08 დეკემბერი 2020, 16:44 / სანდო წყარო

ელისო ბოლქვაძე ზვიად ძიძიგურს: დღეს თქვენ ხელწერას უწუნებთ ბიძინა ივანიშვილს, მე კი, სწორედ ამ ხელწერამ მომიყვანა „ქართულ ოცნებაში" და მაქვს პატივი, სწორედ ამ გუნდიდან ვიყო წარმოდგენილი პარლამენტში

ელისო ბოლქვაძე

ელისო ბოლქვაძე

„დღეს თქვენ ხელწერას უწუნებთ ბიძინა ივანიშვილს, მე, კი, სწორედ ამ ხელწერამ მომიყვანა „ქართულ ოცნებაში" და მაქვს პატივი სწორედ ამ გუნდიდან ვიყო წარმოდგენილი მეათე მოწვევის პარლამენტში - წერს „ქართული ოცნების“ მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი ელისო ბოლქვაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერილში, რომლის ადრესატი ზვიად ძიძიგურია.

ელისო ბოლქვაძის აზრით, ზვიად ძიძიგური ერთადერთი ადამიანი იყო, რომელმაც ნამუსი შეინარჩუნა და არ შეუერთდა დანარჩენ ოპოზიციას უარგუმენტო ბრალდებებით სავსე და სინდისისგან დაცლილ კრიტიკაში. ნუთუ, ეს გამონაკლისიც აღარ არსებობს? - სვამს კითხვას დეპუტატი.

„ეს ხელწერა იყო, რაც ათეული წლების განმავლობაში მხოლოდ ერთეულებმა ვიცოდით და რაც დღეს საყოველთაოდ ცნობილია: როდესაც ჩემს და თქვენს სამშობლოს ყველაზე მეტად გაუჭირდა, როდესაც ჩვენივე ხელით დავანგრიეთ სახელმწიფო და არ დავუტოვეთ რესურსი, ეზრუნა ქვეყანაზე და ხალხზე, სწორედ ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჭიგო ვაზს, ისე შეეხიდა სახელმწიფოს; ყველგან, სადაც უჭირდა სახელმწიფოს, სადაც აკლდებოდა რესურსი და ყურადღება, ეს ადამიანი უწვდიდა მას ხელს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო კულტურის სფეროში მის მიერ უჩუმრად, პრაქტიკულად, ანონიმურობის ზღვარზე დახარჯული დრო, ენერგია და რესურსია საკმარისი ჩემთვის, რათა მისი ხედვა და ხელწერა გამეგო და გამეთავისებინა. ცხადია, აქ აღარ ჩამოვთვლი კულტურული მემკვიდრეობისა და ცოცხალი კულტურის გადარჩენის მიმართულებით გაკეთებულ საქმეებს, ეს თქვენ ჩემზე არანაკლებ კარგად იცით“ - ნათქვამია ელისო ბოლქვაძის წერილში.

როგორც ელისო ბოლქვაძე აღნიშნავს, სიამოვნებით მოისმენდა კონკრეტულ არგუმენტებს, სად იყო პრობლემა და რა არ გაკეთდა.

„სიამოვნებით მოვისმენდი კონკრეტულ არგუმენტებს, მკაფიოდ და წერილობითი სახით, სად იყო პრობლემა, რა არ გაკეთდა, რამ არ დაგაკმაყოფილათ, რა შეიძლებოდა უკეთ გაკეთებულიყო და ვერ გაკეთდა, რისი მიღწევის საშუალებას გვაძლევდა რეალური ვითარება და ვერ გაკეთდა? ზოგადი შეფასებების ნაცვლად შესაძლებელია კონკრეტული არგუმენტები ჩამოიწეროს და მსჯელობა შესაბამისად განვითარდეს? სწორედ თქვენგან მაინტერესებს ეს პასუხი, რადგანაც როგორც აღვნიშნე, იმ ერთადერთ ადამიანად იყავით დარჩენილი, რომელმაც ნამუსი შეინარჩუნა და არ შეუერთდა დანარჩენ ოპოზიციას უარგუმენტო ბრალდებებით სავსე და სინდისისგან დაცლილ კრიტიკაში. ნუთუ, ეს გამონაკლისიც აღარ არსებობს? ნუთუ ოპოზიციაში გადასვლა ამ მანკიერი მეთოდოლოგიის ყველა პოსტულატის უპირობო გაზიარებას მოითხოვს?“ - წერს ელისო ბოლქვაძე.

