http://imedi.ge/ /  21 ნოემბერი 2020, 23:59 / სანდო წყარო

მეორე ტურის წინასწარ შედეგებს ცესკო ყველა უბნის მონაცემის დათვლის შემდეგ გამოაქვეყნებს

ცესკო

მეორე ტურის წინასწარ შედეგებს ცესკო ყველა უბნის მონაცემის დათვლის შემდეგ გამოაქვეყნებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა მედიას ხმის დათვლის პროცედურების მიმდინარეობისა და შემაჯამებელი ოქმების დამუშავების პროცესის შესახებ ინფორმაცია გააცნო.

„როგორც თქვენთვის ცნობილია 20:00 სთ-ზე დაიხურა საარჩევნო უბნები და დაიწყო ხმის დათვლის პროცესი. კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა პროცედურის დასრულებისთანავე, ოქმები მიეწოდება საოლქო საარჩევნო კომისიებს და ისინი იტვირთება შესაბამის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში.

შემაჯამებელი ოქმები ეტაპობრივად შემოდის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, დაუყოვნებლივ ქვეყნდება შედეგების სპეციალურ ვებგვერდზე და ცხადია, საჯაროდ ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.

აღსანიშნავია, რომ ოქმების განთავსება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე ღამის ათის ნახევრიდან დაიწყო და ამასთან, ტრადიციულად ხორციელდება შედეგების შეჯამების პროცესის პირდაპირი ტრანსლირება ცესკოს ვებგვერდის, „ფეისბუქის“ და „იუთუბის“ მეშვეობით; ტრანსლირება 360 გრადუსიანი ვიდეო კამერის საშუალებით მიმდინარეობს და ყველას გაქვთ საშუალება თვალი ადევნოთ ამ პროცესს“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, წინასწარ შედეგებში ასახვის მიზნით, ოპერატორებმა დაამუშავეს შემაჯამებელი ოქმების საერთო რაოდენობის 52%, 1043 საარჩევნო უბნის მიხედვით და ამ წუთებში results.cec.gov.ge-ზე მიმდინარეობს წინასწარი შედეგების გამოქვეყნების პროცესი.

რაც შეეხება ქუთაისის მერის რიგგარეშე არჩევნებს, დამუშავებულია შემაჯამებელი ოქმების 27 %, 35 საარჩევნო უბნის მიხედვით.

„შედეგები მთელი ღამის განმავლობაში მუდმივად განახლდება ცესკოს ვებგვერდზე და ჩვენ, მას შემდეგ, რაც თითქმის ყველა უბნის შედეგი 17-ვე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში დაითვლება, წარმოგიდგენთ საბოლოო ინფორმაციას წინასწარი შედეგების თაობაზე.

კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ამომრჩევლებს, იმისათვის, რომ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და მიიღეს მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში. მადლობას ვუხდი საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, იმისათვის, რომ ხელი შეუწყვეს კენჭისყრის პროცესის მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში წარმართვას და მინდა მადლობა გადაგიხადოთ მედიის წარმომადგენლებს დღის განმავლობაში თქვენს მიერ გაწეული საქმიანობისთვის“, - განაცხადა პრესსპიკერმა.

საქართველოს მასშტაბით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის პროცედურა დასრულდა. ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება სწორედ 20:00 საათამდე ჰქონდა. 17 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურში 7 პარტიის წარმომადგენლები გავიდნენ. თუმცა ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს და მეორე ტურში არ მონაწილეობს.

21 ნოემბრის არჩევნების მეორე ტურზე, ამომრჩევლებს 1914 საარჩევნო უბანი ემსახურებოდა. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 140 210 იყო.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, 17-ვე ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

ყველა სიახლე

30 ნოემბერი 2020, 18:35

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ცალკეული ექიმები, რომლებსაც თვალით არ უნახავთ არც ერთი სერიოზული COVID ავადმყოფი, გაუთავებლად აქვეყნებენ კრიტიკულ პოსტებს

„მთელი COVID პანდემიის მანძილზე, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ცალკეული ექიმები, რომლებიც ერთხელაც არ ყოფილან COVID კლინიკაში და თვალით არ უნახავთ არც ერთი სერიოზული COVID ავადმყოფი, გაუთავებლად აქვეყნებენ კრიტიკულ პოსტებს, სადაც ლამის ყველაფერს უწუნებენ ქვეყნის ხელმძღვანელობას, ჯანდაცვის სისტემას და COVID-19-თან ბრძოლაში აქტიურად ჩაბმულ ექიმებს“.

