ვახტანგ მახარობლიშვილმა აშშ-ის კომერციის მდივნის თანაშემწის მოადგილესთან ქვეყნებს შორის ეკონომიკის მიმართულებით დინამიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა
ვახტანგ მახარობლიშვილი
ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის კომერციის მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, დევიდ დე ფალკოსთან ონლიან შეხვედრა გამართა.
მხარეებმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მთავარი საკითხები და ქვეყნებს შორის ვაჭრობისა და ეკონომიკის მიმართულებით დინამიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრა დე ფალკოს საქართველოში ვირტუალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა და მასში აშშ-ის მხრიდან სახელმწიფო დეპარტამენტის, USAID-ისა და საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
მხარეებმა აშშ-სა და საქართველოს შორის ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროში მიმდინარე ინტენსიური თანამშრომლობის პროგრესი და არსებული მიღწევების საფუძველზე კავშირების შემდგომი გაღრმავების გზები და კონკრეტული ინიციატივები შეაჯამეს. საუბარი შეეხო საქართველოში ამერიკული ბიზნეს კომპანიების ჩართულობის გაზრდისა და მეტი ინვესტიციის მოზიდვის მიზნით გადასადგმელ კონკრეტულ ნაბიჯებს.
ყურადღება გამახვილდა აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე შეთანხმებისა და საქართველოში საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის რეგიონული ოფისის შესაძლო გახსნის საკითხებს. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე განსაკუთრებით მიესალმა აშშ-სა და საქართველოს შორის მზარდ ეკონომიკურ თანამშრომლობას და მადლიერება გამოხატა აშშ-ის მხარდაჭერისა და დახმარებისთვის საქართველოს მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისა და პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ შედეგებთან გამკლავების პროცესში.
პანდემიის გამოწვევების ფონზე ეკონომიკური აქტივობის წახალისების კუთხით ყურადღება გამახვილდა საშუალო და მცირე ზომის ბიზნეს სუბიექტების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. ამერიკულმა მხარემ ამ თვალსაზრისით რელევანტურ ქართულ უწყებებთან აქტიური თანამშრომლობის მზაობა დაადასტურა. ქართულმა მხარემ კომერციის მდივნის თანაშემწის მოადგილეს მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ საქართველოს კერძო სექტორს აშშ-ის მთავრობა, USAID-ის საშუალებით, დაეხმარება COVID-19 პანდემიის შემდგომ აღდგენაში და დააფინანსებს უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო ფირმა OCO Global-ს, რომელიც გამოავლენს მაღალანაზღაურებადი ინვესტიციების შესაძლებლობებს საქართველოს ეკონომიკაში და ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის შესახებ მსხვილ საერთაშორისო ინვესტორებს შორის ცნობიერების ამაღლებას.
მხარეებმა მზაობა გამოხატეს ერთობლივი, ინტენსიური ძალისხმევის გასაგრძელებლად ქვეყნებს შორის ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის გასაღრმავებლად. საუბრისას, ასევე, განხილულ იქნა საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის ფუნქციას და ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოს მიერ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და რეგიონულ პროექტებში აშშ-ის ჩართულობისა და მონაწილეობის გაზრდის მნიშვნელობას სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და უსაფრთხოების განმტკიცების კონტექსტში. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აშშ-ის მხარეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მიერ რეგიონული ჰაბის ფუნქციის განმტკიცებისა და გაფართოების მიზნით საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს გაძლიერების, სავაჭრო პოლიტიკისა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების კუთხით. აშშ-ის კომერციის მდივნის ვირტუალური ვიზიტი საქართველოში ორ დღეს გაგრძელდება და ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია კომერციის მდივნის თანაშემწის მოადგილის შეხვედრები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან, ასევე, ეროვნული უშიშროების საბჭოსა და „საქპატენტის“ წარმომადგენლებთან.
ყველა სიახლე
18 აგვისტო 2026, 09:11
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი გვარამიას განცხადებაზე: ეს არის მოღალატეობრივი განცხადება, რომლის დანიშნულება საქართველოში დაძაბულობის ახალი კერების შექმნაა
ეს არის მოღალატეობრივი განცხადება. რასაკვირველია, თუ თავს გაიმართლებს ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ დავუშვათ ვიფიქროთ, რომ მას სხვა რამ ჰქონდა მხედველობაში, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ნიკა გვარამიას განცხადებას, სადაც მან აფხაზეთი, როგორც ტრავმული მეხსიერება ისე მოიხსენია და ამ საკითხზე საუბრისას ფაშინიანის მაგალითი მოიყვანა, რომელმაც მისივე თქმით ყარაბაღის ტერიტორია დათმო.
