imedi /  05 დეკემბერი 2020, 16:53 / სანდო წყარო

გიგი წერეთელი: უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, ინდივიდუალურად ვუწყობთ თუ არა ხელს ნდობის აღდგენას და თანამშრომლობას ეუთოს სივრცეში

გიგი წერეთელი

გიგი წერეთელი

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა ეუთოს მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ონლაინ ფორმატის შეხვედრას ორგანიზაციის 57 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, ელჩები და ეუთოს ლიდერები დაესწრნენ, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გიგი წერეთელმა თავის გამოსვლაში ეუთოს სივრცეში არსებულ პრობლემებზე და გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „რკინის ფარდის“ დაცემის შემდეგ კვლავაც ადგილი აქვს ერთმანეთისგან დაშორიშორებასა და ურთიერთნდობას.

„მთელი ამ წლების განმავლობაში ეუთომ უამრავი მცდელობა გამოავლინა მისი ეფექტურობის ასამაღლებლად, მაგრამ დღეს, ალბათ, უფრო შორს ვართ ერთიანობისგან და ურთიერთნდობისგან, ვიდრე ოდესმე „რკინის ფარდის“ დაცემის შემდეგ. ისევ და ისევ, გასული ათწლეულების განმავლობაში ეუთოს ტერიტორიაზე ჩვენ განვიცდით ომებს, შეიარაღების კონტროლის შესუსტებას, ოპოზიციური მოძრაობების სასტიკ რეპრესიებს. ჩვენ ვნახეთ თავდასხმები თავისუფალ სიტყვას და თავისუფალ მედიაზე, მანკიერი არჩევნები, მზარდი შეუწყნარებლობა და დისკრიმინაცია, აგრეთვე სხვა ღრმა განხეთქილებები და პოლემიკა ჩვენს საზოგადოებებში. სამწუხაროდ, შესამჩნევია ექსტრემისტული ჯგუფები და, ისევ და ისევ, დამანგრეველი ტერაქტები.

კითხვა, რომელიც დღეს უნდა დავსვათ, არ არის შემდეგი: გაამართლა ეუთო-მ ოცდაათი წლის წინ შექმნილი მოლოდინები? კითხვაა: ყველამ - მონაწილე სახელმწიფოების მთავრობებმა - პრაქტიკაში შეასრულეს დაპირებები, რომლებიც მათ გასული ოცდაათი წლის განმავლობაში გასცეს?
პარლამენტარებისთვის და ჩემთვის, როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისთვის, ეს არის ძალიან ლეგიტიმური კითხვა, რომელიც უნდა დაისვას. როგორც 57 მონაწილე სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებს, შეგიძლიათ თქვათ, რომ თქვენი პოლიტიკა და ქმედებები ყოველთვის შეესაბამება ეუთოს ვალდებულებებს?

რამდენად დიდი ყურადღება ექცევა ეუთოს პრინციპებისა და ვალდებულებების შესრულებას მთავრობების მიერ და თქვენი ქვეყნების შიგნით? და რამდენად დიდ ინტერესს გამოხატავენ ისინი ეუთოს მიერ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის? ორგანიზაციაში, რომელშიც თითოეული მონაწილე ანგარიშვალდებულია სხვების წინაშე, რა თქმა უნდა, ლეგიტიმური და აუცილებელია იმ საკითხების მოგვარება, სადაც ვერ ვხედავთ ეუთოს და სხვა საერთაშორისო სტანდარტების დაცვას. ჩვენ, როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ამაზე ძალიან ღიად ვაცხადებთ. იქნება ეს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა უკრაინა და საქართველო, უმცირესობების უფლებები, დემოკრატიული უკუსვლა ან ადამიანის უფლებების შელახვა.
საშინელებაა, როდესაც ვხედავთ, რომ მშვიდობიანი მომიტინგეები სცემენ ან კლავენ, რადგან მთავრობები ხელისუფლებას ეჭიდებიან. სწორია ამის თქმა ხმამაღლა და გარკვევით. ჩვენ ისეთივე კრიტიკული უნდა ვიყოთ საკუთარი თავის მიმართ, როგორც ჩვენი პარტნიორების მიმართ. და რაც მთავარია, უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, ინდივიდუალურად ვუწყობთ ხელს თუ არა ნდობის აღდგენას და თანამშრომლობას ეუთოს სივრცეში“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ყველა სიახლე

