http://imedi.ge/ /  26 ნოემბერი 2020, 12:04 / სანდო წყარო

იაგო ხვიჩია: არჩევნებზე მიღებული ხმების შესაბამისად, საბიუჯეტო დაფინანსების მიღება ბოიკოტთან შეუთავსებელია

იაგო ხვიჩია

იაგო ხვიჩია

„არჩევნებზე მიღებული ხმების შესაბამისად დაფინანსების მიღება იმ ფონზე, როდესაც თავად არჩევნების შედეგებს პარტია არ აღიარებს, ბოიკოტთან შეუთავსებელია“, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„ჩვენმა ამომრჩეველმა იცის, რომ „გირჩი“ არასდროს არ აიღებს საბიუჯეტო დაფინანსებას, ჩვენ თავიდანვე გვქონდა დაანონსებული ეს, გაცხადებული გვქონდა, რომ იმ დაფინანსებით გავათამაშებდით „ტესლებს“ და ასე დავუბრუნებდით გადამხდელებს წართმეულ ფულს.

საპარლამენტო ბოიკოტის პირობებში, როდესაც ერთი მხრივ, არ აღიარებ გაყალბებული არჩევნების შედეგებს, ამ არჩვევნებზე მიღებული ხმების შესაბამისად იღებ საბიუჯეტო დაფინანსებას, ჩვენი აზრით, ეს ბოიკოტთან შეუთავსებელია.

თუ ვაცხადებთ ბოიკოტს და არ შევდივართ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები პარლამენტში, ჩვენთვის გასაგებია ერთადერთი რამ, რაში ვიღებთ ფულს.

თუ საპარლამენტო მუშაობაში საპარლამენტო პარტიისთვის გამოყოფილ ფულს ვიღებთ მაშინ, როცა არ შევდივართ პარლამენტში ბოიკოტის გამო, ეს ჩვენთვის გაუგებარია. ჩვენ იმიტომ არ შევდივართ პარლამენტში, რომ მთელმა ოპოზიციამ ჩათვალა, არჩევნები არსებითად არის გაყალბებული, ისე გაყალბდა, რომ პირველ ტურში ხელისუფლება ვერ დარჩებოდა ხელისუფლებაში.

იმ არჩევნების შედეგად, რომლის გამოც არ შედიხარ პარლამენტში, მანდატებს არ აღიარებ და აღიარებ ამის მხოლოდ ერთ ნაწილს-საფინანსო დაფინანსებას, ჩვენ ეს არ მიგვაჩნია სწორად.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბოიკოტი უნდა იყოს ბოიკოტი და პოლიტიკური პარტიები სრულად უნდა გაემიჯნონ ხელისუფლებას, თუ ისინი ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან. მათ შორის მე უფრო მეტის მომხრეც ვიყავი, რომ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენლები საკრებულოებში, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, ჩემი აზრით, ამ რეალობაში აზრს კარგავს საკრებულოში მუშაობა „ქართულ ოცნებასთან“.

ჩვენ რომ ვყოფილიყავით, ყველა ჩვენს წარმომადგენელს ასეთ რეჟიმში გამოვიხმობდით ყველა ორგანოდან და „ქართულ ოცნებას“ დავტოვებდით მარტო. ჩვენ ასე ვუყურებთ, ნამდვილი ბოიკოტის მომხრეები ვართ, თუ ბოიკოტს ვაკეთებთ“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცესკოს საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნით 9 პარტიამ მიმართა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლება 14-მა პარტიამ მოიპოვა.

ყველა სიახლე

მაიკ პენსი კამალა ჰარისი

16 იანვარი 2021, 00:00

მსოფლიო

The Hill: მაიკ პენსმა კამალა ჰარისს ვიცე-პრეზიდენტად არჩევა მიულოცა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა თავის მემკვიდრესთან, კამალა ჰარისთან სატელეფონო საუბარი გამარტა და ინაუგურაციის საკითხებში თავისი დახმარება შესთავაზა. ამის შესახებ თავის წყაროზე დაყრდნობით გამოცემა The Hill-ი წერს.

