19 დეკემბერი 2020, 10:32 / სანდო წყარო

კარლ ჰარცელი ჰანს კლუგეს შეხვდა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, საქართველოში მისი ხუთდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში​, ​ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორს, ჰანს ჰენრი კლუგეს შეხვდა.

შეხვედრა მიზნად ისახავდა Covid-19-ის პანდემიის დროს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის ევროკავშირის მიერ გაწეული მხარდაჭერის ამჟამინდელი სტატუსის განხილვას და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასა და პერსპექტივებს.

„მიმდინარე პანდემიის პერიოდში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერის მნიშვნელოვან ნაწილს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის უზრუნველყოფილი პირდაპირი დახმარება წარმოადგენს. ჩვენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას გამოვუყავით დაფინანსება საქართველოს ლაბორატორიებისა და საავადმყოფოებისთვის 2 მილიონზე მეტი ერთეული სამედიცინო აღჭურვილობისა და მასალების შესაძენად. გარდა ამისა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს სამედიცინო პერსონალსა და მაღალი რისკის ქვეშ მყოფ სხვა ჯგუფებს უზრუნველყოფს ტრენინგებით. უახლოეს მომავალში ველოდებით ჯანდაცვის სისტემისთვის განკუთვნილი დახმარების კიდევ ერთ დიდ პარტიას. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად აგრეთვე განვიხილავთ ვაქცინის უზრუნველყოფისა და ვაქცინაციის პროცესის მხარდაჭერის გზებს. ეს არ იქნება ადვილი, თუმცა სხვადასხვა არხების მეშვეობით აქტიურად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ საქართველოს ამ კრიზისის დაძლევაში“ - განაცხადა ელჩმა.

ჰენრი კლუგემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს, საქართველოს მოქალაქეების, საქართველოს მთავრობისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისათვის გაწეული მხარდაჭერისთვის, რომელიც ამ რთულ დროს ადამიანების ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზეა მიმართული.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ მწვავე პერიოდში კიდევ უფრო გავაძლიერებთ თანამშრომლობას, მათ შორის ვაქცინის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობისა და პანდემიასთან ბრძოლის კუთხით, იმის გათვალისწინებით, რომ ჯანმრთელობა სოციალური ერთიანობის, ეკონომიკური განვითარებისა და რეგიონული უსაფრთხოების მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს“- აღნიშნა ჰანს ჰენრი კლუგემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ევროკავშირი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან პარტნიორობით, მხარს უჭერს საქართველოს ჯანდაცვის სისტემას Covid-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში სხვადასხვა ინიციატივის მეშვეობით, მათ შორის:

თითქმის 2 მილიონი ერთეული სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდება საქართველოს ლაბორატორიებისა და სამედიცინო დაწესებულებებისთვის;

პაციენტის მოვლისა და მკურნალობისთვის აუცილებელი მასალების მიწოდება;

პერსონალის უნარების განმტკიცება, ჯანდაცვის სფეროში მომუშავე პროფესიონალების ტრენინგების ჩათვლით და Covid-19-თან დაკავშირებულ რეგიონულ ექსპერტიზაზე წვდომის უზრუნველყოფა;

საზოგადოებაში ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი ზომების დამკვიდრების ხელშეწყობა.

ევროკავშირმა და ევროპის გუნდმა (Team Europe) Covid-19 პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად უზრუნველყვეს დაახლოებით 1.5 მილიარდი ლარის მობილიზება, ახალი სახსრების მოზიდვისა და არსებულის გადანაწილების გზით. ამ თანხის თითქმის 2/3 გრანტის სახითაა წარმოდგენილი, დანარჩენი კი შეღავათიანი სესხის სახით. ეს ევროკავშირის მიერ მსოფლიოს ნებისმიერი უცხო ქვეყნისთვის ერთ სულ მოსახლეზე გაწეული დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ყველა სიახლე

04 მარტი 2021, 16:59

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში აშშ-ის ელჩს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში აშშ-ს ელჩს კელი დეგნანს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრმა აშშ-ს ელჩს სხვადასხვა ოფიციალური არხიდან COVID-19-ის ვაქცინის მოწოდების საკითხზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ისაუბრეს იმ ღონისძიებებზე, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინის დროულად მიღების კუთხით ახორციელებს.

ლოთარ მათეუსი

04 მარტი 2021, 16:54

ტაბლოიდი

ლოთარ მათეუსმა „ბაიერნს“ 20 წლის შემდეგ უპასუხა

კერძოდ, 59 წლის მათეუსმა „ალიანს არენაზე“ გადაიღო ფოტო, სადაც ჩანს თუ როგორ უვლის ის მინდვირს საკრეჭი მანქანით მოედანს. ლოთარ მათეუსმა მიუნხენის „ბაიერნის“ შენადგენლობაში ყველა ტურნირზე 406 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქის კარში 100 ბურთი გაიტანა.

