imedi /  02 დეკემბერი 2020, 22:53 / სანდო წყარო

იენს სტოლტენბერგი: ნატო საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას უცხადებს

იენს სტოლტენბერგი

იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა „ქრონიკას“ განუცხადა.

„პირველ რიგში, ის ფაქტი, რომ დღეს მინისტრების დონეზე გვქონდა შეხედრა პარტნიორებთან ჩვენი მხარდაჭერის ძლიერი სიგნალია. ეს არის დემონსტრირება ჩვენი ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის და თან ყველა წევრი სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ჩვენ საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას ვუცხადებთ. ამას ვაკეთებთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გაძლიერებით. ჩვენ გვაქვს საქართველოში ერთობლივი ცენტრი. მე ბევრჯერ ვიყავი საქართველოში და მე ჩემი თვალით ვნახე , თუ როგორ თანამშრომლობენ და მუშაობენ ერთად ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, ქართველ სამხედროები და ოფიცრები. წლის დასაწყისში ჩვენ გავაძლიერეთ საქართველოს მხარდაჭერა და პარტნიორობა ისეთ საკითხებზე, როგორიც არის საჰაერო მონაცემების გაცვლა. ერთად ვმუშაობთ კიბერსაფრთხეებთან გასამკლავებლად და გვაქვს ერთობლივი წვრთნები შავი ზღვის რეგიონში. ალიანსის წევრებმა დღეს დაადასტურებს , რომ ეძებენ გზებს საქართველოსთან პრაქტიკული დონეზე მხარდაჭერის გასაძლიერებლად. ნატო 2030-ის ერთ-ერთი მიზანია პარტნიორობის გაძლიერება ისეთ ქვეყნებთან, როგორიც არის საქართველო. ეს არის დღევანდელი შეხვედრის მთავარი გზავნილი“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ყველა სიახლე

30 ნოემბერი 2022, 21:38

პოლიტიკა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით განსახილველ საკითხებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით იმსჯელა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კანონპროექტი რეფერენტული ფასწარმოქმნის დაშვებას ითვალისწინებს. კერძოდ, მედიკამენტზე დაწესდება ფასის ზედა ზღვარი, რის მიღმაც მედიკამენტის რეალიზაცია დაუშვებული იქნება. შემოთავაზებული კანონპროექტით იცვლება სახელმწიფო პოლიტიკა ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის სფეროში, რაც ხარისხიან, უსაფრთხო და ეფექტიან ფარმაცევტულ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

ენტონი ბლინკენი

30 ნოემბერი 2022, 21:16

მსოფლიო

ბლინკენი: ნატო უკრაინისათვის საბჭოთა ტიპის იარაღის წარმოების დაფინანსების საკითხს განიხილავს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ნატო უკრაინისათვის საბჭოთა ტიპის იარაღის წარმოების დაფინანსების საკითხს განიხილავს.

30 ნოემბერი 2022, 21:05

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თბილისის ქალთა ორგანიზაცია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიან კამპანიას უერთდება

„ქართული ოცნების“ თბილისის ქალთა ორგანიზაციის წევრები ძალადობის მსხვერპლი ქალების თავშესაფარს ესტუმრნენ. საბჭოს წევრებმა კრიზისულ ცენტრში არსებული გარემო დაათვალიერეს და სახელმწიფოს მიერ, მათთვის შეთავაზებულ სერვისებს გაეცნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თავშესაფარში, რომელიც დღისა და ღამის ცენტრებს მოიცავს, ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ დაზარალებულმა ქალებმა თავი მშვიდად და უსაფრთხოდ იგრძნონ.

ავსტრალიის ნაკრები

30 ნოემბერი 2022, 21:03

სპორტი

მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე D ჯგუფიდან საფრანგეთი და ავსტრალია გავიდნენ⚽

ტუნისისა და საფრანგეთის შეხვედრა ანგარიშით 1-0 დასრულდა, იგივე ანგარიშით ავსტრალიამ დანია დაამარცხა. შედეგად, ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე საფრანგეთი (6 ქულა) და ავსტრალია (6 ქულა) გადავიდნენ.

მამუკა მდინარაძე

30 ნოემბერი 2022, 20:55

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ეკლესიასთან და მშვიდობასთან ერთად ებრძვიან ქვეყნის სტაბილურ, ეკონომიკურ, სწრაფ განვითარებას

როდესაც, ჩვენ საერთაშორისო სავალუტო ფონდი, აი ამ დინამიკის საფუძველზე გვიანონსებს და პროგნოზირებს, რომ 2027 წელს, შეიძლება გადავაჭარბოთ ერთ სულ მოსახლეზე 10,000 დოლარს, ეს არის ის, რაც ვერ წარმოგვედგინა და არის ძალიან პოზიტიური ამბავი, რასაც სამწუხაროდ ასევე ებრძვიან, - განაცხადა ,,ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ 2023 წლის ბიუჯეტის შესახებ დასმული კითხვის პასუხად. მისივე თქმით, დაფინანსება ყველა მიმართულებით იზრდება, რაც საბოლოო ჯამში თითოეულ მოქალაქეზე აისახება.

