„ელჩების კონფერენცია 2020“ ონლაინ ფორმატში დღეს გაიხსნება
ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა, „ელჩების კონფერენცია 2020" დღეს და ხვალ ონლაინ ფორმატში გაიმართება.
კონფერენციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, დავით ზალკალიანი გახსნის. ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე მიმართავენ.
მონაწილეები საგარეო პოლიტიკის მიმართულებით 2020 წლის საქმიანობას შეაჯამებენ და 2021 წლის სამოქმედო გეგმას განიხილავენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კორონავირუსის გავრცელების შედეგად მიღებულ გამოწვევებს. ასევე საუბარი შეეხება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ მიმართულ პროცესებს.
ყველა სიახლე
17 სექტემბერი 2024, 23:38
პოლიტიკა
მეთიუ მილერი სანქციების შესახებ პრემიერის განცხადებაზე: აშშ-ში დემოკრატიულად არჩეული მთავრობაა და ის ახორციელებს ჩვენს პოლიტიკას და სხვა არავინ
აშშ-ში დემოკრატიულად არჩეული მთავრობაა და ის ახორციელებს ჩვენს პოლიტიკას და სხვა არავინ, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი საქართველოს პრემიერ-მონისტრის განცხადებას, რომ „სანქციების შესახებ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს“.
17 სექტემბერი 2024, 23:35
პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაცია: ელჩთან შეხვედრაზე პრემიერმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდი დარწმუნებულია, სახდეპის გადაწყვეტილება უფრო გააძლიერებს საზოგადოების მოტივაციას, 26 ოქტომბერს მტკიცედ დადგეს საქართველოს დამოუკიდებლობის დასაცავად
აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე პრემიერმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდი დარწმუნებულია, სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება კიდევ უფრო გააძლიერებს საზოგადოების მოტივაციას, 26 ოქტომბერს მტკიცედ დადგეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დასაცავად, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
17 სექტემბერი 2024, 23:30
პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაცია: დანიგანთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გუშინდელი გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღებამ შესაძლოა, საქართველოს პოზიციის გადახედვა განაპირობოს
რობინ დანიგანთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინდელი გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს, - ინფორმაციას აშშ-ის ელჩთან რობინ დანიგანთან შეხვედრაზე განხილულ თემაზე მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
17 სექტემბერი 2024, 23:29
პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაცია: რობინ დანიგანთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება წინასაარჩევნოდ ოპოზიციის შანსების გაუმჯობესებაზეა გათვლილი, თუმცა, ის სრულიად კონტრპროდუქტიულია
რობინ დანიგანთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება წინასაარჩევნოდ ოპოზიციის შანსების გაუმჯობესებაზეა გათვლილი, თუმცა, ის სრულიად კონტრპროდუქტიულია, რადგან, სინამდვილეში, ვერც ოპოზიციის საარჩევნო შედეგს წაადგება და ვერც მმართველ გუნდს შეაშინებს, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
17 სექტემბერი 2024, 23:23
პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაცია: რობინ დანიგანთან შეხვედრაზე პრემიერმა გამოხატა პირადი პატივისცემა ელჩის მიმართ და შეშფოთება გამოთქვა სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების გამო, რომელიც სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, რობინ დანიგანთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა გამოხატა პირადი პატივისცემა ელჩის მიმართ და შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინდელი გადაწყვეტილების გამო, რომელიც საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პოლიციელების მიმართ სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.
17 სექტემბერი 2024, 22:58
პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთი სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს პარლამენტის მიერ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ საკანონმდებლო პაკეტის მესამე მოსმენით მიღების გამო
დიდი ბრიტანეთი სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს პარლამენტის მიერ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ საკანონმდებლო პაკეტის მესამე მოსმენით მიღების გამო, - ნათქვამია საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
17 სექტემბერი 2024, 22:46
პოლიტიკა
საფრანგეთის ელჩი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტზე: ეს კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
საქართველოს ანტი-ლგბტ კანონი კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, - განაცხადა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ.
17 სექტემბერი 2024, 22:34
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე: დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული, დემოკრატიული, მიუმხრობელი დასავლეთი, ჩვენს შესახებ ან საერთოდ არ არის ინფორმირებული, ან ინფორმირებულია მიზანმიმართული სიცრუით
დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული, დემოკრატიული, მიუმხრობელი დასავლეთი, ჩვენს შესახებ ან საერთოდ არ არის ინფორმირებული, ან ინფორმირებულია მიზანმიმართული სიცრუით, - წერს სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე.
17 სექტემბერი 2024, 22:29
პოლიტიკა
გერმანიის საგარეო უწყება „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტზე: ეს საკანონმდებლო პაკეტი აშორებს საქართველოს ევროკავშირისგან
საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო პაკეტი მიზნად ისახავს LGBTQI ადამიანების დისკრიმინაციას, - ნათქვამია გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაში.
17 სექტემბერი 2024, 21:47
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის ელჩს შეხვდა და პირდაპირპროპორციული პასუხი გასცა, იმ თავხედობაზე, რასაც შტატების დღევანდელი ადმინისტრაცია კადრულობს!
