http://imedi.ge/ /  19 ნოემბერი 2020, 12:57 / სანდო წყარო

ცესკომ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების სპეციალური სიები დაამტკიცა

ცესკო

ცესკომ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების სპეციალური სიები დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ცესკომ იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების სპეციალური სიები დაამტკიცა. არჩევნების მეორე ტურისთვის სპეციალურ სიაში 4 095 ამომრჩეველია, მათ შორის არიან როგორც სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი პირები, ასევე სპეციალური ჯგუფების წევრები, რომლებიც მოემსახურებიან იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც პროცესს დააკვირდებიან და იმავდროულად მიიღებენ კენჭისყრაში მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ სპეციალურ სიაში შეყვანილი პირები ტერიტორიულად იმ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში იმყოფებიან, სადაც არიან რეგისტრირებული.

20 ნოემბერს თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები მიიღებენ ტექსტურ შეტყობინებას იმის შესახებ, რომ ისინი არჩევნების მეორე ტურში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიიღებენ მონაწილეობას.

სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შექმნილი 80 სპეციალური საარჩევნო უბანი ამომრჩევლებს 145 გადასატანი საარჩევნო ყუთით მოემსახურება.

გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს 2 360-მა მოქალაქემ მომართა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ იმყოფებიან თვითიზოლაციაში. მათგან 985 მოქალაქის მოთხოვნა შეესაბამებოდა გადასატანი ყუთით მომსახურების კრიტერიუმებს და ისინი სპეციალური უბნებისა და მისამართების მიხედვით გადანაწილდნენ იმ მაჟორიტარული ოლქების მიხედვით, სადაც პარლამენტის არჩევნების მეორე ტური იმართება. მეორე ტურში მონაწილეობის მიზნით, გადასატანი ყუთის მოთხოვნა თვითიზოლაციაში მყოფ იმ ამომრჩევლებს შეეძლოთ, რომლებიც შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში ფიქსირდებიან და ტერიტორიულად იმყოფებიან იმ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში, სადაც არიან რეგისტრირებული.

ცესკოს განკარგულებით დამტკიცდა ამომრჩეველთა სპეციალური სიები და აღნიშნული ამომრჩევლების რაოდენობის შესაბამისად დაიბეჭდება ბიულეტენები, რომლებიც კენჭისყრის დღემდე საქართველოს მასშტაბით ყველა სპეციალურ უბანს მიეწოდება.

თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში დარეკვის და გადასატანი ყუთის მოთხოვნის შესაძლებლობა 15-17 ნოემბერს ჰქონდათ. სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი სრული დატვირთვით მუშაობდა და მოქალაქეების მოთხოვნებს 30 ოპერატორი აფიქსირებდა.

ამასთან, ამომრჩევლების ინფორმირების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციამ საინფორმაციო კამპანია აწარმოა სოციალური ქსელებისა და მედიის საშუალებით; შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 15 647 ამომრჩეველს, რომელთაც მითითებული ჰქონდათ საკონტაქტო ინფორმაცია, ცესკომ გაუგზავნა სატელეფონო შეტყობინებები და მოუწოდა დაეფიქსირებინათ გადასატანი ყუთის მოთხოვნა; ხოლო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინში მყოფ მოქალაქეებს დაურიგდათ საინფორმაციო ფლაერები მათი არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

კახეთი

05 დეკემბერი 2020, 21:53

COVID19

კახეთში კორონავირუსის 209 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კახეთში კორონავირუსის 209 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პეციალისტებმა ახალი ინფიცირებულების 214 კონტაქტის მოძიება უკვე შეძლეს. ეპიდემიოლოგების განმარტებით, ყველა მათგანი უკვე გადაყვანილია თვითიზოლაციაში.

მამუკა მდინარაძე

05 დეკემბერი 2020, 21:35

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ერთეული შემთხვევები გვაქვს, სადაც ვერ მოხერხდა გამკლავება და სერიოზული პრობლემები გაიპარა

„რამდენიმე ადამიანია გარდაცვლილი, ამასთან დაკავშირებით კონკრეტული პრეტენზიები არსებობს. ბოლომდე უნდა ვნახოთ, რაშია საქმე და თუ ვინმე დასასჯელია, ამაზეც უნდა ვილაპარაკოთ, უნდა ჩავყვეთ ბოლომდე, რა იყოს ამის მიზეზები.

