ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის პრეტენზიებს თუ დავუჯერებთ, არჩევნებზე მათი ხმათა პროცენტული მაჩვენებელი 100 პროცენტია ანუ „ქართული ოცნება“ აღარ არსებობს?

ირაკლი კობახიძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე არჩევნების შემდეგ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„მეგობრებო, არჩევნების დასრულების შემდეგ, ცივი გონებით გავაანალიზე ყველაფერი და დავრწმუნდი, რომ ეს არჩევნები მართლაც ტოტალურად გაყალბდა:
სააკაშვილი ამტკიცებს, რომ ნაციონალებმა მინიმუმ 35 პროცენტი აიღეს;
პატრიოტები ამბობენ, რომ მათ პარტიას მინიმუმ 23 პროცენტმა დაუჭირა მხარი;
ნათელაშვილი აცხადებს, რომ სულ მცირე 7 პროცენტი აქვს აღებული;
ლელო ამტკიცებს, რომ არჩევნების სიღრმისეული ანალიზი ჩაატარეს და მინიმუმ 6 პროცენტი აქვთ მიღებული;
ზუსტად იმავეს ამტკიცებს ვაშაძეც, ანუ მისი შედეგიც 6 პროცენტია;
ევროპული საქართველო ციფრებს არ ამბობს, მაგრამ ამტკიცებს, რომ არჩევნები სერიოზულად გაყალბდა, ანუ, ლოგიკურად, 3,8 პროცენტის მაგივრად, მინიმუმ 5 პროცენტი მაინც უნდა ჰქონდეთ აღებული;
ბურჯანაძე დარწმუნებულია და ამტკიცებს, რომ მისმა პარტიამ 5 პროცენტი აიღო;
„გირჩი“ და„მოქალაქეები“
ამბობენ, ჩვენთვის არაფერი დაუკლიათ, მაგრამ „ოცნებამ“ თავისთვის მოიმატაო. ანუ მათი შედეგი 3 და 1 პროცენტი რჩება;
იმ პარტიებიდან, რომლებმაც ნახევარი პროცენტი და ნაკლები აიღეს, რამდენიმე ამტკიცებს, რომ სინამდვილეში ბარიერი აქვთ გადალახული, ანუ ამ ყველა პარტიას 6-ის მაგივრად, 9 პროცენტი მაინც უნდა ქონდეს აღებული.
ყველა ეს შედეგი კონკრეტული პოლიტიკოსების კონკრეტული ციტატებითაა გამყარებული და თუ ჩვენი ოპოზიციონერების მაღალ პასუხისმგებლობას გავითვალისწინებთ, ვერც ერთ მათგანში იოტისოდენა ეჭვსაც კი ვერ შევიტანთ.
ახლა რაც შეეხება ჯამს: 35+23+7+6+6+5+5+3+1+9=100.
ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციამ არჩევნებში ზუსტად 100 პროცენტი აიღო, ანუ გაიშიფრა ამ არჩევნების მთავარი სიყალბე - თამარ ჟვანია და ცესკო ამტკიცებენ, რომ „ქართული ოცნება“ არსებობს, როცა ეს პარტია ბუნებაში საერთოდ არ არსებობს და მხოლოდ ცესკოს ფანტაზიის ნაყოფია. ასე რომ არ იყოს, ოპოზიციის ხმების ბალანსი ასე ზუსტად 100 პროცენტზე როგორ დაჯდებოდა.
ანუ არსებობს ორი პარალელური სინამდვილე - ერთი ნამდვილი, ოპოზიციის თვალით დანახული სინამდვილე და მეორე ყალბი, ცესკოს მიერ შექმნილი ვირტუალური სინამდვილე.
შესაბამისად, გამოვდივარ ინიციატივით, მომავალ წელს ჩავატაროთ პლებისციტი, სადაც ქართველ ამომრჩეველს დავუსვამთ კითხვას, არსებობს თუ არა „ქართული ოცნება“. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ოპოზიციის აღქმას გაიზიარებს და პლებისციტზე ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.
ახლა კი სერიოზულად: ზუსტად ასეთივე ნონსენსია ის, რომ ადამიანები, რომლებმაც საქართველოში არჩევნების ტოტალური გაყალბების პრაქტიკა დაამკვიდრეს, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ ერთხმად აღიარებულ კონკურენტულ და თავისუფალ არჩევნებს გაყალბებულად აცხადებენ“, - წერს ირაკლი კობახიძე.
ყველა სიახლე

19 თებერვალი 2025, 12:18
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: ასეთ ვითარებაში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. შეძლებს კი მარტოდ დარჩენილი ევროპა დანგრეული ქვეყნის აშენებას და საკუთარი უსაფრთხოების დაცვას რუსეთთან უშუალო საზღვრით?
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი თქმით, ნატოში გაწევრიანება უკრაინისთვის ცრუ დაპირება რომ იყო, ეს ღიად ითქვა და ახლა საინტერესოა, გაწევრიანდება თუ არა უკრაინა ევროკავშირში.

19 თებერვალი 2025, 12:18
რეგიონი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
„სოფელ ახალ კახათში ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან, ჯამში, 5 კილომეტრამდე სიგრძის კოლექტორული და შემკრები არხები იწმინდება. ჩატარებული სამუშაოები არხის გამტარუნარიანობის გაზრდას უზრუნველყოფს. შედეგად, 70 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება, რაც უხვი და ხარისხიანი მოსავლიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს“.

19 თებერვალი 2025, 12:16
მსოფლიო
ტრამპისა და მასკის განცხადებით, ისინი აშშ-ში ბიუროკრატიის დამარცხებას და დემოკრატიის აღდგენას ცდილობენ
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ამერიკის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა ტელეარხ Fox News-თან ერთობლივ ინტერვიუში განაცხადეს, რომ ისინი ცდილობენ დაამარცხონ ბიუროკრატია და აღადგინოთ დემოკრატია.

19 თებერვალი 2025, 12:04
ტაბლოიდი
სასამართლომ რეპერი A$AP Rocky გაამართლა
რეპერი A$AP Rocky ყოფილი მეგობრისთვის სროლის საქმეში გაამართლეს. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

19 თებერვალი 2025, 12:03
ტექნოლოგიები
ფეხბურთის მოედნისხელა ასტეროიდი, რომელსაც მეცნიერები აკვირდებიან, დედამიწის მაგივრად შესაძლოა მთვარეს შეეჯახოს
ფეხბურთის მოედნისხელა ასტეროიდი, რომელსაც მეცნიერები აკვირდებიან, დედამიწის მაგივრად შესაძლოა მთვარეს შეეჯახოს.

19 თებერვალი 2025, 12:01
საზოგადოება
კახა კალაძე: რუსთაველის გამზირი რადიკალურად შეიცვლება
„როგორც იცით, ვგეგმავთ რუსთაველის გამზირის სრულ რეაბილიტაციას. გზა არის ამორტიზებული, მძიმე მდგომარეობაში, ხშირია საფარის დაზიანების, გზის ჩავარდნის შემთხვევები, სწორედ იმის გამო, რომ მიწისქვეშ არსებული ინფრასტრუქტურა მძიმე მდგომარეობაშია. სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ალბათ, დავიწყებთ მაისში და ზაფხულის ბოლოსთვის ვგეგმავთ პროექტის დასრულებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

19 თებერვალი 2025, 11:54
პოლიტიკა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე მეორე მოსმენით იმსჯელა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

19 თებერვალი 2025, 11:53
მსოფლიო
ბრაზილიის ექს-პრეზიდენტს ჟაირ ბოლსონარუს სახელმწიფო გადატრიალების მუხლით ბრალი წაუყენეს
ბრაზილიის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე ბრალი წაუყენა. ინფორმაციას DW ავრცელებს.

19 თებერვალი 2025, 11:52
ეკონომიკა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტს მხარი დაუჭირა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა იმსჯელა „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამისთვის - ქვეპროგრამა 2)“ . ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის განმარტებით, აზიის განვითარების ბანკი მზადაა, დააფინანსოს აღნიშნული სასესხო შეთანხმების მეორე ქვეპროგრამა, რისთვისაც გამოყოფილი იქნება 68,198,000 ლარი.

19 თებერვალი 2025, 11:43
საზოგადოება
გლდანის მეოთხე მიკრორაიონის N110–N112 კორპუსებთან რეკრეაციული სივრცე ეწყობა
„გლდანის რაიონის გამგეობამ კიდევ ერთი პროექტის განხორციელება დაიწყო. კერძოდ, მეოთხე მიკრორაიონის N110–N112 კორპუსებთან რეკრეაციული სიცრცე ეწყობა. საუბარია ერთ ჰექტრამდე ტერიტორიაზე. ამ ადგილას მოსახლეობასთან შეთანხმებით, იხსნება უკანონო შემოღობვები და ტერიტორია სრულად კეთილმოეწყობა“.

19 თებერვალი 2025, 11:35
პოლიტიკა
გია აბაშიძე მაკა ბოჭორიშვილის ჩაცმულობასთან დაკავშირებით აგორებულ კამპანიაზე: აქსიომად ექცათ რადიკალებს - როგორც კი ხელისუფლებაში გამოჩნდება პატრიოტი, წარმატებული პოლიტიკოსი, მყისიერად იწყებენ მასზე თავდასხმას
სანამ ერთ-ერთ წარმატებულ მინისტრს, საგარეო უწყების ხელმძღვანელს, მაკა ბოჭორიშვილს ე.წ. ძვირადღირებულ პიჯაკებზე უსინდისოდ გააკრიტიკებენ, ჯერ ჩახედონ მის საშემოსავლო დეკლარაციას, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის ჩაცმულობასთან დაკავშირებით აგორებულ კამპანიას.

19 თებერვალი 2025, 11:27
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: გუშინ ტრამპმა ზელენსკის მიმართულებით მინიმუმ სამი „სასიკვდილო“ გასროლა განახორციელა. დიდ პოლიტიკაში ასეთი ჭრილობების შემდეგ გადარჩენა - შეუძლებელია
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის მიერ ზელენსკისთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. ექსპერტი წერს, რომ დონალდ ტრამპმა ზელენსკის მიმართ მინიმუმ 3 სასიკვდილო გასროლა განახორციელა, დიდ პოლიტიკაში კი ასეთი ჭრილობებით გადარჩენა თითქმის შეუძლებელია.

19 თებერვალი 2025, 11:26
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში კიდევ ერთი სკვერი განახლდება
„შესრულდება გამწვანებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოები, დამონტაჟდება განათების ბოძები, ტრენაჟორები და დასასვენებელი პავილიონი. მოეწყობა სარწყავი და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები. ტენდერი უკვე დასრულდა და მიმდინარეობს გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

19 თებერვალი 2025, 11:26
საზოგადოება
არასაყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანისთვის სპეციალური ვებგვერდი შეიქმნა
არასაყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანის გამარტივების მიზნით, მოსახლეობისთვის სპეციალური ვებგვერდი - www.tgservice.ge შეიქმნა, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

19 თებერვალი 2025, 11:23
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე მაკა ბოჭორიშვილის ჩაცმულობასთან დაკავშირებით აგორებულ კამპანიაზე: როგორც კი ძლიერი ლიდერი გამოჩნდება, რომლისთვისაც ამოსავალ წერტილს ქვეყნის ინტერესები წარმოადგენს, მისი დისკრედიტაციის მცდელობა იწყება
მაკვირვებს იმ ადამიანების პოზიცია, რომელსაც სააკაშვილის მიერ სახელმწიფოს კუთვნილი მილიონობით ლარის გაფლანგვა დისკომფორტს არ უქმნის და ადამიანის მიერ საკუთარი თანხის ხარჯვა პროტესტის გრძნობას იწვევს, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის ჩაცმულობასთან დაკავშირებით აგორებულ კამპანიას.

19 თებერვალი 2025, 11:21
ტაბლოიდი
„ნუტელას“ შემქმნელი ფრანჩესკო რიველა 97 წლის ასაკში გარდაიცვალა
იტალიელი ქიმიკოსი ფრანჩესკო რიველა, ასევე ცნობილი, როგორც „ნუტელას მამა“ 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას FoxNews ავრცელებს.

19 თებერვალი 2025, 11:19
საზოგადოება
მომსახურების სააგენტო: დიდთოვლობის გამო რამდენიმე სტრუქტურულ ერთეულში სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები შეფერხებით ტარდება
„გაცნობებთ, რომ პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდაზე ჩაწერილი კანდიდატების მიმართ დისკვალიფიკაცია არ გავრცელდება და გადახდილი თანხა სრულად შეუნარჩუნდებათ. კანდიდატებს, გამოცდაზე გასვლის კონკრეტული თარიღის შესახებ, დეტალური ინფორმაცია ეტაპობრივად ეცნობებათ“.

19 თებერვალი 2025, 11:18
მსოფლიო
The Telegraph: ზელენსკის შავი დღეები დაუდგა. რუსეთი და აშშ მას სცენიდან დევნიან
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საკუთარი ქვეყნის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებებს ჩამოაცილეს და ამავდროულად, ვრცელდება ჭორი, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს კიევში ახალი არჩევნების ჩატარება სურს. სტატიას ამ შინაარსით ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი ავრცელებს.

19 თებერვალი 2025, 11:11
მსოფლიო
რასა იუკნევიჩიენე: ვერ წარმომიდგენია ტრამპის ეს კოშმარი როგორ დამთავრდება
რასა იუკნევიჩიენე: ვერ წარმომიდგენია ტრამპის ეს კოშმარი როგორ დამთავრდება.

19 თებერვალი 2025, 11:09
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: აშშ-რუსეთის მოლაპარაკებების ერ-რიადის რაუნდი ჩატარდა ევროკავშირის გუშინდელი „მინი-სამიტის“ ფონზე, რომელმაც გაუგებრობის მეტი არაფერი მოუტანა პარიზში EU-ს რვა წევრი ქვეყნისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებს
პარტია „ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი აშშ- სა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმიანება. ექსპერტი წერს, რომ მსგავსი შეხვედრა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არ გამართულა. დავით ქართველიშვილმა აღნიშნა, რომ თავიდანვე მოსალოდნელი იყო, რომ ქვეყნების წარმომადგენლები მედიასთან მხოლოდ ზოგად საკითხებზე ისაუბრებდნენ, თუმცა ეს ზოგადიც მრავლისმთქმელია.