ყველა სიახლე

მიხეილ ყაველაშვილი

20 იანვარი 2025, 23:39

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ინაუგურაციას ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტს დონალდ ტრამპს. დიდი იმედი მაქვს, რომ მისი ლიდერობით ჩვენ შევძლებთ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაყვანას

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ინაუგურაციას სოციალურ ქსელში ულოცავს.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 23:26

მსოფლიო

ტრამპი: 2020 წელი, სხვათა შორის, ის არჩევნები მთლიანად გაყალბდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 23:13

მსოფლიო

ტრამპი: აღვადგენ ყველა სამხედრო მოსამსახურეს, რომლებიც უსამართლოდ გარიცხეს ჩვენი ჯარიდან კოვიდვაქცინის მანდატზე უარის თქმის გამო

აღვადგენ ყველა სამხედრო მოსამსახურეს, რომლებიც უსამართლოდ გარიცხეს ჩვენი ჯარიდან კოვიდვაქცინის მანდატზე უარის თქმის გამო, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 22:54

მსოფლიო

ტრამპი: გამოვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას ჩვენს სამხრეთ საზღვარზე - გავაგზავნი ჯარს სამხრეთ საზღვარზე

მე გამოვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას ჩვენს სამხრეთ საზღვარზე, -განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

გივი მიქანაძე

20 იანვარი 2025, 22:44

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: 29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა ამხილა „დიფ სთეითი“, როგორც საქართველოს შიდა საქმეებში უხეშად ჩარევის მცდელობების განმახორციელებელი. აქედან მოყოლებული, ცალსახად იკვეთება Julius Baer-ში ფინანსური ოპერაციების დაბლოკვა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის და შვეიცარიული ბანკის დავასთან დაკავშირებით ისაუბრა.

ირაკლი კობახიძე

20 იანვარი 2025, 22:42

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დონალდ ტრამპის ლიდერობამ ხელი უნდა შეუწყოს გლობალურ მშვიდობას და გააძლიეროს აშშ-საქართველოს ურთიერთობები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობის ხელახლა დაკავებას ულოცავს. როგორც მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ში წერს, დონალდ ტრამპის ლიდერობამ ხელი უნდა შეუწყოს გლობალურ მშვიდობას და გააძლიეროს აშშ-საქართველოს ურთიერთობები.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 22:38

მსოფლიო

ტრამპი: ჩვენი სუვერენიტეტი აღდგება, ჩვენი უსაფრთხოება აღდგება - დღეიდან აშშ იქნება თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას აღადგენს.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 22:27

მსოფლიო

ტრამპი: ჩინეთი მართავს პანამის არხს და ჩვენ ის არ მიგვიცია ჩინეთისთვის, ჩვენ ის პანამას მივეცით და უკან დავიბრუნებთ

ჩინეთი მართავს პანამის არხს და ჩვენ ის არ მიგვიცია ჩინეთისთვის, ჩვენ ის პანამას მივეცით და უკან დავიბრუნებთ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 22:13

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ მშვიდობისმყოფელი იქნება, როგორც პრეზიდენტი

დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ მშვიდობისმყოფელი იქნება, როგორც პრეზიდენტი.

