imedi /  09 დეკემბერი 2020, 17:05 / სანდო წყარო

ლევან იოსელიანი: რისთვისაც აქამდე ვიბრძოდით, იმას თუ მივაღწევთ, პარლამენტში შევალ, პოლიტიკაში იმიტომ არ მოვსულვარ, რომ გიგა ბოკერიასთნ ერთად ქუჩაში ვიდგე

ლევან იოსელიანი

ლევან იოსელიანი

რისთვისაც აქამდე ვიბრძოდით, იმას თუ მივაღწევთ, პარლამენტში შევალ, პოლიტიკაში იმიტომ არ მოვსულვარ, რომ ბოკერიასთნ ერთად ქუჩაში ვიდგე, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა კითხვაზე, აპირებს თუ არა პარლამენტში შესვლას.

ის ასევე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ თუ არჩევნებთან დაკავშირებით დაფიქსირდება თუნდაც ერთპროცენტიანი გადახრა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები, თავად კი პოლიტიკიდან წავა.

„ირაკლი კობახიძის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოლაპარაკებას აქვს აზრი და წითელი ხაზები, რომელიც იყო დადგენილი, გადაკვეთილია. ეს არის წინ გადმოდგმული ნაბიჯი. ტექნიკურად როგორ განხორციელდება, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ახლა არ მაქვს ჩამოყალიბებული აზრი, მაგრამ ფაქტია, რომ ყველაფერი, რაც მოლაპარაკებებზე ხდება და დღევანდელი განცხდებაც მიუთითებს ერთ რამეს – შეთანხმებას აქვს აზრი და უნდა შედგეს. სხვანაირად ეს ქვეყანა შევა ჩიხში და მე არ ვარ მომხრე, ქვეყანა ჩიხში შევიყვანო.

თუ მივაღწევთ იმას, რისთვისაც ვიბრძოდით აქამდე, რა თქმა უნდა შევალ პარლამენტში. პოლიტიკაში იმიტომ არ მოვსულვარ, რომ ბოკერიასთნ ერთად ქუჩაში ვიდგე. პოლიტიკაში მოვედი იმიტომ, რომ თუ დავინახავ არის წინსვლა, ამას დავუჭერ მხარს. მთავარია, გამოვიტანო ის შედეგი, რაც ჩვენთვის, მთელი ქვეყნისთვის იქნება სასარგებლო“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ყველა სიახლე

27 თებერვალი 2021, 13:37

საზოგადოება

ხვალ საქართველოში ტემპერატურა მცირედით დაიკლებს

28 თებერვალს, საქართველოში, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან გავრცელდება შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, მთაში და მაღალმთაში მოთოვს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღისით 2-3 გრადუსით დაიკლებს, ღამის საათებში ყინვა შესუსტდება, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ანალოგიური ამინდი მოსალოდნელია 1-ელ მარტსაც.

27 თებერვალი 2021, 13:36

ტაბლოიდი

ლედი გაგას დაუბრუნეს დაკარგული ძაღლები, რომელთა მპოვნელსაც ის 500 000 დოლარს პირდებოდა

ამერიკელ მომღერალ და მსახიობ ლედი გაგას დაუბრუნეს დაკარგული ძაღლები - ფრანგული ბულდოგები კოჯი და გუსტავი, რომლებიც რამდენიმე დღის წინ გაიტაცეს. ინფორმაციას ამის შესახებ ლოს-ანჯელესის პოლიცია ავრცელებს.

ნათია თურნავა

27 თებერვალი 2021, 13:11

ეკონომიკა

ნათია თურნავა: გლობალური პანდემიის მიუხედავად, სარეიტინგო სააგენტოები ენდობიან საქართველოში გატარებულ რეფორმებს

Standard & Poor's-ის ანგარიშში აღნიშნულია სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები, ეფექტური ანტიპანდემიური ღონისძიებები, რეფორმების კურსისადმი ერთგულება - ეს არის საფუძველი, რომელიც მათ ძველი რეიტინგის შენარჩუნების საშუალებას აძლევს. ეს აამაღლებს საერთაშორისო ნდობას ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა სარეიტინგო სააგენტო S&P Global-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის „BB“ დონეზე შენარჩუნებას.

27 თებერვალი 2021, 13:07

მსოფლიო

ერაყში, ანტისამთავრობო აქციაზე 5 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ-აღმოსავლეთ ერაყში, ქალაქ ნასირიაში, ანტისამთავრობო აქციაზე ხუთი ადამიანი დაიღუპა, 175-ზე მეტი კი დაშავდა. დაღუპულთა უმეტესობას ცეცხსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა. დაჭრილია 120 ადამიანი. დაშავებულთა შორის უსაფრთხოების ძალების 57 წარმომადგენელია.

კახა კალაძე

27 თებერვალი 2021, 12:58

სპორტი

„მილანმა“ კახა კალაძეს დაბადების დღე მიულოცა. ვიდეო

საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს, კახა კალაძე 41 წელი შეუსრულდა და მილანურმა კლუბმა მას დაბადების დღე სპეციალური ვიდეოთი მიულოცა.

27 თებერვალი 2021, 12:57

COVID19

რუსეთში კორონავირუსის 11,534 შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11,534 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 439 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 4,234,720 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 85,743 ადამიანი გარდაიცვალა.

