IMEDI /  08 დეკემბერი 2020, 13:41 / სანდო წყარო

ანა დოლიძე: ოპოზიცია, „პაროლობანათი“ ელაპარაკება თავის ხალხს, არ თვლის მნიშვნელოვნად, ხალხს ჰკითხოს იმ პირობებთან დაკავშირებით, რომელსაც სადაცაა დათანხმდება

ანა დოლიძე

ანა დოლიძე

ოპოზიცია, „პაროლობანათი“ ელაპარაკება თავის ხალხს. არ თვლის მნიშვნელოვნად, რომ ხალხს ჰკითხოს იმ პირობებთან დაკავშირებით, რომელსაც სადაცაა დათანხმდება. თვითონ დემოკრატიის ხარისხის მიხედვით, ეს წარმოუდგენელია. მართლა კოლონიური მმართველობა ხომ არ არის, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე აცხადებს.

facebook-ში გავრცელებულ მიმართვაში ანა დოლიძე ფასილიტატორი ელჩების დახმარებით მიმდინარე ოპოზიციისა და ხელისუფლებას შორის გამართული შეხვედრების გამჭვირვალობის აუცილებლობაზე საუბრობს და ოპოზიციას საქართველოს მოსახლეობასთან ანგარიშვალდებულებას ახსენებს.

„მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირაა ვდუმვარ და დიდი ყურადღებით ვადევნებ თვალყურს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებას. ვქომაგობ ოპოზიციის მიზანს, რადგან პირადად ვარ მოწმე და მებრძოლი იმ მასშტაბური გაყალბების წინააღმდეგ, რომელიც ხელისუფლებამ ჩაიდინა ამ არჩევნებზე. თუმცა, დღე მინდა გულისწყრომა გამოვთქვა მოლაპარაკებაზე გასული ზოგიერთი პოლიტიკოსის მიმართ, იმ ფორმაზე, რა ფრონტშიც იმართება ეს ე.წ. რაუნდები. რამდენიმე კვირაა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ჩაებნენ ხელისუფლების თამაშში, რადგან დათანხმდნენ იმას, რომ ეს მოლაპარაკებები წარიმართოს ქართველი ხალხისგან დაფარულად, მაშინ, როდესაც ეს მოლაპარაკებები ქართველი ხალხის ნების აღსრულებას ემსახურება. შესაბამისად, კვირიდან კვირამდე, ყოველ დღე, რამდენიმე პოლიტიკოსის ერთსა და იმავე განცხადებას ვისმენთ, რომლებიც, ფაქტობრივად, გვეუბნებიან, რომ არაფერს არ გვეუბნებიან.

ჩემს ბავშვობაში იყო ასეთი თამაში - „პაროლობანა“, რომელიც ოპოზციის წევრებსაც კარგად უნდა ახსოვდეთ. თამაში მდგომარეობდა იმაში, რომ ერთი გუნდი მეორეს დასდევდა და აწვალებდა იმისთვის, რომ გაეგო მისი პაროლი. ამას ჰგავს ოპოზიციის საქციელი დღეს. მაშინ, როდესაც ოპოზიცია გთხოვს ხალხს, დავუდგეთ გვერდში საპროტესტო აქციების დროს, გვთხოვს მხარდაჭერას, მოთმინებას, მივიდეთ აქციებზე, დავდგეთ სიცივეში, ამ პირობებში კვირების განმავლობაში ხალხისთვის პასუხი, რომ ცოტაც მოითმინეთ, ჯერჯერობით ვერ გეტყვით რა წერია იმ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტში, რომელიც ქართველი ხალხის სახელით უნდა გაფორმდეს, არის არასწორი.

არასწორია სამი მიზეზის გამო:

რა მაგალითს ვაძლევთ დემოკრატიაში ჩვენ ხალხს, როცა ვაჩვენებთ, რომ ვართ ანგარიშვალდებული უცხოელი ელჩების წინაშე, ვეკითხებით აზრს, გავდივართ კონსულტაციას და არაფერს ვეუბნებით იმ ხალხს, რომელსაც წარმოვადგენთ. რამდენად განსხვავებულია ეს იმ საქციელისგან, რასაც თავიდან ბოლომდე გვიჩვენებდა „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიის დროს. სულ ვამბობდი, რომ „ქართული ოცნება“ არ ელაპარაკება ხალხს. კი ეს ასეა, ისინი არ გვეუბნებიან არაფერს და არც ფიქრობენ, რომ ანგარიშვალდებულნი არიან ჩვენ წინაშე. ისინი ფიქრობენ, რომ ანგარიშვალდებულები არიან მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წინაშე. ნამდვილად არასწორია, როცა ვხედავთ ოპოზიციას, რომელიც ასევე „პაროლობანათი“ ელაპარაკება თავის ხალხს. არ თვლის, რომ ხალხს უნდა ჰკითხოს იმ პირობებთან დაკავშირებით, რომელსაც სადაცაა დათანხმდება. თვითონ დემოკრატიის ხარისხის მიხედვით, ეს წარმოუდგენელია. მართლა კოლონიური მმართველობა ხომ არ არის? რაც არ უნდა პატივსაცემი იყოს აშშ, რომელიც ჩემთვის მეორე სამშობლოცაა, წარმოუდგენელია, რომ რომელიმე ქვეყნის ელჩთან გავდიოდეთ კონსულტაციებს, რა ვუთხრათ ხელისუფლებას და წამით არ ვაბარებთ ელემენტარულ ანგარიშს, მოკლე შინაარსს მაინც, ქართველ ხალხს;

რატომ არის ეს საქციელი პრობლემა? იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თამაშის რელსებში ჩააბა ოპოზიცია. „ოცნებამ“, ხომ ძალიან კარგად იცის, რომ ასე კულისებში სიარული და ერთი და იგივეს გამეორება, როცა შვიდი პოლიტიკოსი იმეორებს ერთსა და იმავეს, რომ სათქმელი არ აქვს, თქვენვე გაკარგვინებთ რეიტინგს და სანდოობას. ნახეთ სოცქსელები, ნახეთ თქვენივე საახლობლო წრე, თუ რას ფიქრობენ ამაზე, როცა ყოველ დღე ეთერში იმეორებთ ერთსა და იმავეს, რომ სათქმელი არაფერი გაქვთ. ძალიან ვწუხვარ, რომ „ოცნებამ“ ოპოზიციონერები თავის რელსებზე გადაგიყვანათ. გახსოვთ, როგორ დასრულდა თეთრი ხმაურის აქციები თავის დროზე? მთავარი მიზეზი ამ აქციების ფიასკოსი იყო დახურულ მოლაპარაკებებზე შესული რამდენიმე წარმომადგენელი, რომელიც სწორედ დახურულ მოლაპარაკებებზე შეიყვანა გიორგი გახარიამ. როგორ მოიგო ნიკოლ ფაშინიანმა თავის დროზე სომხეთის პრეზიდენტთან? მხოლოდ იმ აქტით, რომ მან მოითხოვა ღია მოლაპარაკებები ტელევიზიის მეშვეობით და იქვე დასრულდა სომხეთის წინა ხელისუფლება. ანუ, ფარულ და კულუარულ მოლაპარაკებებზე გადაყვანა, როცა ხალხს არაფერს ეუბნებით, ნიშნავს, რომ „ოცნებისთვის“ ეს არ არის ქულების დამკარგველი. „ოცნება“ არ თამაშობს დემოკრატიას, მას გამოჰყავს ხალხი არჩევნებზე, ყიდულობს მათ, ან აძალებს ხმის მიცემას. იმავე თამაშის წესებზე გადასვლა ჩვენთვის სასარგებლო ნამდვილად არ არის;

როდესაც თქვენ სთხოვთ ხალხს, დაგიდგნენ მხარში, მოვიდნენ აქციებზე, შუბლით შეუვარდნენ რომელიღაც სახელმწიფო დაწესებულებას, ამას ხომ საპასუხო ნაბიჯი სჭირდება და ამ დროს არც კი ვეუბნებით რაზე ვთანხმდებით მათ მაგივრად. ვეუბნებით მე ვიცი პაროლი, მაგრამ ჯერ არ გეტყვი, შეიძლება მესამე ან მეოთხე რაუნდზე გითხრათ. რა სიგნალს აძლევთ ხალხს ამით? როგორ უნდა მოიპოვოთ მათი ნდობა, როდესაც ელემენტარულ სათათბირო საკონსულტაციო პროცესში არ რთავთ. არა მგონია ეს სწორი იყოს.

ესაა სულ მცირე სამი მიზეზი. არ დაგვავიწყდეს მარტის გამოცდილება. როდესაც მოხდა 8 მარტის შეთანხმება და მერე წარიმართა უზარმაზარი კონფლიქტი, თუ რაზე შეთანხმდა ხელისუფლება და ოპოზიცია კულუარებში. ეს მოხდა იმიტომ, რომ შეთანხმება იყო კულუარული და ამან ფაქტობრივად ოთხი-ხუთი თვის დაკარგვა გამოიწვია.

ამიტომ მეგობრებო, მე ვარ ერთ-ერთი პირი, რომელიც არის ამ მიზნის ცალსახა ქომაგი, რომ ქვეყანაში დაინიშნოს ახალი არჩევნები, თავისუფალ და სამართლიან გარემოში და არა თამარ ჟვანიას პირობებში. თუმცა ეს ფორმა, „პაროლობანა“ არ მგონია იყოს გამოსადექი, საჯაროობა და უშუალო კონტაქტი ხალხთან, არის ის მთავარი „ჯოკერი“, რომელიც გვიჭირავს ჩვენ ხელში და არ უჭირავს ხელისუფლებას. ეს „ჯოკერი“ ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ და ნუ დავუთმობთ ამ მთავარ კოზირს ხელისუფლებას,“ - აცხადება ანა დოლიძე.

ყველა სიახლე

08 დეკემბერი 2024, 08:15

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: ელისეს სასახლეში დონალდ ტრამპთან კარგი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა, უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე და სამართლიან მშვიდობაზე ვისაუბრეთ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონსა და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან გამართული სამმხრივი შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში წერს.

08 დეკემბერი 2024, 03:05

პოლიტიკა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია დასრულებულია

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია დასრულებულია. აღდგენილია საავტომობილო მიმოსვლაც.

08 დეკემბერი 2024, 02:05

სამართალი

ბესიკის ქუჩაზე, სადაც „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

ბესიკის ქუჩაზე, სადაც „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები.

08 დეკემბერი 2024, 02:01

პოლიტიკა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი: კლინიკაში გამოვკითხეთ ოპერატორი და ჟურნალისტი. ამჟამად, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს შემთხვევის ადგილზე განთავსებული ვიდეოკამერების იდენტიფიცირება მათი შემდგომი ამოღების მიზნით

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

მამუკა მდინარაძე

08 დეკემბერი 2024, 02:00

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ერთი პროცენტი რომ დავუშვათ, თუ ვიღაცას ჰგონია, თავდასხმით „ოცნების“ მხარდაჭერა გამოხატა, მინდა ვუთხრა, რომ არის მავნებელი, „ნაცების“ და აგენტების წისქვილზე ასხამს წყალს

ჩემი სუბიექტური აზრია, დარწმუნებული ვარ ამას გამოძიება დაადგენს, უნდა ვთხოვო საგამოძიებო ორგანოებს, სწრაფ ვადებში დაადგინონ ეს ყველაფერი, მაგრამ ვისაც არეულობა, ქაოსი და რაღაცა ახალი ე.წ. თავად როგორც უწოდებენ „კარწინკები“ სჭირდება, იმის გაკეთებულია სავარაუდოდ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „ტვ.პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტის შეფასებისას.

08 დეკემბერი 2024, 00:44

საზოგადოება

ექიმის ინფორმაციით, „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვთ. ორივე პაციენტს თავის ტვინის მსუბუქი შერყევა უფიქსირდება

ექიმის განცხადებით, „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვთ.

დავით ოქიტაშვილი

08 დეკემბერი 2024, 00:43

პოლიტიკა

დავით ოქიტაშვილი: ვგმობ ამ ინციდენტს „ტვ პირველის“ ჟურნალისტების მიმართ და არა მარტო მათ მიმართ. ის, რაც ამ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე მოხდა, უნდა იყო გარეწარი ადამიანი, რომ გაამართლო

„ვგმობ ამ ინციდენტს „ტვ პირველის“ ჟურნალისტების მიმართ და არა მარტო მათ მიმართ. ის, რაც ამ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე მოხდა, უნდა იყო გარეწარი ადამიანი, რომ გაამართლო. ჩემი მხარდაჭერა მათ. ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას, რომელ მხარესაც არ უნდა იყოს ეს. როდესაც ჟურნალისტები ოპერატორებთან ერთად აკეთებენ თავიანთ საქმეს და შენ ასე ვანდალურად სცემ, წარმოუდგენელია. ვერც ვსაუბრობ ამაზე. არ მეგონა, რომ ასეთ ფაქტებს ექნებოდა ადგილი. ვფიქრობ, სათანადოდ უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც ეს იკადრა“, - აღნიშნა ოქიტაშვილმა.

08 დეკემბერი 2024, 00:36

საზოგადოება

ტელეკომპანია „იმედი“ „ტვ.პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმას კატეგორიულად გმობს

მედიის წარმომადგენლებზე ძალადობა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს დროულად გამოიძიონ მომხდარი დანაშაული და დამნაშავეები კანონის შესაბამისად დაისაჯონ.

ზაალ ანჯაფარიძე

08 დეკემბერი 2024, 00:28

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაზე: აუცილებლად სჭირდება სასწრაფოდ და დეტალურად გამოძიება. ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა, შესაძლოა გამიზნული პროვოკაციაც იყოს, მინავლებისკენ წასული სამიტინგო მუხტის ასაწევად

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე გაურკვეველი პირების მიერ, „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმის ფაქტს ეხმიანება.

დავით ჩიხელიძე

08 დეკემბერი 2024, 00:26

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, აქციაზე მყოფი აქტივისტები, მოძრაობა „ჯიუტების“ წევრები ქმნიან იმიტაციას თითქოს არიან პოლიციელები, აცვიათ შავი ფორმები - ამ დადგმული ჩანაწერების გასაჯაროებას აპირებენ

ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მყოფი აქტივისტები კერძოდ მოძრაობა ჯიუტების წევრები ქმნიან იმიტაციას თითქოს არიან პოლიციელები, აცვიათ შავი ფორმები, მიმსგავსებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ფორმებთან, - ამ ინფორმაციას ექსპერტი დავით ჩიხელიძე ავრცელებს.

ნინო წილოსანი

08 დეკემბერი 2024, 00:16

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ტვ პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის უმძიმესი კადრებია, ამას მხოლოდ ის გააკეთებდა, ვისაც ძალადობის პროვოცირება სურს. იმედი მაქვს, დამნაშავეს სათანადო პასუხი გაეცემა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, „ტვ პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ირაკლი გოგავა

08 დეკემბერი 2024, 00:16

პოლიტიკა

ირაკლი გოგავა „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმაზე: ჟურნალისტებზე თავდასხმა კატეგორიულად მიუღებელია. ვფიქრობ, ხელისუფლების ინტერესებში ესკალაცია ნამდვილად არ შედის

პროცესების გაჩერება მხოლოდ და მხოლოდ დასავლეთის ნებაზეა დამოკიდებული, რადგან ეს პროცესები იმართება და ფინანსდება დასავლეთიდან. მართალია „მეხუთე კოლონის“ სახეები გადამალეს, რომელიც ალაგ-ალაგ მაინც ჩნდებიან, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არის უცხოეთის ჯამაგირზე მყოფი „მეხუთე კოლონა“. მათი მიზანია სახელმწიფო გადატრიალების მოხდენა და შემდეგ კი საქართველო უნდა ჩაერთოს რუსეთის წინააღმდეგ ომში. ეს არის გეგმა“, - აღნიშნა გოგავამ.

ედიშერ გვენეტაძე

08 დეკემბერი 2024, 00:11

პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე: რაც მოხდა ტვ1-ის ჟურნალისტის და ოპერატორის მიმართ, ეს უდაოდ დასაგმობია და ვგმობ. აუცილებლად გამოსაძიებელია და სახელმწიფო ამას კიდევაც გამოიძიებს

რაც მოხდა ტვ1-ის ჟურნალისტის და ოპერატორის მიმართ, ვგმობ. აუცილებლად გამოსაძიებელია და სახელმწიფო ამას კიდევაც გამოიძიებს, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს ეს ძალადობა გამოწვეული და დადგმული ხომ არ არის იგივე ე.წ. ოპოზიციის, სინამდვილეში კი თავისი ქმედებებიდან გამომდინარე მეხუთე კოლონის მიერ, დაძაბოს ვითარება, დაღვაროს სისხლი- წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

ნინო ფოჩხუა

08 დეკემბერი 2024, 00:00

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმაზე: სასწრაფოდ არის გამოსაძიებელი აღნიშნული ინციდენტი, ეს არის პროვოკაცია მიმართული იქითკენ, რომ ქვეყანაში დაიწყოს უმართავი პროცესები

რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა, ის მოხდა. პირდაპირ ეთერში მოწმენი გავხდით აუწერელი სისასტიკით როგორ გაუსწორდნენ მედიის წარმომადგენლებს ნიღბიანი ადამიანები,- ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა გაურკვეველი პირების მიერ, „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმის ფაქტს.