16 იანვარი 2021, 00:00

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინით აცრები მომდევნო კვირას დაიწყება

აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინით აცრები მომდევნო კვირას დაიწყება. ამის შესახებ აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იბრაჰიმ მამედოვმა განაცხადა.

კორონავირუსი

15 იანვარი 2021, 23:51

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 პაციენტი კი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 491 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც 127-ს ინფექცია აღმოაჩნდა, 6 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

15 იანვარი 2021, 23:42

მსოფლიო

Associated Press: 6 იანვარს ვაშინგტონში არეულობებში მონაწილე პირები არჩეული თანამდებობის პირების მოკვლას გეგმავდნენ

6 იანვარს ვაშინგტონში არეულობებში მონაწილე პირები აშშ-ის არჩეული თანამდებობის პირების მოკვლას გეგმავდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ი ფედერალურ პროკურორებზე დაყრდნობით ავრცელებს.

თენგიზ ცერცვაძე

15 იანვარი 2021, 23:40

პოლიტიკა

თენგიზ ცერცვაძე: ბიძინა ივანიშვილმა ჯანდაცვა გახადა პოლიტიკური პრიორიტეტი, ეს მანამდე არავის გაუკეთებია

პირად, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ, ისაა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ჯანდაცვა გახდა პოლიტიკური პრიორიტეტი, ეს მანამდე არავის გაუკეთებია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ POSTV-ს ეთერში განაცხადა.

მაურისიო პოჩეტინო

15 იანვარი 2021, 23:38

COVID19

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარ მწვრთნელს კორონავირუსი დაუდასტურდა

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარ მწვრთნელს, მაურისიო პოჩეტინოს კორონავირუსი დაუდასტურდა. კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, არგენტინელი სპეციალისტი სამედიცინო პროტოკოლის მიხედვით მოქმედებს და იზოლაციაში იმყოფება.

პოლიცია

15 იანვარი 2021, 23:26

სამართალი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანში კაცმა 3 თანასოფლელი დაჭრა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანში სამი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. imedinews-ის ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით მეზობელმა სამი თანასოფლელი დაჭრა, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ საავადმყოფოში მოათავსა.

ვლადიმერ ბოჟაძე

15 იანვარი 2021, 23:12

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: „ქართულ ოცნებას“ „ნაცმოძრაობისგან“ განსხვავებით ამომრჩეველი არ მოუტყუებია, რომ პრემიერი ბიძინა ივანიშვილი იქნებოდა

ანალიტიკოსის, ლადო ბოჟაძის განცხადებით, „ქართული ოცნებიდან“ ბიძინა ივანიშვილის წასვლა ყველაზე დიდ გამოწვევად თავად “ქართული ოცნებისთვის“ რჩება. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. ლადო ბოჟაძემ „ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრს, ირაკლი კიკნაველიძეს მიმართა და თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ისაუბრა.

თენგიზ ცერცვაძე

15 იანვარი 2021, 23:05

პოლიტიკა

თენგიზ ცერცვაძე: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე ბიძინა ივანიშვილმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო

დღემდე არ ვიცი ეს იყო ბედნიერი დამთხვევა თუ კიდევ ერთი გამოვლენა, მისი სერიოზული ნიჭისა და უნარის მოვლენების წინასწარ განჭვრეტის, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ POSTV-ს ეთერში C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ბიძინა ივანიშვილის როლზე საუბრისას განაცხადა.

მარია ვან კერკხოვე

15 იანვარი 2021, 22:51

COVID19

ჯანმო არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის ნულოვანი პაციენტის დადგენა შეუძლებელი იქნება

ჯანმოს COVID-19-თან ბრძოლის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, მარია ვან კერკხოვე არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის ნულოვანი პაციენტის დადგენა შეუძლებელი იქნება.

