imedi /  15 დეკემბერი 2020, 17:19 / სანდო წყარო

კელი დეგნანი: ფაქტია, რომ საქართველოს ამერიკაზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს

კელი დეგნანი

კელი დეგნანი

ყველას აქვს უფლება, საკუთარი აზრის ქონდეს, თუმცა, ​მოსაზრებასა და ფაქტს შორის არსებობს განსხვავება. ფაქტია, რომ საქართველოს ამერიკაზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს, - ამის შესახებ კელი დეგნანმა განაცხადა.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კითხვა ელჩების მიმართ ბოლო დროს გაჟღერებული კრიტიკის შესახებ დაუსვეს, რის შემდეგაც დეგნანმა აღნიშნა, რომ აშშ-ის საელჩო ქვეყანაში უკვე 30 წელია მუშაობს, რათა საქართველოს ჯანდაცვის, თავდაცვის სფეროების განვითარებაში და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში დაეხმაროს.

„სხვა რა მტკიცებულების წარმოდგენა შეგვიძლია, რომ დაგანახოთ ჩვენი ზრუნვა. ეს არის სიმართლე, მიუხედავად იმისა, ვის ექნება ძალაუფლება აქ თუ თეთრ სახლში, ჩვენი ვალდებულება საქართველოს წარმატების მიმართ არ შეიცვლება“, - განაცხადა დეგნანმა.

ყველა სიახლე

სააკაშვილი

05 მარტი 2021, 10:17

მსოფლიო

ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილი ურბანული დაგეგმარების სფეროში პრობლემური საკითხების გადაჭრის საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობიდან გაიყვანა

შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ზელენსკის განკარგულებითვე, ურბანული დაგეგმარების საკითხთა საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში გიორგი ცხაკაია შეიყვანეს, რომელიც უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ექსპერტია.

05 მარტი 2021, 10:12

საზოგადოება

თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.

05 მარტი 2021, 10:12

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 10,580 შემთხვევა გამოვლინდა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10,580 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 264 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 2,482,522 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 71,504 ადამიანი გარდაიცვალა.

განათლების სამინისტრო

05 მარტი 2021, 10:05

საზოგადოება

განათლების სამინისტრო სასწავლო დაწესებულებებში მონიტორინგს განაგრძობს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სასწავლო დაწესებულებებში მონიტორინგს აგრძელებს. მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი ამჯერად რუსთავის პროფესიულ კოლეჯ „მოდუსს“ ეწვია და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გახორციელებულ სამუშაოებს პირადად გაეცნო.

გურამ მაჭარაშვილი

05 მარტი 2021, 09:55

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ვიძლევით გარანტიას, რომ პოლიტიკური პროცესები კონსტიტუციის ჩარჩოებში იყოს მოქცეული

„გარანტიას ვერ ვიძლევით ოპოზიციის ნაცვლად, რომ რამე ტიპის პროცესი შეიძლება იყოს საქართველოში ისეთი, რომელიც ოპოზიციას მოეწონება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

დავით მათიკაშვილი

05 მარტი 2021, 09:46

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციის დესტრუქციულმა ნაწილმა მიიღოს ჩვენი პარტნიორების რჩევები და მიუსხდეს მოლაპარაკების მაგიდას

„მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციის დესტრუქციულმა ნაწილმა მიიღოს ჩვენი პარტნიორების რჩევები და მიუსხდეს მოლაპარაკების მაგიდას“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განუცხადა.

რომის პაპი

05 მარტი 2021, 09:31

მსოფლიო

რომის პაპი ერაყს ეწვევა

BBC-ის ცნობით, რომის პაპი ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება ერაყის ყველაზე გავლენიან შიიტ მუსლიმ სასულიერო პირს, წაიკითხავს ლოცვას მოსულში და აღავლენს მესას სტადიონზე.

როდრიგო ბენტანკური

05 მარტი 2021, 09:04

COVID19

„იუვენტუსის“ ფეხბურთელს როდრიგო ბენტანკურს კორონავირუსი დაუდასტურდა

როდრიგო ბენტანკურს კორონავირუსი დაუდასტურდა. 23 წლის ურუგვაელი მოთამაშე თვითიზოლაციაში მკურნალობს. „იუვენტუსის“ ფეხბურთელი 6 მარტს იტალიის სერია A-ს 26 - ე ტურის შეხვედრას გამოტოვებს.

Astrazeneca

05 მარტი 2021, 09:02

COVID19

Pfizer-ის მხრიდან დამატებითი მოთხოვნები დღეს დაზუსტდება

Pfizer-ის მხრიდან დამატებითი მოთხოვნები დღეს დაზუსტდება. ჯანდაცვის სამინისტროსა და კომპანიას შორის სატელეფონო საუბარი სწორედ დღეს გაიმართება. თამარ გაბუნია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს სამინისტრომ გარკვეული პირობა ვერ დააკმაყოფილა.

ამინდი

05 მარტი 2021, 08:40

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 5 მარტს ქუთაისში მზიან ამინდს პროგნოზირებენ. დღისით +13 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ასევე წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში, სადაც დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +14 გრადუსს და წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ერგნეთი

05 მარტი 2021, 08:18

რეგიონი

ერგნეთის შეხვედრა დღეს ხუთთვიანი პაუზის შემდეგ, კოვიდრეგულაციების დაცვით გაიმართება

ინცინდენტების პრევენვიისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 98-ე შეხვედრა დღეს ხუთთვიანი პაუზის შემდეგ, კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით გაიმართება. ქართული მხარე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევის, ლაშა ხეთერელისა და რამაზ ბეღელურის უკანონო პატიმრობიდან უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვს.

05 მარტი 2021, 08:13

ეკონომიკა

პრემიერის დავალებით, “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით, დღეს ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები მოსახლეობას შეხვდებიან

პრემიერის დავალებით დღეს ლეჩხუმში ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები ჩავლენ. მიზანი მოსახლეობასთან კომუნიკაციის გაძლიერება, მათი მაქსიმალური ინფორმირება და ყველა იმ შესაძლო რისკებზე საუბარია, რამაც თავის დროზე, ნამახვანჰესის მშენებლობის თემასთან დაკავშირებით, მწვავე პროტესტი გამოიწვია.

ვახტანგ გომელაური

05 მარტი 2021, 08:09

პოლიტიკა

პარლამენტში დღეს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ

პარლამენტში დღეს შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმენენ. ვახტანგ გომელაური დეპუტატების წინაშე „მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მინისტრის მიმართ არაერთი კითხვა აქვთ, უწყების წინაშე მდგარი არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევიდან გამომდინარე, რაზეც მათივე თქმით, გომელაურის პასუხები საინტერესო იქნება.

მიწისძვრა

05 მარტი 2021, 08:02

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი იუწყება, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ყაზბეგთან, სოფელ ბლოდან 18 კმ-ში დაფიქსირდა. მათივე ცნობით, მიწისძვრის სიძლიერემ 3.2 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.

05 მარტი 2021, 01:04

მსოფლიო

Reuters: კაპიტოლიუმის პოლიციამ პენტაგონს თხოვნით მიმართა, ეროვნული გვარდიის მიერ კაპიტოლიუმის დაცვა კიდევ ორი თვით გაახანგრძლივოს

კაპიტოლიუმის პოლიციამ პენტაგონს თხოვნით მიმართა, ეროვნული გვარდიის მიერ კაპიტოლიუმის დაცვა კიდევ ორი თვით გაახანგრძლივოს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

Morons (White) 

05 მარტი 2021, 00:57

კულტურა

ნიუ-იორკში ბენკსის ნამუშევარი $95 ათასად იყიდეს და პირდაპირ ეთერში დაწვეს

ბენკსიმ Morons (White) 2007 წელს შექმნა. ნამუშევარი ხელოვნების ნიმუშების კოლექციონირების სატირაა. შავ-თეთრ ტრაფარეტზე აუქციონია გამოსახული, რომლის მთავარი ლოტიც ნახატია, წარწერით: „ვერ ვიჯერებ, რომ თქვენ, ბრიყვები, ამ სისულელეს ყიდულობთ“.

კატები ზღვაში

05 მარტი 2021, 00:52

ტაბლოიდი

ტაილანდში სამხედრომ ზღვაში ცეცხლწაკიდებული გემიდან 4 კნუტი გადაარჩინა🐈🚢🌊

შემთხვევა კუნძულ კო ადანგთან მოხდა. გემს ცეცხლი გაუჩნდა და ჩაძირვა დაიწყო. ეკიპაჟის რვავე წევრმა ზღვაში გადახტომა მოასწრო, რის შემდეგაც ისინი მეთევზეებმა გადაარჩინეს და ნაპირამდე მიიყვანეს. ამის შემდეგ ადგილზე ნავთობის შესაძლო დაღვრის შესამოწმებლად სამხედრო ფლოტის წარმომადგენლები მივიდნენ.

05 მარტი 2021, 00:37

სპორტი

დოჰაში დაგეგმილი პლაჟის ფრენბურთის ტურნირი მონაწილე გოგოების ჩაცმულობის გამო ჩაშლას გადაურჩა

ყატარის დედაქალაქ დოჰაში დაგეგმილი პლაჟის ფრენბურთის ტურნირი ჩაშლას გადაურჩა. მიზეზი შეჯიბრში მონაწილე გოგონების ჩაცმულობა გახდა. ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციამ სპორტსმენებს მოკლე ტრუსების ნაცვლად გრძელი მაისურებისა და შარვლების ჩაცმა მოსთხოვა, რითაც მასპინძელი ქვეყნის ტრადიციებისადმი ერთგვარი პატივიცემის გამოხატვა სურდათ.

05 მარტი 2021, 00:31

მსოფლიო

კორონავირუსის პანდემიის გამო, იტალიაში ადგილობრივი არჩევნები შემოდგომამდე გადაიდო

კორონავირუსის პანდემიის გამო, იტალიაში ადგილობრივი არჩევნები შემოდგომამდე გადაიდო.

05 მარტი 2021, 00:09

პოლიტიკა

საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პროექტზე მომუშავე ჯგუფის შედეგები დღევანდელი მდგომარეობით

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი საარჩევნო ჯგუფის მუშაობის შედეგებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.„დღევანდელი მდგომარეობით. მუშაობა ისევ გრძელდება: ინიცირებულ კანონპროექტში სულ რეფორმის 12 საკითხია. აქედან, 5 საკითხი არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივაა; 3 შესწორდა მათთან კონსულტაციით; 4 პირველადი რედაქციით დარჩა.