ფანტანები, სანაპირო ზოლზე კი - პლაჟი. სკვერს ექნება საკუთარი ავტოპარკინგი.

გიორგი ახვლედიანი

27 ნოემბერი 2020, 18:19

პოლიტიკა

გიორგი ახვლედიანი: ამ პროცესში ელისაშვილი და „გირჩი“ გაცილებით თანმიმდევრული ჩანან

უკვე აღარ არსებობს კვალიფიციური სუბიექტი, არსებობს საპარლამენტო სუბიექტი. როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ არ აღიარებს არჩევნებს, არ აღიარებენ, რომ მათ აიღეს ამდენი ხმა, არ აღიარებენ შედეგებს, მაგრამ ითხოვენ ფულს. არ აღიარებენ შედეგებს, ითხოვენ ფულს და თანაც იმდენს, რამდენი ხმაც მიიღეს, - ამის შესახებ პოლიტიკის ექსპერტმა, გიორგი ახვლედიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. „ის ვინც არ ითხოვს, მაგალითად ელისაშვილი ან „გირჩი“, ისინი გაცილებით თანმიმდევრული ჩანან ამ სიტუაციაში. თუ არ ვაღიარებ იმას, რომ 1% მაქვს, გასაგებია უტყდებათ, რომ 1% აქვთ, რთულია ამის აღიარება, ხალხს რომ უმტკიცებ, პრემიერ მინისტრი უნდა გავხდეო და თურმე 3% გაქვს. და როდესაც ამბობ, რომ კი, მე არ მაქვს ეს 3% მაგრამ 3%-ის ფული მომეცი, ირიბად კი არა პირდაპირ აღიარებ შედეგს. და ვინც არ აკეთებს ამას, ის რა თქმა უნდა, უფრო თანმიმდევრულია“, - განაცხადა ახვლედიანმა

ალექსეი ნავალნი

27 ნოემბერი 2020, 18:16

მსოფლიო

ალექსეი ნავალნი: ევროკავშირმა ვლადიმერ პუტინის გარემოცვის წევრებს სანქციები უნდა დაუწესოს

რუსმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ განაცხადა, რომ ევროკავშირმა ვლადიმერ პუტინის გარემოცვის წევრებს სანქციები უნდა დაუწესოს.

გიორგი ახვლედიანი

27 ნოემბერი 2020, 18:04

პოლიტიკა

გიორგი ახვლედიანი: არაადეკვატურობის მაგალითია ოპოზიციის განცხადება, რომ ინფიცირებულთა ზრდა აქციებს არ უკავშირდება

ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დანის პირზე გავდივართ, ერთ მხარესაა უკიდურესად მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება, მეორე მხარეს კი ეკონომიკური გამოწვევები, - ამის შესახებ პოლიტიკის ექსპერტმა გიორგი ახვლედიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

გიორგი ახვლედიანი

27 ნოემბერი 2020, 18:02

პოლიტიკა

გიორგი ახვლედიანი: რომ არა ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა 2011 წელს, ქართული ოპოზიცია იმდენად მძიმე ვითარებაში იყო, რომ „ნაცმოძრაობას“ წინააღმდეგობას ვერავინ გაუწევდა

2008 წელს რამდენიმე პოლიტიკური პარტია არ შევიდა პარლამენტში, გაიკეთა პოლიტიკური ჰარაკირი და შემდეგ აღიარეს, რომ ეს შეცდომა იყო. რომ არა ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა 2011 წელს, ქართულ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს იმდენად მძიმე ვითარება ჰქონდა იმ შეცდომის გამო, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მაშინ წინააღმდეგობას ვერავინ გაუწევდა, იმიტომ რომ პოლიტიკური სპექტრი აღარ არსებობდა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პოლიტიკის ექსპერტმა, გიორგი ახვლედიანმა განახცადა.

27 ნოემბერი 2020, 17:59

საზოგადოება

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და საქართველოს მთავრობას შორის 10,2 მილიონი ევროს ღირებულების პროექტს მოეწერა ხელი

აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში, სააგენტოსა და დონორი სახელმწიფოების დახმარებით საქართველოში განხორციელდება ახალი პროექტები, რომელიც მოიცავს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, წყლის რესურსებისა და გარემოს დაცვის სფეროებს. კონკრეტულად, პროექტების განხორციელებისთვის გამოიყოფა 10 199 509 ევრო.

27 ნოემბერი 2020, 17:55

სპორტი

ხვალ, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ფინეთს დაუპირისპირდება

ხვალ, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევის ეტაპის მესამე ტურში ფინეთის გუნდს შეხვდება. ნაკრებს შეუერთდა კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელიც ამ წუთებში თანაგუნდებელთან ერთად პირველად ვარჯიშობს.

27 ნოემბერი 2020, 17:55

COVID19

პულმონოლოგი: კოვიდგადატანილ ახლობლებთან დაკავშირებას, ექიმთან დაკავშირება სჯობს, რადგან ინფექცია ყველა ადამიანში განსხვავებულად მიმდინარეობს

ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც კოვიდგადატანილ პაციენტებს ურეკავენ ნათესავები, ახლობლები და სთხოვენ მათ იმ დანიშნულების სქემებს, რითიც ისინი იტარებდნენ მკურნალობას, - ამის შესახებ პულმონოლოგმა, კახა ვაჭარაძემ „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა.