04 მარტი 2021, 16:50

პოლიტიკა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ვიდეოშეხვედრა გაიმართა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის საქმიანობის 2021 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებთანაც დღეს ვიდეოშეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დავით სონღულაშვილმა ისაუბრა კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმის მიზნების შესახებ, რომლებიც 4 პუნქტად წარმოადგინა.

მიშელ ბაჩელეტი

04 მარტი 2021, 16:50

მსოფლიო

მიშელ ბაჩელეტი: მიანმარელმა სამხედროებმა დემონსტრანტების მკვლელობა და დაპატიმრება უნდა შეწყვიტონ

გაეროს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებების საკითხებში, მიშელ ბაჩელეტმა განაცხადა, რომ მიანმარელმა სამხედროებმა დემონსტრანტების მკვლელობა და დაპატიმრება უნდა შეწყვიტონ.

04 მარტი 2021, 16:49

ეკონომიკა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში მიმდინარე პროექტები განიხილეს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში 2021 წლის პრიორიტეტებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე მოადგილე სულხან ღლონტთან ერთად დაესწრო. შეხვედრაზე რეგიონში სერვისის გაუმჯობესების, მთიანაჭარაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და აჭარის პოპულარიზაციის მიმართულებით დაგეგმილი პროექტები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

04 მარტი 2021, 16:45

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: არის განსხვავებული მოსაზრებები საარჩევნო სისტემასთან და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების პარტიულ ნაწილთან დაკავშირებით

ყველა პროცედურულ საკითხზე, რომელიც შეეხება საარჩევნო დავებს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ტექნოლოგიებს აბსოლუტური თანხვედრაა. არის განსხვავებული მოსაზრებები საარჩევნო სისტემასთან და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების პარტიულ ნაწილთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

კახა კუჭავა

04 მარტი 2021, 16:44

პოლიტიკა

კახა კუჭავამ ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, თომას მიულმანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები, ერთმანეთს გაუზიარეს სამომავლო გეგმები და შეთანხმდნენ თანამშრომლობის მეტად გააქტიურებაზე, განსაკუთრებით საპარლამენტო მიმართულებით.

ვახუშტი მენაბდე

04 მარტი 2021, 16:44

პოლიტიკა

ვახუშტი მენაბდე: ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ პარტიები საარჩევნო საკითხების განხილვის პროცესში ჩართოს

შემუშავდა საინტერესო დებულებები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება და ადგილობრივ დონეზე საარჩევნო სისტემა, კვლავ შეუთანხმებელი რჩება, - ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წევრმა, ვახუშტი მენაბდემ პარლამენტში საარჩევნო საკითხებზე განუცხადა. ვახუშტი მენაბდის თქმით, ორი ფუნდამენტური საკითხი კვლავ პრობლემური რჩება.

ნინო დოლიძე

04 მარტი 2021, 16:43

პოლიტიკა

ნინო დოლიძე: დიალოგის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული დისკუსია

„დიალოგის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული დისკუსია“, - განაცხადა Isfed-ის აღმასრულებელმა დირექტორმა საარჩევნო რეფორმის პროექტთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ლევან ნატროშვილი

04 მარტი 2021, 16:40

პოლიტიკა

ლევან ნატროშვილის თქმით, საარჩევნო რეფორმაზე მუშაობაში ოპოზიციის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია

„ძირითადი ოპოზიციური პარტიების თანხმობის გარეშე ნებისმიერი ცვლილების მიღება პარლამენტის მხრიდან არ იქნება ისეთი ნდობის მატარებელი, როგორიც უნდა იყოს, რადგან საბოლოო ჯამში, საარჩევნო კანონმდებლობა ძირითადი თამაშის ის წესებია, რომელსაც პოლიტიკური პარტიები უნდა იზიარებდნენ. თუ არ იზიარებენ, შემდეგ ხდება სამართლიანი არჩევნებისა და ლეგიტიმაციის თვალსაზრისი პრობლემები. აქედან გამომდინარე არის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, რაღაც ფორმატი უნდა მოინახოს, სადაც შეთანხმდება ის საკითხები, რომლებიც ჯერ არ არიან პარლამენტში წარმოდგენილები“, - განაცხადა ნატროშვილმა.

04 მარტი 2021, 16:37

თავდაცვა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის და ნდობის ჯგუფის წევრები თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას ესტუმრნენ

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის და პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრები თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIBS) ესტუმრნენ. კანონმდებლები ადგილზე გაეცნენ სკოლის საქმიანობის სპეციფიკას, გრძელვადიან, მოკლევადიან და დისტანციურ სასწავლო პროგრამებს, თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან და სკოლის პერსონალს გაესაუბრნენ. პრეზენტაციის შემდეგ, რომელიც სკოლის დირექტორმა, თეა ნიკოლაშვილმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, რატი ბრეგაძემ წარმოადგინეს, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რის შემდეგაც პარლამენტარებმა DIBS-ს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს.

