კახა კუჭავა: „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის სტრატეგიულ მოკავშირეებს შეუნიღბავად ესხმის თავს
კახა კუჭავა
ფოტო: Facebook
„ნაციონალურ მოძრაობას“ არამხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუციებზე მიაქვს იერიში, არამედ შეუნიღბავად ესხმის თავს ქვეყნის სტრატეგიულ მოკავშირეებსაც“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან მოუწოდა ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, მთელ საზოგადოებას - გამოხატონ საკუთარი პოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების დათესვის უკიდურესად სახიფათო ფაქტებთან დაკავშირებით და მიმართა ყველას, თავი შეიკავონ სტრატეგიულ პარტნიორზე თავდასხმებისგან.
პირველ რიგში, მსურს გამოვეხმაურო ნატოში, ონლაინ რეჟიმში გამართულ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას. მინისტერიალმა ერთხმად დაამტკიცა ნატო-საქართველოს არსებითი გაძლიერებული პაკეტი და ასევე, მინისტერიალზე მოიწონეს ნატოს 2030-ის სტრატეგია.
ჩვენ მოვისმინეთ ნატოს გენერალური მდივნის მაღალი შეფასებები ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით. ეს წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელვან ნაბიჯს იმ მიზნის მისაღწევად, რასაც ჰქვია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია.
ყველაფერი ამის ფონზე არ წყდება შეტევები ჩვენი მთავარი მოკავშირეებისა და სტრატეგიული პარტნიორების მიმართ და ამას ახორციელებს პროდასავლურობას ამოფარებული, მთავარი ანტისახელმწიფოებრივი და დესტრუქციული ძალა ქართულ პოლიტიკაში.
ცხადია, ჩვენ ვსაუბრობთ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, რომელიც, მას შემდეგ, რაც ყოველ ჯერზე მარცხდება ქართველი ხალხის მიერ, არამხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუციებზე მიაქვს იერიში, არამედ შეუნიღბავად ესხმის თავს ქვეყნის სტრატეგიულ მოკავშირეებსაც.
ჩვენ გვახსოვს მათი კრიმინალური წასულის მქონე ლიდერების ღია თავდასხმები საერთაშორისო დამკვირვებლებზე, ევროპულ ინსტიტუტებზე, ევროსაბჭოსა და სტრასბურგის სასამართლოზე - ბევრი მაგალითი არსებობს მსგავსი ფაქტების გამოვლენის.
ამ ტიპის განცხადებები ყოველ ჯერზე გვარწმუნებს, რომ მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ თანმიმდევრულად ყალიბდება მთავარ ანტიდასავლურ ძალად საქართველოში.
ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ჩვენ მოვისმინეთ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, ძალადობასა და კრიმინალში არაერთგზის მხილებული ნიკა მელიას განცხადებები, რომელმაც ტოლობის ნიშანი დასვა ამერიკის შეერთებული შტატებსა და ოკუპანტ რუსეთს შორის და ანტიდასავლური პროპაგანდის საუკეთესო ტრადიციებში დაესხა თავს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის საელჩოს და უშუალოდ ელჩს, ქალბატონ დეგნანს, რომელსაც ფასდაუდებელი წვლილი შეჰქონდა და შეაქვს ქვეყნის ევროატლანტირური კურსის რეალიზაციაში, არის ჩვენი თავისუფლების და დამოუკიდებლობის მხურვალე მხარდამჭერი და რომელიც დღესაც ძალისხმევას არ იშურებს არჩევნებში დამარცხებული ოპოზიციის მიერ ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაში.
საინტერესოა და კითხვა ჩნდება, თუ რას უწუნებენ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ვითომ ევროპელი ლიდერები ამერიკის ელჩს და რა ტიპის ქმედებეში ითხოვენ მათ მხარდაჭერას?
რა თქმა უნდა, მათი სურვილი შეიძლება იყოს, რომ ყველა ის უკანონო ქმედება, რომელიც მათ განახორციელეს - ძალადობრივი შეტევები პარლამენტზე, ცესკოზე, სასამართლოს მიერ აღმკვეთი ღონისძიების ფორმად დადგენილი სამაჯურის დემონსტრაციულად მოხსნა, რომ იყოს შეფასებული დემოკრატიისა და კანონიერების დაცვად, თუმცა ეს ასე ვერ იქნება.
ასეთი ადამიანები, თავს უფლებას აძლევენ, თავისუფალი სამყაროს ლიდერების სრულუფლებიან წარმომადგენლებს დაესხან თავს და მოსთხოვონ მას თავისუფალ არჩევნებში გამარჯვებული დამარცხებულად გამოაცხადოს, ხოლო დამარცხებული გამარჯვებულად ცნოს.
თავად ოპოზიციის წარმომადგნელებმა, პირველ რიგში მათ, კარგად იციან, რომ დამარცხდნენ კონკურენტულ ორთაბრძოლაში, მაგრამ კვლავ სიცრუით და ძალადობით ცდილობენ, შეცვალონ მათთვის არასახარბიელო რეალობა და უტიფრად ითხოვენ ამაში მხარდაჭერას ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების მხრიდან.
საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით პოლიტიკური პროცესების დეპოლარიზაციის და დეესკალაციის მიზნით, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციით და ყველას მივეცით შანსი დესტრუქციის და ძალადობის მაგივრად ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესს დაბრუნებოდნენ.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ოფიციალურად გვსურს მოვუწოდოთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, მთელ საზოგადოებას - გამოხატონ საკუთარი პოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების დათესვის უკიდურესად სახიფათო ფაქტებთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორზე თავდასხმებისგან“, - აღნიშნა კახა კუჭავამ.
საქმე ეხება ნიკა მელიას განცხადებას, რომელიც მან ამერიკის ელჩთან დაკავშირებით გააკეთა.
„როგორ დავარწმუნო ჩემი ამომრჩეველი იმაში, რაშიც აქამდე ვარწმუნებდი, როგორ ვუთხრა, რომ აშშ-ის ელჩი ამ ქვეყანაში დიახაც არის დემოკრატიის სადარაჯოზე, როდესაც ჯერჯერობით მაკლია ის მკაფიო ხმა, რომელსაც უნდა ვიგებდე მისგან. ამით რუსეთის ფედერაციის წისქვილზე ესხმევა წყალი. დიახაც, მათ ძირგამომთხრელ საქმიანობას ვაძლიერებთ აქ, რადგან როდესაც ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაინახა, რომ არჩევნები არ ჩატარდა და რომელიღაც ქვეყნის ელჩი, რომელი სახელმწიფოც ძალიან ძვირფასია ჩვენთვის სტრატეგიულად და ჩვენ მათთვის, მეუბნება მე, რომ არჩევნები ჩატარდა, მაპატიეთ, ეს კიდევ უფრო მძიმე შედეგის გამომღები იქნება, ვიდრე მავანს ჰგონია, ამიტომ ეს პრობლემები აუცილებლად უნდა მოგვარდეს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ყველა სიახლე
08 დეკემბერი 2024, 08:15
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი: ელისეს სასახლეში დონალდ ტრამპთან კარგი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა, უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე და სამართლიან მშვიდობაზე ვისაუბრეთ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონსა და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან გამართული სამმხრივი შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში წერს.
08 დეკემბერი 2024, 03:05
პოლიტიკა
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია დასრულებულია
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია დასრულებულია. აღდგენილია საავტომობილო მიმოსვლაც.
08 დეკემბერი 2024, 02:20
პოლიტიკა
ბაჩო ახალაია: ქვეყანა ერთხელ ხომ უკვე გათავისუფლდა ამ ბანდიტებისგან, ახლა ისევ ამ კრიმინალების ხელში აღმოჩნდა
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია სოციალურ ქსელში სანაპიროზე მყოფ აქციის მონაწილეებთან იარაღიანი პირის დაპირისპირებას ეხმიანება და ამის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.
08 დეკემბერი 2024, 02:05
სამართალი
ბესიკის ქუჩაზე, სადაც „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
ბესიკის ქუჩაზე, სადაც „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები.
08 დეკემბერი 2024, 02:01
პოლიტიკა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი: კლინიკაში გამოვკითხეთ ოპერატორი და ჟურნალისტი. ამჟამად, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს შემთხვევის ადგილზე განთავსებული ვიდეოკამერების იდენტიფიცირება მათი შემდგომი ამოღების მიზნით
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
08 დეკემბერი 2024, 02:00
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ერთი პროცენტი რომ დავუშვათ, თუ ვიღაცას ჰგონია, თავდასხმით „ოცნების“ მხარდაჭერა გამოხატა, მინდა ვუთხრა, რომ არის მავნებელი, „ნაცების“ და აგენტების წისქვილზე ასხამს წყალს
ჩემი სუბიექტური აზრია, დარწმუნებული ვარ ამას გამოძიება დაადგენს, უნდა ვთხოვო საგამოძიებო ორგანოებს, სწრაფ ვადებში დაადგინონ ეს ყველაფერი, მაგრამ ვისაც არეულობა, ქაოსი და რაღაცა ახალი ე.წ. თავად როგორც უწოდებენ „კარწინკები“ სჭირდება, იმის გაკეთებულია სავარაუდოდ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „ტვ.პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტის შეფასებისას.
08 დეკემბერი 2024, 00:44
საზოგადოება
ექიმის ინფორმაციით, „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვთ. ორივე პაციენტს თავის ტვინის მსუბუქი შერყევა უფიქსირდება
ექიმის განცხადებით, „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვთ.
08 დეკემბერი 2024, 00:43
პოლიტიკა
დავით ოქიტაშვილი: ვგმობ ამ ინციდენტს „ტვ პირველის“ ჟურნალისტების მიმართ და არა მარტო მათ მიმართ. ის, რაც ამ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე მოხდა, უნდა იყო გარეწარი ადამიანი, რომ გაამართლო
„ვგმობ ამ ინციდენტს „ტვ პირველის“ ჟურნალისტების მიმართ და არა მარტო მათ მიმართ. ის, რაც ამ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე მოხდა, უნდა იყო გარეწარი ადამიანი, რომ გაამართლო. ჩემი მხარდაჭერა მათ. ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას, რომელ მხარესაც არ უნდა იყოს ეს. როდესაც ჟურნალისტები ოპერატორებთან ერთად აკეთებენ თავიანთ საქმეს და შენ ასე ვანდალურად სცემ, წარმოუდგენელია. ვერც ვსაუბრობ ამაზე. არ მეგონა, რომ ასეთ ფაქტებს ექნებოდა ადგილი. ვფიქრობ, სათანადოდ უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც ეს იკადრა“, - აღნიშნა ოქიტაშვილმა.
08 დეკემბერი 2024, 00:36
საზოგადოება
ტელეკომპანია „იმედი“ „ტვ.პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმას კატეგორიულად გმობს
მედიის წარმომადგენლებზე ძალადობა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს დროულად გამოიძიონ მომხდარი დანაშაული და დამნაშავეები კანონის შესაბამისად დაისაჯონ.
08 დეკემბერი 2024, 00:28
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაზე: აუცილებლად სჭირდება სასწრაფოდ და დეტალურად გამოძიება. ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა, შესაძლოა გამიზნული პროვოკაციაც იყოს, მინავლებისკენ წასული სამიტინგო მუხტის ასაწევად
ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე გაურკვეველი პირების მიერ, „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმის ფაქტს ეხმიანება.
08 დეკემბერი 2024, 00:26
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, აქციაზე მყოფი აქტივისტები, მოძრაობა „ჯიუტების“ წევრები ქმნიან იმიტაციას თითქოს არიან პოლიციელები, აცვიათ შავი ფორმები - ამ დადგმული ჩანაწერების გასაჯაროებას აპირებენ
ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მყოფი აქტივისტები კერძოდ მოძრაობა ჯიუტების წევრები ქმნიან იმიტაციას თითქოს არიან პოლიციელები, აცვიათ შავი ფორმები, მიმსგავსებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ფორმებთან, - ამ ინფორმაციას ექსპერტი დავით ჩიხელიძე ავრცელებს.
08 დეკემბერი 2024, 00:16
პოლიტიკა
ირაკლი გოგავა „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმაზე: ჟურნალისტებზე თავდასხმა კატეგორიულად მიუღებელია. ვფიქრობ, ხელისუფლების ინტერესებში ესკალაცია ნამდვილად არ შედის
პროცესების გაჩერება მხოლოდ და მხოლოდ დასავლეთის ნებაზეა დამოკიდებული, რადგან ეს პროცესები იმართება და ფინანსდება დასავლეთიდან. მართალია „მეხუთე კოლონის“ სახეები გადამალეს, რომელიც ალაგ-ალაგ მაინც ჩნდებიან, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არის უცხოეთის ჯამაგირზე მყოფი „მეხუთე კოლონა“. მათი მიზანია სახელმწიფო გადატრიალების მოხდენა და შემდეგ კი საქართველო უნდა ჩაერთოს რუსეთის წინააღმდეგ ომში. ეს არის გეგმა“, - აღნიშნა გოგავამ.
08 დეკემბერი 2024, 00:16
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: ტვ პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის უმძიმესი კადრებია, ამას მხოლოდ ის გააკეთებდა, ვისაც ძალადობის პროვოცირება სურს. იმედი მაქვს, დამნაშავეს სათანადო პასუხი გაეცემა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, „ტვ პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
08 დეკემბერი 2024, 00:11
პოლიტიკა
ედიშერ გვენეტაძე: რაც მოხდა ტვ1-ის ჟურნალისტის და ოპერატორის მიმართ, ეს უდაოდ დასაგმობია და ვგმობ. აუცილებლად გამოსაძიებელია და სახელმწიფო ამას კიდევაც გამოიძიებს
რაც მოხდა ტვ1-ის ჟურნალისტის და ოპერატორის მიმართ, ვგმობ. აუცილებლად გამოსაძიებელია და სახელმწიფო ამას კიდევაც გამოიძიებს, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს ეს ძალადობა გამოწვეული და დადგმული ხომ არ არის იგივე ე.წ. ოპოზიციის, სინამდვილეში კი თავისი ქმედებებიდან გამომდინარე მეხუთე კოლონის მიერ, დაძაბოს ვითარება, დაღვაროს სისხლი- წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.
08 დეკემბერი 2024, 00:00
პოლიტიკა
ნინო ფოჩხუა „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმაზე: სასწრაფოდ არის გამოსაძიებელი აღნიშნული ინციდენტი, ეს არის პროვოკაცია მიმართული იქითკენ, რომ ქვეყანაში დაიწყოს უმართავი პროცესები
რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა, ის მოხდა. პირდაპირ ეთერში მოწმენი გავხდით აუწერელი სისასტიკით როგორ გაუსწორდნენ მედიის წარმომადგენლებს ნიღბიანი ადამიანები,- ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა გაურკვეველი პირების მიერ, „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმის ფაქტს.
07 დეკემბერი 2024, 23:57
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: ოპოზიციამ დაინახა, რომ აქციას ხალხი აკლდებოდა, მათ საზოგადოების გაბრაზების ახალი მიზეზი სჭირდებოდათ, რისთვისაც ჟურნალისტები გამოიყენეს, მათთვის ხომ ადამიანური მსხვერპლი მხოლოდ სტატისტიკაა
დავით ჩიხელიძე „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, თითოეულ ადამიანზე თავდასხმის ფაქტი ამორალური და მიუღებელია.
07 დეკემბერი 2024, 23:55
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: პირადად ვიქნები ინიციატორი, რომ ნიღბებით გადაადგილება ქუჩაში იქნება აკრძალული. აქციებზეც ხომ ხედავთ რამხელა პრობლემა იქმნება - ქვებს ისვრიან, ვერ ვხვდებით ვინ არის, ჟურნალისტს ვიღაც თავს დაესხა და ან მიაგნებ, ან ვერა
„იყო ადრე ამაზე საუბარი და ახლა მგონი ძალიან რელევანტური იქნება. კარგად არის შესასწავლი, სულ ერთი ორი დღის ამბავია. მე პირადად ვიქნები ინიციატორი, რომ ნიღბებით გადაადგილება ქუჩაში იქნება აკრძალული. აქციებზეც ხომ ხედავთ რამხელა პრობლემა იქმნება - ქვებს ისვრიან, ვერ ვხვდებით ვინ არის, ან მიაგნებ, ან ვერა, ახლა ჟურნალისტს ვიღაც თავს დაესხა და ან მიაგნებ, ან ვერა. ეს არის ჩემი აზრი და ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილიც ამ აზრზე არიან. დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგები მხარს დამიჭერენ, უმრავლესობის წარმომადგენლები, რომ ნიღბით გადაადგილება აიკრძალოს. ამას სჭირდება საკანონმდებლო მხარდაჭერა, რომლის ინიციატორიც როგორც ერთი დეპუტატი ვიქნები. ჩვენს ოპონენტებსაც ვკითხოთ, ნიღბით რომ დარბოდნენ მავნებლები, ამაზე [ნიღბის აკრძალვაზე] იქნებიან თუ არა თანახმა“ , - აღნიშნა მდინარაძემ.
07 დეკემბერი 2024, 23:50
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე მომხდარ თავდასხმაზე: მაშინ, როცა პროცესები უნდა დაწყნარდეს და მიზანმიმართულად, პირდაპირ ეთერში უმძიმესი, უსასტიკესი დანაშაული ხდება - ასეთი დანაშაული ქვეყნის მტერს აწყობს!
ეს არის გაუგონარი ნაძირალობა და პროვოკაცია მაშინ, როცა პროცესები უნდა დაწყნარდეს და მიზანმიმართულად, პირდაპირ ეთერში უმძიმესი, უსასტიკესი დანაშაული ხდება, - ასე ეხმიანება "ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, "ტვ პირველის" ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორზე თავდასხმას.
07 დეკემბერი 2024, 23:49
პოლიტიკა
ბიძინა გიორგობიანი „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმაზე: იმედია, სამართალდამცავები დღესვე გაერკვევიან და საჩქაროდ დაადგენენ ამ ვანდალური აქტის ჩამდენ პირებს
იმედია, რომ სამართალდამცავები დღესვე გაერკვევიან და საჩქაროდ დაადგენენ ამ ვანდალური აქტის ჩამდენ პირებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბიძინა გიორგობიანმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმასთან დაკავშირებით.
07 დეკემბერი 2024, 23:45
პოლიტიკა
გია აბაშიძე: „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას პროვოკაციული ელფერი აქვს, დარწმუნებული ვარ, ეს არაა სამართალდამცველი სისტემიდან გაცემული ბრძანება - ღირსების საკითხია, რომ ეს ამორალური დანაშაული მყისიერად იყოს გამოძიებული
კონსერვატორიასთან „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას პროვოკაციული ელფერი აქვს, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არაა სამართალდამცველი სისტემიდან გაცემული ბრძანება, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.