imedi /  19 ნოემბერი 2020, 09:42 / სანდო წყარო

ნოდარ ტურძელაძე: მოვუწოდებ საზოგადოებას, 21 ნოემბერს მეორე ტურში მიიღოს აქტიურად მონაწილეობა, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის

ნოდარ ტურძელაძე

ნოდარ ტურძელაძე

„ქართული ოცნების“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა „იმედის დილის“ ეთერში იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევა. ნოდარ ტურძელაძემ საზოგადოებას მეორე ტურში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

„ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა გუშინ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, ეუთო/ოდირის მიერ. ამასაც აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი, იმიტომ რომ ეს არიან ფასილიტატორები, რომლებიც ცდილობენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაფერს დაარქვან ობიექტური სახელი. პირდაპირ მოუწოდეს მათ, რომ საპარლამენტო ტრიბუნიდან მოახდინოს ოპოზიციამ თავისი ინტერესების (დაცვა). მე აუცილებლად მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, 21 ნოემბერს მეორე ტურში მიიღოს აქტიურად მონაწილეობა, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სტაბილური და მშვიდობიანი განვითარებისთვის“, - განაცხადა ტურძელაძემ“, - განაცხადა ტურძელაძემ.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს ჩატარდება. ტურძელაძის კონკურენტი ელენე ხოშტარიაა.

ყველა სიახლე

12 მაისი 2021, 10:59

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 4,538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 4,538 ადამიანს დაუდასტურდა, 356 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 2,129,073 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 46,987 პაციენტი ემსხვერპლა, 1,797,136 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

12 მაისი 2021, 10:50

COVID19

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 325 665 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 304 935, გარდაიცვალა 4 363 პაციენტი.

12 მაისი 2021, 10:50

COVID19

ამ ეტაპზე საქართველოში 872 მძიმე პაციენტია

ამ ეტაპზე საქართველოში 872 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, სუნთქვის აპარატზე კი 192 ადამიანი იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კორონავირუსის ტესტირება

12 მაისი 2021, 10:50

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.5%-ია

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 11 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.5%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 5.82%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 5.48%.

12 მაისი 2021, 10:50

სამართალი

შს მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს უფროსი მრჩეველი მადლობის სიგელითა და მედლით დააჯილდოვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) უფროსი მრჩეველი პოლიციის საკითხებში - მაიკლ ტერნერი სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მედლით - „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ - დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

12 მაისი 2021, 10:49

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი თბილისში გამოვლინდა

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 409 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 744 შემთხვევა, აჭარა - 102, იმერეთი - 149, ქვემო ქართლი - 83, შიდა ქართლი - 54, გურია - 21, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 149, კახეთი - 59, მცხეთა-მთიანეთი - 24, სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

12 მაისი 2021, 10:48

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 1 409 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 409 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 256 პაციენტი.

12 მაისი 2021, 10:45

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 27 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში 27 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

დუა ლიპა

12 მაისი 2021, 10:43

კულტურა

ლონდონში Brit Awards-ის გამარჯვებულები დასახელდნენ

დუა ლიპამ ორ ნომინაციაში გაიმარჯვა. ის წლის საუკეთესო ქალ შემსრულებლად აღიარეს, მისი ჩანაწერი Future Nostalgia საუკეთესო ალბომად დასახელდა. ჯილდოს მიღებისას მომღერალმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს მიმართა და მედპერსონალისთვის ხელფასების მომატებისკენ მოუწოდა.

12 მაისი 2021, 10:37

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 14,909 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 14,909 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 268 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 3,548,285 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 85,380 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

12 მაისი 2021, 10:32

COVID19

კოვიდინფიცირებულ ავსტრიელს, რომელიც ყოფილ ცოლს სახეში განგებ ახველებდა, 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა

ავსტრიელ კაცს ყოფილი ცოლის კორონავირუსით განგებ დაინფიცირებისთვის პატიმრობა მიესაჯა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Krone წერს.