04 მარტი 2021, 16:27

ეკონომიკა

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება, - ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის 19 მარტიდან, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება. ბაქო-თბილისი-ბაქოს საჰაერო ხაზზე ავიარეისებს ავიაკომპანია „Azerbaijan Airlines“-ის სტრუქტურის ქვეშ დაფუძნებული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Buta Airways"-ი შეასრულებს.

ვაზგენ მანუკიანი

04 მარტი 2021, 16:26

მსოფლიო

სომხეთში ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ვაზგენ მანუკიანს ბრალი წაუყენეს

სომხეთში ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ვაზგენ მანუკიანს ბრალი წაუყენეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აღკვეთის ღონისძიების სახით ვაზგენ მანუკიანს ქვეყნის დატოვება აეკრძალა. სომხეთის ოპოზიციის ლიდერს ბრალი 301 მუხლით აქვს წაყენებული, რაც ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, საჯარო მოწოდებებს გულისხმობს.

04 მარტი 2021, 16:19

სამართალი

პენიტენციური სამსახური: N3 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულმა თანამესაკნეს მძიმე დაზიანებები მიაყენა

2021 წლის 4 მარტს, დაახლოებით 10:11 საათზე N3 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა ვ.ლ.-მ საკანში დახმარებისთვის დაუძახა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს და უთხრა მათ, რომ მის თანამესაკნეს, ნ.ქ.-ს სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საკანში შესვლისას თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ ვ.ლ.-ს ერთ-ერთი თანამესაკნეს (სულ საკანში სამი პატიმარი იყო), ნ.ქ.-ს თავისა და კისრის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა.

04 მარტი 2021, 16:14

ეკონომიკა

თიბისიმ, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპივა

თიბისიმ, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, 3 საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა. გერმანიის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბანკმა - Commerzbank-მა, თიბისი, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, გამორჩეული, მაღალკვალიფიციური თანამშრომლობისა და წარმატებული პარტნიორობისთვის დააჯილდოვა. საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney-მ კი, აღნიშნულ სფეროში საქართველოში ბაზრის ლიდერად და საუკეთესო მომსახურების მქონე ბანკად დაასახელა.

ლევან იოსელიანი

04 მარტი 2021, 16:13

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: კიდევ უფრო მეტი მუხლია შეტანილი, რომელიც საარჩევნო გარემოს აუმჯობესებს

„კიდევ უფრო მეტია მუხლია შეტანილი, რომელიც საარჩევნო გარემოს აუმჯობესებს“, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა საარჩევნო პროექტის რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბესარიონ სიმონიშვილი

04 მარტი 2021, 16:07

საზოგადოება

ბესარიონ სიმონიშვილი: სამოქმედო გეგმის თანახმად, 2021-2022 წლებში 5 000-მდე დევნილ ოჯახს განვასახლებთ

საქართველოს მთავრობამ იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ 2021-2022 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ზრუნავს, რომ დაბრუნებამდე დევნილებს ღირსეული ცხოვრების პირობები შეუქმნას.

04 მარტი 2021, 15:56

საზოგადოება

31-ე საჯარო სკოლას ახალი სპორტული მოედანი ექნება

თბილისის 31-ე საჯარო სკოლაში საფეხბურთო მოედნის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 31-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სოფიკო ჯანაშიამ დღეს მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს შალვა გოგოლაძეს, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარ დეპუტატს გია ვოლსკის და „ჯინო კაპიტალის“ დირექტორს ნოდარ გიორგაძეს დაათვალიერებინა.

გიორგი ბარამიძე

04 მარტი 2021, 15:34

პოლიტიკა

გიორგი ბარამიძის განცხადებით, ოპოზიცია ბრძოლას კონსტიტუციისა და კანონის ჩარჩოებში გააგრძელებს

მისი თქმით, ნიკა მელია არის არა მარტო „ნაციონალური მოძრაობის“ არჩეული თავმჯდომარე და ლიდერი, არამედ დაიმსახურა სხვა ოპოზიციური პარტიების უდიდესი პატივისცემა.

თამარ კორძაია

04 მარტი 2021, 15:33

პოლიტიკა

რუსთავში, სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან ნიკა მელიას გათავისუფლების მოთხოვნით ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს

ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები ადგილზე დროშებით. პლაკატებით, ხმის გამაძლიერებლებით მივიდნენ. ლიდერები თავიანთ მოწოდებებში აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია უდანაშაულოა და ხელისუფლების მიერ პოლიტიკურად დევნილია.