http://imedi.ge/ /  19 ნოემბერი 2020, 14:26 / სანდო წყარო

ანრი ოხანაშვილი: მზად ვართ, კიდევ ერთხელ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან

ანრი ოხანაშვილი

ანრი ოხანაშვილი

„ჩვენ მზად ვართ, კიდევ ერთხელ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან. ვინაიდან ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე ვართ პასუხისმგებელი. ჩვენ პატივს ვცემთ დემოკრატიას, საზოგადოებას და რა თქმა უნდა, მონაწილეობას მივიღებთ შემდგომ მოლაპარაკებებში“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობა აქვს აღებული, ყველა მოქალაქის წინაშე, იქნება ეს ჩვენი ამომრჩეველი თუ არა“.

„მაშინ როდესაც 930 000-მა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მართოს ქვეყანა, ჩვენ შესაბამისად წარვმართავთ პროცესს, რომელიც უკავშირდება COVID-19-ის მართვას, ეკონომიკასთან დაკავშირებულ საკითხებს და რა თქმა უნდა, ის პოლიტიკური საკითხები, რომლებიც უკვე ჩვენი ყოველდღიურობაა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ აქტიურ რეჟიმში და უპირველეს ყოვლისა, ვზრუნავთ ჩვენს საზოგადოებაზე. ამის პარალელურად, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესები, რომელსაც, რა თქმა უნდა, წარვმართავთ. არის გარკვეული საკითხები, რომლებიც მოლაპარაკებათა მაგიდასთან განიხილება. როდის შედეგება მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი, რა ფორმატი იქნება, ამის შესახებ ინფორმაციას შესაბამის დროს მოგაწვდით.

მისივე თქმით, პანდემიის გამოწვევის ფონზე ჩატარდა სრულიად ცივილიზებული არჩევნები, რომელიც დასავლურმა სამყარომ აღიარა ლეგიტიმურად, თუმცა მიუხედავად ამისა, არიან ოპოზიციური ჯგუფები, რომლებიც ამ დემოკრატიულ პროცესებში ჩართვაზე უარს ამბობენ.

„ეს კიდევ ერთხელ აშიშვლებს მათ რეალურ სახეს. უპირველეს ყოვლისა, მათი ამომრჩევლის წინაშე. დარწმუნებული ვარ, რომ ამომრჩევლები, რომლებმაც ახალგაზრდა პარტიებს დაუჭირეს მხარი, იმედგაცრუებულები არიან. მათ ეგონათ, რომ ეს პარტიები იქნებოდნენ მათი ხმა პარლამენტში, თუმცა, აღმოჩნდა, რომ მათ მხარი დაუჭერიათ „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რადგან ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობა„ ატარებს ამ ჯგუფებს საკუთარი დღის წესრიგით.

თუმცა, ამ ჯგუფებს აქვთ ტესტი ჩასაბარებელი საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინაშე, დემოკრატიის წინაშე: ან ისინი დადგებიან, საკუთარი ამომრჩევლის ინტერესების შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებზე მაღლა და იმოქმედებენ მათი მხარდამჭერების ინტერესების შესაბამისად, ან დარწმუნებული ვარ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაკარგავენ იმ ამომრჩეველსაც კი, ვინც მათ მხარი დაუჭირა და რეალურად, ჩვენ ხომ ვნახეთ პარალელური გამოკითხვები, ეგზითპოლები, ყველა ის წინასწარი მონაცემი, რომელიც მიმდინარეობდა, თითქმის ერთი ერთში ემთხვევა ცესკოს მიერ დაფიქსირებულ საბოლოო შედეგს. მესმის, რომ მათ აქვთ საკუთარი დღის წესრიგი, მაგრამ არ შეიძლება, საკუთარი ვიწრო-პარტიული ინტერესები დააყენო საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლეზე მაღლა, როდესაც სრულიად დასავლეთი აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას.

ჩვენ ხომ ყველამ ვიხილეთ სამწუხარო სურათი, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტის დროს, ქუჩაში იდგა ოპოზიცია. მოდით დავსვათ შეკითხვა - ვის გაუხარდებოდა ყველაზე მეტად ამ სურათის ნახვა - მგონი, დასკვნების გამოტანა შეგვიძლია - ხალხი, რომელიც დასავლურობაზე, დემოკრატიაზე თავს დებს და ამავდროულად, აქციებს უმართავს უმაღლესი თანამდებობის პირს - გვინდა არ გვინდა, ეს იყო აქცია აშშ-ისადმი, რითაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რომ დასავლეთი ასეთ ჯგუფებს არ უსმენს სათანადოდ და ეს იმითაც დადასტურდა, რომ მათთან შეხვედრა არ მომხდარა. ეს სურათი აწყობთ მათ, ვინც ჩვენი ქვეყნის მიმართ არ არიან კეთილგანწყობილნი“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ყველა სიახლე

