რა წერია პარლამენტის რეზოლუციის პროექტში საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ

ფოტო: არქივი
მეათე მოწვევის პარლამენტი საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ 14-პუნქტიან რეზოლუციას მიიღებს.
რეზოლუციის პროექტი პარლამენტის ბიუროს, სავარაუდოდ, 21 დეკემბრის სხდომაზე წარედგინება.
პარლამენტი შემდეგი შინაარსის რეზოლუციის მიღებას აპირებს.
„საქართველოს პარლამენტი - ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებს, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს;
ხელმძღვანელობს რა საქართველოს ეროვნული ინტერესებით;
ხელმძღვანელობს საქართველოს მოსახლეობის ნებით და საგარეო-პოლიტიკური კურსით, რომელიც გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით;
ითვალისწინებს რა “საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ 2013 წლის 7 მარტის და „საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ“ 2016 წლის 29 დეკემბრის საქართველოს პარლამენტის ერთხმად მიღებულ რეზოლუციებში ასახულ ძირითად მიდგომებს;
მიესალმება რა საერთაშორისო ურთიერთობებში მშვიდობისა და თანამშრომლობის პრინციპების აღიარებასა და დამკვიდრებას;
ერთგულია რა საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა, მათ შორის, საზღვრების ურღვევობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებისა;
აღიარებს რა საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფოთა თანასწორობის პრინციპს და ეწინააღმდეგება მსოფლიოს გავლენის სფეროებად დაყოფას;
აღიარებს რა დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს საერთაშორისო ურთიერთობების ფუძემდებლურ ღირებულებებად;
აცხადებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის შემდეგ სტრატეგიულ პრიორიტეტებს:
- საქართველოს უმთავრესი საგარეო-პოლიტიკური ამოცანაა ქვეყნის დეოკუპაცია, მშვიდობიანი გზითა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
- საქართველოს საგარეო პოლიტიკის უალტერნატივო პრიორიტეტია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო) გაწევრიანება. ტრანსატლანტიკური ერთობა მსოფლიო უსაფრთხოების განმტკიცების უმნიშვნელოვანესი პირობაა. ხელისუფლება გამოიყენებს ნატოში ინტეგრაციის ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს და ინსტიტუციურ მექანიზმს, გააგრძელებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ნატოსთან თავსებადობის სრულყოფას, რათა უზრუნველყოს ნატოში წევრობისთვის სტრატეგიული მზადყოფნა, ნატო-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად.
- საქართველოს საგარეო პოლიტიკის უალტერნატივო პრიორიტეტია ევროკავშირში გაწევრიანება. ქვეყნის ხელისუფლება გააგრძელებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების და დღის წესრიგის დროულ და ქმედით განხორციელებას და საქართველოს ევროკავშირთან თანმიმდევრულ ინსტიტუციურ დაახლოებას, რათა 2024 წელს საქართველომ განაცხადი შეიტანოს ევროკავშირში სრულფასოვან წევრობაზე. ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცების გარდა, საქართველო აქტიურად გამოიყენებს „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პლატფორმას თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით. საქართველო, როგორც ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფო, განამტკიცებს ტრადიციულ მეგობარ ქვეყნებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან - გერმანიასთან, საფრანგეთთან, დიდ ბრიტანეთთან, დასავლეთ და ცენტრალური ევროპის და ბალტიის ქვეყნებთან - პოლიტიკური, უსაფრთხოების და სექტორული მიმართულებებით ურთიერთსასარგებლო პარტნიორობას და ევროპის უსაფრთხოებისათვის ზრუნვას. ხელისუფლებისათვის მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების სრულად გამოყენება და ევროპული ინვესტიციების მოზიდვა, აგრეთვე ევროპასთან კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო კავშირების გაფართოება.
