კარლ ჰარცელი ევროკავშირის მიერ საქართველოს დახმარებაზე: ეს უცხო ქვეყნისთვის ერთ სულ მოსახლეზე გაწეული დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია
კარლ ჰარცელი
ფოტო: Twitter
ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების პაკეტის შესახებ ისაუბრა და განმარტა, თუ რას მოხმარდება ის და როგორ უზრუნველყოფს ევროკავშირი ამ თანხით საქართველოს მოქალაქეების დახმარებას. დიპლომატთან ინტერვიუს დელეგაციის პრესისა და ინფორმაციის გუნდი ავრცელებს.
„ევროკავშირმა და ევროპის გუნდმა COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად შეძლო დაახლოებით 1.5 მილიარდი ლარის მობილიზება. ამ თანხის თითქმის 2/3 გრანტის, ანუ საჩუქრის სახითაა წარმოდგენილი, დანარჩენი კი - მაქსიმალურად შეღავათიანი სესხის სახით. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ევროკავშირის მიერ მსოფლიოს ნებისმიერი უცხო ქვეყნისთვის ერთ სულ მოსახლეზე გაწეული დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რაც მიმდინარე კრიზისის დროს ევროკავშირის მტკიცე სოლიდარობას გამოხატავს საქართველოს მიმართ, - განაცხადა დიპლომატმა.
მისი განმარტებით, დახმარება, ძირითადად, ოთხ სფეროზე განაწილდება.
„თანხის ნახევარზე მეტი მოხმარდება საქართველოს მთავრობის მიერ COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად მიმართული ძალისხმევის გაძლიერებას, მათ შორის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის განხორციელებასა და მთავრობის სათანადოდ ფუნქციონირების ფინანსურ უზრუნველყოფას. ამ მიზნით, 100 მილიონი ევროს მოცულობის სესხის დიდი ნაწილი ჩვენ უკვე ჩავურიცხეთ საქართველოს. მეორე, ევროკავშირის მხარდაჭერა პირდაპირ მიმართულია საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებაზე. ხდება სამედიცინო აღჭურვილობის უზრუნველყოფა, როგორიცაა სასუნთქი აპარატები, სამედიცინო პირბადეები და სამედიცინო პერსონალის გადამზადება. მესამე, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მოწყვლად ჯგუფებს: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, იძულებით გადაადგილებული პირები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები, რომლებიც ამ კრიზისის პერიოდში განსაკუთრებულად დაზარალდნენ. ამ სფეროში ჩვენ ვაძლიერებთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც ადამიანების თითოეულ ამ ჯგუფს პირდაპირ მხარდაჭერას უწევენ“ - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ელჩმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის განსაკუთრებული ძალისხმევა მიმართულია ეკონომიკური მდგრადობისა და ეკონომიკის აღდგენის მხარდაჭერაზე, რაც დიდი ხნის განმავლობაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დარჩება.
„გამოვყავით თითქმის 250 მილიონი ლარი ბიზნესებისთვის სესხებზე წვდომის ხელშესაწყობად, აგრეთვე გრანტები ისეთი სფეროებისათვის, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, სოფლის ეკონომიკური განვითარება, ტურიზმი და პროფესიული განათლება მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს მიზნები ჩვენთვის დავისახეთ და სწორედ მათ განხორციელებაზე ვმუშაობთ ახლა“ - აღნიშნა დიპლომატმა.
მისივე განმარტებით, ევროპის გუნდს წარმოადგენს ევროკავშირი, ანუ 27 წევრი სახელმწიფო და საფინანსო ინსტიტუტები, კერძოდ კი ევროპის საინვესტიციო ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი.
„ჩვენ საკუთარ თავს ევროპის გუნდს ვუწოდებთ, რადგან ამ განსაკუთრებული გამოწვევის დროს, რომელიც პანდემიამ შექმნა, მოგვიწია კიდევ უფრო მჭიდროდ გვემუშავა ერთმანეთთან სრული კოორდინირების უზრუნველსაყოფად და ძალისხმევის შედეგების გასაძლიერებლად. ერთად ვმუშაობთ, როგორც ევროპაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ და მსოფლიო ძალისხმევის ფარგლებში შევძელით 36 მილიარდ ევროზე მეტის მობილიზება მიმდინარე პანდემიის პირობებში მსოფლიოს დასახმარებლად“ - აღნიშნა ელჩმა.
კარლ ჰარცელის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობებთან მუშაობა. ეს ეხება როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას, ვინაიდან მხოლოდ მთავრობებს, მათი სამინისტროების, თანამშრომლებისა და ქვეყნის მასშტაბით არსებული უწყებების საშუალებით, აქვთ ამ მასშტაბის კრიზისის დაძლევისთვის საჭირო შესაძლებლობები.
„ჩვენ პანდემიის პირველი დღეებიდანვე დავიწყეთ მუშაობა საქართველოს მთავრობასთან და დავსახეთ პანდემიასთან ბრძოლის ერთობლივი პრიორიტეტები, მათ შორის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის მიზნების განსაზღვრის კუთხითაც. ჩვენ მივიღებთ გარკვეულ ზომებს იმისათვის, რომ ამ პროგრამის განხორციელებისა და პროგრამისთვის გამოყოფილი სახსრების ხარჯვის სათანადო მონიტორინგი უზრუნველვყოთ. ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან ერთად სათანადო მონიტორინგის განსახორციელებლად. ცალკეულ შემთხვევებში ჩვენ მკაფიოდ განვსაზღვრავთ თუ რას უნდა მოხმარდეს ჩვენი ფული. მაგალითად, ,,მდგრადობის გაზრდის შესახებ ხელშეკრულებაში“ განსაზღვრული გვაქვს კონკრეტული მიზნები, მაგალითად, სულ მცირე 70 000 ოჯახისთვის დამატებითი მიზნობრივი სოციალური დახმარების უზრუნველყოფა, სულ მცირე 30 000 კომპანიის მიერ პანდემიის პირობებში თანამშრომლების შენარჩუნების ხელშეწყობა და საავადმყოფოებისთვის სულ მცირე 150 რეანიმაციული საწოლის გადაცემა. ეს არის ძალიან კონკრეტული მიზნები და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, რომ უკვე გვაქვს კონტროლის ყველა საჭირო ინსტრუმენტი, რომლებსაც მომავალშიც გამოვიყენებთ“ - აღნიშნა დიპლომატმა.
მისივე განცხადებით, უშუალოდ პანდემიასთან ბრძოლაში, ევროკავშირი თანამშრომლობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან.
„ერთად, ჩვენ უკვე გადავეცით საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობის დაახლოებით 2 მილიონი ერთეული, მათ შორის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, სამედიცინო პირბადეები, სპეციალური ტანსაცმელი და სხვა. აგრეთვე, ისეთი სამედიცინო მოწყობილობები, როგორიცაა სასუნთქი აპარატები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე საქართველო დახმარების კიდევ ერთ დიდ პარტიას მიიღებს, რასაც მე მოუთმენლად ველი. ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ უშუალოდ პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ ადამიანებს. ჩვენი დახმარება ნაწილდება საქართველოს 9 ლაბორატორიაზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, აგრეთვე 4 000-ზე მეტ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მძღოლსა და ექიმზე, რაც მათ მოვალეობის შესრულებაში ეხმარება. გარდა ამისა, ვატარებთ ტრენინგებს უსაფრთხო მუშაობის წესებზე, სტრესთან გამკლავების საშუალებებსა და სხვა მსგავს საკითხებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყველამ ვიცით თუ რა დატვირთვით, ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასადაც კი უწევთ მუშაობა ამ ადამიანებს და ყველა მათგანი ჩვენგან დიდ მხარდაჭერას იმსახურებს“ - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.
ნოემბრის ბოლოს ევროკავშირმა საქართველოს მაკროფინანსური დახმარების სახით გამოუყო 100 მილიონი ევრო (დაახლოებით 400 მილიონი ლარი) COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მთავრობის დასახმარებლად. ეს არის მხოლოდ ნაწილი COVID-19-ის კრიზისის დაძლევაზე მიმართული იმ 1.5 მილიარდი ლარის ოდენობის უპრეცენდენტო დახმარებისა, რომლის მობილიზება ევროკავშირმა საქართველოსთვის 2020 წლის მარტიდან მოახდინა.
ყველა სიახლე
11 ოქტომბერი 2024, 15:33
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის სამწუხარო მოვლენაა, რომ გერმანიის ბუნდესტაგმა მიიღო უკიდურესად უსამართლო რეზოლუცია, რაც არ შეშვენის გერმანიის პარლამენტს
ჩვენთვის სამწუხარო მოვლენაა, რომ გერმანიის ბუნდესტაგმა მიიღო უკიდურესად უსამართლო რეზოლუცია, რაც არ შეშვენის გერმანიის პარლამენტს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
11 ოქტომბერი 2024, 15:31
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილს აქვს ორი პარასკევი დარჩენილი თავის თანამდებობაზე, იმპიჩმენტს აქვს სიმბოლური დატვირთვა, მან ეს თანამდებობა უნდა დატოვოს, როგორც კონსტიტუციის დამრღვევმა
იმპიჩმენტს აქვს არსებითად სიმბოლური დატვირთვა, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოღალატემ არ დატოვოს სტანდარტულად პრეზიდენტის თანამდებობა. მან ეს თანამდებობა უნდა დატოვოს, როგორც კონსტიტუციის დამრღვევმა, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
11 ოქტომბერი 2024, 15:31
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ვინც საქართველოში ლგბტ პროპაგანდის დაკანონებას ითხოვს, ის პირდაპირ უპირისპირდება საზოგადოების ინტერესებს, ვინაიდან ამ კანონს მოსახლეობის 90 %-ზე ბევრად მეტი უჭერს მხარს
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სლოგანი და დაპირება არის ის, რომ მხოლოდ ღირსებით უნდა შევიდეთ ევროპაში, მხოლოდ იმ ფასეულობების გაფრთხილებით, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის და როდესაც თავს გახვევენ ლგბტ პროპაგანდას, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, - განუცხადა პრემიერმა ჟურნალისტებს.
11 ოქტომბერი 2024, 15:27
პოლიტიკა
შტეფენ კოტრე ბუნდესტაგში გამართულ განხილვაზე: ეს იმპერიალიზმია და ეს ჩვენ არ მოგვწონს
გერმანული ოპოზიციური პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი შტეფენ კოტრე ბუნდესტაგში საქართველოს თემაზე გამართულ განხილვას „ქრონიკასთან“ აფასებს. იგი აცხადებს, რომ დემოკრატია მას ასე არ ესმის. კოტრეს პარტია ერთ-ერთია იმ ოპოზიციური პარტიებიდან, რომლებმაც ბუნდესტაგში მიღებულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს.
11 ოქტომბერი 2024, 15:25
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე გერმანიის ბუნდესტაგის რეზოლუციაზე: საქართველოში კანონმდებლობის მიღება, შესაბამისი ქმედებების განხორციელება, ქვეყანაზე ზრუნვა არის მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხისა და ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების გადასაწყვეტი
საქართველოში კანონმდებლობის მიღება და შესაბამისი ქმედებების განხორციელება, ქვეყანაზე ზრუნვა არის მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტი და ქართველი ხალხის მიერ ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების გადასაწყვეტი, - განუცხადა „ქრონიკას“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე არჩილ გორდულაძემ გერმანიის ბუნდესტაგის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაზე.
11 ოქტომბერი 2024, 15:22
არჩევნები 2024
„ქრონიკის“ მიერ მოპოვებული ინფორმაცია დადასტურდა - მთავარმა არხმა“ უკვე გამოაქვეყნა „სავანტას“ კვლევის შედეგები, რომელზეც „ქრონიკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიღებულ მონაცემებზე საჭირო გახდა უხეში მანიპულაცია
„ქრონიკის“ მიერ მოპოვებული ინფორმაცია დეტალური სიზუსტით გამართლდა. „მთავარმა არხმა“ უკვე გამოაქვეყნა „სავანტას“ კვლევის შედეგები, რომელზეც „ქრონიკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიღებულ მონაცემებზე საჭირო გახდა უხეში მანიპულაცია. ეს ყველაფერი კი იმისთვის, რომ პირველი ადგილი გვარამიას პარტიისთვის მიენიჭებინათ.
11 ოქტომბერი 2024, 15:13
პოლიტიკა
პრემიერი: გამჭვირვალობის კანონი არის კანონი რევოლუციების გამჭვირვალობის შესახებ, იმის გამო შეაჩერეს ევროკავშირში ამ კანონის მიღება, რომ მერე აღარ ექნებოდათ მორალური უფლება საქართველოსთვის მოეთხოვათ ამ კანონის გამოხმობა
ძალიან საინტერესო დეტალია, ევროკავშირში დაინიცირდა გამჭვირვალობის კანონი, იმის ანალოგიური კანონი, რაც ჩვენ მივიღეთ საქართველოში და რასაც, მათ შორის, ევროკავშირის წარმომადგენლებმა უწოდეს რუსული კანონი, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
11 ოქტომბერი 2024, 15:10
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის პროცესების ლიდერი, ის არის მთავარი გარანტი მშვიდობისა და განვითარებისთვის ამ ქვეყანაში და, რა თქმა უნდა, მისი ყველა გზავნილი უკავშირდებოდა შესაბამის ხედვებს
„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა, ჩვენი უმთავრესი პრინციპული ამოცანაა, შევინარჩუნოთ მშვიდობა ქვეყანაში, უზრუნველვყოთ ქვეყნის შემდგომი განვითარება და ამისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ქუდზე კაცი გამოვიდეს 26 ოქტომბერს არჩევნებზე და „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ჩვენ თუ გვინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ, უზრუნველვყოთ ამ ქვეყნის მყარი, სტაბილური განვითარება, საჭიროა ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება ამ არჩევნებზე“, - განაცხადა პრემიერმა.
11 ოქტომბერი 2024, 15:08
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ის ფაქტი, რომ ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნება გადაიდო არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, მეტყველებს ერთ რამეზე, რომ გლობალური ომის პარტიას აღარ აქვს საქართველოში არჩევნების მოგების იმედი
ის ფაქტი, რომ ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნება გადაიდო არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, მეტყველებს ერთ რამეზე, რომ გლობალური ომის პარტიას აღარ აქვს საქართველოში არჩევნების მოგების იმედი, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
11 ოქტომბერი 2024, 15:07
ტექნოლოგიები
ილონ მასკმა რობოტი-ტაქსი Cyberсab-ი წარადგინა
Cyberсab-ის ღირებულება 30 ათას დოლარზე ნაკლებია. მასკი ვარაუდობს, რომ ტაქსის წარმოება 2026-2027 წლებში დაიწყება. მან ასევე აღნიშნა, რომ სრულად ავტონომიური სატრანსპორტო საშუალებები უფრო უსაფრთხო იქნება, ვიდრე ადამიანის მიერ მართვადი ავტომობილები.
11 ოქტომბერი 2024, 15:07
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მსჯავრდებული ბოლომდე ბრალს არ აღიარებს, მაგრამ პირდაპირ ხელს ადებს „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებულ პირებს, მათ შორის, უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთ მაღალჩინოსანს
გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა, ეს უმძიმესი პროვოკაცია მოხდა, უშუალოდ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და რა თქმა უნდა, საინტერესო დეტალია ის, რომ მართალია, ეს ადამიანი ბოლომდე თავის ბრალს არ აღიარებს, მაგრამ პირდაპირ ხელს ადებს „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებულ პირებს, მათ შორის, უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ძებნილი პირის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას შეეხებოდა.
11 ოქტომბერი 2024, 15:05
არჩევნები 2024
„ქრონიკის“ ინფორმაციით, „მთავარი ახრის“ დაკვეთილი კვლევის გაყალბებულ მონაცემებში „ქართულ ოცნებას“ 40%-ზე ნაკლები, გვარამიას პარტიას 20%-მდე, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი 15%-მდე უნდა დაუწერონ
„ქრონიკამ“ დამატებითი ინფორმაცია მოიპოვა „მთავარი არხის“ მიერ დაკვეთილ კვლევასთან დაკავშირებით. გაყალბებული მონაცემების მიხედვით, „ქართულ ოცნება„ 40%-ზე ნაკლები უნდა დაუწერონ, გვარამიას პარტიას 20%-მდე, „ნაციონალურ მოძრაობას“ 15%-მდეს, გახარიას პარტიას - 10%, ხოლო ხაზარაძის პარტიას 7-8%.
11 ოქტომბერი 2024, 15:05
მსოფლიო
მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარე: მონტენეგროს ევროკავშირში შესვლა სურს ორ ფეხზე დგომით და არა მუხლებზე ცოცვით
მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარემ ანდრია მანდიჩმა განაცხადა, რომ „მონტენეგროს ევროკავშირში შესვლა სურს ორ ფეხზე დგომით და არა მუხლებზე ცოცვით“. აღნიშნული განცხადება მონტენეგროს პარლამენტის სპიკერმა ფინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. როგორც მან აღინიშნა, მონტენეგროს სურვილია ევროკავშირში მიღწეული შედეგების საფუძველზე გაწევრიანდეს. „გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. მინდა მადლობა გადავუხადო ფინეთს იმ ძლიერი მხარდაჭერისთვის, რომელიც მან ჩვენს ევროპულ მოგზაურობაში გამოჩინა“,- თქვა მანდიჩმა. მონტენეგროს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 2010 წელს მიენიჭა.
11 ოქტომბერი 2024, 14:58
არჩევნები 2024
ირაკლი კობახიძე: „ლელო“ და გახარიას პარტია არის გამორჩეულად საშიში პოლიტიკური სუბიექტი ამ ქვეყანაში
მე აბსოლუტურად ვიზიარებ იმ განცხადებას, რომელიც გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა - „ლელო“ და გახარიას პარტია არის გამორჩეულად საშიში პოლიტიკური სუბიექტი ამ ქვეყანაში, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
11 ოქტომბერი 2024, 14:55
რეგიონი
ირაკლი ქარსელაძე: ბათუმის შემოვლითი გზა სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში
დღეს გაიხსნა გზა, რომლის მშენებლობის პროცესი მრავალი გამოწვევის ფონზე მიმდინარეობდა. ურთულეს გეოლოგიურ პირობებში, სხვადასხვა ტიპის გამოწვევის გადალახვით, აშენდა 14 კმ-იანი, 2 ზოლიანი, ასფალტ-ბეტონის მაგისტრალური გზა, რომელიც მოიცავს 20 ხიდსა და 5 გვირაბს, არის სრულ შესაბამისობაში საგზაო უსაფრთხოების თანამედროვე ნორმებთან და სტანდარტებთან და აღჭურვილია საგზაო განათების სისტემით, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ბათუმის შემოვლითი 14 კმ-იანი მაგისტრალური გზის გახსნის ღონისძიებაზე.
11 ოქტომბერი 2024, 14:48
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ბუნდესტაგის რეზოლუციაზე: ჩვენთვის ყველა უსამართლო რეზოლუციას, განცხადებას აქვს ჩალის ფასი, ეს არის საარჩევნო პროცესებში გარე ჩარევის მცდელობა
გერმანიის ბუნდესტაგი, რომელიც ჩემთვის ყოველთვის იყო ძალიან პატივსაცემი ინსტიტუცია, დღეს ჩართეს საარჩევნო პროცესში საქართველოში, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
11 ოქტომბერი 2024, 14:42
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: რეგიონული თანამშრომლობის პრიორიტეტი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სექტორში თანამშრომლობა უნდა გახდეს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ინოვაციურ სამიტში „InMerge“, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართა. სამიტში ასევე მონაწილეობდნენ რეგიონული ლიდერები საჯარო პოლიტიკის და კერძო სექტორიდან.
11 ოქტომბერი 2024, 14:42
მსოფლიო
ესპანეთის პრემიერი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს შეაჩეროს ისრაელისთვის იარაღის მიყიდვა
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს შეაჩეროს ისრაელისთვის იარაღის მიყიდვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სანჩესმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გაირკვა, რომ დღეს ებრაელმა ჯარისკაცებმა ლიბანის სამხრეთით მდებარე გაეროს სათვალთვალო საგუშაგოს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიჭრა. „მგონია, ის რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში, საგანგაშოა, და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა შეაჩეროს იარაღის ექსპორტი ისრაელის მთავრობისთვის“, - ციტირებს Reuters-ი სანჩესს.
11 ოქტომბერი 2024, 14:39
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდება
ნიკოლოზ სამხარაძე ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებელი იქნება. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აშშ-ში ეუთოს მისიის ფარგლებში იმუშავებს.
11 ოქტომბერი 2024, 14:38
სამართალი
ლევან მაჭავარიანი გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე მსჯავრდებულ დარჩო ხეჩუაშვილზე: ძალიან უცნაურად დაემთხვა, რომ საქართველოში შემოიპარა წინასაარჩევნოდ
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი, გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე პროკურატურის მიერ გასაჯაროებულ ახალ დეტალებზე საუბრობს. მისი თქმით, ამ საქმეზე მსჯავრდებულმა დარჩო ხეჩუაშვილმა თავად აღიარა, რომ მოლაპარაკებები ჰქონდა მიხეილ სააკაშვილთან და გია ლორთქიფანიძესთან. ლევან მაჭავარიანის განცხადებით, საინტერესოა ის ფაქტიც თუ რატომ დაემთხვა დარჩო ხეჩუაშვილის შემოპარვა საქართველოში მოახლოებულ არჩევნებს.