imedi /  08 დეკემბერი 2020, 16:43 / სანდო წყარო

ელისო ბოლქვაძე ზვიად ძიძიგურს: ალბათ იყავით ერთადერთი ადამიანი, რომელიც არ შეუერთდა ბიძინა ივანიშვილის კიცხვასა და გმობას იმ სახით, რასაც დიდი ხანია მიჩვეული ვართ ოპოზიციის მხრიდან

ელისო ბოლქვაძე

ელისო ბოლქვაძე

ალბათ იყავით ერთადერთი ადამიანი, რომელიც არ შეუერთდა ბიძინა ივანიშვილის კიცხვასა და გმობას იმ სახით, რასაც დიდი ხანია მიჩვეული ვართ ოპოზიციის მხრიდან. დღეს კი, სწორედ ამ განვლილი 30 წლის შესახებ გამოთქვამთ წუხილს, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი ელისო ბოლქვაძე მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით ზვიად ძიძიგურის მიერ გამოთქმულ პოზიციას.

Facebook-ზე გამოქვეყნებულ წერილში ელისო ბოლქვაძე პატივისცემას გამოხატავს ზვიად ძიძიგურის მიმართ, ამასთანავე აღნიშნავს, რომ მან ოპოზიციის რვაწლიანი კრიტიკის მესიჯბოქსი და სტერეოტიპები გაიზიარა და მთავარ დამნაშავედ ბიძინა ივანიშვილი გამოიყვანა.

„მედიაში გავეცანი თქვენს პოზიციას მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც განვლილი 30 წლის ერთგვარ შეჯამებად წარმოგვიდგინეთ, ოპოზიციის რვაწლიანი კრიტიკის მესიჯბოქსი და სტერეოტიპები გაიზიარეთ და, ცხადია, მთავარ დამნაშავედ ბიძინა ივანიშვილი გამოიყვანეთ. პრინციპში, ამგვარ ბრალდებებს „ქართული ოცნება“ მიჩვეულია, როგორც კი ოპონენტს არგუმენტი უმთავრდება, იწყებს განზოგადებულ საუბარს ივანიშვილის მართვის სტილზე ანუ ხელწერაზე, აგრძელებს არაფორმალურ მმართველობით და ასრულებს მისი რუს ოლიგარქად გამოცხადებით. წერილის მოწერა თქვენდამი პატივისცემამ გადამაწყვეტინა. იშვიათი ბიოგრაფიისა და წარსულის მქონე ადამიანის, რომელიც ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან ჩაერთო ეროვნულ მოძრაობაში, გახდა ხალხის რჩეული უზენაეს საბჭოში, ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აქტს, იცავდა პირველ პრეზიდენტს, პრინციპების გამო იჯდა ციხეში და არ შეუწყვეტია ქართულ პოლიტიკაში მოღვაწეობა, სადაც ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრობა მოასწრო. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციაში წახვედით, შეიძლება ითქვას, რომ ალბათ იყავით ერთადერთი ადამიანი, რომელიც არ შეუერთდა ბიძინა ივანიშვილის კიცხვასა და გმობას იმ სახით, რასაც დიდი ხანია მიჩვეული ვართ ოპოზიციის მხრიდან. დღეს კი, სწორედ ამ განვლილი 30 წლის შესახებ გამოთქვამთ წუხლის, დანანებით კითხულობთ, რაში გაატარა ქვეყანამ ეს დროო. ამ 30 წლის ბოლო 8 წელიწადი პარლამენტში გაატარეთ, „ქართული ოცნების“ ალმის ქვეშ და ვიცე-სპიკერის სავარძელში, ვიდრე შარშან ამ დროს პოსტს დატოვებდით. იმედია, ჯერ კიდევ ვთანხმდებით იმაზე, რომ ის, რაც მოხდა 2012 წელს, რამაც შესაძლებელი გახადა ავტორიტარიზმისა და ძალადობის დასრულება, ქართველ ხალხთან ერთად თავისი გამორჩეული წვლილი ბიძინა ივანიშვილსაც მიუძღვის. მისმა გამჭრიახობამ, ალღომ, ორგანიზაციულმა უნარებმა და უდიდესმა სოციალურმა კაპიტალმა - ხალხის ნდობამ - შესაძლებელი გახადა ამ ქვეყანაში დემოკრატიის, პლურალიზმისა და საბაზისო თავისუფლებების პრაქტიკის დამკვიდრება. დავარქვათ ამას მისი ხელწერა, როგორც თავად ხშირად იმეორებს ხოლმე ამ სიტყვას. თქვენ, როგორც მახსოვს, არც მასთან და არც მის ხელწერასთან პრობლემა არ გქონდათ. ამიტომაც თავისუფლად გრძნობდით თავს ოცნების შიგნითაც და როცა წასვლა გადაწყვიტეთ, არც ამაში შეუშლია ვინმეს ხელი” - წერს ელისო ბოლქვაძე.

ყველა სიახლე

ჯო ბაიდენი

20 იანვარი 2025, 23:55

მსოფლიო

უფლებამოსილების ბოლო წუთებში ჯო ბაიდენმა თავისი ოჯახის წევრები წინასწარ შეიწყალა

უფლებამოსილების ბოლო წუთებში ჯო ბაიდენმა თავისი ოჯახის წევრები წინასწარ შეიწყალა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

ემანუელ მაკრონი

20 იანვარი 2025, 23:47

მსოფლიო

მაკრონმა განაცხადა, რომ გადასახადის გადამხდელთა მილიარდობით ევრო არ უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ ამერიკული იარაღის შესაძენად

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ გადასახადის გადამხდელთა მილიარდობით ევრო არ უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ ამერიკული იარაღის შესაძენად. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

მიხეილ ყაველაშვილი

20 იანვარი 2025, 23:39

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ინაუგურაციას ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტს დონალდ ტრამპს. დიდი იმედი მაქვს, რომ მისი ლიდერობით ჩვენ შევძლებთ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაყვანას

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ინაუგურაციას სოციალურ ქსელში ულოცავს.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 23:26

მსოფლიო

ტრამპი: 2020 წელი, სხვათა შორის, ის არჩევნები მთლიანად გაყალბდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 23:13

მსოფლიო

ტრამპი: აღვადგენ ყველა სამხედრო მოსამსახურეს, რომლებიც უსამართლოდ გარიცხეს ჩვენი ჯარიდან კოვიდვაქცინის მანდატზე უარის თქმის გამო

აღვადგენ ყველა სამხედრო მოსამსახურეს, რომლებიც უსამართლოდ გარიცხეს ჩვენი ჯარიდან კოვიდვაქცინის მანდატზე უარის თქმის გამო, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 22:54

მსოფლიო

ტრამპი: გამოვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას ჩვენს სამხრეთ საზღვარზე - გავაგზავნი ჯარს სამხრეთ საზღვარზე

მე გამოვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას ჩვენს სამხრეთ საზღვარზე, -განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

გივი მიქანაძე

20 იანვარი 2025, 22:44

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: 29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა ამხილა „დიფ სთეითი“, როგორც საქართველოს შიდა საქმეებში უხეშად ჩარევის მცდელობების განმახორციელებელი. აქედან მოყოლებული, ცალსახად იკვეთება Julius Baer-ში ფინანსური ოპერაციების დაბლოკვა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის და შვეიცარიული ბანკის დავასთან დაკავშირებით ისაუბრა.

ირაკლი კობახიძე

20 იანვარი 2025, 22:42

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დონალდ ტრამპის ლიდერობამ ხელი უნდა შეუწყოს გლობალურ მშვიდობას და გააძლიეროს აშშ-საქართველოს ურთიერთობები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობის ხელახლა დაკავებას ულოცავს. როგორც მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ში წერს, დონალდ ტრამპის ლიდერობამ ხელი უნდა შეუწყოს გლობალურ მშვიდობას და გააძლიეროს აშშ-საქართველოს ურთიერთობები.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 22:38

მსოფლიო

ტრამპი: ჩვენი სუვერენიტეტი აღდგება, ჩვენი უსაფრთხოება აღდგება - დღეიდან აშშ იქნება თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას აღადგენს.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 22:27

მსოფლიო

ტრამპი: ჩინეთი მართავს პანამის არხს და ჩვენ ის არ მიგვიცია ჩინეთისთვის, ჩვენ ის პანამას მივეცით და უკან დავიბრუნებთ

ჩინეთი მართავს პანამის არხს და ჩვენ ის არ მიგვიცია ჩინეთისთვის, ჩვენ ის პანამას მივეცით და უკან დავიბრუნებთ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 22:13

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ მშვიდობისმყოფელი იქნება, როგორც პრეზიდენტი

დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ მშვიდობისმყოფელი იქნება, როგორც პრეზიდენტი.

