გიგა ბოკერია: არ ვაპირებთ, ლეგიტიმაცია მივანიჭოთ არჩევნების მოპარვას
გიგა ბოკერია
ფოტო: Facebook/არქივი
„ოპოზიციური სპექტრის უდიდესმა ნაწილმა სერიოზული განაცხადა გააკეთა და ამის გამო, ეს არის ბრაზის გამოხატულება“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია პარლამენტში ინიციატივის წესით შესულ კანონპროექტს, რომელიც საარჩევნო აგიტაციაში კონსტიტუციის საწინააღმდეგო ჩართულობისთვის პარტიისთვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ითვალისწინებს.
მისივე შეფასებით, ეს არის ოპოზიციის გატეხვის მცდელობა.
„აქ საუბარია მთავარ საკითხზე, რომ ეს არჩევნები, სხვა ცუდი არჩევნებისგან განსხვავებით, მხოლოდ უსამართლო კი არ იყო, არამედ ივანიშვილმა უკანონო მანიპულაციების გარეშე ვერ მოიპოვა უმრავლესობის მანდატი. არ ვაპირებთ, ლეგიტიმაცია მივანიჭოთ არჩევნების მოპარვას“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
დღეს პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტი, რომელიც საარჩევნო აგიტაციაში კონსტიტუციის საწინააღმდეგო ჩართულობისთვის პარტიისთვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ითვალისწინებს.
ყველა სიახლე
16 იანვარი 2025, 08:03
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა
მაკა ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში აზერბაიჯანის რესპუბლიკას პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ვიზიტი დღეს იწყება და ის ორდღიანია.
16 იანვარი 2025, 02:25
მსოფლიო
სომხეთის თავდაცვის მინისტრი: სომხეთი და რუსეთი კვლავაც რჩებიან სტრატეგიულ მოკავშირეებად
2024 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე სომხეთის თავდაცვის მინისტრმა, სურენ პაპიკიანმა განაცხადა, რომ სომხეთი და რუსეთი კვლავაც რჩებიან სტრატეგიულ მოკავშირეებად. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.
16 იანვარი 2025, 01:54
მსოფლიო
ისრაელის პრეზიდენტმა მთავრობას მოუწოდა, დაამტკიცოს მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
ისრაელის პრეზიდენტმა, იცხაკ ჰერცოგმა მთავრობას მოუწოდა, დაამტკიცოს მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
16 იანვარი 2025, 00:56
მსოფლიო
უნგრეთის მთავრობის სპიკერი: პრეზიდენტ ტრამპის გუნდს არ მიუწვევია უცხო სახელმწიფოების ან მთავრობის მეთაურები ინაუგურაციაზე
პრეზიდენტ ტრამპის გუნდს არ მიუწვევია უცხო სახელმწიფოების ან მთავრობის მეთაურები ინაუგურაციაზე, - განაცხადა უნგრეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ზოლტან კოვაჩმა.
16 იანვარი 2025, 00:43
მსოფლიო
ჯო ბაიდენი: ღაზაში ბრძოლა შეჩერდება და მალე მძევლები ოჯახებში დაბრუნდებიან
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოფიციალურად გამოაცხადა შეთანხმება ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ.
16 იანვარი 2025, 00:35
საზოგადოება
აფხაზეთის მთავრობის სამუშაო ჯგუფის ფორმატში დაზარალებულ მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია ორთაჭალაში, აფეთქების შედეგად დაზარალებულ აფხაზეთიდან დროებით დევნილ პირებს შეხვდა, რომლებიც დროებით სასტუმრო "Green inn“-ში არიან დაბინავებული.
16 იანვარი 2025, 00:29
ტაბლოიდი
2025 წლის ბრიტანეთის კინოაკადემიის (BAFTA) ნომინანტები ცნობილია
2025 წლის ბრიტანეთის კინოაკადემიის (BAFTA) ნომინანტები ცნობილია.
