imedi /  11 დეკემბერი 2020, 13:24 / სანდო წყარო

სალომე ზურაბიშვილი: ჯანდაცვის სფეროს პრიორიტეტად გამოცხადების აუცილებლობა არსებული პანდემიის ფონზე ყველასთვის ნათელია

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

ჯანდაცვის სფეროს პრიორიტეტად გამოცხადების აუცილებლობა არსებული პანდემიის ფონზე ყველასთვის ნათელია. ამ სფერომ გამოავლინა კიდეც გარკვეული მდგრადობა კრიზისის დაძლევაში თუმცა პრიორიტეტი უნდა გავრცელდეს მთლიანად მედიცინის დარგზე, რომელსაც ჩვენი ხვალინდელი ეკონომიკის ერთ-ერთ წამყვან სექტორად გადაქცევის პოტენციალი გააჩნია , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას განაცხადა.

მისი თქმით, ამისთვის ერთ მთლიან სტრატეგიაში უნდა მოექცეს ყველა შესაძლებლობა და გამოცდილება.

„იქნება ეს ტრადიციული ხალხური მედიცინა თუ ახალ დაავადებებთან ბრძოლაში მოპოვებული თანამედროვე კომპეტენციები, ან კიდევ უზარმაზარი ბალნეოლოგიური, სარეაბილიტაციო და სამკურნალო პოტენციალი. უნდა შეიქმნას ამ სტრატეგიის ერთი ბრენდი - „მედეა“, რომელიც დაგვიბრუნებს ბუნებრივ, ისტორიული ნიშას რეგიონსა და მსოფლიოში.

ამ პრიორიტეტებში ვგულისხმობ ონკოლოგიას, რათა დავიბრუნოთ რეგიონული ცენტრის ფუნქცია და ბავშვები ქვეყნიდან გასვლის გარეშე გადავარჩინოთ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

კულტურაზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ დროა ის გავიაზროთ, რომ ის არ არის გართობა, არამედ როგორც ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი დარგი.

„ყველაზე მეტად კულტურის სფერო დაიჩაგრა პანდემიის პერიოდში. ამით საქართველო დაიჩაგრა, რადგან ქვეყნის გარეთ ჩვენ კულტურით გვიცნობენ, ქვეყნის შიგნით კი კულტურაა ჩვენი მაცოცხლებელი ძალა! ისიც უნდა ითქვას, რომ კულტურის სფერო საკმაოდ უმოქმედო აღმოჩნდა ამ ურთულეს პერიოდში. უცხოეთში ბევრი ცდილობდა მოეფიქრებინა, როგორ ეარსება კულტურას ასეთ უჩვეულო და ურთულეს ვითარებაში. ჩვენთან ეს ნაკლებად მოხდა. საქართველოში კულტურას მეტი ყურადღება სჭირდება სახელმწიფოსგან, თუმცა საჭიროა დაფინანსების ძველი სისტემის გადახედვა, რათა წახალისდეს ინიციატივა, სტიმულირდეს კონკურენტუნარიანობა. ამ სფეროში საჭიროა მეტი ნოვაცია, მეტი შემოქმედებითი ენერგია, მეტი თავისუფლება და გამბედაობა. ამას სჭირდება ძლიერი მენეჯმენტი, საკუთარი ადგილის დანახვა და დამკვიდრება მსოფლიო ბაზარზე.

ეკონომიკის ახალი პარადიგმა, პამნდემიამ გვაჩვენა, რომ მხოლოდ ბაზრის პრინციპებზე აგებული ეკონომიკა ვერ პასუხობს მსოფლიო დონის გამოწვევებს. მთავარი პასუხისმგებლობა ჯანდაცვის, განათლების და სოციალური სფეროს უზრუნველყოფისთვის კვლავ სახელმწიფოს ეკისრება და უნდა ეკისრებოდეს კიდეც.

მაგრამ საჭიროა მოიძებნოს ახლებური ბალანსი, რომელშიც კერძო სექტორის თავისუფალი მოქმედების არეალი არ შეიზღუდება - პირიქით, უფრო დაცული გახდება - და სახელმწიფო სექტორის როლი კი, არსებითი დარჩება. როგორც ვნახეთ, სახელმწიფო სექტორის გაქრობის გეგმა აბსურდული აღმოჩნდა. თუმცა, ამ სფეროში უნდა დამკვიდრდეს კერძო სექტორისთვის დამახასიათებელი ეფექტურობა, მოქნილობა და ანგარიშვალდებულება ყოველ დახარჯულ ლარზე, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ყველა სიახლე

გიგი უგულავა

02 მარტი 2021, 17:11

პოლიტიკა

გიგი უგულავა: თუ ღარიბაშვილს და ივანიშვილს ოპოზიცია ისეთი „ჩმორი“ წარმოუდგენიათ, როგორიც უზით პარლამენტში, მაშინ ელაპარაკონ იმათ, ვინც ჰყავთ

„ჩვენ ვიყავით და ვართ კონსტრუქციულები კონსტრუქციულია ოპოზიცია, რომელიც არ გაუწევს წინააღმდეგობას პოლიციას, იმიტომ რომ ჩვენ რომ გაგვეწია, იქ უბედურება მოხდებოდა. და დარწმუნებული ვიყავით, რომ პოლიცია ამაზე წამსვლელი იყო. ამაზე ამაზე მეტი კონსტრუქციული ოპოზიცია ვერ იქნება. თუ ღარიბაშვილს და ივანიშვილს წარმოუდგენიათ ოპოზიცია ისეთი, როგორიც უზით პარლამენტში და დავარქმევ სიტყვას, არ მომერიდება, „ჩმორი“, მაშინ ელაპარაკონ იმათ, ვინც ჰყავთ. მაგრამ თუ უნდათ რეალურად განმუხტვა სიტუაციის, თუ რეალურად უნდათ პოლიტიკური კრიზისი დაძლევა და ეს უნდა ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობას, ამისთვის საჭიროა დიალოგი რეალურ საკითხებზე“, - განაცხადა უგულავამ.

გიგი უგულავა

02 მარტი 2021, 17:02

პოლიტიკა

გიგი უგულავა: ჩვენ ვიყავით და ვართ კონსტრუქციულები

„ახლა ემოციები, ნერვები გადადოს ყველამ გვერდზე, ერთმანეთის მოწონება-არმოწონება ასევე უნდა გადაიდოს გვერდზე და უნდა გვეყოს შინაგანი ძალა რეალურ საკითხებზე სასაუბროდ. რეალური საკითხები არის საერთაშორისოდ განსაზღვრული დღის წესრიგით და ამ დღის წესრიგში შედის 6 საკითხი. აქედან ყველაზე საკამათო, სადავო და სადისკუსიო არის სწორედ პოლიტპატიმრების და რიგგარეშე არჩევნების საკითხი“, - აღნიშნა უგულავამ.

დავით სონღულაშვილი

02 მარტი 2021, 17:00

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი: მზად ვართ ინოვაციების სააგენტოს მაქსიმალურად მხარდაჭერისთვის

ჩვენი კომიტეტი მზად არის, მაქსიმალურად მხარი დაუჭიროს ინოვაციების სააგენტოს, მაქსიმალურად ვიყოთ ჩართულები პროცესში, რომ როცა დაგჭირდებათ, თქვენ გვერდით ვიყოთ და გქონდეთ მხარდაჭერა საკანონმდებლო ორგანოდან იმისათვის, რომ თითოეულ სტარტაპერს მიეცეს განვითარების მაქსიმალური შესაძლებლობა, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში საკომიტეტო მოსმენისას.

გიგა ბოკერია

02 მარტი 2021, 16:59

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: დაგეგმილ აქციებს დღევანდელი აქციის ფორმა არ ექნება

გუშინდელი დღის შემდეგ, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი ზღვრები დაადგინა და საკითხების ნუსხა შემოგვთავაზა შარლ მიშელმა, დღეს უკვე ვხედავთ პირველი მცდელობებს საბაბების პოვნის, რომ ამ შანსებს პრობლემები შეუქმნან, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თაკო ჩარკვიანი

02 მარტი 2021, 16:51

პოლიტიკა

თაკო ჩარკვიანი: მეკითხებიან, ხომ არ არის პრობლემა ჩარკვიანსა და ბურჯანაძეს შორის - რას ბრძანებთ, პრობლემა არის საქართველოსა და რუსეთს შორის

სულ მეკითხებიან, რამე პრობლემა ხომ არ არის ჩარკვიანსა და ბურჯანაძეს შორის. არა, რას ბრძანებთ, საქართველოსა და რუსეთს შორის არის პრობლემა. ამ მოლაპარაკებაში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის საკითხში ჩვენ ყველანი, ეკლექტური ნაკრები ერთად ვსხედვართ, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

ნინო ბურჯანაძე

02 მარტი 2021, 16:50

პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე: თუ ხელისუფლების მხრიდან გადმოიდგმება ნაბიჯები, ევროპელი მეგობრების თხოვნას გავითვალისწინებთ

ვიმსჯელეთ შემდეგ გემებზე, როგორ უნდა წარმართოს ოპოზიციამ შემდეგი აქტივობა იმისთვის, რომ შედეგი მივაღწიოთ, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ალეკო ელისაშვილი

02 მარტი 2021, 16:49

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: შარლ მიშელი ყველა ნიუანსში ჩახედული იყო, ერთადერთი თხოვნა იყო - დასხედით, ტონს დაუწიეთ

ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს თუ არა, ეს, რა თქმა უნდა, ევროპელი პოლიტიკოსის გადასაწყვეტი არ არის, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ზაალ უდუმაშვილი

02 მარტი 2021, 16:47

პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი: ველოდებით კონკრეტულ გზავნილს ხელისუფლებისგან და ამის შემდეგ გვექნება ჩვენი პოზიცია

არც ოპტიმიზმი და არც პესიმიზმი არ გამაჩნია, რადგან ველოდებით კონკრეტულ გზავნილს ხელისუფლებისგან და ამის შემდეგ გვექნება ჩვენ ჩვენი პოზიცია, - ამის შსახებ „ლეინორისტულ პარტიის“ ოფისში გამართული ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

სალომე სამადაშვილი

02 მარტი 2021, 16:45

პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რაც მხოლოდ ხელისუფლებას შეუძლია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია მზად არის მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და ამის გაკეთება მხოლოდ ხელისუფლებას შეუძლია.

მიხეილ სარჯველაძე

02 მარტი 2021, 16:39

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობისთვის, მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა

საქართველო ჩართულია გლობალურ ქსელში, რომლის მთავარი მიზანი გახლავთ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობა. ამ მიმართულებით, არაერთი ფორმატი ფუნქციონირებს. ამ გლობალურ საფრთხეებთან გამკლავებაში, მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების წარდგენისას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

02 მარტი 2021, 16:27

სამართალი

სუს-ი: ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ გენადი ბესტაევს სამი წლით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 2019 წლის 21 ნოემბერს უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევს, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, 3 წლით ოკანონო პატიმრობა მიუსაჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უკანონო დაკავებები არის რუსული ოკუპაციის მძიმე შედეგი, რაც მიზნად ისახავს ცენტრალურ ხელისუფლებაზე ზეწოლას და მოსახლეობაში შიშისა და დაუცველობის განცდის გაჩენას.

ვოლოდიმირ ზელენსკი

02 მარტი 2021, 16:09

COVID19

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა.

02 მარტი 2021, 16:06

საზოგადოება

გაგრძელდება თუ არა სკოლებში დისტანციური სწავლება საგაზაფხულო არდადეგების შემდეგ

„როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებთან მიმართებაში სამინისტროდან ასეთი მითითება არ არის. გავრცელებული ინფორმაცია არასწორია“, - განაცხადეს უწყებაში.

02 მარტი 2021, 16:03

COVID19

თურქეთში კორონავირუსის შეზღუდვების შემსუბუქების პროცესი დაიწყო

თურქეთში კორონავირუსის შეზღუდვების შემსუბუქების პროცესი დაიწყო. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

02 მარტი 2021, 15:59

COVID19

​სერუმ ინსტიტუტში, რომელიც AstraZeneca ვაქცინას აწარმოებს, ევროკავშირი აუდიტს ახორციელებს

ევროპის წამლის მარეგულირებელი ინდოეთის სერუმ ინსტიტუტს (SII) ამოწმებს. მსოფლიოში ვაქცინების უდიდესი მწარმოებელი SII აწარმოებს AstraZeneca ვაქცინას, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტთან ერთად ათობით ღარიბი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნისთვის შეიქმნა. SII– ს მიერ წარმოების პროცესებისა და ობიექტების აუდიტის ზუსტი მიზეზი უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, აუდიტი მარტის ბოლოს დასრულდება.SII გეგმავს უფრო დიდი დოზით AstraZeneca​-ს წარმოებას.

ნეიმარი

02 მარტი 2021, 15:51

სპორტი

ნეიმარი სავარაუდოდ ბარსელონასთან მატჩს გამოტოვებს

ბრაზილიელი ფორვარდი ნეიმარი „პარი სენ-ჟერმენს“ „ბარსელონასთან“ შეხვედრაში სავარაუდოდ ვერ დაეხმარება. ამის შესახებ გამოცემა Foot Mercato წერს.

ფრიდონ ინჯია

02 მარტი 2021, 15:37

პოლიტიკა

ფრიდონ ინჯია: ოპოზიციას დიალოგი არ აინტერესებს, ძალის გამოყენებითა და ქვეყნის არეულობით უნდა ხელისუფლების გადაბარება

ოპოზიციას დიალოგი არ აინტერესებს, ძალის გამოყენებითა და ქვეყნის არეულობით უნდა ხელისუფლების გადაბარება, - ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება რომ თავის ადგილზე იყოს, ასეთი არეულობა არ მოხდებოდა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი

02 მარტი 2021, 15:31

სპორტი

ზლატან იბრაჰიმოვიჩი და სინისა მიხაილოვიჩი სანრემოს ფესტივალზე იმღერებენ

„მილანის“ ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი და „ბოლონიის“ მთავარი მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩი სანრემოს ფესტივალზე იმღერებენ. ამის შესახებ გამოცემა SuperSport იტყობინება.

02 მარტი 2021, 15:30

COVID19

მედია: გერმანიის მთავრობა ლოკდაუნის რეჟიმის 28 მარტამდე გახანგრძლივებას გეგმავს

გერმანიის მთავრობა ლოკდაუნის რეჟიმის 28 მარტამდე გახანგრძლივებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Focus Online ავრცელებს.

02 მარტი 2021, 15:21

ეკონომიკა

საერთაშორისო სპეციალისტები საქართველოს ტურიზმის აღდგენის გეგმაში ჩაერთვებიან

ტურიზმის აღდგენის გეგმასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ტურიზმის აღდგენის გეგმა USAID -ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დახმარებით შემუშავდება.