18 აგვისტო 2026, 09:01
საზოგადოება
სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში პერიოდულად იწვიმებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში პერიოდულად იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 25-დან 30 გრადუსამდე, აღმოსავლეთში კი 28-დან 33 გრადუსამდე იქნება.
18 აგვისტო 2026, 01:12
მსოფლიო
მაკრონი: ენდეთ ევროპას - სწორედ ის მოგვცემს საშუალებას, ერთად შევინარჩუნოთ პოზიციები ამ არეულ მსოფლიოში, სადაც საერთაშორისო სამართალი ყოველდღიურად ირღვევა და ბლოკების ლოგიკა ბრუნდება
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროპის მნიშვნელობასა და გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე ილაპარაკა და საზოგადოებას ევროპული პროექტის მიმართ ნდობისკენ მოუწოდა.
18 აგვისტო 2026, 01:03
მსოფლიო
ჯარედ კუშნერი: თუ „ჰამასი“ უარს იტყვის განიარაღებაზე, ვაშინგტონი ღაზაში ისრაელის შემდგომ სამხედრო ოპერაციებს მხარს დაუჭერს
აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ ორივე მხარის თანამშრომლობის შემთხვევაში ღაზაში „პროგრესი შესაძლოა ძალიან მალე ვიხილოთ“, თუმცა მან იქვე მიანიშნა, რომ თუ „ჰამასი“ უარს იტყვის განიარაღებაზე, ვაშინგტონი ანკლავში ისრაელის შემდგომ სამხედრო ოპერაციებს მხარს დაუჭერს.
17 აგვისტო 2026, 22:39
რეგიონი
დავით კოდუამ საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებულ ზუგდიდელ სპორტსმენებს ფულადი ჯილდო გადასცა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებულ ზუგდიდელ სპორტსმენებს - ნათია გადელიას, ელენე ქარჩავას, ანასტასია ჩოკორაიასა და სალომე ქაქუთიას შეხვდა. მერმა ახალგაზრდა სპორტსმენებს მიღწეული წარმატება მიულოცა და ფულადი ჯილდო გადასცა.
17 აგვისტო 2026, 22:28
მსოფლიო
ტრამპი: კიმ ჩენ ინი ჩემ მიმართ ყოველთვის დიდ პატივისცემას იჩენდა - მე მესმის მისი, მას კი ჩემი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან ურთიერთობაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ მათ შორის კარგი ურთიერთგაგება არსებობს.
17 აგვისტო 2026, 22:02
მსოფლიო
ტრამპი ირანზე: მათ კაპიტულაციის თეთრი დროშა უნდა აღმართონ
60-დღიანი ზავის ვადა ორშაბათს იწურება, თუმცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მტკიცე პოზიცია ირანის ბირთვული ამბიციების აღკვეთასთან დაკავშირებით უცვლელია. ამის შესახებ მან ორშაბათს დილით Fox News-ს განუცხადა და დაადასტურა, რომ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC) სამშვიდობო მოლაპარაკებების პირდაპირი, ფარული არხი მოქმედებს.
17 აგვისტო 2026, 21:49
კულტურა
19 აგვისტოდან მსმენელებს ფესტივალ „ღამის სერენადების“ საკონცერტო საღამოები ელოდებათ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
19 აგვისტოდან ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ მსმენელთან შესახვედრად ემზადება. წელს ფესტივალი ქართველი მევიოლინისა და დირიჟორის, ლიანა ისაკაძის დაბადებიდან 80 წლის იუბილეს მიეძღვნება. ტრადიციულად მრავალფეროვანი პროგრამითა და მოწვეული სტუმრების მონაწილეობით სამ ქალაქში შვიდი კონცერტი გაიმართება. ღამის სერენადები კულტურის სამინისტროს, „შემოქმედებითი საქართველოს“, თბილისის, ბათუმისა და ბორჯომის მერიის მხარდაჭერით 20 სექტემბერს დაიხურება.
17 აგვისტო 2026, 21:37
მსოფლიო
Reuters: ირანი, აშშ-თან დიპლომატიის კრახის შემთხვევაში, ჰორმუზის სრუტეში შეტევაზე გადასვლით იმუქრება
როგორც ირანის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა ორშაბათს Reuters-ს განუცხადა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ომის საბოლოო შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის გამო, თეირანმა თავისი სტრატეგია თავდაცვითიდან „სრულმასშტაბურ შეტევით“ პოლიტიკაზე გადაიყვანა.
