IMEDI /  09 დეკემბერი 2020, 08:25 / სანდო წყარო

უეს მიტჩელი: უნდა გადაიხედოს ბუქარესტის დაპირება და საქართველოსთან „საკონტროლო სიით“ ურთიერთობა ყოვლისმომცველი სტრატეგიით შეიცვალოს

უეს მიტჩელი

უეს მიტჩელი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ ევროპის საკითხებში უეს მიტჩელმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ნატო-საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

უეს მიტჩელის განცხადებით, ნატო-ს საქართველოსა და უკრაინასთან ურთიერთობებში სტრატეგიული მიდგომა სჭირდება, რომელიც ბუქარესტის სამიტის დასკვნას თავიდან შეხედავს და პარტნიორებთან ურთიერთობებს უფრო ყოვლისმომცველს გახდის.

იგი განმარტავს, რომ ალიანსმა აქტიური დახმარება უნდა გაუწიოს სუსტ დემოკრატიებს, განსაკუთრებით-ნატო-ს აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნებს, რომლებიც რუსეთის მხრიდან შიდა და გარე ზეწოლის ქვეშ არიან.

მისივე თქმით, უდავოა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიული მმართველობის მხრივ.

„ის ნატოს ახლო და ეფექტური პარტნიორია. სტრატეგიული გარემოდან და ნატოს მხრიდან შიდა კონსოლიდაციის საჭიროებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, სამართლიანი იქნება იმის თქმა, რომ ალიანსის დანიშნულების საფუძვლებს და მის მმართველობას უნდა დავუბრუნდეთ. ვფიქრობ, ნაადრევია იმის თქმა, რომ საქართველო ნატოში ახლა უნდა გაწევრიანდეს. თუმცა, ასევე სამართლიანია იმის თქმა, რომ ეს ერთი შეხედვით დაუსრულებელი პროცესია, რომელიც თითქოს, თითო კვადრატული მეტრით ზომავს პროგრესს. ვფიქრობ, ღირს დაიწყოს დისკუსია უფრო სტრატეგიულ მიდგომაზე, რომელიც ნატოს მისცემს საშუალებას საქართველოს საკითხი, სტრატეგიული და პოლიტიკური თვალსაზრისით, ერთ მთლიან საკითხად შეაჯეროს. ეს ეტაპობრივ მიდგომას აჯობებს და ჩემი აზრით, უფრო მეტადაა თანხვედრაში იმასთან, თუ როგორ შეუძლია ნატოს, როგორც ალიანსს, კავკასიაში გავლენისთვის ბრძოლა“, - განაცხადა მიტჩელმა.

ამერიკელმა ანალიტიკოსმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ და უკრაინამ მკაფიოდ უნდა მოახდინონ იმის დემონსტრირება, რომ დემოკრატიული მმართველობის და ძლიერი დემოკრატიული სტრუქტურების შექმნის მიმართ ერთგულები არიან.

„ვფიქრობ, ღირს დაიწყოს დისკუსია უფრო სტრატეგიულ მიდგომაზე, რომელიც ნატოს მისცემს საშუალებას საქართველოს საკითხი, სტრატეგიული და პოლიტიკური თვალსაზრისით, ერთ მთლიან საკითხად შეაჯეროს. ეს ეტაპობრივ მიდგომას აჯობებს და ჩემი აზრით, უფრო მეტადაა თანხვედრაში იმასთან, თუ როგორ შეუძლია ნატოს, როგორც ალიანსს, კავკასიაში გავლენისთვის ბრძოლა“, - აღნიშნა მიტჩელმა.

ყველა სიახლე

10 ოქტომბერი 2024, 12:20

სამართალი

ონში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალი შენობა გაიხსნა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა იოსებ ჭელიძემ და ალექსანდრე დარახველიძემ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან თემურ მღებრიშვილთან ერთად რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ქალაქ ონში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალი შენობა გახსნეს.