29 ნოემბერი 2021, 12:17

პოლიტიკა

ვრცელდება კადრები, რომლებზეც ჩანს თუ როგორ ურიგებენ ფულს სავარაუდოდ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს

​მედიაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე მიმდინარე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა აქციიდან კადრები ვრცელდება, რომლებზეც ჩანს თუ როგორ ურიგებს მოქალაქე ადამიანებს ფულს. „ქრონიკის“ ინფორმაციით, სავარაუდოდ, ის აქციის მონაწილეა, თუმცა ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია.

29 ნოემბერი 2021, 12:16

სამართალი

საქალაქო სასამართლოს მიმდებარედ, აღმაშენებლის ხეივანში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს

შედეგად აღმაშენებლის ხეივანში, ორივე მიმართულებით ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდა. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა გზის სავალ ნაწილებზე იმყოფებიან და ავტომობილებს გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევენ. აქციის მონაწილეები ასევე იმყოფებიან აღმაშენებლის ხეივანში არსებულ გადასასვლელ ხიდზეც.

29 ნოემბერი 2021, 12:15

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ვითარება დაძაბულია. ცოტა ხნის წინ, პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. ინციდენტის დროს სამართალდამცველი დაშავდა.

29 ნოემბერი 2021, 12:09

COVID19

ემანუელ მაკრონმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა მიიღო

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა მიიღო. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა.

29 ნოემბერი 2021, 12:07

საზოგადოება

​საქართველოს სასკოლო განათლებაში სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებისა და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის პროექტი „გავიღიმოთ“ იწყება

პროექტის „გავიღიმოთ“ საზეიმო გახსნის ღონისძიება „ფრონტლაინ კლუბში“ გაიმართა, სადაც საორგანიზაციო გუნდმა და მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ინიციატივის და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.

29 ნოემბერი 2021, 11:55

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა დაიწყო

7 ნოემბრის აქციის დარბევის, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების დაუფლების საქმზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დაიწყო. განხილვას თავად ბრალდებულიც ესწრება. საქმეს სამი მოსამართლე განიხილავს. პროცესის პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლოსთან საპროტესტო აქციას მართავს.

29 ნოემბერი 2021, 11:54

საზოგადოება

ტყიბულში, კარიერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული კაცი გარდაიცვალა

კაცი, რომელიც ტყიბულში კარიერის ჩამონგრევის შედეგად დაშავდა, გარდაიცვალა. ვიტალი ტურძილაძე ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.

29 ნოემბერი 2021, 11:52

COVID19

ჯანმო: გლობალურ დონეზე კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის პოტენციური გავრცელების ალბათობა მაღალია

გლობალურ დონეზე კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის პოტენციური გავრცელების ალბათობა მაღალია, - ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში.

კელი დეგნანი

29 ნოემბერი 2021, 11:42

პოლიტიკა

კელი დეგნანი: იმედი მაქვს, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები პასუხისმგებლობით იმოქმედებენ

„იმედი მაქვს, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები პასუხისმგებლობით იმოქმედებენ. მათ, რა თქმა უნდა, პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის უფლება აქვთ, მაგრამ აქ მთავარი სიტყვა არის „მშვიდობიანი“ და იმედი მაქვს, რომ ხელს არ შეუშლიან მართლმსაჯულების განხორციელებას, რომელიც ასევე ძალიან საინტერესოა ამ სცენარში“, - განაცხადა დეგნანმა.

29 ნოემბერი 2021, 11:40

სამართალი

შსს: მოვუწოდებთ სასამართლოსთან შეკრებილ მოქალაქეებს, დაიცვან კანონი და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს - ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები არიან მობილიზებულები. ტერიტორიაზე განთავსებულია შესაბამისი საპოლიციო ტექნიკაც.