- საქართველოს ხელისუფლების მიზანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან და მოკავშირესთან, ურთიერთობების გაღრმავება ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შესაბამისად. განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს აშშ-საქართველოს თანამშრომლობის გაძლიერება შავი ზღვის გეოსტრატეგიულ არეალში აშშ-ის ჩართულობის გაზრდის მიზნით, აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიღწევა, თავდაცვისა და საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის განმტკიცება და საქართველოში ამერიკული ინვესტიციის მოზიდვა.
- ქმედითი და დაბალანსებული რეგიონული პოლიტიკის გატარებით, მათ შორის, მეზობლებთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველო მიისწრაფის შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისა და სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავებისკენ. საქართველოსთვის პრიორიტეტულია თურქეთთან და აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობისა და სომხეთთან კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობების განმტკიცება, ასევე რუმინეთთან, ბულგარეთთან და უკრაინასთან ურთიერთობებში არსებული სტრატეგიული პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზება.
- საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით, საქართველო გააგრძელებს რუსეთის ფედერაციასთან პრაგმატულ და პრინციპულ პოლიტიკას, რომლის მიზანია საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაცია, ოკუპირებული რეგიონების ე.წ „დამოუკიდებლობის“ აღიარების უკან გაწვევა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობა და რუსეთიდან მომდინარე კონვენციური და ჰიბრიდული საფრთხეების მინიმუმამდე შემცირება.
- საქართველოს ხელისუფლება ხელს შეუწყობს ჩინეთთან, ინდოეთთან, იაპონიასთან და კორეასთან, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან საგარეო-ეკონომიკურ, სავაჭრო და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას.
- საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს თანამშრომლობას მრავალმხრივ ფორმატში, კერძოდ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის, სუამის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატში ურთიერთობების განვითარებას და ქვეყნისათვის მნიშვნელოვან მიმართულებებზე საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის უზრუნველყოფას.
- საქართველოსთვის პრიორიტეტულია ქვეყნის, როგორც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელი რეგიონული კვანძის, როლისა და ფუნქციის განვითარება, განათლების, ციფრული, ლოგისტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებებით.
- საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლობით აღსავსე წევრი და საერთაშორისო მშვიდობის მხარდამჭერი. ქვეყნის ხელისუფლება გააგრძელებს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების ხელშეწყობას სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის გზით. აგრეთვე, საერთაშორისო პარტნიორებსა და ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით განაგრძობს გლობალურ გამოწვევებთან, მათ შორის, კლიმატის ცვლილებასა და პანდემიასთან ბრძოლას.
- საერთაშორისო და რეგიონული მშვიდობისა და ურთიერთთანამშრომლობის განმტკიცებისთვის საქართველო წაახალისებს ხალხთაშორისი ურთიერთობების, კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლისა და კავშირების განვითარებას.
- საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, სამშობლოსთან მათი კავშირის შენარჩუნებასა და განმტკიცებას, ქართულ დიასპორასთან ურთიერთობების გაღრმავებასა და მათი კულტურული და საგანმანათლებლო კერების ხელშეწყობას.
- საქართველოს პარლამენტი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ფორმირებასა და წარმართვაში პოლიტიკის ფუნდამენტური მიმართულებებისა და პრინციპების შემუშავებით, საკანონმდებლო და საზედამხედველო ფუნქციების შესრულებითა და საპარლამენტო დიპლომატიის შემდგომი გააქტიურებით.
- საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს საგარეო-პოლიტიკური ამოცანების განხორციელებაში მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ თანამონაწილეობას.
ყველა სიახლე

19 თებერვალი 2025, 09:01
მსოფლიო
რუსეთმა ოდესაზე დრონებით მასირებული შეტევა მიიტანა
რუსეთმა უკრაინის ქალაქი ოდესა დრონებით მასირებულად დაბომბა. ინფორმაციას ოდესის მერი გენადი ტრუხანოვი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.

19 თებერვალი 2025, 08:47
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი: სახელმწიფო გვერდში დაუდგება იმ ორგანიზაციებს, რომლებიც პირველ რიგში ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესებს ატარებენ
„სახელმწიფო გვერდში დაუდგება იმ ორგანიზაციებს, რომლებიც პირველ რიგში ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესებს ატარებენ. დღეს ვხედავთ ჩვენი ფაქტებს, როდესაც სხვადასხვა საგრანტო პროგრამები, რომლებიც იყო ქვეყნებში და რომელზეც ამერიკის შეერთებული შტატები საუბრობს, იყო მიმართული არა ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესებზე, არამედ ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად. სწორედ ამისგან და ქვეყნის ინტერესების დასაცავად ტარდება არაერთი რეფორმა“ - აღნიშნა ლაშხმა.

19 თებერვალი 2025, 08:44
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე: საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც წლების განმავლობაში ქართულ საქმეს აკეთებდნენ - იქნება ეს არასამთავრობო ორგანიზაცია, თუ ზოგადად საზოგადოებრივი ორგანიზაცია, არ უნდა უწევდეთ უცხოეთში გარკვეული გრანტების მოძიება
„იმ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც წლების განმავლობაში ქართულ საქმეს აკეთებდნენ - იქნება ეს არასამთავრობო ორგანიზაცია, თუ ზოგადად საზოგადოებრივი ორგანიზაცია, არ უნდა უწევდეთ უცხოეთში გარკვეული გრანტების მოძიება, პოვნა და შემდეგ საქართველოში გადმოტანა. იმ მნიშვნელოვანი პროექტებისთვის, რომლებიც მათი მხრიდან ხორციელდებოდა წლების მანძილზე, მათ უნდა ჰქონდეთ ადგილობრივი დაფინანსებაც, რადგანაც გაძლიერდეს ეს ორგანიზაციები, რომელთა მთავარი მიზანიც არის რომ მოემსახურონ ქართულ საქმეს. ეს არის ამ კანონპროექტის იდეა“, - აღნიშნა ჩაკვეტაძემ.

19 თებერვალი 2025, 08:37
პოლიტიკა
ლადო ბოჟაძე „სამშობლოს ღალატის“ მუხლზე: ეს მუხლი აგვისტოს ომამდე რამდენიმე თვით ადრე ამოიღეს კოდექსიდან, რაც თავისთავად მიანიშნებდა იმაზე, რომ წინა ხელისუფლება შეგნებულად აპირებდა საკუთარი სახელმწიფოს და ხალხის ღალატს
„თქვენ იცით, რომ ეს მუხლი [ღალატის] ომამდე [აგვისტოს ომი] რამდენიმე თვით ადრე ამოიღეს სისხლის სამართლის კოდექსიდან, რაც თავისთავად მიანიშნებდა იმაზე, რომ ისინი [„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება] შეგნებულად აპირებდნენ საკუთარი სახელმწიფოს და ხალხის ღალატს. ვაბრუნებთ ერთი ერთში იმ მუხლს, რომელიც მანამდე არსებობდა იმისათვის, რომ აქაც გარკვეული სპეკულაციები ამას არ მოჰყვეს, რომ ჩვენ ვინმეს წინააღმდეგ ვიყენებთ, რაღაცა სხვანაირი კანონი მივიღეთ და ა.შ

19 თებერვალი 2025, 08:26
პოლიტიკა
ვახტანგ ჩოჩია: თუ რაიმე შეკითხვა გაჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ფუნქციონირებს FARA-ს კანონი, რა ნაწილი არის სამართლიანი, როგორ რეგულირდება, შეუძლიათ მიმართონ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს
„ინიციატივა თავის მხრივ, მიზნად ისახავს იმას, რომ ის მანიპულაცია, რაც არსებობდა საქართველოში და რასაც აჟღერებდნენ როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ისე ჩვენთან არსებული ოპოზიცია, ამოიწუროს. თუ რაიმე შეკითხვა გაჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ფუნქციონირებს ეს კანონი, რა ნაწილი არის სამართლიანი, როგორ რეგულირდება, შეუძლიათ მიმართონ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და დარწმუნდებიან, რომ ეს კანონი არის ძალიან კარგი კანონი იმ მხრივ, რომ მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე ათეული წელია და უმთავრეს მიზნად ისახავს საგარეო ჩარევის პრევენციას“, - აღნიშნა ჩოჩიამ.

19 თებერვალი 2025, 08:15
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე: რა თქმა უნდა და FARA-ს კანონის მიღება გამოიწვევს გარკვეულ ცვლილებას მათ შორის საქართველოს სხვა კანონმდებლობასთან მიმართებაში, თუმცა არ ვაპირებთ თავად კანონში რაიმე ცვლილების შეტანას
„ჩვენ ვგეგმავთ ერთი-ერთზე ვთარგმნოთ ეს კანონი და ყოველგვარი და ყოველგვარი სპეკულაციების გარეშე იქნეს მიღებული. რა თქმა უნდა და მისი მიღება გამოიწვევს გარკვეულ ცვლილებას მათ შორის საქართველოს სხვა კანონმდებლობასთან მიმართებაში, თუმცა არ ვაპირებთ თავად კანონში რაიმე ცვლილების შეტანას საიმისოდ, რომ ის სპეკულაციები, რომელსაც ვისმენდით გამჭვირვალობის კანონთან, მანამდე იგივე FARA-თან, თუ სხვა უცხოურ გამოცდილებით და მიმართებაში, აღარ იყოს“, - აღნიშნა ბოჟაძემ.

19 თებერვალი 2025, 03:54
მსოფლიო
მაკრონი: საფრანგეთი არ აპირებს თავისი სახმელეთო ჯარების გაგზავნას უკრაინაში
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი არ აპირებს თავისი სახმელეთო ჯარების გაგზავნას უკრაინაში.

19 თებერვალი 2025, 03:38
მსოფლიო
ტრამპი: რუსეთს ძალზე სწრაფად შეუძლია გაანადგუროს უკრაინის ქალაქები 100%-ით, მათ შორის კიევი, მაგრამ ახლა მხოლოდ 20%-ით უტევს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია ძალიან სწრაფად გაანადგუროს უკრაინის ქალაქები 100%-ით, მათ შორის კიევი, მაგრამ არ სურს ამის გაკეთება.

19 თებერვალი 2025, 03:21
მსოფლიო
ტრამპი: აშშ-მა უკრაინას 350 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია, მაგრამ სად არის ეს ფული?
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა უკრაინას დაახლოებით 350 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია, თუმცა შემაშფოთებელია ამ თანხის ხარჯვის შესახებ ანგარიშგების არქონა.

19 თებერვალი 2025, 03:05
მსოფლიო
ტრამპი: დღეს მოვისმინე - „ოჰ, ჩვენ არ მიგვიწვიეს“ - სამი წელი გქონდათ, სამი წლის თავზე უნდა დაგესრულებინათ ეს ომი, არასდროს უნდა დაგეწყოთ ის
დღეს მოვისმინე - „ოჰ, ჩვენ არ მიგვიწვიეს“ - სამი წელი გქონდათ, სამი წლის თავზე უნდა დაგესრულებინათ ეს ომი, - ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკას იმის თაობაზე, რომ ოფიციალური კიევი აშშ-სა და რუსეთს შორის საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებებზე არ მიიწვიეს.

19 თებერვალი 2025, 02:36
მსოფლიო
ტრამპი: ჩვენ გვაქვს სიტუაცია, სადაც უკრაინაში არ ჩატარებულა არჩევნები, სადაც საომარი მდგომარეობაა - არ მსიამოვნებს ამის თქმა, მაგრამ ზელენსკის რეიტინგი 4%-მდე დაეცა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიუთითა, რომ უკრაინას სჭირდება არჩევნების ჩატარება, თუ მას სურს ადგილის მიღება მოლაპარაკებების მაგიდასთან და ასევე გაამახვილა ყურადღება ვოლოდიმირ ზელენსკის დაბალ რეიტინგზე.

19 თებერვალი 2025, 01:41
მსოფლიო
ჯეფრი საქსი ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას „დიფ სთეითის“ პროექტს უწოდებს
ამერიკელი პროფესორი, ჯეფრი საქსი დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დღე იყო მშვიდობისთვის ბოლო ათწლეულების განმავლობაში“.

19 თებერვალი 2025, 00:49
სპორტი
ფიგურულ მოციგურავეთა ქართველი სპორტული წყვილი „ჩელენჯერის თასის“ გამარჯვებულია
ჰოლანდიაში პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი „ჩელენჯერის თასი“ გაიმართა. ქართველმა სპორტულმა წყვილმა ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ორი პროგრამის ჯამში 203,92 ქულა დააგროვეს და ტურნირის ჩემპიონობა იზეიმეს. წყვილმა მეორე ადგილზე გასულ ნიდერლანდელ წყვილს 35,85 ქულიანი სხვაობით მოუგო.

19 თებერვალი 2025, 00:45
ტაბლოიდი
„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეცამეტე სეზონის ფინალისტები ცნობილია
მეგაშოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეცამეტე სეზონის ფინალისტები ცნობილია. ფინალში ერთმანეთს სამი წყვილი დაუპირისპირდება.

19 თებერვალი 2025, 00:27
მსოფლიო
Reuters: საფრანგეთი ოთხშაბათს უმასპინძლებს მეორე შეხვედრას უკრაინისა და ევროპული უსაფრთხოების საკითხების განსახილველად
საფრანგეთი ოთხშაბათს უმასპინძლებს მეორე შეხვედრას უკრაინისა და ევროპული უსაფრთხოების საკითხების განსახილველად. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

19 თებერვალი 2025, 00:14
პოლიტიკა
კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მაკა ბოჭორიშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა
მინისტრმა მიულოცა ჰიონდუ კიმს საქართველოში კორეის რესპუბლიკის პირველ რეზიდენტ ელჩად დანიშვნა და წარმატებები უსურვა სამომავლო საქმიანობაში. მხარეებმა აღნიშნეს რომ თბილისში კორეის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა (2024 წლის ნოემბერი) უაღრესად პოზიტიურ როლს შეასრულებს საქართველო-კორეის სამომავლო თანამშრომლობაში.

19 თებერვალი 2025, 00:07
მსოფლიო
რომის პაპ ფრანცისკეს ორმხრივი პნევმონია დაუდგინდა
რომის პაპ ფრანცისკეს ორმხრივი პნევმონია დაუდგინდა. ამის შესახებ ვატიკანის პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

18 თებერვალი 2025, 23:46
მსოფლიო
ზელენსკი: რუსეთის ძლიერი სურვილი, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი, ემთხვევა აშშ-ისა და ევროპის ზოგიერთი ქვეყნის ხედვას
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ძლიერი სურვილი, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი, ემთხვევა აშშ-ისა და ევროპის ზოგიერთი ქვეყნის ხედვას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

18 თებერვალი 2025, 23:37
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი: როდესაც მოსამართლეებს უშენდნენ თავში კვერცხებს, არავის დაუგმია, გვარამია გამოდიოდა და იძახდა, რომ კვერცხით პროტესტის გამოხატვა ევროპული სტანდარტია - იმათი კვერცხი ევროპულია და სხვა კვერცხი, არაევროპული?
როდესაც მოსამართლეებს უშენდნენ თავში კვერცხებს, რესტორნიდან როცა გამოდიოდა მოსამართლე, დაახლოებით ერთი თვის წინ და კვერცხს ესროდნენ, არავის დაუგმია, არც ერთ ელჩს. კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობიდან" და ოპოზიციური პარტიებიდან, არც ერთი ოპოზიციონერი არ გამოსულა და ეს არ დაუგმია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა, გადაცემაში "პოსტ ანალიტიკა" განაცხადა.

18 თებერვალი 2025, 23:11
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, ალი ქაან ორბაის შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, ალი ქაან ორბაის შეხვდა.