მამუკა მდინარაძე

10 ოქტომბერი 2024, 12:18

არჩევნები 2024

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: იმდენად არიან გარე აქტორებზე დამოკიდებულები, რომ საარჩევნო კამპანია არ აქვთ, ელოდებიან გარედან რაღაცას, ან შიგნით პროვოკაციას, რომელმაც მათი აზრით თეორიულად შეიძლება სიტუაცია გარდატეხოს

ეს ხალხი ზიზღის ენას ალაგებს და მერე შენ ისიც კი არ უნდა გამოაკრა ბანერზე, როგორც მართავს მათ ვიღაცა, როგორც ბოროტ კლოუნებს, ამათი ზიზღის კამპანიის შედეგად კაცი რომ მოკვდა იმერეთში, ამაზე ვინ აგებს პასუხს? და შენ ისიც არ უნდა გამოაკრა, რაც რეალობას ასახავს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებს ეხებოდა.

მამუკა მდინარაძე

10 ოქტომბერი 2024, 12:18

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ომი თუ იქნა ვერც ევროკავშირში გავწევრიანდებით და ვერც ვერავინ ვერაფერს გავაკეთებთ - იმიტომ ვამბობთ - მხოლოდ მშვიდობით, კეთილდღეობით, ღირსებით ევროპისკენ

ომი თუ იქნა ვერც ევროკავშირში გავწევრიანდებით და ვერც ვერავინ ვერაფერს გავაკეთებთ - იმიტომ ვამბობთ - მხოლოდ მშვიდობით, კეთილდღეობით, ღირსებით ევროპისკენ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

10 ოქტომბერი 2024, 12:17

საზოგადოება

კონკურსის „საქართველოს საუკეთესო სომელიე“ გამარჯვებული საბა ქიტიაშვილი გახდა

კონკურსი საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

10 ოქტომბერი 2024, 12:15

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ჩვენ ქართველი ხალხი შეიარაღებული გვყავს სიმართლით. არგუმენტებით ვაიარაღებთ ხალხს, რათა 0% იყოს დაშვება იმისა, რომ მწამებელი, აგენტურული რეჟიმი დაბრუნდეს ხელისუფლებაში

ჩვენ ქართველი ხალხი შეიარაღებული გვყავს სიმართლით. არგუმენტებით ვაიარაღებთ ხალხს, რათა 0% იყოს დაშვება იმისა, რომ მწამებელი, აგენტურული რეჟიმი დაბრუნდეს ხელისუფლებაში, - მიმართა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციური მედიის ჟურნალისტს.

მამუკა მდინარაძე

10 ოქტომბერი 2024, 12:12

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: გარე აქტორებს მოუწიათ ჩაანაცვლონ ქართული ოპოზიცია, იმიტომ რომ ოპოზიცია არ არსებობს და აგენტურა ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ აგენტურულ მოვალეობებს

„სამწუხაროდ, ელჩებსაც კი მოუწიათ მათი ჩანაცვლება, პირდაპირ პოზიციონირდებიან ევროპარლამენტის წარმომადგენლები, ელჩები საქართველოს ხელისუფლების უმრავლესობით არჩეული და მომავალშიც უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ. რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ ოპოზიცია არ არსებობს და აგენტურა ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ აგენტურულ მოვალეობებს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

მამუკა მდინარაძე

10 ოქტომბერი 2024, 12:11

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ხაზარაძეზე და გახარიაზე: ორივე ბევრად უფრო დიდ ხიფათს წარმოადგენს ქართული საზოგადოებისთვის, ვიდრე ყველასათვის გაშიფრული „ნაცმოძრაობის“ ძველი ფლანგი. მათი მთავარი დავალება „ნაცმოძრაობის“ „გაპრავება“ იქნება

საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ კიდევ ერთხელ, კარგად გაიხსენონ და გააანალიზონ ჩემს მიერ ჩამოთვლილი ფაქტები. სააკაშვილიც, გვარამიაც, ხაზარაძეც და გახარიაც ერთი ხელიდან მართული აგენტურაა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ მინიმუმ ორი მათგანი, უდიდესი ალბათობით, ბარიერს ვერ გადალახავს, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ამ ოთხი აგენტურული პარტიიდან ნებისმიერისთვის მიცემული თითოეული ხმა, გადაჭარბების გარეშე, არის არა მხოლოდ უდიდესი ხიფათის შექმნა ჩვენი მშვიდობიანი და ღირსეული ხვალინდელი დღისთვის, არამედ ქვეყნის არსებობისთვისაც კი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მამუკა მდინარაძე

10 ოქტომბერი 2024, 12:09

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე გიორგი გახარიაზე: შინაგან საქმეთა სამინისტროს, სისტემას, რომელიც ქვეყნის სახე უნდა იყოს, გამიზნული პროვოკაციებით რეპუტაციულად მიზანმიმართულად ანგრევდა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გიორგი გახარიას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში, საკვანძო თანამდებობებზე ყოფნის დროს არაერთხელ სცადა და მიზანმიმართულად დააზიანა ხელისუფლების იმიჯი, რაც ქვეყნის გარედან მიღებული დავალების შესაბამისად გააკეთა.

მამუკა მდინარაძე

10 ოქტომბერი 2024, 12:05

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე გიორგი გახარიაზე: მოვლენათა ქრონოლოგია და გახარიას გადაწყვეტილებების ჯაჭვი მარტივად ადასტურებს, რომ ის არაფრით განსხვავდება კოლექტიური აგენტურის რიგითი წევრებისგან

მოვლენათა ქრონოლოგია და გახარიას გადაწყვეტილებების ჯაჭვი მარტივად ადასტურებს, რომ ის არაფრით განსხვავდება კოლექტიური აგენტურის რიგითი წევრებისგან. დავალებებს ისიც საერთო პატრონებისგან იღებს და უსიტყვოდ ემორჩილება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე.

მამუკა მდინარაძე

10 ოქტომბერი 2024, 12:02

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ხაზარაძე პატრონების მორჩილებაშია და გაცნობიერებული აქვს, რომ თუ სასწაული მოხდება და ხელისუფლებაში როგორღაც მოვა, ქვეყანა ომის ქარ-ცეცხლში უნდა გახვიოს, მაგრამ ეს ვერ იქცა დაბრკოლებად, რომ ღალატზე ხელი აეღო

დღეს, ხაზარაძე, ისევე როგორც სააკაშვილი, გვარამია და სხვა კოლექტიური აგენტურა, პატრონების უსიტყვო მორჩილებაშია, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ. მისი განცხადებით, მამუკა ხაზარაძემ ზუსტად იცის, რომ თუ როგორღაც ხელისუფლებაში მოვა, მოუწევს ქვეყანა ომში ჩართოს, თუმცა, ამან ღალატზე ხელი ვერ ააღებინა. სწორედ ამიტომ, მდინარაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ კიდევ უფრო საშიში და მიუღებელი სწორედ ხაზარაძეა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

10 ოქტომბერი 2024, 12:02

მსოფლიო

იტალიური მედია: უკრაინა მზადაა შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები ფრონტის ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ

უკრაინა მზადაა შეწყვიტოს ცეცხლი არსებული ფრონტის ხაზის გასწვრივ, თუმცა ტერიტორიების დაკარგვას არ აღიარებს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. მათი მტკიცებით, ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნისთვის უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს. ინფორმაციის გამოქვეყნება იტალიაში ზელენსკის ვიზიტს დაემთხვა. იტალიის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი დღეს საფრანგეთში ჩავა და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდება.