მამუკა მდინარაძე

05 დეკემბერი 2020, 21:26

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: მგონია, ოპოზიციაში საღი აზრი გაიმარჯვებს და გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც რადიკალური ფრთის ბულინგისგან თავის დაძვრენას გაბედავენ

ჩვენ ოპოზიციისგან განსხვავებით ანგარიშს ვუწევთ იმ თხოვნას, რომელიც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩებისგან დადგა და არ ვისაუბრებ დეტალებზე, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ მესამე რაუნდზე საუბრისას განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

05 დეკემბერი 2020, 21:01

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: მთავარი არბიტრი არის ქართული საზოგადოება, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში უნდა იყოს „ქართული ოცნება“

მთავარი არბიტრი არის ქართული საზოგადოება, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში უნდა იყოს „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

05 დეკემბერი 2020, 20:34

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ახალ არჩევნებზე არანაირი საუბარი არ იქნება და ეს ოპოზიციამ კარგად იცის

„რაც ჩვენ ოპოზიციამ ელჩების ხელით გამოგვიგზავნეს, იქ 3 პუნქტი არ არის, სხვა პუნქტებიც არის, რატომ გადაწყვიტეს მათ, რომ მხოლოდ 3 პუნქტი უნდა გამოეყოთ აქედან და ასეთი კომუნიკაცია საზოგადოებასთან რატომ არჩიეს არ ვიცი, მათ შეთანხმება დაარღვიეს და ეს ძალიან ცუდია, ამაზე არ უნდა ელაპარაკათ.

ბელგია

05 დეკემბერი 2020, 20:31

COVID19

ბელგია 100 000 მოსახლეზე ინფიცირების ყველაზე დაბალი მაჩვენებლით ხუთეულშია

ბოლო 2 კვირის მანძილზე ბელგიაში 100 000 ადამიანზე COVID19 -ით ინფიცირების საშუალოდ 248 შემთხვევა დაფიქსირდა. 5 დეკემბერს 2 582 -ით გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვი და 587 439 შეადგინა. მძიმე პაციენტების კლების ტენდენცია გრძელდება და ამ დროისათვის 789 ადამიანის მდგომარეობაა კრიტიკული.

შალვა ნათელაშვილი

05 დეკემბერი 2020, 20:11

პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი: რაც მიგვაახლოვებს ახალ არჩევნებთან, ყველაფერი მისაღებია, თუ პლებისციტი მიგვაახლოვებს, ესეც მისაღებია

„თუ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ობიექტურ გამოკითხვაში, სადაც არ იქნებიან არსებული საარჩევნო კომისიები, ხალხი იტყვის, რომ მას სჯერა ამ პარლამენტის და ივანიშვილის მანიპულაციების, რაც ჩემთვის დაუჯერებელია, ამ შემთხვევაში სხვა პოლიტიკური რეალობა იქნება“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ნინო ლომჯარია

05 დეკემბერი 2020, 20:02

საზოგადოება

სახალხო დამცველი კორონავირუსთან ბრძოლის საკითხზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი სახელმწიფო ორგანოებს კოვიდთან ბრძოლის მიმართულებით საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდებს. ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, რომ სახელმწიფოს მხრიდან გამჭვირვალობის სტანდარტის უზრუნველსაყოფად, საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებზე საპასუხოდ არ არის საკმარისი მხოლოდ საწოლ ფონდსა და ჯანდაცვის სისტემის ზოგად მზაობაზე მითითებები.

ამირან გამყრელიძე

05 დეკემბერი 2020, 19:51

COVID19

ამირან გამყრელიძე: ჩემი პასუხისმგებლობა ძალიან დიდია და მას არასდროს გავურბივარ

„პასუხისმგებლობას არავინ არ გაურბის. ახლა ქვეყანაში დგომარეობა ძალიან რთულია და არ არის იმის დრო, დავიწყოთ გარკვევა, ამაში ვინ არის დამნაშავე, ვინ რა შეცდომა დაუშვა - ამის დროც მოვა. არცერთი დიდი პროცესი არ მიდის ხარვეზისა და შეცდომის გარეშე. მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არავის ჰქონია გამოცდილება ასეთ დიდ პანდემიასთან გამკლავებისა და ბრძოლის, მსოფლიოში ასეთი დიდი პანდემია 100 წლის წინ იყო და ვინც ამას მოესწრო, ის ხალხი უკვე აღარაა“.

საჩხერის კლინიკა

05 დეკემბერი 2020, 19:38

საზოგადოება

საჩხერის კლინიკა ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტებზე გადავიდა

საჩხერის სამედიცინო ცენტრმა ხარისხის მენეჯმენტისა და პაციენტებისადმი მიდგომის თანამედროვე სტანდარტების წარმატებით დანერგვის შედეგად BritishStandardInstitute–სგან ISO 9001 სტანდარტის სერტიფიკატი მიიღო.

საფრანგეთი

05 დეკემბერი 2020, 19:28

მსოფლიო

პარიზში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

პარიზში ათასობით ადამიანი პოლიციის ძალადობისა და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის უსაფრთხოების პოლიტიკის გასაპროტესტებლად შეიკრიბა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

არჩილ თალაკვაძე

05 დეკემბერი 2020, 18:55

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: განმეორებითი არჩევნები და მასთან დაკავშირებული რაიმე საკითხი ჩვენი მხრიდან არ განიხილება

განმეორებითი არჩევნები და მასთან დაკავშირებული რაიმე საკითხი ჩვენი მხრიდან არ განიხილება და სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციების გაჩერებას არ ვაპირებთ. პანდემიის მიუხედავად, ორ მილიონამდე ჩვენმა თანამოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და უფლება არ გვაქვს, ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.

გიორგი ვოლსკი

05 დეკემბერი 2020, 18:31

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: არის ერთი კონკრეტული პარტია და ერთი ლიდერი, რომელიც უკვე გადავიდა უცნაურ, მაზოხისტურ განწყობაზე

არის ერთი კონკრეტული პარტია და ერთი ლიდერი, რომელიც უკვე გადავიდა უცნაურ, მაზოხისტურ განწყობაზე. ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ შემიძლია შევაფასო, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანს უხარია, როდესაც მისი სიტყვით ხორციელდება, ვითარდება დესტრუქციული პროცესები, ვგულისხმობ სააკაშვილს და მის მხარდამჭერებს, რომლებმაც სხვებზე მეტი ხმა აიღეს არჩევნების დროს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განაცხადა.

ტომას ტუხელი

05 დეკემბერი 2020, 18:19

სპორტი

„პსჟ“-ს მთავარმა მწვრთნელმ სეზონის დასრულების შემდეგ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს

„პსჟ“-ს მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა სეზონის დასრულების შემდეგ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს, - ამის შესახებ ინფორმაციას Ligue 1 News-ი ავრცელებს. კლუბის ხელმძღვანელებმა ტუხელს 2021 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზეს, რაზეც მან უარი განაცხადა და ამით ყველას მიანიშნა, რომ მომდევნო წლიდან კარიერას სხვა გუნდში განაგრძობს.

05 დეკემბერი 2020, 18:13

სპორტი

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ზურაბ კახაბრიშვილი უხელმძღვანელებს

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ზურაბ კახაბრიშვილი უხელმძღვანელებს. კახაბრიშვილმა ამ თანამდებობაზე ვალერი ახალკაცი შეცვალა, რომელიც ასოციაციას ორი საპრეზიდენტო ვადის მანძილზე მართავდა.

05 დეკემბერი 2020, 18:10

სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ფიჯისთან 24-38 დამარცხდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებმა შემოდგომის ერთა თასზე დასკვნითი შეხვედრა გამართა ფიჯის ნაკრებთან და 24-38 დამარცხდა. ამჯერად ბორჯღალოსნებმა ტურნირზე, რომელიც ერთჯერადად ჩატარდა მერვე ადგილი დაიკავეს.

გერმანია

05 დეკემბერი 2020, 17:59

მსოფლიო

გერმანიის სასამართლომ კორონავირუსის შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციის ჩატარება აკრძალა

გერმანიის სასამართლომ კორონავირუსის შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციის ჩატარებას აკრძალვას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გიორგი ვოლსკი

05 დეკემბერი 2020, 17:55

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: უკეთესია, რომ სტრატეგიული საკითხები ოპონირების რეჟიმში იყოს განხილული

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, უკეთესია, რომ პარლამენტში სტრატეგიული საკითხები ოპონირების რეჟიმში იყოს განხილული, თუმცა თუ ასე არ იქნება, ეს არ არის პასუხისმგებლობა, რომელიც თავის თავზე მმართველმა გუნდმა უნდა აიღოს. მისი თქმით, პარლამენტი მუშაობას შეუდგება და დეპუტატებს მნიშვნელოვანი თემები აქვთ განსახილველი.

05 დეკემბერი 2020, 17:36

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 4,323 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 4,323 ადამიანს გამოუვლინდა, 42 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 142,323 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 1,593 ადამიანი. ვირუსისგან 85,980 პაციენტი განიკურნა.

იაგო ხვიჩია

05 დეკემბერი 2020, 17:27

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ჩვენ პლებისციტის იდეასთან დაკავშირებით შედარებით გულგრილი ვართ

„ზოგი პლებისციტს, ზოგი არჩევნებს, ზოგი რას ითხოვს, ამ თვალსაზრისით კამათი მიმდინარეობს, ზოგადად, ჩვენ პლებისციტის იდეასთან დაკავშირებით შედარებით გულგრილები ვართ. სხვა იდეები, რაზეც მსჯელობა მიდის, უფრო მოგვწონს, თუმცა, ჩვენს კოლეგებს ვეთანხმებით პლებისციტის იდეაშიც“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.