29 ნოემბერი 2021, 11:35

სამართალი

რა ხდება ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის პროცესი უნდა გაიმართოს

თითქმის ორ თვიანი პატიმრობის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს სხდომათა დარბაზში პირველად დაესწრება. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება. სასამართლოში უკვე იმყოფებიან სააკაშვილის უფლებადამცველები, ბრალდების მხარე. მედია სასამართლო დარბაზში არ იმყოფება. პროცესს საზოგადოებრივი მაუწყებელი გადაიღებს და შემდეგ კადრებს გაავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

29 ნოემბერი 2021, 11:35

პოლიტიკა

პრემიერის თქმით, სამუშაო ჯგუფი ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით ევროპაში გაემგზავრება, სადაც იმ ქვეყნების გამოცდილებას გეცნობა, რომლებმაც სოციალური პოლიტიკის რეფორმა განახორციელეს

„რაც შეეხება სოციალურ პოლიტიკას, დეკემბრის დასაწყისში, სამუშაო ჯგუფი, ბატონ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გაემგზავრება. ჩვენ გვექნება ინტენსიური მუშაობა, ჩამოვიტანთ საუკეთესო გამოცდილებას ევროპიდან, ვინც გააკეთა აღნიშნული სოციალური პოლიტიკის რეფორმა და ვფიქრობ, ესეც სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობისთვის“, - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

29 ნოემბერი 2021, 11:32

ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს მთელს ევროპაში უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა აქვს

საქართველოს მთელს ევროპაში უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა აქვს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

29 ნოემბერი 2021, 11:31

ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განმარტა, თუ რას გულისხმობს სათამაშო ბიზნესის ახალი რეგულაციები

„დაპირებისამებრ, დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ სათამაშო ბიზნესის ახალ რეგულაციებს, რომელიც ბატონმა ფინანსთან მინისტრმა მოამზადა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ბექა ბასილაია

29 ნოემბერი 2021, 11:25

სამართალი

ბექა ბასილაია: ველოდებით სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას, ეს არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა

„ველოდებით სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას. ბუნებრივია, ეს არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, იმიტომ რომ ეს არ არის ისეთი პროცესი, როდესაც რაღაც ბრალდება წარუდგინეს ადამიანს და უნდა ჩარიხინდეს ისე, რომ საზოგადოება არ იყოს ცოცხალ რეჟიმში ინფორმირებული. ეს არის პროცესი, რომლისადმი არის ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არცერთ პროცესზე აქამდე არ ყოფილა. არსებობს პრეცედენტები, როდესაც ლაივ-რეჟიმში გადაიცემა სასამართლო სხდომები და ეს სხდომაც უნდა იყოს გადაცემული. ჩვენ გვაქვს რამდენიმე შუამდგომლობა ძალიან მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე და პროცესზე გავაჟღერებთ. პროცესის შემდეგ ყველა ამ შუამდგომლობასთან დაკავშირებით გავაკეთებთ დეტალურ განმარტებებს“, - განაცხადა ბასილაიამ.

29 ნოემბერი 2021, 11:24

COVID19

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის გავრცელების გამო, იაპონიის მთავრობა უცხოელებს ქვეყანაში შესვლას აუკრძალავს

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის გავრცელების გამო, იაპონიის მთავრობა უცხოელებს ქვეყანაში შესვლას აუკრძალავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

29 ნოემბერი 2021, 11:12

ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: აზარტულ თამაშებზე წვდომა მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს შეეზღუდება

„ჩვენ მიერ ინიცირებული რეგულაციები გულისხმობს შემდეგს: ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის, გათვალისწინებული იქნება ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმის შემოღება და ჯამურად, სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65-70%-ით“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მან ასაკობრივ ზღვარზეც გაამახვილა ყურადღება.

ირაკლი ღარიბაშვილი

29 ნოემბერი 2021, 11:11

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „საპარტნიორო ფონდის“ რესტრუქტურიზაცია იგეგმება

„საპარტნიორო ფონდის“ რესტრუქტურიზაცია იგეგმება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „საპარტნიორო ფონდის“ რეფორმას ვიწყებთ. მოხდება ფონდის რესტრუქტურიზაცია. ამის თაობაზე შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებით დოკუმენტი პარლამენტში დეკემბრის თვეში დარეგისტრირდება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

29 ნოემბერი 2021, 11:10

პოლიტიკა

პრემიერის თქმით, კანონპროექტი ფარმაცევტული ბაზრის რეგულაციის შესახებ პარლამენტს დეკემბერში წარედგინება

„დაპირებისამებრ, აქტიურად ვმუშაობთ ფარმაცევტული ბაზრის რეგულაციაზე. ფარმაცევტული ბაზრის შესაბამისი, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარდგენილი იქნება პარლამენტში დეკემბერში. ასეთია ჩვენ სურვილი და, რა თქმა უნდა, ინტენსიურად ვიმუშავებთ პარლამენტთან ამ საკითხზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

29 ნოემბერი 2021, 10:58

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 954 თბილისში, 313 იმერეთში, 106 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 954 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 015 შემთხვევა, აჭარა - 105, იმერეთი - 313, ქვემო ქართლი - 97, შიდა ქართლი - 85, გურია - 43, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 106, კახეთი - 84, მცხეთა-მთიანეთი - 46, სამცხე-ჯავახეთი - 49, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11