imedi /  18 ნოემბერი 2020, 19:55 / სანდო წყარო

თამარ ჩერგოლეიშვილი: დასავლეთი ბოიკოტს მხარს არც ერთ შემთხვევაში არ დაუჭერდა

თამარ ჩერგოლეიშვილი

თამარ ჩერგოლეიშვილი

მხარდაჭერა აქვს დემოკრატიულ განვითარებას. იქ, სადაც ბელადის ახირებებზე დარბიან და მისი ახირებების მძევლებად რჩებიან, ეს აფუჭებს და აფერხებს დემოკრატულ პროცესებს და მსგავსი გამოხტომებისგან ოპოზიციას თავი შორს უნდა ეჭიროს - ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, თუ პატარა პარტიები ვერ თოკავენ ოპოზიციაში მყოფ მიხეილ სააკაშვილსა და მზად არიან, მისი მძევლები იყვნენ, მაშინ რატომ უნდა ეგონოს ამომრჩეველს ან დასავლეთს, რომ კოალიციაში „არ წაუყრუებენ“.

„ბოიკოტს, როგორც ასეთს, არ შეიძლება დასავლეთი მხარს უჭერდეს. სულელია ყველა, ვისაც მოლოდინი ჰქონდა, რომ სანამ ეს საკითხი ბოლომდე გადაწყდება, დასავლეთის პოზიცია სხვანაირი იქნებოდა. დასავლეთი ბოიკოტს მხარს არც ერთ შემთხვევაში არ დაუჭერდა. ბოიკოტს მხარს იმიტომ არ უჭერენ, რომ ერთპარტიული პარლამენტი არ სურთ. რა წუთშიც, პარლამენტი ერთპარტიული იქნება, თუ ოპოზიიციამ შეძლო ერთსულოვნების შენარჩუნება, იმ წუთში ეს ხელისუფლების თავის ტკივილი გახდება“- განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

ყველა სიახლე

21 იანვარი 2022, 11:10

თემა

იქნება თუ არა მალე „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინა? ვინ მუშაობს მასზე და როდის უნდა ველოდოთ ახალ პრეპარატს?

მსოფლიოში „ომიკრონის“ სწრაფი გავრცელების ფონზე სულ უფრო მეტი ექსპერტი საუბრობს იმ ვაქცინების მოდიფიცირების აუცილებლობაზე, რომლებიც მასობრივი იმუნიზაციისთვის ამ დროისთვის გამოიყენება. რომელი მწარმოებელი ატარებს უკვე მსგავს კვლევას და როდის იქნება „ომიკრონის“ საწინააღმდეგო პირველი „ვაქცინა“ ხელმისაწვდომი, ამ თემაზე ინფორმაცია Deutsche Welle-მ მოიძია.

21 იანვარი 2022, 11:03

რეგიონი

მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი სერტიფიცირებულია

მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტმა აეროდრომის მიმართულებით რესერტიფიცირება წარმატებით გაიარა. ადგილობრივი აეროპორტებიდან მესტიის აეროპორტი არის პირველი, რომელმაც სააეროდრომო სახელმძღვანელოები და მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სერტიფიცირების ახალი წესის შესაბამისობაში მოიყვანა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

21 იანვარი 2022, 10:54

თემა

გამოჩნდა თუ არა კორონავირუსის მორიგი ახალი შტამი? რატომ არის ჯანმო მშვიდად?

რამდენიმე დღის წინ ადგილობრივი და საერთაშორისო მედიასაშუალებები შეშფოთებით წერდნენ, რომ საფრანგეთის სამხრეთში Sars-Cov-2-ის ახალი და სავარაუდოდ, ძალიან საშიში ვარიანტი აღმოაჩინეს. ეს ინფორმაცია ეფუძნებოდა მარსელელი ექიმების სამეცნიერო სტატიის პრეპრინტს, რომელიც შემდეგ ათობით სატელევიზიო და რადიო არხმა, გაზეთმა და ონლაინ გამოცემამ (მათ შორის, საკმაოდ ავტორიტეტულებმაც) გაავრცელეს. აქ იყო საუბარი კვლევის საშიშ დეტალებზე, რომლის მიხედვითაც კორონავირუსის გენომში ატიპური კომბინირებული მუტაციები დაფიქსირდა. ამ პუბლიკაციების მიხედვით, ვირუსი-მუტანტი, სახელწოდებით IHU, ევროპაში კამერუნიდან შევიდა და შესაძლოა, ომიკრონზე უფრო გადამდებიც კი იყოს. BBC-მ გაარკვია, რა არის ამ სიახლეში სიმართლე და რა - არა.

21 იანვარი 2022, 10:53

COVID19

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 7 059 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 7 059-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 643 528 აცრა გაკეთდა.

21 იანვარი 2022, 10:52

ეკონომიკა

კერძო სექტორის მხარდასაჭერად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია UNWTO ტურიზმის ონლაინ აკადემიასთან თანამშრომლობას იწყებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ონლაინ აკადემიის კურსებს სთავაზობს.