27 თებერვალი 2021, 12:48

თემა

რა არ უნდა გააკეთოთ, თუ გინდათ, რომ თქვენმა ნოუთბუქმა დიდხანს იმუშაოს

ლეპტოპის შეძენა ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. ყველას უნდა, რომ მან დიდხანს იფუნქციონიროს და ამ ხნის განმავლობაში პრობლემა არ შეექმნას. თუმცა ხშირად მომხმარებლები გაჯეტისადმი მინიმალურ მზრუნველობასაც კი არ იჩენენ, რის შედეგადაც ის გამოუსადეგარი ხდება. საინტერესოა, რა არ უნდა გააკეთოთ, რათა თქვენმა კომპიუტერმა უფრო დიდხანს იცოცხლოს?

27 თებერვალი 2021, 12:44

COVID19

ჩეხეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები მკაცრდება

გამონაკლისი მხოლოდ აუცილებელი მგზავრობა იქნება. მნიშვნელოვნად შემცირდა იმ მაღაზიების სიაც, რომელიც კვლავ ღია იქნება: დაიხურა საკანცელარიო და ბავშვთა ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მაღაზიები. ამასთან, გასული წლის ოქტომბრის შემდეგ, დახურულია რესტორნები, სპორტული დარბაზი და გასართობი დაწესებულებები.

27 თებერვალი 2021, 12:36

მსოფლიო

ესპანეთის ზოოპარკში, სპილომ პარკის თანამშრომელი მოკლა

ესპანეთის ზოოპარკში, სპილომ ხორთუმით პარკის თანამშრომელი მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. 44 წლის ზოოპარკის თანამშრომელს, 4,000-კილოგრამიანი სპილო თავს ხუთშაბათს დაესხა, ხოლო კაცი ხუთშაბათს მიღებული დაზიანების გამო გარდაიცვალა.

თაკო ჩარკვიანი

27 თებერვალი 2021, 12:32

პოლიტიკა

თაკო ჩარკვიანი: ნუ აყენებთ ხალხს შეურაცხყოფას, ეს მებრძოლი ხალხი „ბოკერია-ბურჯანაძის“ პოლიტიკური გვამების გასაცოცხლებლად არ მოდის, არა

ნუ აყენებთ ხალხს შეურაცხყოფას, ეს მებრძოლი ხალხი , „ბოკერია- ბურჯანაძის“ პოლიტიკური გვამების გასაცოცხლებლად არ მოდის არა, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი Facebook-ზე წერს.

ხუან კარლოსი

27 თებერვალი 2021, 12:23

მსოფლიო

El Pais: ესპანეთის ყოფილმა მეფემ €4,4-მილიონიანი დავალიანების დასაფარად ფული ისესხა

ესპანეთის ყოფილმა მეფემ ხუან კარლოსმა, რომელის ტახტიდან 2014 წელს გადადგა, €4,4-მილიონიანი დავალიანების დასაფარად თავისი მეგობრებისგან ფული ისესხა. ამის შესახებ გამოცემა El Pais-ი წერს.

27 თებერვალი 2021, 12:08

პოლიტიკა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, პარლამენტის დელეგაციამ კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ, მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში გამართულ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული საკითხების გენერალურ კომიტეტის მუშაობაში, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო კოვიდპანდემიის გავლენა დემოკრატიაზე და არჩევნებზე.

27 თებერვალი 2021, 12:05

რეგიონი

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ კასპში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა დაათვალიერა

იუსტიციის სამინისტრო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აგრძელებს. იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სოსო გიორგაძემ ამჯერად კასპის მშენებარე საზოგადოებრივი ცენტრი მოინახულა და სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული კოვიდპანდემიის მიუხედავად, იუსტიციის სამინისტრო აგრძელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობას.

27 თებერვალი 2021, 12:01

პოლიტიკა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ერგნეთში გასვლითი სხდომა გამართა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა, საზედამხედველო საქმიანობის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში გასვლითი სხდომა გამართა საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

27 თებერვალი 2021, 11:54

საზოგადოება

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ თბილისში, 260-მდე იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში 260-მდე იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს დირექტორის, ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე, თბილისში ოროთახიანი ბინები ნაწილდება.

27 თებერვალი 2021, 11:45

სპორტი

UEFA-ს ოფიციალურ გვერდზე რუხის საფეხბურთო აკადემიის შესახებ სტატია გამოქვეყნდა

ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (UEFA) ოფიციალურ გვერდზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის გახსნის შესახებ სტატია გამოქვეყნდა. სტატიაში აღნიშნულია, რომ პროექტის მიხედვით, ადგილზე ერთი ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყო. ასევე დამონტაჟდა თანამედროვე განათების სისტემა, მოეწყო ტრიბუნები და აშენდა 50 ადამიანზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსი.

თეთრი სახლი

27 თებერვალი 2021, 11:38

მსოფლიო

რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე გადაწყვეტილებას თეთრი სახლი უახლოეს კვირებში მიიღებს

რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე გადაწყვეტილებას თეთრი სახლი უახლოეს კვირებში მიიღებს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

27 თებერვალი 2021, 11:36

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 8,172 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 8,172 ადამიანს დაუდასტურდა, 151 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 1,342,016 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 25,893 პაციენტი ემსხვერპლა, 1,168,321 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

27 თებერვალი 2021, 11:33

საზოგადოება

დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების მსოფლიო დღეა

„ისინი აქტიურად უწყობენ ხელს პოზიტიურ, შედეგზე ორიენტირებულ ცვლილებებს ქვეყანაში და მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ადამიანის უფლებების დაცვის, პრევენციის, ცალკეული სფეროების განვითარების მხარდაჭერისა და რეფორმირების მიმართულებით“ - აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

27 თებერვალი 2021, 11:25

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 283 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 283 ადამიანს დაუდასტურდა, 7 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 171,793 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3,190 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 163,309.