imedi /  21 დეკემბერი 2020, 14:14 / სანდო წყარო

CEPA: აშშ უნდა გააქტიურდეს შავი ზღვის რეგიონში, აღიდგინოს პოლიტიკური ლიდერის პოზიცია და განაახლოს თანამშრომლობა მთავარ მოკავშირეებსა და პარტნიორებთან

აშშ-ის ფოკუსირებული ჩართულობა შავ ზღვაზე არა მხოლოდ მხარს დაუჭერს მთავარ რეგიონალურ მოკავშირეებს და პარტნიორებს, არამედ უშუალოდ გაატარებს ამერიკულ ინტერსებს. აშშ-ის შემდეგმა ადმინისტრაციამ ყურადღება უნდა გაამახვილოს თავისი ტრანსატლანტიკური პრიორიტეტების გასატარებლად ყველაზე ხელსაყრელი ტერიტორიების მოძიებაზე. ამ მხრივ კი შავი ზღვა იდეალური კანდიდატია, - ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრი სტატიას სახელწოდებით ,,შავი ზღვის დღის წესრიგი ბაიდენის ადმინისტრაციისთვის“ აქვეყნებს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ამერიკის შეერთებული შტატები უნდა გააქტიურდეს შავი ზღვის რეგიონში, აღიდგინოს პოლიტიკური ლიდერის პოზიცია და განაახლოს თანამშრომლობა მთავარ მოკავშირეებსა და პარტნიორებთან.

ავტორი აცხადებს, რომ ბაიდენის გუნდმა უნდა დაიწყოს უფრო მეტი მაღალი რანგის ვიზიტის და ოფიციალური გამოსვლის განხორციელებით, განსაკუთრებით ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყნებში, მაგალითად უკრაინაში და საქართველოში.

მისი თქმით, ნატოს ერთ-ერთ საკვანძო პარტნიორ ქვეყანაში - საქართველოში, აშშ-ის ადმინისტრაციამ უფრო მკაფიოდ უნდა გამოხატოს მხარდაჭერა არჩევნების შემდგომი პოლიტიკური არასტაბილურობის დემოკრატიული გზით მოგვარების მიმართ

,,ბაიდენის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ განამტკიცებს აშშ-ის ერთგულებას ტრანსატლანტიკური ურთიერთობების, როგორც სტრატეგიული კონკურენციის ეპოქაში საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედის მიმართ, თუმცა თავად ტრანსატლანტიკური დღის წესრიგის ფარგლებშიც კი ბაიდენის გუნდის დროსა და შეზღუდულ რესურსებზე იქნება საწინააღმდეგო მოსაზრებათა კონკურენცია. სწორედ ამიტომაა, რომ აშშ-ის შემდეგმა ადმინისტრაციამ ყურადღება უნდა გაამახვილოს თავისი ტრანსატლანტიკური პრიორიტეტების გასატარებლად ყველაზე ხელსაყრელ ცხელ წერტილებზე. შავი ზღვა სწორედ ასეთი ცხელი წერტილია. ჩართულობა შავი ზღვის რეგიონში ხელს შეუწყობს ადმინისტრაციის რამდენიმე საკვანძო მიზნის მიღწევას - აშშ-ის ლიდერობის აღდგენა და თანამშრომლობა მოკავშირეებთან, დემოკრატიული პრინციპების წახალისება, აშშ-ის უსაფრთხოების ინტერესების დაცვა, კერძოდ რუსეთისგან, ასევე აშშ-ის ეკონომიკური არეალის გაფართოება უცხოეთში ჩინეთის საპირწონედ. ამ მიზნით კი შემდეგმა ადმინისტრაციამ უნდა მიიღოს ქვევით მოტანილი დღის წესრიგი, რომლითაც გაატარებს აშშ-ის ინტერესებს და სარგებელს მოუტანს პარტნიორებს ადგილზე. ამერიკის შეერთებული შტატები უნდა გააქტიურდეს შავი ზღვის რეგიონში, აღიდგინოს პოლიტიკური ლიდერის პოზიცია და განაახლოს თანამშრომლობა მთავარ მოკავშირეებსა და პარტნიორებთან. შავი ზღვის ფართო რეგიონი წარმოადგენს მნიშვნელოვან „საჭადრაკო მაგიდას“, სადაც მიმდინარეობს 21-ე საუკუნის გეოპოლიტიკური შეჯიბრი. მაშინ, როცა რუსეთი აძლიერებს თავის სამხედრო ძალებს საზღვარგარეთ და ახორციელებს თავისი სტრატეგიული დერეფნების კონსოლიდაციას, ხოლო ჩინეთი აღრმავებს კავშირებს ვაჭრობისა და ინვესტიციების მეშვეობით, აშშ-ისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური საქმიანობის გააქტიურებას. ბაიდენის გუნდმა უნდა დაიწყოს უფრო მეტი მაღალი რანგის ვიზიტის და ოფიციალური გამოსვლის განხორციელებით, განსაკუთრებით ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყნებში (მაგალითად, უკრაინა და საქართველო). გარდა ამისა, ადმინისტრაციამ პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს სხვადასხვა რეგიონში აშშ-ის ჩართვას სამშვიდობო ინიციატივებში - მაგალითად, გერმანიის შუამავლობით მიმდინარე პროცესი საბერძნეთსა და თურქეთს შორის, მინსკის პროცესი, ყირიმის პლატფორმა“, - აღნიშნულია სტატიაში.