„საქართველო ამერიკის უკანა ეზო არ არის, რომ თქვენი ნაბახუსევის მიხედვით, ნაგავი ყაროთ. ნება იბოძეთ და დაოკდით, თუ არა და მეორე ყვითელი ბარათი არ აგცდებათ!“ - ასე აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის პოზიციას, რომელიც მან დღეს საქართველოში აშშ-ს ელჩთან შეხვედრაზე დააფიქსირა.
17 სექტემბერი 2024, 21:28
კულტურა
„აბესალომ და ეთერი“ იტალიურად. ქართული საოპერო მუსიკის კიდევ ერთი ტრიუმფი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„აბესალომ და ეთერი“ იტალიურად - ქართული საოპერო მუსიკის კიდევ ერთი ტრიუმფი და უწყვეტი აპლოდისმენტი.
17 სექტემბერი 2024, 21:18
კულტურა
ეროვნულ არქივში თბილისის საარქივო ფილმების მესამე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა
საქართველოს ეროვნული არქივის პრესსამსახურის ინფორმაციით, 14 ქვეყნის მიერ შერჩეული პროგრამების წლევანდელი თემა „კინო – ისტორიის მემატიანეა“. ქართველ მაყურებელს საკუთარ ფონდებში დაცულ ფილმებს წარუდგენენ აშშ-ის, ჩეხეთის, მალტის, ესპანეთის, პორტუგალიის, გერმანიის, ხორვატიის, პოლონეთის, ესტონეთის, უნგრეთის, ბულგარეთის, პერუს, მოლდოვას კინოსაარქივო ორგანიზაციები.
17 სექტემბერი 2024, 21:04
არჩევნები 2024
ქვეყნის მასშტაბით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები გრძელდება
ქვეყნის მასშტაბით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები გრძელდება. მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ - საჩხერესა და ლანჩხუთში „ქართულო ოცნების“ გზავნილების გარშემო გაერთიანდნენ.
17 სექტემბერი 2024, 20:55
სპორტი
კახა კალაძე: ლეგენდების მატჩს ჩემთვის ორმაგი დატვირთვა აქვს. მიხარია, რომ ამ თამაშში მონაწილეობას მივიღებ და ასევე, ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს შევხვდები
„მიმდინარეობს მოლაპარაკებები „ბაიერნთან“, „მადრიდის რეალთან“, ლივერპულთან“, რომ სამომავლოდ ამხანაგური თამაშები ჩავატაროთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე, სადაც ქართველმა ფეხბურთელებმა „მილანთან“ მატჩის წინ, პირველი ვარჯიში ჩაატარეს.
17 სექტემბერი 2024, 20:48
პოლიტიკა
სანქციები არგუმენტების გარეშე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი.
სანქციები არგუმენტების გარეშე - მთავრობის მეთაურმა შეერთებული შტატების მიერ საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქის, მათ შორის პოლიციელების სანქცირების შესახებ ბაიდენის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია უკვე დააანონსა.
17 სექტემბერი 2024, 20:47
პოლიტიკა
გიორგი გახარია ხაზარაძესთან შეხვედრის დეტალებზე: ხაზარაძემ ითხოვა რაღაცა დრო, როგორც ჩანს მას პოზიციები აქვს შესათანხმებელი
ხაზარაძემ ითხოვა რაღაცა დრო, როგორც ჩანს მას პოზიციები აქვს შესათანხმებელი, როგორც ხდება ხოლმე. ეს არის რის გამოც ეს გადაიდო, - განაცხადა გიორგი გახარიამ ორბელიანების სასახლის დატოვების შემდეგ. მისი თქმით, მამუკა ხაზარაძესთან მისი მკაფიო პოზიცია დააფიქსირა.
17 სექტემბერი 2024, 20:42
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა გამოხატა პირადი პატივისცემა ელჩის მიმართ და შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინდელი გადაწყვეტილების გამო, რომელიც საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პოლიციელების მიმართ სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.
17 სექტემბერი 2024, 20:40
მსოფლიო
თურქეთის დაზვერვის ხელმძღვანელი: რუსეთ-უკრაინის ომის გადაწყვეტა უნდა მოიცავდეს უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნას საერთაშორისო სამართლის საფუძველზე
თურქეთის დაზვერვის ხელმძღვანელმა, იბრაჰიმ ქალინიმ განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი უნდა გადაწყდეს უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნით საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.
17 სექტემბერი 2024, 20:37
პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე გახარიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ: მოლაპარაკება არ დაგვიმთავრებია, ჩვენ ავიღეთ კიდევ პაუზა
ჩვენ მოლაპარაკება არ დაგვიმთავრებია. არის რაღაც ტექნიკური ტიპის საკითხები. შემიძლია გითხრათ, რომ მოლაპარაკება არ არის დამთავრებული. ჩვენ ავიღეთ კიდევ პაუზა, ვისაუბრებთ და თქვენ პირველები იქნებით, ვისაც შეგატყობინებთ შედეგს, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ ორბელიანების სასახლის დატოვების შემდეგ.
17 სექტემბერი 2024, 20:28
არჩევნები 2024
სალომე ზურაბიშვილთან მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას შეხვედრა დასრულდა. გაირკვა, რომ მათ საბოლოო გადაწყვეტილებისთვის, ტექნიკური პაუზა სჭირდებათ. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. შეცვლის თუ არა პოლიტიკურ მტრობას პოლიტიკური ერთობა? სალომე ზურაბიშვილი გახარია-ხაზარაძის გაერთიანებას ცდილობს.