21 იანვარი 2022, 10:51

COVID19

საქართველოში 992 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ამ ეტაპზე საქართველოში 992 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 286 პირი იმყოფება. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 992 პირი, მათ შორის, თბილისში - 419, აჭარაში - 131, იმერეთში - 249. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 286 პირი, მათგან თბილისში - 157, აჭარაში - 50, იმერეთში - 20.

21 იანვარი 2022, 10:50

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 15,55%-ია

21 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 15,55%, ბოლო 14 დღის - 11,39%, ბოლო 7 დღის - 12,76%

21 იანვარი 2022, 10:49

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 5052 თბილისში, 851 აჭარაში, 861 კი იმერეთში გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისში, აჭარასა და იმერეთში გამოვლინდა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 8 767 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 5 052 შემთხვევა, აჭარა - 851, იმერეთი - 861, ქვემო ქართლი - 351, შიდა ქართლი - 538, გურია - 119, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 334, კახეთი -277, მცხეთა-მთიანეთი - 176, სამცხე-ჯავახეთი - 165, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -43.

21 იანვარი 2022, 10:49

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 49 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 49 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 030 710 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 951 428, გარდაიცვალა 14 631პაციენტი.

21 იანვარი 2022, 10:46

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 8 767 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 8 767 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5173 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 030 710 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 951 428, გარდაიცვალა 14 631პაციენტი.

21 იანვარი 2022, 10:46

პოლიტიკა

ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ მოადგილეები წარადგინა

ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, თანამშრომლებს მერის მოადგილის ორ ვაკანტურ პოზიციაზე, ნათია გოლიაძე და ნიკა ბოლქვაძე წარუდგინა.

21 იანვარი 2022, 10:21

საზოგადოება

ფარმაცევტული სექტორის მარეგულირებელი გარემოს სრულყოფის მიზნით, ზურაბ აზარაშვილის ხელმძღვანელობით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

ფარმაცევტული სექტორის მარეგულირებელი გარემოს სრულყოფის მიზნით, პრემიერის ინიციატივით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში, ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ანგარიში განიხილეს. ჯანდაცვის მინისტრის დავალებით მზადდება რეკომენდაციების აღსრულების სამოქმედო გეგმა, რომელიც მედიკამენტების ხარისხისა და მათზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს განსაზღვრავს.

ამირან გამყრელიძე

21 იანვარი 2022, 10:20

COVID19

ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების პიკური პერიოდი სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს-თებერვლის პირველ დეკადაში იქნება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების პიკური პერიოდი სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს-თებერვლის პირველ დეკადაში იქნება. ამის შესახებ მან „ქრონიკას“ განუცხადა.

21 იანვარი 2022, 10:18

COVID19

ბაჩო ბჟალავა: გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარ, ასევე ერთმანეთის ჯანმრთელობას – ვაქცინა ბრძოლის მთავარი იარაღია

„ერთად გავუმკლავდეთ“, - ამ მოწოდების გარშემო გაერთიანდნენ პანდემიასთან შერკინების წინა ხაზზე მებრძოლი ადამიანები, რომელთაც ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო წარმოგიდგენთ.

21 იანვარი 2022, 10:17

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: უახლოეს დღეებში შემთხვევების კიდევ უფრო მატებას ველით

„უახლოეს დღეებში შემთხვევების კიდევ უფრო მეტ მატებას ველით. ისევე, როგორც ეს მოხდა მთელ მსოფლიოში. ვისაც მესამე, ბუსტერ-დოზა გაკეთებული აქვთ, მათ იშვიათად ემართებათ, ამიტომაც მასობრივი ვაქცინაცია არის პანდემიის დაძლევის და თუნდაც „ომიკრონის“ თავიდან აცილების საშუალება“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

21 იანვარი 2022, 10:09

COVID19

საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები ყველა მიმართულებით 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გადაადგილების შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, გაწმენდითი სამუშაოები გუშინ მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა და ამ წუთებშიც აქტიურად გრძელდება. მათივე ცნობით, ყველა მიმართულებით ადგილზე მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა, გზებზე განუწყვეტლივ იყრება ტექნიკური მარილი, რათა ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს პერიოდში აღდგეს.

21 იანვარი 2022, 09:54

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რუსთავში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა მოსალოდნელი თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -7 გრადუსია მოსალოდნელი.

21 იანვარი 2022, 09:39

რეგიონი

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

21 იანვარი 2022, 09:00

პოლიტიკა

პარლამენტი შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს

კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, ნათელაშვილისა და ხოშტარიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის დაყენებას კონსტიტუციისა და რეგლამენტის ის ჩანაწერი ითვალისწინებს, სადაც აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრება, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.

თამარ ბარკალაია

21 იანვარი 2022, 08:39

საზოგადოება

თამარ ბარკალაია გაფიცულ სოციალურ აგენტებს დღეს შეხვდება

სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით, სოციალური აგენტებისა და სააგენტოს თანამშრომლების შრომის ანაზღაურება თებერვლიდან, 40 პროცენტიდან 60%-მდე უნდა გაიზრდოს, თუმცა სააგენტოს თანამშრომლები ანაზღაურების 100 პროცენტით გაზრდას ითხოვენ. ისინი უკვე მეხუთე დღეა გაფიცულები არიან.