მამუკა მდინარაძე

20 იანვარი 2025, 21:58

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: იმედი მაქვს, პრეზიდენტი ტრამპი მიაღწევს თავის ამბიციურ მიზნებს „დიფ სთეითთან“ ბრძოლაში, შეერთებულ შტატებსა და ევროპაში

იმედი მაქვს, პრეზიდენტი ტრამპი მიაღწევს თავის ამბიციურ მიზნებს „დიფ სტეისიტთან“ ბრძოლაში, შეერთებულ შტატებსა და ევროპაში,- წერს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე X-ზე.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 21:52

მსოფლიო

ტრამპი: დღეიდან, აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი სქესი

დღეიდან, აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი სქესი, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 21:38

მსოფლიო

ტრამპი: ჩვენ შევაფასებთ ჩვენს წარმატებას არა მხოლოდ ბრძოლებით, რომლებსაც მოვიგებთ, არამედ იმ ომებით, რომლებსაც ჩვენ დავასრულებთ და რაც მთავარია, ომებით, რომლებშიც არასდროს შევალთ

ჩვენ შევაფასებთ ჩვენს წარმატებას არა მხოლოდ ბრძოლებით, რომლებსაც მოვიგებთ, არამედ იმ ომებით, რომლებსაც ჩვენ დავასრულებთ და რაც მთავარია, ომებით, რომლებშიც არასდროს შევალთ, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 21:28

მსოფლიო

ტრამპი: ღმერთმა გადამარჩინა, რომ ამერიკა კვლავ დიდებული გამხდარიყო

ღმერთმა გადამარჩინა, რომ ამერიკა კვლავ დიდებული გამხდარიყო! - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 21:21

მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი: ამერიკის ოქროს ხანა ახლა იწყება

ამერიკის ოქროს ხანა ახლა იწყება, - განაცხადა აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

20 იანვარი 2025, 21:10

რეგიონი

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილი.

ზურაბ ქადაგიძე

20 იანვარი 2025, 21:07

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: 29 აპრილს ივანიშვილმა მოჰფინა ნათელი, ბინძურ კამპანიას, რაც იგეგმებოდა საზღვრებს გარეთ და ღიად გამოუცხადა ბრძოლა საქართველოში გლობალური ომის პარტიას, Baer-მა შეცვალა დამოკიდებულება და კლიენტის უფლებების ხელყოფა დაიწყო

ბიძინა ივანიშვილმა მოჰფინა ნათელი, იმ ბინძურ კამპანიას, რაც იგეგმებოდა საზღვრებს გარეთ და ღიად გამოუცხადა უკომპრომისო ბრძოლა, საქართველოში გლობალური ომის პარტიის ადგილობრივი ფილიალს, ზემოხსენებულმა შვეიცარიულმა ბანკმა(Julius Baer) შეცვალა დამოკიდებულება და კლიენტის უფლებების ხელყოფა დაიწყო,- ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე განცხადებას იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიული ბანკის Julius Baer-ის წინააღმდეგ სასამართლო დავის დაწყებას გეგმავს.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 21:02

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ფიცი დადო და ოფიციალურად შეუდგა პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ოფიციალურად შეუდგა პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 20:43

პოლიტიკა

როგორ შეცვალა ამერიკელების არჩევანმა ქართული ოპოზიციის რიტორიკა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

როგორ შეცვალა ამერიკელების არჩევანმა ქართული ოპოზიციის რიტორიკა - კომუნიკაციის გზების ძიებამ ტრამპის მაგინებლები ვაშინგტონში ჩაიყვანა.