ავტორი მიიჩნევს, რომ აშშ-მა ზურგი უნდა გაუმაგროს შავი ზღვის რეგიონში გამოწვევების წინაშე მდგარ დემოკრატიულ ძალებს.

მისი თქმით, აშშ-მა უნდა დაიცვას ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების კრიტიკული მნიშვნელობის ინტერესები, რისთვისაც უნდა გამოიყენოს ნატო შავი ზღვის თავდაცვის გასაფართოებლად.

,,აშშ-მა კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს დემოკრატიას და ამ პროცესში მხარი დაუჭიროს რეგიონალურ მოკავშირეებს და პარტნიორებს. აშშ-მა ზურგი უნდა გაუმაგროს შავი ზღვის რეგიონში გამოწვევების წინაშე მდგარ დემოკრატიულ ძალებს. მაგალითად, რუმინეთის პარლამენტში რადიკალური მემარჯვენე პარტიის შესვლის საპასუხოდ აშშ-მა უნდა გააღრმავოს სტრატეგიული პარტნიორობა ამ ქვეყანასთან - როგორც ორმხრივი, ისე ნატოს ფარგლებში. რაც შეეხება თურქეთს, აშშ-მა უნდა გადაახალისოს ურთიერთობები ანკარასთან, დაიწყოს ურთიერთნდობის აღდგენა და დაადასტუროს თურქეთის სტრატეგიული როლი ალიანსში, ასევე მომავალშიც მოითხოვოს თურქეთისგან ნატოს ძირითადი ღირებულებების გატარება. ნატოს ერთ-ერთ საკვანძო პარტნიორ ქვეყანაში - საქართველოში ადმინისტრაციამ უფრო მკაფიოდ უნდა გამოხატოს თავისი მხარდაჭერა არჩევნების შემდგომი პოლიტიკური არასტაბილურობის დემოკრატიული გზით მოგვარების მიმართ. ბაიდენის მიერ დაგეგმილი „დემოკრატიების სამიტის“ შედეგად საუკეთესო შედეგების მისაღწევად ადმინისტრაციამ უნდა მიიწვიოს რეგიონის წამყვანი ქვეყნები (მაგალითად, უკრაინა) და ასევე ჩართოს ამ პროცესში პარტნიორები რეგიონის სამოქალაქო საზოგადოებიდან. აშშ-მა უნდა დაიცვას ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების კრიტიკული მნიშვნელობის ინტერესები, რისთვისაც უნდა გამოიყენოს ნატო შავი ზღვის თავდაცვის გასაფართოებლად. ბოლო წლებში ნატომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერების მხრივ, განსაკუთრებით ბალტიის ზღვაში. აშშ-ის შემდეგმა ადმინისტრაციამ უნდა გამოიყენოს ეს ბიძგი, განსაკუთრებით შავ ზღვაზე, რომელიც აქამდე შედარებით ნაკლებად პრიორიტეტული გახლდათ. ამისთვის კი საჭირო იქნება მტკიცე პოზიციის დაკავება საერთაშორისო სამართლის ფარგლებში რუსეთის ვალდებულებებთან მიმართებაში, ასევე რუსეთის მიმართ ნატოს ორმხრივი მიდგომის გაგრძელება და ალიანსის სამხედრო აქტიურობის გაძლიერება რეგიონში. რეგიონულ მოკავშირეებთან თანამშრომლობით აშშ-მა მეტი ძალისხმევა უნდა ჩადოს საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შესაძლებლობებში, წვრთნების გაზრდაში, კიბერ-ინსტრუმენტებში, უპილოტო სისტემებში, სიტუაციური ცნობიერების და ადრე შეტყობინების სისტემებში, ასევე სხვა ტექნოლოგიებში ჰიბრიდული საფრთხეების და ელექტრონული შეტევების მოსაგერიებლად. რუსეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად აშშ-მა ასევე უნდა გააღვივოს ნდობა რეგიონში