მამუკა მდინარაძე

10 ოქტომბერი 2024, 11:58

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ხაზარაძე, „ნაცმოძრაობის“ დიდი ხნის მოკავშირე და წართმეული ბიზნესების დამპატრონებელია - ხაზარაძემ გადაიფორმა ბანკი „კონსტანტა“, რომელიც რეჟიმმა წაართვა მფლობელებს, კიდევ უფრო მძიმეა კომპანია „მაგნატის“ საქმე

მამუკა ხაზარაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ დიდი ხნის მოკავშირე, ე.წ. მოლარე და მათ მიერ, ადამიანებისთვის წართმეული ბიზნესების დამპატრონებელია. როდესაც კეზერაშვილი, ადეიშვილი და სხვა ჯალათები, ქართველ ბიზნესმენებს ძარცვავდნენ, ღამის ნოტარიუსებთან წილების გადაფორმება სწორედ ხაზარაძეზე ხდებოდა. საქმეები აქ მრავლადაა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე.

მამუკა მდინარაძე

10 ოქტომბერი 2024, 11:57

არჩევნები 2024

მამუკა მდინარაძე „გორბის“ კვლევაზე: სამი სხვადასხვა კვლევით ვამოწმებთ ხოლმე ამ კვლევას და ყველაზე კონსერვატიული და პესიმისტური გათვლებით, 55%-ს ბოლო პერიოდის განმავლობაში არც ერთი კვლევა არ ჩამოცდენილა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძე „იმედის“ დაკვეთით „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები შეაფასა. მან აღნიშნა, რომ კვლევის შედეგი მინიმუმ სამი კვლევით მოწმდება ხოლმე.

მამუკა მდინარაძე

10 ოქტომბერი 2024, 11:54

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: კოლექტიური აგენტურის პატრონებმა, საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად, აქტიური მუშაობა დაიწყეს ხაზარაძის და გახარიას პარტიების წარმოსაჩენად, თითქოს ისინი დისტანცირებულები არიან „ნაციონალური მოძრაობისგან“

სწორედ იმიტომ, რომ ვერაფრით ხერხდება საზოგადოების თვალში სააკაშვილი-გვარამიას პოლიტიკური კოლაბორაციის რეაბილიტაცია, კოლექტიური აგენტურის პატრონებმა, საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად, აქტიური მუშაობა დაიწყეს ხაზარაძის და გახარიას პარტიების წარმოსაჩენად, თითქოს ისინი დისტანცირებულები არიან „ნაციონალური მოძრაობისგან“ და ახალ, მესამე პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენენ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე

10 ოქტომბერი 2024, 11:51

არჩევნები 2024

მამუკა მდინარაძე ჟურნალისტს: საქართველოს დაბომბილი ქალაქის ჩვენება ანტიქართულია? თქვენი აზრი ხომ გაგაჩნიათ, მითხარით, რატომ არის შეურაცხმყოფელი ომის და დაბომბილი ქალაქის კადრები?

არა ომს - ამ კლიპზე, თქვენმა ტელევიზიამ თქვა, რომ ეს არის ომის პროპაგანდა და ჩვენი კლიპების გაშვებაზე უარი თქვა. როგორ ატყუებთ ხალხს, ამის ლუსტრირებას ვახდენ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, რითაც უპასუხა კითხვას - ომია ის მთავარი ხაზი, რაზეც ახლა „ქართული ოცნება“ დგას?

მამუკა მდინარაძე

10 ოქტომბერი 2024, 11:47

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: არ შეიძლება „ნაცმოძრაობის“ რეჟიმს რაიმე გამართლება ჰქონდეს, მაგრამ ისიც სიმართლეა, რომ ეს ხალხი ნაბიჯ-ნაბიჯ ჩაითრიეს სამშობლოს წინააღმდეგ აგენტურულ ავანტიურაში და საბოლოოდ ყველა ბინძურ საქმეზე მოაწერინეს ხელი

გამოუცდელი, ამბიციური, მაგრამ ფსევდოლიბერალური ღირებულებების ხიბლში ჩავარდნილი ხალხი საუკეთესო მასალა იყო პატრონებისთვის. ხელისუფლებაში მოსვლის დროს, სააკაშვილს და მისი გუნდს, შეიძლება ვერც კი წარმოედგინა, რომ მათ უმძიმესი დავალებების შესრულება მოუწევდათ, მათ შორის, საკუთარ ქვეყანაში ომის გაჩაღება და საკუთარი სამხედროებისათვის ომის დანაშაულის დაბრალება, მაგრამ ამ მომენტამდეც მეთოდური მუშაობით მიიყვანეს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას.