27 ნოემბერი 2020, 17:48

სპორტი

2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ბაკურიანი უმასპინძლებს

2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ბაკურიანი უმასპინძლებს. გადაწყვეტილება დღეს, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების 49-ე გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს. საქართველოს მხარემ ონლაინ-ფორმატში გამართულ ფორუმზე დელეგატებს ბაკურიანის განაცხადის შესახებ ინფორმაცია და 3-წუთიანი საპრეზენტაციო ვიდეორგოლი წარუდგინა, რამაც საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. მასპინძლობაზე განაცხადი მხოლოდ ჩვენ ქვეყანას ჰქონდა შეტანილი.

მარიამ ქვრივიშვილი

27 ნოემბერი 2020, 17:30

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ თებერვლიდან ზამთრის კურორტები გაიხსნება როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ტურიზმისთვის

„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გვიწევს მაქსიმალურად დავუჯეროთ ჩვენს ეპიდემიოლოგებს და ჯანდაცვის ექსპერტებს. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ორი თვის განმავლობაში საბაგიროებისა და უშუალოდ კურორტების ოპერირება არ მოხდეს, რაც ბუნებრივია“.

27 ნოემბერი 2020, 17:17

საზოგადოება

საქართველო საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის „მშვიდობა და სპორტი“ პრემიის ნომინანტია

საქართველო წარდგენილია საერთაშორისო ორგანიზაციის - მშვიდობა და სპორტი (Peace and Sport) 2020 წლის პრემიაზე, ნომინაციაში - „წლის საუკეთესო ინიციატივა“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო სპორტულმა ორგანიზაციამ, საქართველოს კანდიდატურა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სპორტული ფედერაციების ერთობლივი ორგანიზებით, სპორტის საერთაშორისო დღის (6 აპრილი) აღნიშნვასთან დაკავშირებული ონლაინ-აქტივობებისთვის გამოარჩია.

27 ნოემბერი 2020, 17:16

ეკონომიკა

მებაჟე ოფიცრების მიერ 2 თვეში 33 750 ლიტრი არადეკლარირებული დიზელის ტიპის საწვავის შემოტანის მცდელობა აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო ზედამხედველობის ფარგლებში, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ტრანსპორტის გადაადგილებისას მკაცრად კონტროლდება აღურიცხავი საწვავის შემოტანა.

საცობი

27 ნოემბერი 2020, 17:09

საზოგადოება

28 ნოემბრიდან დაგეგმილი გამკაცრებული შეზღუდვების გამო თბილისის მთავარ მაგისტრალებზე საცობია. ფოტო+ვიდეო

28 ნოემბრიდან დაგეგმილი გამკაცრებული შეზღუდვების გამო თბილისის მთავარ მაგისტრალებზე საცობია.

27 ნოემბერი 2020, 16:58

საზოგადოება

2-3 დეკემბერს საქართველოს ინტერნეტმმართველობის ფორუმი გაიმართება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანაორგანიზებით და მხარდაჭერით 2-3 დეკემბერს საქართველოს ინტერნეტმმართველობის ფორუმი (GeoIGF 2020) გაიმართება, რომელიც წელს ონლაინ-ფორმატში ჩატარდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სხვადასხვა თემატურ სესიაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები დეტალურად ისაუბრებენ ევროკავშირთან საქართველოს ციფრული ბაზრის ჰარმონიზების პროცესის მიმდინარეობაზე, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამებზე, მათ შორის სათემო ინტერნეტზე, ელექტრონულ კომერციასა და ინფრასტრუქტურის გაზიარების რეგულაციებზე და სხვ.

27 ნოემბერი 2020, 16:45

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 3,712 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 3,712 ადამიანს გამოუვლინდა, 35 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 109,813 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 1,291 ადამიანი. ვირუსისგან 69,931 პაციენტი განიკურნა.

თავდაცვა გრანტი

27 ნოემბერი 2020, 16:36

თავდაცვა

თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს გრანტის სახით ახალი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები გადასცა

სამხედრო-საინჟინრო და ლოჯისტიკის მიმართულებების განვითარების მიზნით, საქართველოს თავდაცვის ძალებს 12 ერთეული მრავალფუნქციური, დაჯავშნული ექსკავატორ-დამტვირთავი (Backhoe loader) და 35 ავტობუსი (BMC-ს მარკის Neocity-ის ტიპის მოდელი) შეემატა.

საქართველოს ნაკრები

27 ნოემბერი 2020, 16:19

სპორტი

ფიფას რეიტინგში საქართველოს ნაკრები 3 პოზიციით დაქვეითდა

ფიფას რეიტინგში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 3 პოზიციით დაქვეითდა.

27 ნოემბერი 2020, 16:08

მსოფლიო

პანდემიის ეკონომიკურ შედეგებთან გასამკლავებლად, გერმანიის მთავრობა 180 მილიარდი ევროს სესხის აღებას გეგმავს

კორონავირუსის პანდემიის ეკონომიკურ შედეგებთან გასამკლავებლად, გერმანიის მთავრობა 180 მილიარდი ევროს სესხის აღებას გეგმავს.

27 ნოემბერი 2020, 16:07

ეკონომიკა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო განსახლებულ დევნილებსა და ეკომიგრანტებს გრანტებს გადასცემს

პროგრამის ფარგლებში, სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს მინიტრაქტორებს, მოტობლოკებს, სხვადასხვა სახეობის მრავალწლიან კულტურებს, სურსათის წარმოებისა და გადამუშავებისთვის საჭირო ინვენტარს შეუძენს.