მთავარ პარტნიორებთან. რაც შეეხება უკრაინას, ვაშინგტონმა უნდა დაიკავოს მტკიცე პოზიცია დონბასის ომთან დაკავშირებით და განაახლოს უკრაინისთვის უსაფრთხოების სფეროში დახმარების მიწოდება, ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის შესაბამისად. საქართველოში აშშ-მა მხარი უნდა დაუჭიროს „მკვდარ წერტილზე მყოფი“ წევრობის სამოქმედო გეგმის ალტერნატივას და წამოაყენოს ნატოში გაწევრებისთვის საქართველოზე მორგებული პოლიტიკური გეგმა“, - წერს ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრი.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, აშშ-მა მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს რეგიონში, რათა ხელი შეუწყოს სტაბილურობას და წინ აღუდგეს ჩინეთისა და რუსეთის ეკონომიკურ გავლენას. ავტორი აცხადებს, რომ აშშ-ის ფოკუსირებული ჩართულობა შავ ზღვაზე არა მხოლოდ მხარს დაუჭერს მთავარ რეგიონალურ მოკავშირეებს და პარტნიორებს, არამედ უშუალოდ გაატარებს ამერიკულ ინტერსებს.

,,ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტებთან აშშ-ის ეკონომიკური უწყებების უკეთ შესაბამისობაში მოყვანით შემდეგი ადმინისტრაცია შეძლებს შავი ზღვის რეგიონში ამერიკელი ინვესტორებისთვის უფრო სტრატეგიული, პროგნოზირებადი არხის კურირებას. თურქეთში კასპიის ფინანსური ცენტრის მსგავსად, შავი ზღვის ფინანსური ცენტრის დაარსება შესაძლებლობას მისცემს სხვადასხვა უწყებას, განახორციელონ ესოდენ საჭირო სატრანსპორტო, ენერგეტიკული და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინირება. აშშ-ს ასევე შეუძლია კერძო სექტორის წახალისება რეგიონის მთავრობებისთვის ტექნიკური დახმარების მიწოდების გზით ამერიკულ ბიზნესებთან ჩართულობის უზრუნველსაყოფად. ამ მიზნით, ადმინისტრაციამ უნდა გააგრძელოს ამჟამინდელი საქმიანობა საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის ფარგლებში და წაახალისოს მისი ახალი ოფისის გახსნა თბილისში. ბაიდენმა უნდა გააფართოვოს აშშ-ის მიერ აღებული ვალდებულებები „სამი ზღვის ინიციატივის“ ფარგლებში, რითაც გააჟღერებს მკაფიო გზავნილს, რომ ამ საკითხზე არსებობს ორპარტიული კონსენსუსი. მისმა გუნდმა უნდა გამოიყენოს „სამი ზღვის ინიციატივის“ შემდეგი სამიტის შესაძლებლობა, რომელიც სოფიაში გაიმართება, რათა რეგიონული განვითარების პროექტებში ჩართოს მეტი შავიზღვისპირა ქვეყანა. დაბოლოს, აშშ-მა უნდა გააგრძელოს სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული განვითარების მხარდაჭერა, მათ შორის ტრანს-კასპიური მილსადენის და სხვა სატრანსპორტო მარშრუტების მხარდაჭერის გზით, რათა შემცირდეს ევროპის ენერგეტიკული დამოკიდებულება რუსეთზე. აშშ-ის ფოკუსირებული ჩართულობა შავ ზღვაზე არა მხოლოდ მხარს დაუჭერს მთავარ რეგიონალურ მოკავშირეებს და პარტნიორებს, არამედ უშუალოდ გაატარებს ამერიკულ ინტერსებს“, - აღნიშულია სტატიაში.