სალომე სამადაშვილი

15 იანვარი 2021, 22:40

პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: თუ არ მივაღწევთ შეთანხმებას, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ ექნება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, თუ ოპოზიცია ხელისუფლებასთან შეთანხმებას ვერ მიაღწევს, მათ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ ექნება. ამის შესახებ სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

კარლ გუსტავ XVI

15 იანვარი 2021, 22:16

COVID19

შვედეთის მეფემ და დედოფალმა კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთეს

შვედეთის 74 წლის მეფემ, კარლ გუსტავ XVI-მ და 77 წლის დედოფალმა, სილვიამ კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთეს. ამის შესახებ გამოცემა The Local-ი წერს.

ბორის ჯონსონი

15 იანვარი 2021, 22:15

COVID19

კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების გამო, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქვეყანაში შესვლის წესები გაამკაცრა

კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების გამო, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქვეყანაში შესვლის წესები გაამკაცრა.

თენგიზ ცერცვაძე

15 იანვარი 2021, 22:14

პოლიტიკა

თენგიზ ცერცვაძე: ივანიშვილთან პირველი შეხვედრა იყო მოულოდნელი, ის ეწეოდა ქველმოქმედებას, არ ჩანდა და მას არავინ იცნობდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ბიძინა ივანიშვილთან პირველი შეხვედრა გაიხსენა. ამის შესახებ მან POSTV-ს ეთერში ილაპარაკა. ცერცვაძე ივანიშვილს პირველად 2005 წელს შეხვდა.

უეინ რუნი

15 იანვარი 2021, 22:08

სპორტი

უეინ რუნიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა

უეინ რუნიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. 35 წლის ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი ბოლო პერიოდში „დერბი ქაუნთის“ მოთამაშე-მწვრთნელი იყო, ამიერიდან კი გუნდის მთავარი მწვრთნელი იქნება და ხელშეკრულების თანახმად ამ პოსტზე 2023 წლის ზაფხულამდე იმუშავებს.

იაგო ხვიჩია

15 იანვარი 2021, 21:59

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია „გირჩის“ ინიციატივაზე: ჯერჯერობით ვერ მოვისმინე ვერცერთი არგუმენტირებული მოსაზრება, რატომ არ გამოვა

მიუხედავად იმისა, რომ ორი დღეა ამ იდეის კრიტიკას ვისმენთ, ჯერჯერობით ვერ მოვისმინე ვერცერთი არგუმენტირებული მოსაზრება, რატომ არ გამოვა,- ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

15 იანვარი 2021, 21:51

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილი პარტიის ხვალინდელ ყრილობას არ დაესწრება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პარტიია ხვალინდელ ყრილობას ბიძინა ივანიშვილი არ დაესწრება. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამის მიზეზი ისაა, რომ ბიძინა ივანიშვილმა უკვე გააკეთა საჯარო განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ.

15 იანვარი 2021, 21:47

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 2 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 2 მილიონს გადააჭარბა.

მამუკა მდინარაძე

15 იანვარი 2021, 21:46

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: განწყობა თვითმმართველობის არჩევნებისთვის ოპტიმისტურია და მჯერა, რომ საზოგადოება „ქართულ ოცნებას“ ენდობა

2020 წელს უმწვავესი გამოწვევის წინაშე ვიდექით, პიკისკენ მიდიოდა პანდემია, რაც ბუნებრივია გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებსა და საზოგადოების განწყობაზეც. ეს გამოწვევა აისახებოდა მენეჯმენტის პატარ-პატარა გამოწვევებზე, მაშინ როცა საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ ამ ვითარებას კარგად გაუძლო. საუკეთესოდ ან ცუდად ვერ შევაფასებთ, მოდით თვითკრიტიკულები ვიყოთ, - ეს განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „ქრონიკაში“ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

15 იანვარი 2021, 21:40

COVID19

ესპანეთში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 2.5 მილიონს გადააჭარბა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 40 197 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 235 ადამიანი გარდაიცვალა.