23 იანვარი 2021, 18:22

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 162 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 162 ადამიანს გამოუვლინდა, 705 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 8 კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

23 იანვარი 2021, 17:59

ტაბლოიდი

ბერნი სანდერსმა თავისი ცნობილი ფოტო ტანსაცმელზე დაიტანა და ქველმოქმედებისთვის ყიდის

ბერნი სანდერსმა, ფოტო, რომელიც ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე გადაუღეს და რომელმაც, ბოლო დღეებია, სოციალური ქსელის მომხმარებლები გაახალისა, ტანსაცმელზე დაიტანა და ქველმოქმედებისთვის ყიდის. სვიტერი, რომელზეც სანდერსია გამოსახული, სენატორმა ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. სამოსის ღირებულება 45 დოლარია და მისი გაყიდვიდან მიღებული თანხის 100% ვერმონტში მცხოვრებ მოხუც და გაჭირვებულ ხალხს მოხმარდება.

ბულგარეთი

23 იანვარი 2021, 17:45

COVID19

4 თებერვლიდან ბულგარეთი კორონავირუსთან დაკავშირებულ შეზღუდვებს ნაწილობრივ შეამსუბუქებს

ბულგარეთი კორონავირუსთან დაკავშირებულ შეზღუდვებს 4 თებერვლიდან შეამსუბუქებს, თუმცა რესტორნები ინფექციის ახალი ვარიანტის გამო დახურული დარჩება. შეზღუდვები, რომლებმაც კოვიდინფექციის გავრცელება შეამცირდა, ნოემბრიდან არის ძალაში.

23 იანვარი 2021, 17:36

COVID19

Reuters: 6 იანვრის მოვლენების შემდეგ, კაპიტოლიუმში განთავსებული 200-მდე გვარდიელია ინფიცირებული

აშშ-ის გვარდიის 200-მდე წარმომადგენელს, რომლების 20 იანვარს, ქვეყნის ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციას ესწრებოდნენ, კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც სააგენტოს ანონიმურმა წყარომ განუცხადა, ვირუსი 150-დან 200-მდე სამხედროს დაუდგინდა. ასევე, წყაროს ინფორმაციით, ეროვნული გვარდიის რიგებში ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას ელიან.

23 იანვარი 2021, 17:36

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში, წალკასთან მიწისძვრა მოხდა. ბიძგები 17:27 საათზე დაფიქსირდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.0 მაგნიტუდა შეადგინა.

23 იანვარი 2021, 17:28

რეგიონი

აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა აქტივისტმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

ბათუმში ბულვარში მიმდინარე აქციაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი და მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მას თავზე ნარჩენები დააყარა.

იულია ნავალნაია

23 იანვარი 2021, 17:26

მსოფლიო

მოსკოვში ალექსეი ნავალნის მეუღლე დააკავეს

პოლიციამ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის ცოლი დააკავა. იულია ნავალნაია მოსკოვში „დიდი დიმიტროვკას“ ქუჩაზე დააკავეს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

ლარი კინგი

23 იანვარი 2021, 17:17

მსოფლიო

ლარი კინგი 87 წლისა გარდაიცვალა

ცნობილი ტელეწამყვანი ლარი კინგი 87 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მის Twitter-ზე გავრცელდა. ის 23 იანვარს დილას გარდაიცვალა ლოს-ანჯელესის საავადმყოფოში. იანვრის დასაწყისში ის საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით მოათავსეს.

გიგი უგულავა

23 იანვარი 2021, 16:54

პოლიტიკა

გიგი უგულავა: მზად ვართ მეხუთე რაუნდში ვისაუბროთ, როდის და რა პირობებში უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები

არსებითად ბოიკოტი გაგრძელდება. დიახ ერთ-ერთი მამოძრავებელი, საერთაშორისო წნეხი ხელისუფლებაზე ხორციელდება მაშინ, როდესაც ხედავენ, რომ საზოგადოება ითხოვს თავისუფლებას, სამართალსა და სამართლიან არჩევნებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „ტვ. პირველის“ ეთერში განაცხადა. .

23 იანვარი 2021, 16:54

COVID19

ჰონგ-კონგში პანდემიის განმავლობაში პირველად ნაწილობრივი ლოკდაუნი ამოქმედდება

ჰონგ-კონგში პანდემიის განმავლობაში პირველად ნაწილობრივი ლოკდაუნი ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კორონავირუსული პანდემიის გამო დაწესებული ნაწილობრივი ლოკდაუნი დაახლოებით 10,000-მდე მცხოვრებელს შეეხება.

მიხაელ ზიბერტი

23 იანვარი 2021, 16:42

პოლიტიკა

რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთო-ს საკითხებში საგარეო ქმედებათა ევროპულ სამსახურს მიხეილ ზიბერტი უხელმძღვანელებს

საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიისა და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელად მიხაელ ზიბერტი დაინიშნა. იქამდე, ზიბერტი აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი იყო.

23 იანვარი 2021, 16:41

რეგიონი

ლაგოდეხში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

ლაგოდეხში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. ადგილზე 89 წლის კაცი დაიღუპა, ხოლო სამი ადამიანი კი დაშავდა.

23 იანვარი 2021, 16:34

სამართალი

სოფელ დუისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ხიზირ გაურგაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

ხიზირ გაურგაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. დაკავებულის წინააღმდეგ გამოძიება 108-ე განზრახ მკველობის მუხლით მიმდინარეობს. გაურგაშვილის უფლებადამცველი ლალი ჩოდრიშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დანაშაული აღიარა და სრულად იზიარებს პასუხისმგებლობას. საქმის მასალები კი ადვოკატს დღეს გადაეცა.

23 იანვარი 2021, 16:22

COVID19

ევროპარლამენტარების ერთობლივი განცხადება: მხარს ვუჭერთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს - მათ საშუალება უნდა მივცეთ, რაც შეიძლება მალე დაიწყონ ვაქცინაცია

ევროპარლამენტის წევრები ერთობლივი განცხადებით მიმართავენ ევროკავშიერის უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზეპ ბორელს, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენის, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელისა და ევროკომისარ სტელა კირიაკიდესს.

შსს

23 იანვარი 2021, 16:22

სამართალი

შსს განმარტავს მიზეზს, რის გამოც გიგი უგულავამ სახელმწიფო საზღვარი ვერ გადალახა

შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს მიზეზს, რის გამოც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ სახელმწიფო საზღვარი ვერ გადალახა.

პოლიცია

23 იანვარი 2021, 16:11

სამართალი

მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე დაკავებული და მხილებულია 6 ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს.

არჩილ თალაკვაძე

23 იანვარი 2021, 15:59

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: გაზაფხულისთვის მზად ვართ იმ ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, რომლებიც რადიკალების ტყვეობაში არიან

„ქართულ ოცნებას“ შემდეგი პოლიტიკური სვლებიც გათვლილი აქვს ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, რომლებიც რადიკალების ტყვეობაში არიან“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ლელოს“ ლიდერის განცხადების საპასუხოდ.

მამუკა ხაზარაძე

23 იანვარი 2021, 15:45

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: თუ პარლამენტი საბოლოდ გააუქმებს მანდატებს და არანაირ კომპრომისზე არ წამოვა ოპოზიციასთან, გაზაფხული იქნება ძალიან ცხელი

„თუ პარლამენტი საბოლოდ გააუქმებს მანდატებს და არანაირ კომპრომისზე არ წამოვა ოპოზიციასთან, მაშინ გაზაფხული იქნება ძალიან ცხელი“, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ საკუთარ თავზე იღებს სერიოზულ, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას.

23 იანვარი 2021, 15:45

რეგიონი

ბათუმში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ

ბათუმში, ფიტნეს-კლუბ „რეფორმერთან“ თანამშრომლებმა და მომხმარებლებმა აქცია გამართეს. შეკრებილები აცხადებენ, რომ ეკონომიკური საქმიანობა ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ აკრძალული. მათივე თქმით, პროტესტს სხვადასხვა ფორმით პერმანენტულად გააგრძელებენ, პირველ თებერვალს კი ფიტნესკლუბი მუშაობას განაახლებს.

23 იანვარი 2021, 15:44

პოლიტიკა

„ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს

„ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ და მერიის საპარკინგო ტერიტორიის გადაკეტვას ცდილობდნენ.