ყველა სიახლე

ირაკლი რუხაძე

22 იანვარი 2025, 02:07

პოლიტიკა

ირაკლი რუხაძე: სენატორმა შაჰინმა გამოაცხადა, რომ თურმე ამერიკას ორი საგარეო გამოწვევა აქვს - საქართველო და ჩინეთი. ასეთი რა დავაშავეთ, რომ ჩვენზე ცუდი არავინაა?! სადღაც ძალიან მაგრად დავაბიჯეთ ფეხი ვიღაცას და ამაში უნდა გავერკვიოთ

ჩვენ 4 რევოლუციის მცდელობა გამოვიარეთ ბოლო 2 წლის განმავლობაში. გამოძიება იმიტომ არ მიდის, რომ გვაჩერებს ის ხალხი, ვინც თქვენ გაფინანსებთ, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში.

ბრანისლავ ონდრუში

22 იანვარი 2025, 01:45

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ბრანისლავ ონდრუში: ის, რომ საქართველოს მთავრობა პრორუსულია, ყველაზე აბსურდული ბრალდებაა

ის, რომ საქართველოს მთავრობა პრორუსულია, ყველაზე აბსურდული ბრალდებაა, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ბრანისლავ ონდრუშმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატების დროს სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი

22 იანვარი 2025, 01:41

პოლიტიკა

ირაკლი რუხაძე: მე თუ ნორმალური ქვეყანა მაქვს, სადაც მინდა სტაბილურობა შევინარჩუნო და ვიღაცამ გაბედა, რაღაც ტყვიამფრქვევი მიუშვირა ჩემს პოლიციელს, ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში სნაიპერი მაშინვე მოხსნიდა

რასაც მე არ ვეთანხმები და მგონია, რომ არის სიგიჟე, არის, რომ თურმე პოლიციამ უნდა გამოიყენოს პროპორციული ძალა. ანუ დანით თუ მივიდა პოლიციელთან ვიღაცა, იმანაც დანა უნდა მოუქნიოს და პიროტექნიკა თუ ესროლა, ესროლოს პიროტექნიკა?!, - განაცხადა „რადიო თავისუფლებასთან“ პოდკასტში ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ.

ტომაშ ფროელიხი

22 იანვარი 2025, 01:16

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ტომაშ ფროელიხი: ევროკავშირი მხარს უჭერს გადატრიალებას თბილისში - საქართველო არ უნდა გახდეს მეორე უკრაინა

ევროკავშირი მუდამ ჩივის უცხოური ჩარევის შესახებ, თუმცა ამას საქართველოში აკეთებს, მხარს უჭერს გადატრიალებას თბილისში, რომელიც გვახსენებს მაიდანს უკრაინაში, - განაცხადა გერმანელმა ევროპარლამენტარმა, ტომაშ ფროელიხმა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით დებატებზე სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი რუხაძე

22 იანვარი 2025, 01:10

პოლიტიკა

ირაკლი რუხაძე: ბიძინა ივანიშვილიც მომწონს პიროვნულად და „ქართული ოცნებაც“ მომწონს. შემიძლია „ქართული ოცნება“ ვაკრიტიკო სამი დღე, შემიძლია უამრავ რამეზე ვაკრიტიკო, მაგრამ ასეთი განვითარება ჩვენ არ გვქონია ახალ ისტორიაში

„იმედი“ არსებობს იმიტომ, რომ არ მოვიდეს მეორე მხარე და სანამ არსებობს მეორე მხარე და ივანიშვილი, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ავტომატურად ივანიშვილის მხარეს, - განაცხადა „რადიო თავისუფლებასთან“ პოდკასტში ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ.

ტიერი მარიანი

22 იანვარი 2025, 00:58

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი: ბრიუსელი აძლიერებს ჩარევას, რათა გააუქმოს ქართველი ხალხის გადაწყვეტილება - საქართველო ბრიუსელის კოლონია არ გახდება

ბრიუსელი აძლიერებს ჩარევას, რათა გააუქმოს ქართველი ხალხის გადაწყვეტილება, - განაცხადა ევროპარლამენტარმა, ტიერი მარიანიმ ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით დებატებზე სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი რუხაძე

22 იანვარი 2025, 00:47

პოლიტიკა

ირაკლი რუხაძე: არ შეიძლება ადამიანი დაასანქცირო იმიტომ, რომ ყველაზე წარმატებული ტელევიზია აქვს საქართველოში

„ჩვენ გვაქვს ძალიან ღია მედიასივრცე და ამ ღია მედიასივრცეში „იმედი“ ახერხებს, რომ იყოს 4-ჯერ დიდი, ვიდრე შემდეგი ტელევიზია. ხანდახან ნახევარჯერ დიდი, ყველა სრულფორმატიან ტელევიზიაზე. ეს არის წარმოუდგენლად მაგარი მიღწევა, მადლობა „იმედის“ ხალხს.

22 იანვარი 2025, 00:19

რეგიონი

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

ვიქტორ ორბანი

21 იანვარი 2025, 23:58

მსოფლიო

ორბანმა გააკრიტიკა უკრაინის გადაწყვეტილება რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერების თაობაზე და განაცხადა, რომ ბუდაპეშტს შეუძლია საპასუხო ზომების მიღება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა გააკრიტიკა უკრაინის გადაწყვეტილება რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერების თაობაზე და განაცხადა, რომ ბუდაპეშტს შეუძლია საპასუხო ზომების მიღება.

ირაკლი რუხაძე

21 იანვარი 2025, 23:58

პოლიტიკა

ირაკლი რუხაძე: მე ამერიკა ვერ დამასანქცირებს იმიტომ, რომ სანქციის აზრი იკარგება. მე რომელი ქვეყნის მოქალაქეც ვარ, ის ქვეყანა ვერ დამასანქცირებს

მე სანქციები არ მახარებს და არა მგონია, რომ მე სანქციები მემუქრება, მაგრამ ამ სიტუაციაში რომ ვარ არ მახარებს. მე დამასანქცირა უკრაინამ, რომელიც მე ძალიან მიყვარს და უზარმაზარი ბიზნესი მაქვს უკრაინაში აწყობილი და წარმოუდგენელი ტრაგედია იყო ჩემთვის, როცა რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და როდესაც ჩემი მეგობრები მიგზავნიდნენ მათი სახლის გვერდით ჩამოვარდნილი ბომბების ფოტოებს, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში.

ირაკლი რუხაძე

21 იანვარი 2025, 23:35

პოლიტიკა

ირაკლი რუხაძე: მე ძალიან მიყვარს ამერიკა და არაფერს აქ ანტიამერიკულს არ ვაკეთებ, გარდა იმისა, რომ თუ დიდი ბიჭები ჩვენს გარშემო ფეხბურთს თამაშობენ, მე არ მინდა, რომ საქართველო ბურთის როლში იყოს - არ მინდა საქართველოს უკრაინიზაცია მოხდეს

მე ძალიან მიყვარს ამერიკა, უბრალოდ მე სულ ვიძახი, რომ ამერიკა საქართველოში იცავს მის ინტერესს და არა საქართველოსას და ეს საქართველომ უნდა იცოდეს, - განაცხადა „რადიო თავისუფლებასთან“ პოდკასტში ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ.

ირაკლი რუხაძე

21 იანვარი 2025, 23:25

პოლიტიკა

ირაკლი რუხაძე მარკო რუბიოსთვის გაგზავნილ წერილზე: ინგლისურად არსად არის ინფორმაცია ამ წერილზე. ეს იყო აქ დაწერილი, ამ ოფისში, სადაც ვსხედვართ, დაწერილი ქართულად. „რადიო თავისუფლებამ“ იცით, ვინ დაწერა წერილი, მაგრამ არ გვეუბნებით

ინგლისურად არ იყო არსად ინფორმაცია ამ წერილზე ეს იყო აქ დაწერილი, ამ ოფისში, სადაც ვსხედვართ, დაწერილი ქართულად „რადიო თავისუფლებამ“ იცით ვინ დაწერა წერილი, მაგრამ არ გვეუბნებით,- განაცხადა „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში, „რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ წერილზე საუბრისას, რომელიც კონგრესიდან მარკო რუბიოს გაეგზავნა.

ირაკლი რუხაძე

21 იანვარი 2025, 23:22

პოლიტიკა

ირაკლი რუხაძე: ჟურნალისტმა კაცი რომ მოკლას, რა კავშირშია მედიათავისუფლებასთან?! ანუ ხელშეუხებელი უნდა იყოს, რადგან ჟურნალისტია?! თუ მან რაიმე თქვა ტელევიზიიდან და ამის გამო დააკავეს, კი, ეს მედიათავისუფლების თემა ყოფილა

„ვერ მივადევნე ამ ამბავს თვალი, არ ვიცი ეგ ამბავი. ჟურნალისტმა კაცი რომ მოკლას, მედიათავისუფლების თემაა?! რა კავშირშია მედიათავისუფლებასთან. ანუ ხელშეუხებელი უნდა იყოს, რადგან ჟურნალისტია?! თუ მან რაიმე თქვა ტელევიზიიდან და ამის გამო დააკავეს, კი, ეს მედიათავისუფლების თემა ყოფილა და თუ ვიღაც გალახა აქციაზე, მაშინ არ არის მედიათავისუფლებასთან კავშირში.

21 იანვარი 2025, 23:12

პოლიტიკა

ირაკლი რუხაძე: აბსოლუტურად ტყუილია, რომ „იმედს“ აქვს ანტიდასავლური ნარატივი. არ აქვს არანაირი ანტიამერიკული განწყობა, მაგრამ ამერიკა თუ ცუდად მოიქცა ჩემს ქვეყანასთან მიმართებით, „იმედმა“ არ უნდა თქვას?!

„აბსოლუტურად ტყუილია, რომ „იმედს“ აქვს ანტიდასავლური ნარატივი. არ აქვს არანაირი ანტიამერიკული განწყობა, მაგრამ ამერიკა თუ ცუდად მოიქცა ჩემს ქვეყანასთან მიმართებაში, „იმედმა“ უნდა თქვას. არ უნდა თქვას?!“ - აღნიშნა რუხაძემ.

ირაკლი რუხაძე

21 იანვარი 2025, 23:03

პოლიტიკა

ირაკლი რუხაძე: „იმედი“ ჩემთვის ძალიან ძვირფასია, ვინაიდან 20 წელზე მეტი მაქვს გატარებული

„იმედი“ ჩემთვის ძალიან ძვირფასია, ვინაიდან 20 წელზე მეტი მაქვს გატარებული, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში.