ტიტე აროშიძე

30 ნოემბერი 2020, 18:32

რეგიონი

ტიტე აროშიძე: ყოველდღიურად არის მცდელობა ე.წ. ოპოზიციის მხრიდან მოახდინონ დესტრუქცია

„ჩვენ ვიცით რომ ის სცენარისტები რომელიც უწერენ სცენარს და მთავარი გასტროლიორი სცენარისტი უკრაინიდან კარნახობს ბოლო სტრიქონებს რაც უნდა განახორციელონ ბოლო დღეების სცენარები, ხალხს უკან ამოფარებული ლიდერები თვალს ადევნებენ პროცესს. მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს, ასევე აქციის მონაწილეებს, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე. კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლას ექნება შესაბამისი რეაგირება. შსს-ს თითოეული თანამშრომელი იცავს უსაფრთხოებას. აგრძელებენ მუშაობას და აარიდებენ ქალაქს იმ უსიამოვნებას და დესტრუქციას რის განხორციელებასაც აპირებს დღეს არსებული ოპოზიცია", - აღნიშნა აროშიძემ.

ნათია თურნავა

30 ნოემბერი 2020, 18:30

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ხანგრძლივი შეხვედრები გვქონდა ბიზნესის იმ სექტრთან, ვინც შეზღუდვებში მოყვა და გადაწყვეტილება კოორდინირებულად მივიღეთ

„სწორედ სავაჭრო ობიექტების გათვალისწინებით მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომ წინასაახალწლო პერიოდში მივცეთ მათ გარკევული პერიოდი სავაჭროდ და არ მოვაყოლოთ ეს ახალი წლის პერიოდი ამ შეზღუდვებში, რადგან კარგად ვიცით რომ ბევრ არასასურსათო ვაჭრობის ობიექტს ისე აქვს აწყობილი თავისი ბიზნესგეგმა, რომ წინასაახალწლოდ საკმაოდ ბევრს ვაჭრობს და ეს არის შემოსავლები, ხელფასები და სწორედ აქედან გამომდინარე მივიღეთ დაბალანსებული გადაწყვეტილება. ეპიდემიოლოგები უფრო მკაცრი გადაწყვეტილებისკენ მოგვიწოდებდნენ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავა

30 ნოემბერი 2020, 18:20

COVID19

ნათია თურნავა: კორონავირუსით ინფიცირებულთათვის ჟანგბადის მიწოდების პრობლემა არ დადგება

„კორონავირუსის გართულებული შემთხვევების მკურნალობისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჟანგბადის შეუფერხებლად მიწოდება. ეს უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც ინფიცირებულები ინტენსიური მკურნალობის კურსს გადიან. ჩვენ ამ საკითხის მოწესრიგებაში ჩავერთეთ. ეს არაა დღეს მიღებული გადაწყვეტილება, უბრალოდ, დღეს ვსაუბრობთ საკმაოდ სერიოზულ შედეგებზე“.

დონალდ ტრამპი

30 ნოემბერი 2020, 18:19

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: იმ 74 მილიონი ადამიანისთვის ვიბრძვი, ვინც ხმა მომცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იმ 74 მილიონი ამერიკელისთვის იბრძვის, ვინც მას არჩევნებში ხმა მისცა.

ბიძინა კულუმბეგოვი

30 ნოემბერი 2020, 18:17

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, რომ არა შეზღუდვები, 20 დეკემბრიდან ახალ წლამდე შეიძლება 8-9 ათასი შემთხვევა ყოფილიყო

„ჩვენ გვყავს დაჭრილი ადამიანები, ჩვენი გენერალი, მთავარი ინფექციონისტი იყო დაჭრილი, მეტი რა უნდა მოხდეს“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

ბიძინა კულუმბეგოვი

30 ნოემბერი 2020, 18:07

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: თუ პირბადის სწორად ტარების მაჩვენებელი 90%-ს არ ასცილდა, ლოკდაუნის კიდევ უფრო გახანგრძლივება არ აგვცდება

„საქართველოში პირბადის სწორად ტარების მაჩვენებელი 60%-ს არ აღემატება“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა. მისი თქმით, თუ ეს 90%-ს არ ასცილდა, ჩაკეტვების და ლოკდაუნის კიდევ უფრო გახანგრძლივება არ აგვცდება. ეს კი ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება.

ბიძინა კულუმბეგოვი

30 ნოემბერი 2020, 18:05

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: საქართველოში არსებული ინფიცირებულთა რაოდენობის მართვა იმ ქვეყნებსაც უჭირთ, რომელთაც ჯანდაცვის სისტემა საათივით აქვთ აწყობილი

„შაბათ-კვირას მიმართვიანობა მცირდება, ლაბორატორიაც კი არ მუშაობს და ეს არ არის ის შემთხვევა, რომ მშვიდად უნდა ვიყოთ. როდესაც ჩვენ ვერ ვახდენთ პაციენტების მასობრივად გამოკვლევას, როდესაც ოჯახში ერთი წევრი ინფიცირებულია და 3-4 ადამიანი ავად არის, ამას ექიმები ვგრძნობთ, ასეთ შემთხვევაში ჩვენ 2-3-ზე ვამრავლებთ იმ ყოველდღიურ ინფიცირებულთა რიცხვს, რაც რეალურად გვაქვს.

ბიძინა კულუმბეგოვი

30 ნოემბერი 2020, 17:57

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაიწეროს, ვინ უნდა მოხვდეს სტაციონარში

რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაიწეროს, ვინ უნდა მოხვდეს სტაციონარში. ეს მნიშვნელოვანი და უსწრაფესად გამოსასწორებელია. დღესაა სრული გაურკვევლობა, - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

კორონავირუსი

30 ნოემბერი 2020, 17:53

პოლიტიკა

„ჯეოქეისის“ ღია წერილს საზოგადოების მხარდაჭერა მოჰყვა

„დღეს ქვეყანაში დამძიმებული ეპიდვითარებაა. გლობალური კრიზისის ფონზე, მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, უმნიშვნელოვანესია, რომ არაერთ გამოწვევას კონსოლიდაციის გზით გავუმკლავდეთ. არსებული პოლარიზებული გარემო კი ამის შესაძლებლობებს პრაქტიკულად არ ქმნის. ამჟამად ამ მიზნის მიღწევა თანაბრად მოითხოვს ყველა პოლიტიკური აქტორის კონსტრუქციული ჩართულობით ერთობლივი და რეალურად ქმედითი გამოსავლის პოვნას“, - ნათქვამია წერილში.

ნინა კობახიძე

30 ნოემბერი 2020, 17:50

COVID19

ნინა კობახიძე: განვიხილეთ შეზღუდვების შესაძლო ეფექტი, რომელიც რა თქმა უნდა ჰოსპიტალურ სექტორებზე პირდაპირ აისახება. ვემზადებით ამ პროცესისთვის. თავისთავად სიტუაცია არის რთული, თუმცა მართვადი

პრემიერ-მინისტრთან ყოველკვირეული შეხვედრა იმართება. ხდება ინფორმაციის გაცვლა, თუ როგორ იყო წინა კვირა, რამდენი საწოლი დავამატეთ და როგორ იმართებიან პაციენტები, - ამის შესახებ კლინიკების ქსელ „ჯეო ჰოსპიტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ნინა კობახიძემ პრემიერ-მინისტრისა და კლინიკების ხელმძღვანელების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო შეზღუდვების შესაძლო ეფექტს, რომელიც რა თქმა უნდა ჰოსპიტალურ სექტორებზე პირდაპირ აისახება.

დავით გადელია

30 ნოემბერი 2020, 17:40

COVID19

ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი: მესმის, რომ ადამიანებს შიშის გამო სურთ მოხვდნენ საავადმყოფოში, მაგრამ ყოველთვის ამის აუცილებლობა არ არის

მესმის, რომ ადამიანებს შიშის გამო სურთ, რომ მოხვდნენ საავადმყოფოში, მაგრამ ყოველთვის ამის აუცილებლობა არ არის, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, დავით გადელიამ პრემიერ-მინისტრსა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

გიგი უგულავა

30 ნოემბერი 2020, 17:35

პოლიტიკა

გიგი უგულავას თქმით, ჯერჯერობით მესამე რაუნდის პერსპექტივა არ ჩანს

„ჯერჯერობით მესამე რაუნდი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად რაციონალური წინადადებით მოვა „ქართული ოცნება“. ჯერჯერობით ისინი არანაირი წინადადებით არ მოსულან, შესაბამისად ამ წუთას მესამე რაუნდის პერსპექტივა არ ჩანს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

სავაჭრო ცენტრი

30 ნოემბერი 2020, 17:33

ეკონომიკა

სავაჭრო ცენტრები საქმიანობის განახლების უფლებას 24 დეკემბრის ნაცვლად, 15 დეკემბრიდან ითხოვენ

როგორც კერძო კომპანიების წარმომადგენლებმა განცხადებით, მათი მოთხოვნა არა მხოლოდ მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან, არამედ მყიდველთა ნაკადის გაკონტროლების აუცილებლობიდანაც გამომდინარეობს. ისინი აცხადებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მყიდველთა ნაკადების მართვა გაუჭირდებათ.

30 ნოემბერი 2020, 17:33

სამართალი

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა დასრულდა. დაკავებულთა ადვოკატებმა სხდომაზე 200 ადამიანის ხელმოწერა წარადგინეს, რომლებიც მელაშვილსა და ილიჩოვას თავდებში უდგებიან. მათ შორის არიან პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები. ამაზე დაყრდნობით, სასამართლომ ბრალდებულებისთვის პატიმრობის ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

30 ნოემბერი 2020, 17:30

COVID19

პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულებს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლი დაავალა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს დაავალა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვების აღსრულება მკაცრად გააკონტროლონ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვიდეოკონფერენციისას, მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეზღუდვების გამკაცრება ეპიდემიის გავრცელების შენელებას ისახავს მიზნად და მიღებული ზომების ეფექტურობისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მათ აღსრულებას.

30 ნოემბერი 2020, 17:30

ეკონომიკა

1-28 დეკემბერს, RS CAR-ი გადასახადის გადამხდელებს 27 ლოკაციაზე მოემსახურება

1-28 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR - გადასახადის გადამხდელებს 27 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

30 ნოემბერი 2020, 17:29

COVID19

გიორგი გახარია: აუცილებელია ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვა, რათა კრიტიკული პაციენტებისთვის შეფერხებები არ იყოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ Covid-19-ის მართვაში ჩართული კერძო კლინიკების ხელმძღვანელებთან გამართულ მორიგ შეხვედრაზე, ჰოსპიტალური სექტორის რესურსის დაზოგვის მიზნით, სასტუმროების კიდევ უფრო ეფექტურად გამოყენების მნიშვნელობასა და დამატებითი რესურსების მობილიზებაზე ისაუბრა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ვინაიდან ინფიცირების რაოდენობა მზარდია, აუცილებელია ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვა, რათა მძიმე და კრიტიკული პაციენტებისთვის თავისუფალ ადგილებთან დაკავშირებით შეფერხებები არ შეიქმნას.

30 ნოემბერი 2020, 17:24

საზოგადოება

ნათია თურნავა ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროების წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროების წარმომადგენლებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, მედეა ჯანიაშვილი და ბიზნესომბუდსმენი მოვალეობის შემსრულებელი, ნინო კვეტენაძე.

რემდესივირი

30 ნოემბერი 2020, 17:22

COVID19

„რემდესივირი“ საქართველოში კოვიდინფიცირებულთა მკურნალობის პროტოკოლში დაბრუნდება

„ჩვენ გავაკეთებთ ახალ პროტოკოლს თუ როგორი გამოყენება შეიძლება ჰქონდეს ამ პრეპარატს და რა ფაზაში გამოიყენება ის. შესაბამისად, ის გახდება ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.