მამუკა მდინარაძე

20 იანვარი 2025, 21:58

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: იმედი მაქვს, პრეზიდენტი ტრამპი მიაღწევს თავის ამბიციურ მიზნებს „დიფ სთეითთან“ ბრძოლაში, შეერთებულ შტატებსა და ევროპაში

იმედი მაქვს, პრეზიდენტი ტრამპი მიაღწევს თავის ამბიციურ მიზნებს „დიფ სტეისიტთან“ ბრძოლაში, შეერთებულ შტატებსა და ევროპაში,- წერს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე X-ზე.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 21:52

მსოფლიო

ტრამპი: დღეიდან, აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი სქესი

დღეიდან, აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი სქესი, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 21:38

მსოფლიო

ტრამპი: ჩვენ შევაფასებთ ჩვენს წარმატებას არა მხოლოდ ბრძოლებით, რომლებსაც მოვიგებთ, არამედ იმ ომებით, რომლებსაც ჩვენ დავასრულებთ და რაც მთავარია, ომებით, რომლებშიც არასდროს შევალთ

ჩვენ შევაფასებთ ჩვენს წარმატებას არა მხოლოდ ბრძოლებით, რომლებსაც მოვიგებთ, არამედ იმ ომებით, რომლებსაც ჩვენ დავასრულებთ და რაც მთავარია, ომებით, რომლებშიც არასდროს შევალთ, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 21:28

მსოფლიო

ტრამპი: ღმერთმა გადამარჩინა, რომ ამერიკა კვლავ დიდებული გამხდარიყო

ღმერთმა გადამარჩინა, რომ ამერიკა კვლავ დიდებული გამხდარიყო! - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 21:21

მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი: ამერიკის ოქროს ხანა ახლა იწყება

ამერიკის ოქროს ხანა ახლა იწყება, - განაცხადა აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

20 იანვარი 2025, 21:10

რეგიონი

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილი.

ზურაბ ქადაგიძე

20 იანვარი 2025, 21:07

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: 29 აპრილს ივანიშვილმა მოჰფინა ნათელი, ბინძურ კამპანიას, რაც იგეგმებოდა საზღვრებს გარეთ და ღიად გამოუცხადა ბრძოლა საქართველოში გლობალური ომის პარტიას, Baer-მა შეცვალა დამოკიდებულება და კლიენტის უფლებების ხელყოფა დაიწყო

ბიძინა ივანიშვილმა მოჰფინა ნათელი, იმ ბინძურ კამპანიას, რაც იგეგმებოდა საზღვრებს გარეთ და ღიად გამოუცხადა უკომპრომისო ბრძოლა, საქართველოში გლობალური ომის პარტიის ადგილობრივი ფილიალს, ზემოხსენებულმა შვეიცარიულმა ბანკმა(Julius Baer) შეცვალა დამოკიდებულება და კლიენტის უფლებების ხელყოფა დაიწყო,- ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე განცხადებას იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიული ბანკის Julius Baer-ის წინააღმდეგ სასამართლო დავის დაწყებას გეგმავს.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 21:02

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ფიცი დადო და ოფიციალურად შეუდგა პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ოფიციალურად შეუდგა პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2025, 20:43

პოლიტიკა

როგორ შეცვალა ამერიკელების არჩევანმა ქართული ოპოზიციის რიტორიკა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

როგორ შეცვალა ამერიკელების არჩევანმა ქართული ოპოზიციის რიტორიკა - კომუნიკაციის გზების ძიებამ ტრამპის მაგინებლები ვაშინგტონში ჩაიყვანა.

20 იანვარი 2025, 20:25

პოლიტიკა

დონალდ ტრამპის მმართველობის მეორე ვადა საქართველოშიც მნიშვნელოვანი ცვლილებების საწყისად განიხილება - პრემიერი ამერიკაში ე.წ. დიფ სთეითის დაანონსებულ მარცხს ელის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

როგორ და რას შეცვლის ამერიკის ისტორიაში 47-ე პრეზიდენტი, ამას მთელი მსოფლიო ელის - ტრამპის მმართველობის მეორე ვადა მსაქართველოშიც ნიშვნელოვანი ცვლილებების საწყისად განიხილება.

20 იანვარი 2025, 20:23

მსოფლიო

ტრამპის ინაუგურაციამდე 1 საათი რჩება. „ქრონიკა“ ვაშინგტონიდან

აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე 1 საათზე ნაკლები რჩება. შეერთებულ შტატებში ამერიკის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციის გასაშუქებლად ადგილზე „ქრონიკის“ გადამღები ჯგუფი იმყოფება.