ირაკლი რუხაძე

21 იანვარი 2025, 23:00

პოლიტიკა

ირაკლი რუხაძე: ელჩებთან შეხვედრაზე გიული ალასანია რომ იჯდეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტის მაგივრად, ელჩს ვერ ეტყვის, რომ ჩემი შვილი ციხეშია და მიუკერძოებელი ვარ

.„ჩაიხანა ტვ“ გვეჯდა გვერდით, რომელიც ლაპარაკობდა ქართული მედიის სახელით, ელჩებს ანახებენ, რომ ვითომ ეს არის მედია. მერე ეს რვავე ტელევიზია უყვება, რომ თურმე რა საშინელებაა, როგორ ეშინიათ, რომ ჩვენთან როგორ არის მედია დაჩაგრული, რომ ჩვენთან თითქოს სიტყვის თავისუფლება არ არის, უყვებიან ზღაპრებს. ამიტომ მე დავდივარ და ვეუბნები, რომ რატომ მოგყავთ ეს ბავშვები, მოიყვანეთ გიორგი თარგამაძე, მფლობელები, მაშინ ასე ვერ ილაპარაკებდნენ“.

ირაკლი რუხაძე

21 იანვარი 2025, 22:50

პოლიტიკა

ირაკლი რუხაძე: ყველა ის პარტია, რომელიც „ნაცმოძრაობის“ გვერდით დგას ჩემთვის იგივე „ნაცმოძრაობაა“

ჩემთვის „ნაციონალური მოძრაობა“ ორივე პარტიაა, რომელიც გამოვიდა იქიდან და ჯამში 20% აიღო, მაგრამ ყველა ის პარტია, რომელიც მათ გვერდით დგას არის ჩემთვის იგივე „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა „რადიო თავისუფლებასთან“ პოდკასტში ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ.

21 იანვარი 2025, 22:39

პოლიტიკა

ირაკლი რუხაძე რადიო „თავისუფლებას“: მე დამიხურეს ტელევიზია, მაგრამ თქვენ არ გაწუხებთ, რომ გვარამია იყო ის ადამიანი, რომელიც ხურავდა. თანახმა ხართ, რომ ის უკან დაბრუნდეს. შეცვლილი გგონიათ?!

„მე ტელევიზია დამიხურეს, დამინგრიეს და ყველა სხვა ტელევიზია დახურეს და დაანგრია იმ ხალხმა, რომლებზეც მეუბნებით რატომ გინდათ, რომ არ დაბრუნდნენო. ზუსტად იმიტომ მინდა, რომ თქვენ [წამყვანს მიმართავს] შეგეძლოთ ასე [თავისუფლად] ილაპარაკოთ. თქვენ შეიძლება ილაპარაკოთ ისედაც, რადგან ამერიკის კონგრესი გაფინანსებთ, მაგრამ მე დამიხურეს ტელევიზია, მაგრამ თქვენ ეს არ გაწუხებთ, რომ გვარამია იყო ის ადამიანი, რომელიც ხურავდა. თანახმა ხართ, რომ ის უკან დაბრუნდეს. შეცვლილი გგონიათ?! ყოფილი ბალტიისპირეთის ქვეყნები რომ ავიღოთ, სადმე არის ასეთი თავისუფალი მედია?! ერთ ქვეყანას დამისახელებთ?! ჩვენ ხომ იმათ უნდა შევედაროთ საიდანაც გამოვედით 30 წელია“, - აღნიშნა რუხაძემ.

მარკო რუბიო

21 იანვარი 2025, 22:29

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: მოველი, რომ დედამიწაზე ყველა ერი თავის ეროვნულ ინტერესებს წინ წაწევს - მშვიდობის გარეშე რთულია იყო ძლიერი და აყვავებული ქვეყანა

მოველი, რომ დედამიწაზე ყველა ერი თავის ეროვნულ ინტერესებს წინ წაწევს, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრონლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

მარკო რუბიო

21 იანვარი 2025, 22:11

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, მაგრამ ეს კონფლიქტი უნდა დასრულდეს

ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, მაგრამ ეს კონფლიქტი უნდა დასრულდეს, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.