17 აგვისტო 2026, 21:34
სპორტი
ისტორიული შედეგი ზამთრის ოლიმპიადაზე და ღირსეული დაფასება სახელმწიფოსგან - მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ნაკრების წევრებს ფულადი პრიზები გადაეცემათ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ისტორიული შედეგი ზამთრის ოლიმპიადაზე და ღირსეული დაფასება სახელმწიფოსგან - „მილანი-კორტინა 2026-ზე“ საქართველოს ნაკრების მიერ მიღწეული წარმატება ფულადი ჯილდოებით აღინიშნება.
17 აგვისტო 2026, 21:19
საზოგადოება
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები თბილისში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დედაქალაქში მოსული უხვი ნალექი პრობლემური აღმოჩნდა არაერთი რაიონისთვის; განსაკუთრებულად კი ლეღვთახევის ტერიტორიაზე.
17 აგვისტო 2026, 21:18
მსოფლიო
POLITICO: ლატვია სერიოზულ შეცდომად მიიჩნევს ევროკავშირის უარს, აუკრძალოს წევრ სახელმწიფოებში შესვლა იმ პირებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდნენ
როგორც გამოცემა POLITICO იუწყება, ლატვია სერიოზულ შეცდომად მიიჩნევს ევროკავშირის უარს, აუკრძალოს წევრ სახელმწიფოებში შესვლა იმ პირებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდნენ.
17 აგვისტო 2026, 21:00
საზოგადოება
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის მთავრობა თელავის მუნიციპალიტეტს 500 000 ლარს გადასცემს
ძლიერი წვიმისგან შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად მუნიციპალიტეტში ამ დრომდე მუშაობენ. პარალელურად, მიმდინარეობს მსგავსი შედეგების პრევენციაზე მუშაობაც.
17 აგვისტო 2026, 20:52
ეკონომიკა
უპროცენტო სესხი სახელმწიფოსგან - პროგრამა ფართოვდება, იზრდება ხელმისაწვდომობა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მეტი მხარდაჭერა მიკრო და მცირე მეწარმეებს - ეკონომიკური განვითარების კორპორაციამ ერთ-ერთი პოპულარული პროგრამის პირობები განაახლა.
17 აგვისტო 2026, 20:40
სამართალი
ბრძოლა სიძულვილის ენასთან - სასამართლო პროცესები ბათუმში შედგა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ორივე პროცესი ბათუმში ჩატარდა. რა შემთხვევებზე იმსჯელეს მოსამართლეებმა და როგორია გადაწყვეტილებები, დეტალებს მარიამ ქართველიშვილი გაგაცნობთ.
17 აგვისტო 2026, 20:35
პოლიტიკა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები - „ტრავმული მეხსიერება“, გვარამია-სამადაშვილის რიტორიკა მმართველი გუნდისთვის ღალატია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გვარამიას და სამადაშვილს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ნათქვამის გამართლება უწევთ. საქართველოს ნაწილი ერთმა „ტრავმულ მეხსიერებად“ შეაფასა, მეორემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს შეუთვალა, რომ ჩვენ მათ ვერაფერს შევთავაზებთ.
17 აგვისტო 2026, 20:30
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა.
17 აგვისტო 2026, 20:24
მსოფლიო
Euronews: გერმანია ევროკომისიას ადანაშაულებს იმაში, რომ ის ელექტროენერგიის ბაზრის რეგულაციას ევროკავშირის საგადასახადო წესებისა და ეროვნული სუვერენიტეტის გვერდის ავლისთვის იყენებს
გერმანია ევროკომისიას ადანაშაულებს იმაში, რომ ის ელექტროენერგიის ბაზრის რეგულაციას ევროკავშირის საგადასახადო წესებისა და ეროვნული სუვერენიტეტის გვერდის ავლისთვის იყენებს, - წერს Euronews-ი.
17 აგვისტო 2026, 20:24
პოლიტიკა
ყალბი რუსოფობია. რა დგას საჯარო განცხადებების უკან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უშიკიშვილის სასტუმროს ამბავი ერთ-ერთი და არა ერთადერთი მაგალითია, რომლის საფუძველზეც მმართველი გუნდი ოპოზიციის ყალბ კამპანიას ამხელს.
17 აგვისტო 2026, 20:08
პოლიტიკა
გიორგი უშიკიშვილის სასტუმრო რუს ტურისტებსაც მასპინძლობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მეპატრონის განცხადება სიცრუე აღმოჩნდა. ის, რაც „ქრონიკამ“ გამოარკვია, მომღერალმა ჯერ უარყო, შემდეგ კი ნათქვამის ინტერპრეტირება სცადა.