30 ნოემბერი 2022, 20:50

სპორტი

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქართველმა სპორტსმენებმა - ირმა ხეცურიანმა, ნინა თიბილაშვილმა და გვანცა ზადიშვილმა ფინალურ შეხვედრაში უკრაინის ნაკრებს ანგარიშით 45:42 სძლიეს და კონტინენტის ჩემპიონატზე ოქროს მედლებს დაეუფლნენ.

ირაკლი კობახიძე

30 ნოემბერი 2022, 20:46

ეკონომიკა

ირაკლი კობახიძე: გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა, რამაც ბიუჯეტის გაზრდის საშუალება მოგვცა

გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა, რამაც მოგვცა ბიუჯეტის გაზრდის საშუალება. მათ შორის სოციალური ხარჯების სერიოზულად გაზრდის საშუალება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ირაკლი კოვზანაძე

30 ნოემბერი 2022, 20:42

ეკონომიკა

ირაკლი კოვზანაძე: უახლოეს დღეებში ველოდებით ცვლილებებს 2022 წლის ბიუჯეტში, ეს არის გამოწვეული გაზრდილი ეკონომიკური მაჩვენებლებით

უნდა დაბრუნდეს 2023 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია და ასევე, უახლოეს დღეებში ველოდებით ცვლილებებს 2022 წლის ბიუჯეტში. ეს არის გამოწვეული გაზრდილი ეკონომიკური მაჩვენებლებით, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.

30 ნოემბერი 2022, 20:35

მსოფლიო

ევროკომისია რეკომენდაციით გამოდის, უნგრეთისთვის 13 მილიარდი ევროს დაფინანსების გაცემა შეჩერდეს

ევროკომისია რეკომენდაციით გამოდის, უნგრეთისთვის 13 მილიარდი ევროს დაფინანსების გაცემა შეჩერდეს, რადგან ვიქტორ ორბანის მთავრობამ ვერ შეძლო ფართო რეფორმების განხორციელება.

პელე

30 ნოემბერი 2022, 20:31

სპორტი

პელეს ქალიშვილმა მამის ჰოსპიტალიზაციის მიზეზი განმარტა

თავდაპირველად მედიაში გავრცელდა ცნობები იმის შესხებ, რომ 82 წლის ფეხბურთელს გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. თუმცა, მოგვიანებით პელეს ქალიშვილმა კელი ნასიმენტომ Instagram-ზე განმარტა, რომ მამის კლინიკაში მოხვედრა მის სიმსივნესთან ბრძოლას უკავშირდება, ჰოსპიტალიზაცია კი არც მოულოდნელი იყო და არც სასწრაფო.

გიორგი ცუცქირიძე

30 ნოემბერი 2022, 20:27

ეკონომიკა

გიორგი ცუცქირიძე: მეორე წელია გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არ არის შემთხვევითობა - ჩვენი ეკონომიკა დინამიკურად ვითარდება

მეორე წელი როცა გვაქვს ასეთი მაღალი ზრდა, ეს უკვე არ არის შემთხვევითობა, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ განაცხადა.

30 ნოემბერი 2022, 19:44

პოლიტიკა

პარლამენტმა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, საბოლოო, მესამე მოსმენით მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კანონპროექტს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 1. საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის წევრმა რატი იონათამიშვილმა წარადგინა და განაცხადა, რომ მეორე მოსმენის შემდეგ კანონპროექტებში ცვლილებები არ შესულა. კანონპროექტით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობასთან დაკავშირებული საკითხი წესრიგდება.

30 ნოემბერი 2022, 19:36

პოლიტიკა

სანებართვო საქმიანობის სახეები ონლაინ აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებაზე ახლებურად დარეგულირდება

ევროპასთან ინტეგრაციისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა, ერთობლივ სხდომაზე, პირველი მოსმენით განიხილეს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი დაარეგულირებს ახალი სანებართვო საქმიანობის სახეებს სისტემურ-ელექტრონული ფორმით (ონლაინ) აზარტული და მომგებიანი თამაშობის ორგანიზებაზე, დაადგენს სანებართვო მოსაკრებლის ოდენობებს, სანებართვო პირობებსა და პასუხისმგებლობას სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევებზე.