12 მაისი 2021, 10:21

საზოგადოება

რომელი სახელმწიფო სამედიცინო სერვისებით შეუძლია სარგებლობა ორსულსა და მშობიარეს

საყურადღებოა, თუ ორსული კერძო დაზღვევით სარგებლობს, მასზე სახელმწიფო ჯანმრთელობის აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება მაინც ვრცელდება. გამონაკლისია საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული, რომლის დაფინანსების ოდენობა და სახე მისი სადაზღვევო პაკეტით განისაზღვრება. მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა სტაციონარული სამედიცინო მომსახურება, ბენეფიციარის კატეგორიიდან გამომდინარე, ფაქტობრივი ხარჯის 70%, 80% ან 100-ით ფინანსდება და 833 ლარამდე ანაზღაურდება.

შალვა პაპუაშვილი

12 მაისი 2021, 10:17

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი მელიაზე: როდესაც საკუთარ ქვეყანას სტრასბურგში უჩივი და იმის გამბედაობაც არ გყოფნის, რომ ამ საქმის ნამდვილი დასახელება დაწერო და ისევ პოლიტიკას ამოეფარები

როდესაც საკუთარ ქვეყანას სტრასბურგში უჩივი და იმის გამბედაობაც არ გყოფნის, რომ ამ საქმის ნამდვილი დასახელება „მელია საქართველოს წინააღმდეგ“ დაწერო და ისევ პოლიტიკას ამოეფარები, - ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს.

ლევან დავითაშვილი აცრა

12 მაისი 2021, 10:15

COVID19

ლევან დავითაშვილი „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა

„ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, რომ ჩვენ სწრაფად და ეფექტიანად დავამარცხოთ კოვიდ-პანდემია და რეალურად დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. ჩემი მოწოდება და სურვილი იქნებოდა, რომ ჩვენი დარგის ყველა წარმომადგენელი ყველა რეგიონში მაქსიმალურად მოკლე დროში აიცრას“, - განაცხადა დავითაშვილმა.

თეა წულუკიანი

12 მაისი 2021, 10:07

კულტურა

თეა წულუკიანი ხელოვნების საყმაწვილო ცენტრ „არტ ჰოლს“ ეწვია

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ხელოვნების საყმაწვილო ცენტრ „არტ ჰოლს“ ეწვია და მის ხელმძღვანელ გოგა პიპინაშვილთან ერთად ცენტრში მოქმედი ინკლუზიური სახელოვნებო სწავლების პროექტს გაეცნო.

ირაკლი ღარიბაშვილი

12 მაისი 2021, 10:04

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი: გილოცავთ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის ეროვნულ დღესასწაულს

გილოცავთ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის ეროვნულ დღესასწაულს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს.

12 მაისი 2021, 09:59

COVID19

თბილისის მე-11 საჯარო სკოლაში COVID19-ზე ტესტირება ჩატარდა

13 მაისს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით COVID19-ზე მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის სავალდებულო ტესტირება უტარდებათ.

12 მაისი 2021, 09:48

ეკონომიკა

მსოფლიო ბანკი €85 მილიონს გამოყოფს საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნისა და პანდემიისგან დაზარალებული კომპანიების მხარდასაჭერად

მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომლებზეც გავლენა იქონია COVID-19-ის პანდემიამ სარგებელს მიიღებენ 85 მლნ. ევროს მოცულობის ფინანსური მხარდაჭერით, რომელიც მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დღეს დაამტკიცა. ინფორმაციას საქართველოში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობა ავრცელებს.

12 მაისი 2021, 09:42

COVID19

ინდოეთში ბოლო 24 საათში COVID19-ით დაღუპულთა ახალი ანტირეკორდი დაფიქსირდა

ინდოეთში ბოლო 24 საათში COVID19-მა 4 205 ადამიანი იმსხვერპლა. ბოლო მონაცემებით ქვეყანაში 23 მილიონი ადამიანია ინფიცირებული.

12 მაისი 2021, 09:16

მსოფლიო

Reuters: ღაზაში დაღუპულია 35, ისრაელში კი - 5 ადამიანი

ისრაელის ავიადარტყმების შედეგად ღაზას სექტორში 35 პალესტინელი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა.