imedi /  25 ნოემბერი 2020, 10:21 / სანდო წყარო

ალექსანდრ ვერშბოუ: პირობა დავდეთ, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან, შესაძლოა, ეს რაიმე ახალი, ასოცირებული წევრის სტატუსის შექმნით მოხერხდეს

ალექსანდრ ვერშბოუ

ალექსანდრ ვერშბოუ

უნდა დავეხმაროთ უკრაინას, საქართველოსა და ახლა უკვე ბელარუსს პოლიტიკური ჩარევისგან თავის დაცვასა და კიბერუსაფრთხოების შექმნაში, რათა დაიცვან საკუთარი სუვერენიტეტი, - ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ალექსანდრ ვერშბოუმ „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ავრცელებს.

დიპლომატმა რუსეთის აგრესიული ქცევის საწინააღმდეგოდ ხარჯების გაზრდის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ნუ შეეცდებით პუტინთან დიდი გარიგებების დადებას ჩვენი პრინციპების ხარჯზე. მოსკოვთან უკეთესი ურთიერთობების სამსხვერპლოზე ნუ შესწირავთ სხვა ქვეყნებს. წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ რუსულ აგრესიას ყველა სფეროში, ნატოს გაძლიერების საშუალებით. პოლიტიკური ჩარევისგან თავის დაცვასა და კიბერუსაფრთხოების შექმნაში უნდა დავეხმაროთ უკრაინას, საქართველოსა და ახლა უკვე ბელარუსს, რათა დაიცვან საკუთარი სუვერენიტეტი. რუსეთის აგრესიული ქცევის საწინააღმდეგოდ, უნდა გავზარდოთ ხარჯები, მაგრამ ამასთანავე ჩვენ ასევე ვიცით, რომ აქ არ არსებობს სწრაფი გაუმჯობესების პერსპექტივა. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა გამოვიჩინოთ მოთმინება და სიმტკიცე ჩვენი პრინციპების დაცვაში. პუტინი ხელისუფლებაში შესაძლოა კიდევ 10, 16 ან მეტი წლის განმავლობაში დარჩეს და მან აირჩიოს პოლიტიკური კონტროლის შენარჩუნება იმ ნარატივის გაგრძელებით, რომ დასავლეთმა რუსეთის დამარცხება გადაწყვიტა და უარყო მისი ღირსეული ადგილი მსოფლიოში“, - განაცხადა ვერბშოუმ.

მისივე თქმით, უკრაინასა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის, შესაძლოა უპრიანი იყო ახალი სტატუსის შექმნა, მაგალითად, ასოცირებული წევრის სტატუსის.

„ნატოში რუსეთის წევრობის საკითხი, სერიოზულად განიხილებოდა კლინტონსა და ელცინს შორის. თუმცა საქმე ამაზე შორს არასდროს წასულა. ვეთანხმები მოსაზრებას, რომ შესაძლებელია ამ საკითხს რაიმე ფორმით დავუბრუნდეთ. მაგალითად, უკეთესი სამოქალაქო ურთიერთობა ნატოსა და რუსეთს შორის, რათა არ ჰქონდეთ განცდა, რომ ნატო-რუსეთის პარტნიორობა მხოლოდ ფასადური მიდგომაა. ეს შეიძლება გაკეთდეს ერთგვარი ყოვლისმომცველი მეთოდით. თუ რას ვაკეთებთ უკრაინასა და საქართველოს წევრობისკენ სწრაფვის შესახებ: ჩვენ პირობა დავდეთ, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან, მაგრამ ვერ გავითვალისწინეთ, როგორ შეიძლება მივაღწიოთ ამას. შესაძლოა, ეს მოხერხდეს რაიმე ახალი, ასოცირებული წევრის სტატუსის შექმნით, უკრაინისთვის და საქართველოსთვის“, – განაცხადა ვერშბოუმ.

ყველა სიახლე

17 იანვარი 2021, 09:45

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა

ბოლო მონაცემებით, გუდაუთის საავადმყოფოში 102 ადამიანი მკურნალობს, მათგან 90-ს კორონავირუსის დიაგნოზი უკვე დაუსვეს. სოხუმის საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 36 პაციენტი, გაგრის საავადმყოფოში - 26, ოჩამჩირეს საავადმყოფოში - 26, ტყვარჩელის საავადმყოფოში კი 15 პაციენტი მკურნალობს. კიდევ 57 კოვიდინფიცირებული სოხუმის რუსულ სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული.

მაია ჩიბურდანიძე

17 იანვარი 2021, 09:26

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს, მაია ჩიბურდანიძეს 60 წლის იუბილეს ულოცავს

„ქართული სპორტი მდიდარია წარმატებული ადამიანებით, პროფესიონალებით, რომლებმაც საერთაშორისო სარბიელზე შთამბეჭდავი გამარჯვებები მოიპოვეს. თუმცა მათ შორის არიან განსაკუთრებულად გამორჩეული სპორტსმენები, რომლებმაც გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, სპორტის სხვადასხვა სახეობაში მთელი ეპოქა შექმნეს“.

17 იანვარი 2021, 09:18

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 17 იანვარს ქუთაისში წვიმას პროგნოზირებენ. დღისით +9 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით აქაც +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5. ღრუბლიანი დღეა მოსალოდნელი ბათუმში. დღისით სინოპტიკოსები +11 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

17 იანვარი 2021, 08:56

მსოფლიო

ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 60-ს მიუახლოვდა

ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრის გამო დაღუპულთა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 56 ადამიანი. უკვე დაფიქსირდა მიწისძვრის შემდგომი ბიძგებიც. ქალაქ მაჯინთან ახლოს, ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირებული მიწისძვრის გამო, საცხოვრებელი სახლები უკვე 15 ათასამდე ადამიანმა დატოვა. დაშავებულია 820 ადამიანი.

17 იანვარი 2021, 08:39

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს, გამთენიისას, თბილისის დროით 03:39 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა, - ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი იუწყება. ცენტრის ცნობით, მიწისძვრა 3.0 მაგნიტუდის (ML) სიდიდის იყო და ეპიცენტრი წალკიდან სამხრეთ-დასავლეთით, 16 კმ-ში, სოფელ მამიშლართან მდებარეობდა.

17 იანვარი 2021, 08:29

მსოფლიო

მიწისძვრის შემდეგ, ინდონეზიაში ვულკანიც ამოიფრქვა

ინდონეზიაში, კუნძულ იავას აღმოსავლეთით, ვულკანი სემერუ ამოიფრქვა. ამოფრქვევის შემდეგ, ვულკანურმა ფერფლმა და კვამლმა 5 კილომეტრის სიმაღლეს მიაღწია.

17 იანვარი 2021, 08:13

სამართალი

ზუგდიდში ხანძარს 40 წლამდე კაცი ემსხვერპლა

ზუგდიდში უბედური შემთხვევა მოხდა. ბარამიას ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლი გაჩნდა. ადგილზე მისულ მაშველებს ბინაში მამაკაცის ცხედარი დახვდათ. სავარაუდოდ, მამაკაცი ძლიერი დაკვამლიანების გამო გარდაიცვალა. ადგილზე იყვნენ ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცველები. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ადგილობრივების ინფორმაციით, 40 წლამდე მამაკაცი ბინაში მარტო ცხოვრობდა. ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

17 იანვარი 2021, 08:02

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 94 მილიონს გადააჭარბა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 94 465 774 შემთხვევა გამოვლინდა, 2 021 733 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 51 986 569 - გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 23 747 781 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 395 691 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

17 იანვარი 2021, 00:55

მსოფლიო

საფრანგეთში 1,5 მილიონი ადამიანი კავშირგაბმულობის სერვისის გარეშე დარჩა

საფრანგეთში 5G-ის ანძის დაწვის შედეგად, ქალაქ ლიმოჟთან 1,5 ადამიანი რამდენიმე დღეა კავშირგაბმულობის სერვისის გარეშეა დარჩენილი. კერძოდ, ისინი ვერ სარგებლობენ რადიო-ტელე და ინტერნეტ სერვისით. ამის შესახებ Le Figaro წერს.

მელბურნი

17 იანვარი 2021, 00:36

COVID19

ავსტრალიის ღია პირველობის 50 მონაწილე კოვიდინფიცირებულებთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაშია

ავსტრალიის ღია პირველობის 50 მონაწილე კოვიდინფიცირებულებთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაშია. ამის შესახებ Reuters-ი წერს. ჩოგბურთელები მელბურნში აბუ დაბისა და ლოს ანჯელესის რეისებით ჩავიდნენ და მათთან ერთად მგზარობდნენ კოვიდინფიცირებულები.

17 იანვარი 2021, 00:25

ტაბლოიდი

მეგან მარკლის მამა შვილზე და თავის ცხოვრებაზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

სასექსის ჰერცოგინია მაგან მარკლის მამა ტომას მარკლი შვილის და თავის ცხოვრებაზე დოკუმენტური ფილმის გადაღებას აპირებს. ამის შესახებ The Sun წერს. ტომას მარკლი ფილმის გადაღებას 2021 წელს დაასრულებს. ფილმში მოთხრობილი იქნება მეგანის დაბადებისა და მათი ურთიერთობების შესახებ.

17 იანვარი 2021, 00:06

მსოფლიო

ფრანკფურტის აეროპორტში სპეცოპერაცია დასრულდა

სპეცოპერაცია, რომელსაც ფრანკფურტის აეროპორტში პოლიცია ახორციელებდა დასრულდა. ამის შესახებ ქალაქის პოლიციის ადმინისტრაცია Twitter-ზე წერს. მანამდე ცნობილი იყო, რომ ფრანკფურტის აეროპორტი და რკინიგზის სადგური პოლიციამ საეჭვო ნივთის არსებობის გამო გადაკეტა. გავრცელდა ინფორმაცია ორი ადამიანის დაკავების შესახებ.

საფრანგეთი

16 იანვარი 2021, 23:58

COVID19

საფრანგეთში კომენდანტის საათი ამოქმედდა

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო საფრანგეთი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ზომებს ამკაცრებს. დღეს საღამოს ქვეყანაში კომენდანტის საათი ამოქმედდა. მოსახლეობას ქუჩაში გასვლა 18:00-დან 06:00-მდე ეკრძალება.

16 იანვარი 2021, 23:36

მსოფლიო

პარიზში საპროტესტო აქციაზე 75 ადამიანი დააკავეს

საფრანგეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციები განახლდა. ხელისუფლების მიერ ინიცირებულ „გლობალური უსაფრთხოების კანონპროექტს“ პროტესტი პარიზის ქუჩებში გამოსულმა ათასობით ადამიანმა გამოუცხადა. საფრანგეთის შს მინისტრის, ჟერალდ დარმანენის ინფორმაციით, აქციაზე 12 პოლიციელი დაშავდა. სამართალდამცველებმა 75 აქტივისტი დააკავეს.

ვიქტორია ნულანდი

16 იანვარი 2021, 23:12

მსოფლიო

ვიქტორია ნულანდი სახელმწიფო დეპარტამენტში ბრუნდება

ვიქტორია ნულანდი პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოსტს დაიკავებს. ამის შესახებ apnews წერს. მისი კანდიდატურა აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა წარადგინა. ნულანდი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პოსტს 2013-2016 წლებში იკავებდა.

ჭიდაობის ფედერაცია

16 იანვარი 2021, 22:59

სპორტი

6 ქართველი საფრანგეთის გრან-პრის ფინალში იჭიდავებს

6 ქართველი საფრანგეთის გრან-პრის ფინალში იჭიდავებს. ბექა ლომთაძე (61 კგ), ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ), დავით ტლაშაძე (74 კგ), ნიკა კენჭაძე (79 კგ), გივი მაჭარაშვილი (97 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ნიცაში მიმდინარე ანრი დეგლანის გრან-პრის ფინალში გავიდნენ.

16 იანვარი 2021, 22:43

რეგიონი

ახალციხე-ნინოწმინდის გზის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

​​​​​​​ახალციხე-ნინოწმინდის გზის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

თენგიზ ცერცვაძე

16 იანვარი 2021, 22:35

COVID19

თენგიზ ცერცვაძე შეზღუდვების გამკაცრებაზე მის მიერ გაკეთებულ განცხადებას განმარტავს

ინფექციური საავადმყოფის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე შეზღუდვების გამკაცრებაზე მის მიერ გაკეთებულ განცხადებას განმარტავს. ის წერს იმაზე, თუ რას გულისხმობდა ქუთაისში COVID კლინიკების ექიმებთან შეხვედრის დროს გაკეთებულ განცხადებაში.

კახეთი

16 იანვარი 2021, 22:23

COVID19

კახეთში კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

კახეთში კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. Imedinews-ის ინფორმაციით, 63 წლის ქალი საგარეჯოდან იყო და ის ამავე მუნიციპალიტეტში მდებარე „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში მკურნალობდა.

16 იანვარი 2021, 21:43

სამართალი

კაცი, რომელსაც კასპში მძევლები ჰყავდა აყვანილი შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე იმყოფება

კასპში ერთ-ერთ საამქროში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებული გ.მ. ადვოკატმა მოინახულა. დაკავებული შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე იმყოფება. მისი ინტერესები საზოგადოებრივ დამცველს უნდა დაეცვა, თუმცა ქეთევან გაგოევას ინფორმაციით მისი დაცვის ქვეშ მყოფი უარს ამბობს დაცვაზე. ის ასევე უარს ამბობს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე და უკიდურესად აღელვებულ მდგომარეობაშია.