დმიტრო კულება

30 ნოემბერი 2022, 19:24

მსოფლიო

კულება გერმანიას: მოგვეცით Patriot-ის სისტემები რაც შეიძლება მალე, რადგან ეს არის სისტემა, რომელიც უკრაინას სჭირდება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ გერმანიას სთხოვა, უკრაინას რაც შეიძლება მალე მიაწოდოს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ხათუნა სამნიძე

30 ნოემბერი 2022, 19:21

პოლიტიკა

ხათუნა სამნიძე: ჩვენ უნდა შევძლოთ და ქვეყანას მოვაპოვებინოთ კანდიდატის სტატუსი. გერმანიას ამ პროცესში წამყვანი როლი აქვს

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოდან დამაბნეველი საჯარო გზავნილები ისმის და შეკითხვები არსებობს, ჩვენ უნდა შევძლოთ, მიუხედავად დაპირისპირებისა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რომ ჩვენს პარტნიორებს ყველა კითხვაზე პასუხი გავცეთ, დავანახოთ რეალობა, რა ხდება ქვეყანაში, რა გამოწვევებია, სად უშვებს შეცდომას ხელისუფლება, რატომ ვერ ვთანხმდებით ოპოზიცია და ხელისუფლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზეც ამ პროცესში და ვაჩვენოთ, რომ ეროვნული ინტერესი დგას პირველ ადგილზე და ჩვენ უნდა შევძლოთ და ქვეყანას მოვაპოვებინოთ კანდიდატის სტატუსი“, - აღნიშნა სამნიძემ.

ნინო თანდილაშვილი

30 ნოემბერი 2022, 19:17

საზოგადოება

მოსახლეობას საშეშე მერქნულ რესურსზე წვდომა 2026 წლამდე აღარ შეეზღუდება

პარლამენტის გადაწყვეტილებით მოსახლეობას საშეშე მერქნულ რესურსზე წვდომა 2026 წლის 1-ელ იანვრამდე აღარ შეეზღუდება. ამას ითვალისწინებს საქართველოს ტყის კოდექსით გათვალისწინებული ის ცვლილებები, რომლებიც პარლამენტმა მესამე მოსმენით, 82 ხმით დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღო.

30 ნოემბერი 2022, 19:01

პოლიტიკა

საქართველოს ფინანსურ ინსტიტუტებს დაეკისრებათ ვალდებულება აწარმოონ ანგარიშგების საერთო სტანდარტით (CRS) დადგენილი სათანადო პროცედურები

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 80 ხმით მიიღო კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლითაც „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებები წესრიგდება, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ანრი ოხანაშვილი

30 ნოემბერი 2022, 18:54

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ჩვენ ვგრძნობთ გერმანიის პოლიტიკური გუნდის და პოლიტიკური კლასის ძალიან დიდ მხარდაჭერას

ანრი ოხანაშვილის თქმით, შეხვედრებზე გერმანელი კოლეგები ერთხმად აღნიშნავენ იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია. მისივე თქმით, გერმანიას, როგორც დემოკრატიის თვალსაზრისით დიდი გამოცდილების ქვეყანას, პოზიტიური გავლენის მოხდენა შეუძლია საქართველოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებაზე.

შალვა პაპუაშვილი

30 ნოემბერი 2022, 18:51

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: გერმანიაში გამართულ შეხვედრებზე მთავარი სულისკვეთებაა, რომ ევროპა - ეს უნდა იყოს სივრცე ლისაბონიდან თბილისამდე

დღეს ჩვენს დელეგაციას შეხვედრები გვქონდა ბუნდესთაგის პრეზიდენტ ბერბელ ბასთან, ევროპის საკითხთა, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებთან, ყველა შეხვედრაზე იგრძნობოდა მთავარი სულისკვეთება. ეს არის ის სულისკვეთება, რომელიც ჩვენმა მოსახლეობამ სულ ცოტა ხნის წინ, გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის მხრიდან მოისმინა, როდესაც მან თქვა, რომ ევროპა ეს უნდა იყოს სივრცე ლისაბონიდან თბილისამდე. ეს განწყობაა ბუნდესთაგის ყველა წარმომადგენელში და ყველა ფრაქციაში, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი, ამიტომ საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში, ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად აღსრულდება, - ამის შესახებ გერმანიაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ნიკოლოზ სამხარაძე

30 ნოემბერი 2022, 18:45

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: გერმანია გააგრძელებს ჩვენს მხარდაჭერას. საქართველოს აქვს ევროკავშირში გაწევრიანების რეალური შანსი

ჩვენ დიდი ხნის ურთიერთობა გვაკავშირებს გერმანიასთან და გერმანია არის ის ქვეყანა, ევროკავშირის დიდი ქვეყნებიდან, რომელმაც ძალიან კარგად იცის, თუ რა ხდება საქართველოში, როგორია ჩვენი სისტემა, რამდენად დიდი პროგრესი განიცადა ქვეყანამ როგორც ინსტიტუტების მშენებლობის, ასევე სამართალშემოქმედების კუთხით. ამიტომ ამ მხრივ საკმაოდ ცალსახა იყო მათი პოზიცია, რომ ისინი გააგრძელებენ ჩვენს მხარდაჭერას“, -ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ბერლინში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა.