ნინო ბურჯანაძე: ოპოზიციაში პარლამენტის 3 ყოფილი თავმჯდომარეა და ეს ხელწამოსაკრავი არ არის
ნინო ბურჯანაძე
ფოტო: IMEDI
„ვერ წარმომიდგენია, რომ გერმანიაში რომელიმე აკრედიტებულმა ელჩმა მსოფლიოდან გაბედოს და გერმანიის ოპოზიცია მოიხსენიოს ისე, როგორც ჩვენ მოგვიხსენიეს, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „ტვ პირველის“ ეთერში საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებაზე საუბრისას თქვა.
„ძალიან დიდი პატივისცემით ჩვენი მეგობრების, ელჩების და სხვების მიმართ, ამ ოპოზიციაში 3 ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე ზის - დავით უსუფაშვილი, დავით ბაქრაძე და ნინო ბურჯანაძე, რომლებსაც ელჩები your excellency - ასე მოგვმართავდნენ. ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი, ეს ოპოზიცია არ არის ხელწამოსაკრავი. მოგწონს თუ არა გიგა ბოკერია, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ის პოლიტიკოსია და ის იყო საქართველოს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე. ამ ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებსაც ქვეყანაში, მაშინ, როდესაც საქართველოს დემოკრატიის შუქურას ეძახდა აშშ-ის პრეზიდენტი, უმაღლესი თანამდებობები გვეკავა. კი, შეცდომებიც ბუნებრივია იყო, სამწუხაროდ იყო დანაშაულები, რის გამოც მე ხელისუფლებიდან წამოვედი“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა „იმედის“ ეთერში ბოლო პერიოდში ელჩებზე გაკეთებულ განცხადებებზე ისაუბრა. ჰუბერტ ქნირშის თქმით, დიპლომატების მიმართ პრეტენზიების ნამდვილი მიზეზი ოპოზიციის შიდა დაპირისპირებაა.
„ვფიქრობ, ასეთი განცხადებები ძალიან სერიოზულად არ უნდა აღვიქვათ. მგონი, პრიზები უნდა დავაწესოთ ყველაზე ეგზოტიკური და ფანტაზიით აღსავსე გამონათქვამებისთვის. პირადად ჩემი ფავორიტია ოპოზიციის შედარების იდეა ქეთევან წამებულთან, რომ ოპოზიციას აწამებენ დიპლომატების თანდასწრებით, რომლებიც მისგან მოელიან იმ საშინელი რამის გაკეთებას, რისთვისაც თავად გააკეთა განაცხადი და ეს არის პარლამენტში შესვლა“,- განაცხადა ელჩმა.
ასევე, მისივე თქმით, პარლამენტი თავის ლეგიტიმაციას იღებს ხალხის მიერ, არჩევნების შედეგად და არა ოპოზიციის იქ შესვლით.
ყველა სიახლე
07 დეკემბერი 2024, 19:45
პოლიტიკა
ევროკომისიის ანგარიში: გაუქმდეს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და შევიდეს ცვლილებები ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიაში
„თავიდან უნდა იქნეს აცილებული და გაუქმებული ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც შეიძლება, ზღუდავდეს ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ეწინააღმდეგებოდეს დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპს და ეწინააღმდეგებოდეს შესაბამის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს; კერძოდ, გაუქმდეს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და შევიდეს ცვლილებები ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიაში და სამოქმედო გეგმაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ლგბტიქ პირთა უფლებების სრულად დაცვა“, - აღნიშნულია ანგარიშში.
07 დეკემბერი 2024, 19:35
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: სამძიმარი ქალბატონის ოჯახს. წარმოიდგინეთ, შვილი რომ არ აღმოჩენილიყო ისეთი ადამიანი, რომელმაც არ იკადრა რაღაცები, რაც იკადრეს აქციის ორგანიზატორებმა, რა მოცემულობა შეიძლებოდა მიგვეღო
სამძიმარი ქალბატონის ოჯახს, რომელიც ტრაგიკული შემთხვევის შედეგად ავარიაში გარდაიცვალა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
07 დეკემბერი 2024, 19:24
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: თავიდან ავიცილეთ დიდი უბედურება და გვაქვს ძალიან უსიამოვნო მომენტები, მაგრამ ათასჯერ უსიამოვნო იქნებოდა 16-20 დეკემბრის რიცხვებში. ქალბატონი რასაც იქნებოდა აქ, ვინც ჩამოდიან და ვინც არ ჩამოდიან, ისინიც იქნებოდნენ
ჩვენ მართლაც თავიდან ავიცილეთ დიდი უბედურება და გვაქვს ძალიან უსიამოვნო მომენტები, მაგრამ ათასჯერ უსიამოვნო, თუ ამას უსიამოვნო შეიძლება დაერქვას, იქნებოდა 16-20 დეკემბრის რიცხვებში. ქალბატონი რასაც იქნებოდა აქ, ვინც ჩამოდიან და ვინც არ ჩამოდიან, ისინიც იქნებოდნენ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ევროპარლამენტის დელეგაციის ხვალინდელ ვიზიტთან დაკავშირებით, რომელსაც რასა იუკნევიჩიენე უხელმძღვანელებს.
07 დეკემბერი 2024, 18:58
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: არის ხალხი, ვისაც მართლა სჯერა, რომ შეიძლება ჩელიაბინსკში გავიღვიძოთ. ამის პრაქტიკული, არც თეორიული შესაძლებლობაც კი არ არსებობს ვინმეს ასეთი ბოროტი განზრახვა ჰქონდეს, გამორიცხულია, არ არსებობს, შეუძლებელია
წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია, არის ხალხი, ვისაც მართლა სჯერა, რომ შეიძლება ჩელიაბინსკში გავიღვიძოთ. ამის პრაქტიკული, არც თეორიული შესაძლებლობაც კი არ არსებობს, ვინმეს ასეთი ბოროტი განზრახვა რომ ჰქონდეს, გამორიცხულია, არ არსებობს, შეუძლებელია, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.
07 დეკემბერი 2024, 18:57
პოლიტიკა
გელა ნიკოლაიშვილი: როდესაც გვეუბნებიან, რომ ევროპულობა არის ქვების, „მოლოტოვის კოქტეილების“, პიროტექნიკის სროლა და ა.შ. და ამაზე ადეკვატური რეაქცია პოლიციის მხრიდან არის ძალადობა მათი მხრიდან, ეს არც ევროპელობაა და არც ობიექტურობა
„სამწუხარო სცენებს ვხედავთ, ძალადობის, რომელიც არის ჩვენს თვალწინ და ამ თვალსაზრისით პროპორციული ძალის გამოყენება პოლიციას ყოველთვის აქვს. რაც შეეხება რეჟისორებს, ერთი და იგივე სცენარია, თეორიულადაც და მეცნიერულადაც გამოკვლეულია როგორ უნდა ხდებოდეს „ფერადი რევოლუციები“. როდესაც გვეუბნებიან, რომ ევროპულობა არის ქვების, „მოლოტოვის კოქტეილების“, ბოთლების, პიროტექნიკის სროლა, ცეცხლის გაჩენა, და ა.შ. და ამაზე ადეკვატური რეაქცია პოლიციის მხრიდან არის ძალადობა მხოლოდ მათი მხრიდან, ეს არც ევროპელობაა და არც ობიექტურობა. ძალადობა არ უნდა იყოს არცერთი მხრიდან“, - აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.
07 დეკემბერი 2024, 18:27
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: კამერებში არ ჩანს შურდულებით გატყორცნილი - „ბოლტ გაიკებს“ რომ ვეძახით, თავები რომ უტყდებათ პოლიციელებს. გვეცოდება აქციის მონაწილეები და პოლიციელები არ გვეცოდება, რანაირი ამბავია?!
„ცალმხრივი დაგმობები და ცალმხრივი შეცოდებები არ არის ობიექტური, თორემ, კი ბატონო. ამ დროს პოლიციელებს რომ აყენებენ შეურაცხყოფას, არაფერი თურმე, ოღონდ ფეხები და ხელები და სახეები ეწვებათ ისე, რომ შეიძლება გამოუსწორებელი შედეგი იყოს და „შრამები“ დარჩეთ, ცოცხლები გადარჩნენ მთავარია. უნდა იცოდეს ახალგაზრდამ, რომ პოლიციელს სახეში თუ ესვრის ქვას, იმ რაღაცებს, რომელიც არ ჩანს [კამერაში], [დაისჯება]. თქვენთან [ჟურნალისტებს მიმართავს] ჩანს პიროტექნიკა კამერებში, დიდი ნასროლი ქვები, გუშინ საოცარი კადრები ვნახეთ, მაგრამ არ ჩანს შურდულებით გატყორცნილი „ბოლტ გაიკებს“ რომ ვეძახით, ჭანჭიკები და თავები რომ უტყდებათ კრიმინალური, თუ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს, ვისაც „შლემი“ არ ახურავს. აქეთ გვეცოდება [აქციის მონაწილეები] და იქით [პოლიციელები] არ გვეცოდება, რანაირი ამბავია?!
07 დეკემბერი 2024, 18:20
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ძალიან ვცდილობ ასეთი რაღაცები გარეთ არ გამოვიტანო, მაგრამ არავის სჭირდება ჩვენს რიგებში ასეთი მესიჯები - აი, პირადად შენ დიდ პატივს გცემ, მიყვარხარ და ა.შ. ოღონდ ისე მაბულინგებენ, რომ ვერ ვუძლებ და ეს უნდა გავაკეთო
რა გაიფიცნენ, ვინ გაიფიცა. რამდენიმე ათეული ადამიანია გაფიცული და სულ ეს არის, რაც გამოსდით მეტ-ნაკლები წარმატებით, ეს არის ბულინგი გარკვეული ადამიანებისა, ვინც სამწუხაროდ, ამ ბულინგს დაექვემდებარა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რადიკალებთან დაკავშირებით.
07 დეკემბერი 2024, 18:18
პოლიტიკა
პროდიუსერი შაკო ჩაჩანიძე ბიძინა ივანიშვილის სიტყვებთან დაკავშირებულ დეზინფორმაციაზე: ისე გასაცოდავდნენ რომ ამ ფეიკს დაუბრუნდნენ, რომელიც თავის დროზე ხაზარაძემ გაავრცელა. ბოროტი მატყუარა თაღლითები ხართ კოლექტიურო სანაცეთო
პროდიუსერი შაკო ჩაჩანიძე სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის სიტყვებთან დაკავშირებით, მამუკა ხაზარაძის გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმიანება და აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ნათლად ჩანს, თუ რა თქვა რეალურად ბიძინა ივანიშვილმა.
07 დეკემბერი 2024, 18:07
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: „იმედის“ და სხვა ჟურნალისტების ბულინგი, ფიზიკური და ვერბალური შეურაცხყოფა არ დაგმო და ამ დროს გმობდე სხვა რაღაცებს, ეს არის პიარული თაღლითობა. თავხედობაა მათ შორის
„თუ ვგმობთ ძალადობას, ცალმხრივად კი არ უნდა დავგმოთ, მეც გიერთდებით დაგმობაში. არც მე მომეწონა და იმწამსვე ვთქვი, უკან არ დამიხევია, ჟურნალისტზე ძალადობა. დიახ, მეც დავგმე, დავდექი თქვენს წინაშე ტრიბუნასთან და გავკიცხე ფეხბურთის ილეთის სტილში ადამიანის ცემა ფეხით, წაქცეულის. რაც არ უნდა დაშავებული ჰქონდეს ხუთი წუთით ადრე, ეს არის წარმოუდგენელი და ამორალური.
07 დეკემბერი 2024, 17:55
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: რაშიც დარწმუნებული შეგვიძლია ვიყოთ არის ის, რომ კრიტერიუმები, რომლითაც საქართველო მოწმდება ვიზალიბერალიზაციის ჭრილში არის დამაკმაყოფილებელი
ის კრიტერიუმები, რომლითაც საქართველო მოწმდება ვიზალიბერალიზაციის ჭრილში, არის დამაკმაყოფილებელი, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
07 დეკემბერი 2024, 17:48
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ვინაიდან არც პრეცედენტი ყოფილა და პრეცედენტი რომ ყოფილიყო, სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ესე იგი ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არის გამორიცხული
ვინაიდან არც პრეცედენტი ყოფილა და პრეცედენტი რომ ყოფილიყო, სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ესე იგი ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არის გამორიცხული, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.
07 დეკემბერი 2024, 17:39
პოლიტიკა
ნინო წილოსანი კეზერაშვილზე: პოლიტიკაში ის ცნობილია, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ჩრდილოვანი დამფინანსებელი
პოლიტიკაში ის ცნობილია, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ჩრდილოვანი დამფინანსებელი.
07 დეკემბერი 2024, 17:34
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე ელენე ხოშტარიას ოჯახისათვის 4 მილიონზე მეტი რუბლის ჩარიცხვაზე: რუსთაველზე ებრძვიან პუტინს და თვითონ პუტინის ფედერალური ბიუჯეტიდან იღებენ დაფინანსებას
რუსთაველზე ებრძვიან პუტინს და თვითონ პუტინის ფედერალური ბიუჯეტიდან იღებენ დაფინანსებას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
07 დეკემბერი 2024, 17:27
პოლიტიკა
ედიშერ გვენეტაძე: ადამიანური გრძნობებისაგან შორს მყოფმა ავაზაკებმა დაგეშილი გიენებივით დაიწყეს მსხვერპლის ირგვლივ როკვა და გაბმული ყმუილი, სინამდვილეში, გულწრფელი აღმოჩნდა გარდაცვლილის ქალიშვილი
სხვის უბედურებაზე გამდიდრება და საკუთარი ბედნიერების აგება რომ მიზნად დაუსახავთ ამ ავაზაკებს და ცხოვრების წესად აქვთ ქცეული ეს ნათლად გამოჩნდა, - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე გარდაცვლილი ქალბატონის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ სხვადასხვა სპეკულაციებზე.
07 დეკემბერი 2024, 17:22
პოლიტიკა
დავით კაჭარავა: ის, რომ კეზერაშვილის სახლიდან მოხდა ამდენი იარაღის ამოღება, ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დაენახა საზოგადოებას, საიდან მომდინარეობს რეალური რესურსი, რომელიც საპროტესტო აქციას უდგას უკან
„ის, რომ მისი [კეზერაშვილის] სახლიდან მოხდა ამდენი იარაღის ამოღება, ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დაენახა საზოგადოებას, ადამიანებს, ვინც გულწრფელად ფიქრობს, რომ აპროტესტებს რაღაცას, თუ საიდან მომდინარეობს რეალური რესურსი, რომელიც საპროტესტო აქციას უდგას უკან“, - აღნიშნა კაჭარავამ.
07 დეკემბერი 2024, 17:16
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: რადიკალური ოპოზიცია უკვე ექსტრემიზმშია გადასული
რადიკალური ოპოზიცია უკვე ექსტრემიზმშია გადასული.
07 დეკემბერი 2024, 17:15
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: მსგავსად პიროტექნიკისა, ცეცხლსასროლი იარაღის აღმოჩენაც ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად უთითებს რევოლუციის მოწყობის, დესტრუქციის მოწყობის სურვილს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან
მსგავსად პიროტექნიკისა, ცეცხლსასროლი იარაღის აღმოჩენაც ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად უთითებს რევოლუციის მოწყობის, დესტრუქციის მოწყობის სურვილს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, რაც იყო წახალისებული სალომე ზურაბიშვილის მიერ, რაც იყო წახალისებული ცალკეული აქტორების მიერ ქვეყნის ფარგლებს გარედან, - განუცხადა ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
07 დეკემბერი 2024, 17:14
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი აქციაზე მიმავალი ქალის გარდაცვალების შესახებ სპეკულაციაზე: ძალიან სამარცხვინო და ამორალურია, როდესაც ადამიანის სიკვდილს თავის ბინძური პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებენ - ასეთი რამე ზღვარგადასული უზნეობაა
ძალიან სამარცხვინო და ამორალურია, როდესაც ადამიანის სიკვდილს თავის ბინძური პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებენ,- ასე ეხმიანება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ლევან ნიკოლეიშვილი აქციაზე მიმავალი ქალბატონის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ პოლიტიკურ სპეკულაციებს.
07 დეკემბერი 2024, 17:11
საზოგადოება
ლევან იოსელიანი: სხვა დაკავებულებთან ერთად ვნახე ბექა ყორშიაც, რომელსაც გარეგნულად დაზიანებები არ აღენიშნება
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან დაკავებულებთან და მიმდინარეობს მათი გამოკითხვა. ვნახე ბექა ყორშიაც, რომელსაც გარეგნულად დაზიანებები არ აღენიშნება“, - აღნიშნა სახალხო დამცველმა.
07 დეკემბერი 2024, 17:08
სამართალი
საქალაქო სასამართლო ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლამ სივაკოვის, ლუკა ჯაბუას და გურამ მირცხულავას საქმეებზე მსჯელობს
ანდრო ჭიჭინაძე, რომელიც ჯგუფური ძალადობის მონაწილეობის ბრალდებითაა დაკავებული, ბრალს არ აღიარებს. მისი უფლებადამცველი აცხადებს, რომ სასამართლო პროცესზე ჭიჭინაძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობას დააყენებს.