დავით ჩიხელიძე

07 დეკემბერი 2024, 23:57

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: ოპოზიციამ დაინახა, რომ აქციას ხალხი აკლდებოდა, მათ საზოგადოების გაბრაზების ახალი მიზეზი სჭირდებოდათ, რისთვისაც ჟურნალისტები გამოიყენეს, მათთვის ხომ ადამიანური მსხვერპლი მხოლოდ სტატისტიკაა

დავით ჩიხელიძე „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, თითოეულ ადამიანზე თავდასხმის ფაქტი ამორალური და მიუღებელია.

მამუკა მდინარაძე

07 დეკემბერი 2024, 23:55

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: პირადად ვიქნები ინიციატორი, რომ ნიღბებით გადაადგილება ქუჩაში იქნება აკრძალული. აქციებზეც ხომ ხედავთ რამხელა პრობლემა იქმნება - ქვებს ისვრიან, ვერ ვხვდებით ვინ არის, ჟურნალისტს ვიღაც თავს დაესხა და ან მიაგნებ, ან ვერა

„იყო ადრე ამაზე საუბარი და ახლა მგონი ძალიან რელევანტური იქნება. კარგად არის შესასწავლი, სულ ერთი ორი დღის ამბავია. მე პირადად ვიქნები ინიციატორი, რომ ნიღბებით გადაადგილება ქუჩაში იქნება აკრძალული. აქციებზეც ხომ ხედავთ რამხელა პრობლემა იქმნება - ქვებს ისვრიან, ვერ ვხვდებით ვინ არის, ან მიაგნებ, ან ვერა, ახლა ჟურნალისტს ვიღაც თავს დაესხა და ან მიაგნებ, ან ვერა. ეს არის ჩემი აზრი და ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილიც ამ აზრზე არიან. დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგები მხარს დამიჭერენ, უმრავლესობის წარმომადგენლები, რომ ნიღბით გადაადგილება აიკრძალოს. ამას სჭირდება საკანონმდებლო მხარდაჭერა, რომლის ინიციატორიც როგორც ერთი დეპუტატი ვიქნები. ჩვენს ოპონენტებსაც ვკითხოთ, ნიღბით რომ დარბოდნენ მავნებლები, ამაზე [ნიღბის აკრძალვაზე] იქნებიან თუ არა თანახმა“ , - აღნიშნა მდინარაძემ.

ზურაბ ქადაგიძე

07 დეკემბერი 2024, 23:50

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე მომხდარ თავდასხმაზე: მაშინ, როცა პროცესები უნდა დაწყნარდეს და მიზანმიმართულად, პირდაპირ ეთერში უმძიმესი, უსასტიკესი დანაშაული ხდება - ასეთი დანაშაული ქვეყნის მტერს აწყობს!

ეს არის გაუგონარი ნაძირალობა და პროვოკაცია მაშინ, როცა პროცესები უნდა დაწყნარდეს და მიზანმიმართულად, პირდაპირ ეთერში უმძიმესი, უსასტიკესი დანაშაული ხდება, - ასე ეხმიანება "ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, "ტვ პირველის" ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორზე თავდასხმას.

ბიძინა გიორგობიანი

07 დეკემბერი 2024, 23:49

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმაზე: იმედია, სამართალდამცავები დღესვე გაერკვევიან და საჩქაროდ დაადგენენ ამ ვანდალური აქტის ჩამდენ პირებს

იმედია, რომ სამართალდამცავები დღესვე გაერკვევიან და საჩქაროდ დაადგენენ ამ ვანდალური აქტის ჩამდენ პირებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბიძინა გიორგობიანმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმასთან დაკავშირებით.

გია აბაშიძე

07 დეკემბერი 2024, 23:45

პოლიტიკა

გია აბაშიძე: „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას პროვოკაციული ელფერი აქვს, დარწმუნებული ვარ, ეს არაა სამართალდამცველი სისტემიდან გაცემული ბრძანება - ღირსების საკითხია, რომ ეს ამორალური დანაშაული მყისიერად იყოს გამოძიებული

კონსერვატორიასთან „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას პროვოკაციული ელფერი აქვს, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არაა სამართალდამცველი სისტემიდან გაცემული ბრძანება, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

07 დეკემბერი 2024, 23:41

სამართალი

კობა ხაბაზზე თავდასმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრ კობა ხაბაზზე თავდახმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.