16 იანვარი 2025, 00:28
პოლიტიკა
დაჩი ცაგურია საგამოძიებო კომისიაზე: ეგენი გამოსაძიებელი კი არა, ეგენი არიან გასასამართლებლები. ვის გვერდით დგახართ ხალხო, მაგათ სჭირდებით საზარბაზნე ხორცად
ახლა რა კამპანიაც დაიწყეს ჩაფურთხების საკვებში, ეს ნოუ ჰაუ არ არის. იმ პატარა გოგო-ბიჭებს მინდა ვუთხრა, ვინც ეს მოიწონა ეს სამარცხვინო, არაქართული, არაამქვეყნიური კამპანია, ვინც მოიწონეთ თუ არ მოიწონეთ, მინდა გითხრათ ჩემი ძვირფასო ახალგაზრდებო, რომ ციხეში პატიმარი, რომ ვიყავით ისიც გვიჭერდნენ ხოლმე, მოდიოდნენ და საჭმელი, რომ მოჰქონდათ უფურთხებდნენ საჭმელში პატიმრებს. ეს არ არის სიახლე, ძველი არის. მე ციხეში საჭმელი არ მიჭამია მაგათი არასოდეს. მხოლოდ შემოტანილი ე.წ. „დაჩკით“ ვიკვებებოდი, რაც შემოდიოდა საკვები იმას ვიზოგებდი. პირში აფურთხებდნენ პატიმრებს, სულში აფურთხებდნენ და ზემოდან აშარდავდნენ. აი ეგენი გამოსაძიებელი კი არა, ეგენი არიან გასასამართლებლები, - განაცხადა ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ გადაცემაში „იმედი Live“ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს შეისწავლის.
16 იანვარი 2025, 00:23
პოლიტიკა
დაჩი ცაგურია გაფიცულ კომპანიებს: გადაფარებული რომ არის ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაზე, მან და მისმა ხელისუფლებამ მოგიტანათ მშვიდობა, ეს გაზრდილი მოგებები - თემურ ჭყონიამ რუსეთის ბაზარი დაიპყრო და მე და შენ ვართ პრორუსები?!
ახალგაზრდებს მინდა მივმართო, თქვენ ამათთვის საზარბაზნე ხორცი ხართ. ლიაკა ხოშტარია, ლავროვის საყვარელი სტუდენტი რუსთაველზე ფეიერვერკის სროლით რომ გამოვარდა და ცაში ისროდა, სხვის შვილებს აიძულებდა, რომ პოლიციელებისთვის ესროლათ. თვითონ რატომ არ ესროდა იმ პოლიციელებს? სხვის შვილებს რატომ ახალისებდა ამისკენ?, - განაცხადა ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ გადაცემაში „იმედი Live“.
16 იანვარი 2025, 00:14
მსოფლიო
ანტონიო გუტერეში მიესალმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას
გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში მიესალმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას.
16 იანვარი 2025, 00:07
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ადამიანი თანამდებობის პირს ჭიქას ურტყამს სახეში და გამოდიან და რას გვთავაზობენ, რომ თავდასხმა მოხდა გახარიაზე. ზუსტად ესაა ის სცენარი, რაც ჩამოვიდა და ახლა რომ ამუშავებენ მაკკეინის სტიპენდიატთან ფანჩატურ სამში
რაც შეეხება ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებს, სასიამოვნო სანახავი არავისთვის არის ასეთი ფაქტები, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.
16 იანვარი 2025, 00:06
პოლიტიკა
დაჩი ცაგურია: საფრანგეთის ელჩმა გაარტყას სილა პარიზში პოლიციელს, მე გადავიღებ და ვანახოთ მერე ყველას საქართველოში. მაინტერესებს რა რეაქცია ექნება ან საფრანგეთის, ან ბერლინის პოლიციას
„მინდა საფრანგეთის ელჩს მივმართო, რომელიც დღეს მედიის თავისუფლების საკითხზე წუხდა, ასევე გერმანიის ელჩს და საელჩოს თანამშრომლებს მინდა ვთხოვო გადაუთარგმნონ, რომ ეს სამარცხვინო გამოსვლები არის აბსოლუტურად უადგილო. ელჩებს ვთავაზობ, რომ მე ჩავალ პარიზში, ჩამოვიდეს ეს ქალბატონი ელჩი პარიზში უბრალოდ რომ პატრულირებს, მივიდეს იმ პოლიციელთან და ხელი გაარტყას. ცოტა შორს დავდგები და იქიდან გადავიღებ, მერე ამ ვიდეომასალას ჩამოვიტან და ვანახოთ ყველას. მაინტერესებს მერე რა რეაქცია ექნება საფრანგეთის პოლიციას, ან ბერლინის პოლიციას. წარმოდგენაც კი მზარავს, ამერიკელ პოლიციელს რომ სილა გაარტყა, რა მოხდება. 21-ე საუკუნეა, ქალბატონო ელჩო, რატომ გვთვლით ჩვენ მესამე დონის სახელმწიფოდ და „ბანანის რესპუბლიკად“?!“ - აღნიშნა ცაგურიამ.
16 იანვარი 2025, 00:05
პოლიტიკა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოში არ ადასტურებენ ინფორმაციას, თითქოს ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე აბუ დაბის წინასწარი დაკავების იზოლატორში ერთ თვეს გაატარებენ
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოში არ ადასტურებენ ინფორმაციას, თითქოს ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე აბუ დაბის წინასწარი დაკავების იზოლატორში ერთ თვეს გაატარებენ.
15 იანვარი 2025, 23:55
პოლიტიკა
დაჩი ცაგურია: უპატიოსნესი კაცი ვახო გომელაური დაასანქცირეს, ვაჟა სირაძე დაასანქცირეს, ძალიან წესიერი კაცი და შეფარებული ჰყავთ კეზერაშვილი, რომელმაც ომში ჯარი გაგვიძარცვა. მაგაზე დიდი საქმე მტრისთვის რა შეიძლება გაეკეთებინა?!
უპატიოსნესი კაცი ვახო გომელაური დაასანქცირეს, ვაჟა სირაძე დაასანქცირეს, ძალიან წესიერი კაცი და შეფარებული ჰყავთ კეზერაშვილი, რომელმაც ომში ჯარი გაგვიძარცვა. მაგაზე დიდი საქმე მტრისთვის რა შეიძლება გაეკეთებინა?! - განაცხადა ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ გადაცემაში „იმედი Live“.
15 იანვარი 2025, 23:54
პოლიტიკა
დაჩი ცაგურია: საქართველოში გაცილებით მაღალია მედიის თავისუფლების სტანდარტი, ვიდრე მაგალითად საფრანგეთში. საფრანგეთში ცილისწამებაზე უმკაცრესი კანონმდებლობა აქვთ, საქართველოში კი პირიქით, მედიისგან არის ხალხი დასაცავი
ჩვენ გვიყურებენ როგორც ბანანის რესპუბლიკას. იქსზე რაღაც დაწერა მასკმა და ეს ყოფილა თურმე გერმანიის შიდა საქმეებში ჩარევა და ეს მიხაილ როთი რომ დარბის ჩვენს ქვეყანაში, ეს არ არის ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა?, - განაცხადა ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ გადაცემაში „იმედი Live“.
15 იანვარი 2025, 23:53
პოლიტიკა
დაჩი ცაგურია: საკვებში ჩაფურთხების კამპანიის დაწყებას არ მეგონა სამარცხვინო ხალხი თუ იკადრებდა. გასაოცარია, რომ ამას ჰყავს მერე მხარდამჭერები
„საკვებში ჩაფურთხების კამპანიის დაწყებას არ მეგონა სამარცხვინო ხალხი თუ იკადრებდა. გასაოცარია, რომ ამას ჰყავს მერე მხარდამჭერები, რომ აბა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერს თუ დაინახავთ რესტორანში, ან კაფეში და მათი [ობიექტების] თანამშრომლები თუ არიან მათი [ოპოზიციის] მხარდამჭერები, უნდა ჩაგვიფურთხონ საკვებში. გამოჩნდნენ სხვადასხვა რესტორნის თანამშრომლები, უი, რა მაგარიაო. გაოგნებული ვარ. ამერიკაში მოქმედი ქართველი ექიმი პოსტავდა, გვარად გეგეჭკორი, რომლის ძმა სააკაშვილის დროს საპატრულოს უფროსი იყო და უსასტიკესი ტიპი იყო, უზრდელი და თავხედი.
15 იანვარი 2025, 23:41
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: რეჟიმი, რომელიც კლავდა, აწამებდა, ქვეყნის ღალატით იყო დაკავებული, დღეს გვეუბნებიან, რომ „თქვენ ხართ რუსები“. წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი მეუბნება, რომ „შენ ხარ რუსი“, რომელიც მთელი თავისი მოღვაწეობისას აკეთებდა რუსულ საქმეს
ეს არის ის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება. ეს არის სწორედ მილიონ ასოცი ათასი ადამიანის დაკვეთა, ვინც ჩვენ კიდევ ერთხელ გვანდო მანდატი ქვეყნის მართვის, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ, გადაცემაში „იმედი LIVE“ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს შეისწავლის.
15 იანვარი 2025, 23:33
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: დარწმუნებულები ვართ, ბაიდენის ადმინისტრაციის ყველა განცხადებას თუ გადაწყვეტილებას, ახალი ადმინისტრაცია ბევრად უფრო პასუხისმგებლიანად, სიღრმისეულად და ობიექტურად მოეკიდება
არამხოლოდ საქართველოსთან მიმართებით ვხედავთ ბაიდენის ადმინისტრაციის ბევრ გადაწყვეტილებას, რეზოლუციას, ხმამაღალ განცხადებას, არამედ რიგი ევროკავშირის ქვეყნის მიმართებით. დარწმუნებული ვარ, ამ ყველა განცხადებას თუ გადაწყვეტილებას, რომელსაც ბოროტი კუდის მოქნევა დავარქვით, ახალი ადმინისტრაცია ბევრად უფრო პასუხისმგებლიანად, სიღრმისეულად მოეკიდება, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „იმედი LIVE“.
15 იანვარი 2025, 23:27
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: 300 ათას ხმაზე ხომ ჰქონდათ საუბარი, 300 ხმის მტკიცებულება მოიტანონ, სადა და როგორ გაყალბდა არჩევნები
„ეს არის სრული აბსურდი. არანაირი საფუძველი [ახალი არჩევნების] არ არსებობს. 300 ათას ხმაზე ხომ ჰქონდათ საუბარი, 300 ხმის მტკიცებულება მოიტანონ, სადა და როგორ გაყალბდა არჩევნები. რაც შეეხება მათ პარტნიორებს, რომლებსაც როგორც ჩვენი ქვეყნის პარტნიორებს ისე განიხილავენ, პარტნიორები ასე არ იქცევიან“, - აღნიშნა კირცხალიამ.
15 იანვარი 2025, 23:22
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია საერთაშორისო გამოძიებასთან დაკავშირებით რადიკალების მოთხოვნაზე: როგორ შეიძლება სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც ყველა ინსტიტუცია მოწოდების სიმაღლეზეა, სხვამ ჩამიტაროს ქვეყანაში საერთაშორისო გამოძიება
პროკურატურის ეს შუალედური დასკვნა იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, ზოგადად თითოეული დაინტერესებული ჯგუფისთვის ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ, არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედურ დასკვნაზე, რომელიც დღეს პროკურატურამ გამოაქვეყნა.