მამუკა მდინარაძე

10 ოქტომბერი 2024, 11:44

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: პატრონებმა სცადეს სისხლიანი ბრენდის, „ნაცმოძრაობის“ უკანა პლანზე გადაწევა და სააკაშვილისა და გვარამიას ნაცვლად, ასევე სისხლიანი აგენტების, გვარამიას, მელიას, ჯაფარიძისა და ხოშტარიას ახალ სახეებად გასაღება

სააკაშვილისა და გვარამიას წარსულის ცოდვები იმდენად ამძიმებთ, რომ მწამებელ რეჟიმზე უგონოდ შეყვარებული ადამიანების გარდა, ნეიტრალური ამომრჩევლის მიმხრობას ვერ ახერხებენ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე

10 ოქტომბერი 2024, 11:39

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია სრულადაა დამოკიდებული გარე დირექტივებზე, მათ შეგვიძლია ვუწოდოთ კოლექტიური აგენტურა, რადგან ერთმანეთისგან მხოლოდ საარჩევნო ნომერი, პარტიების ლოგოები განასხვავებთ, ანტიქართული მიზნებით კი ერთნი არიან

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს საზოგადოებისათვის, რომ დღევანდელი ოპოზიცია სრულად არის დამოკიდებული გარე დირექტივებზე და მხოლოდ დავალებებით, ქვეყნის გარედან მიღებული ინსტრუქციებით მოქმედებს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე.

მამუკა მდინარაძე

10 ოქტომბერი 2024, 11:38

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ეს არის პირდაპირი მოწოდებები ომისკენ, ეს არის პირდაპირი მოწოდებები ომის გარანტორების გათავისუფლებისკენ და მშვიდობის გარანტების დასანქცირებისკენ

„ეს იმას ნიშნავს, რომ არა თუ ჩარევა, არათუ ზეგავლენის მოხდენა, ეს არის პირდაპირი მოწოდებები ომისკენ, ეს არის პირდაპირი მოწოდებები ომის გარანტორების გათავისუფლებისკენ და მშვიდობის გარანტების დასანქცირებისკენ. ეს არის პირდაპირი მოწოდება საქართველოში ლგბტ პროპაგანდისკენ და გამჭვირვალობის გაუქმებისკენ - ვისაც უნდა დააფინანსებენ და ეს ქართველმა ხალხმა არ უნდა იცოდეს, ისე უნდა ატრიალონ საქართველოს ხელისუფლებები და როგორც კი დაავალებენ, უნდა შევიდნენ ომში. საბოლოოდ, ეს ყველაფერი დადასტურდა გუშინდელი გახსნილი კარტებით, დადასტურდა, რომ ისინი არა ქართველ ხალხს, არამედ „ნაციონალურ მოძრაობას“, მის კლასტერს ანუ აგენტურას უჭერენ მხარს“, - განაცხადა მდინარაძემ და დასძინა, რომ ამ რეზოლუციას უკვე ჩალის ფასიც აღარ აქვს.

10 ოქტომბერი 2024, 11:35

კულტურა

მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ხელოვნების მუზეუმში მუდმივმოქმედი გამოფენები გაიხსნა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალ შენობაში მრავალწლიანი პაუზის შემდეგ მუდმივმოქმედი გამოფენები ამოქმედდა. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენებზე წარმოდგენილი ექსპონატების დიდი ნაწილი აქამდე არასდროს ყოფილა გამოფენილი და მათ საზოგადოება პირველად იხილავს.