imedi /  21 დეკემბერი 2020, 14:48 / სანდო წყარო

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯანმოს ევროპის რეგიონულ დირექტორ ჰანს კლუგეს შეხვდა

საქართველოს ხელისუფლების და კონკრეტულად, პრემიერ-მინისტრის მეთაურობით მოქმედი მთავრობის რეაგირება ახალი კორონავირუსის პანდემიაზე უდავოდ სანაქებოა - ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს მთავრობის ეფექტური ძალისხმევა, ჯანდაცვის სექტორში დაგეგმილი რეფორმები და კოვიდვაქცინაცია იყო მთავრობის მეთაურისა და ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ჰანს კლუგემ მაღალი შეფასება მისცა ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის ნაწილში და ხაზი გაუსვა როგორც კლინიკური სასტუმროების, ისე ონლაინ კლინიკის უმნიშვნელოვანეს როლს. აგრეთვე, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ლუგარის ლაბორატორიის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

საუბარი შეეხო კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე სამუშაოებს. აღინიშნა, რომ ამ თემაზე პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც აქტიურ რეჟიმში მუშაობს როგორც ვაქცინის დროული შემოტანის, ისე ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური საკითხების მოგვარების კუთხით. კიდევ ერთხელ გამახვილდა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ გარდა COVAX პლატფორმისა, აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან, რომელსაც სახელმწიფო, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ჩართულობით აწარმოებს. ჰანს კლუგემ გიორგი გახარიას ამ მიმართულებით მხარდაჭერა აღუთქვა.

აგრეთვე, მთავრობის მეთაურმა და ჯანმოს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ისაუბრეს ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ ვითარებასა და პირველადი ჯანდაცვის რგოლის როლსა და მუშაობაზე. ყურადღება გამახვილდა ინტენსიური ტესტირების პროგრამის მნიშვნელობაზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა, შეზღუდვების 2-თვიანი გეგმის ფარგლებში, დეკემბრის დასაწყისიდან ახორციელებს.

მთავრობის მეთაურმა ჯანმოს ევროპის რეგიონულ დირექტორს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა წლების განმავლობაში წარმატებულ თანამშრომლობას საქართველოსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას შორის. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს არა მხოლოდ COVID-19-ის მართვის ნაწილში, არამედ სამომავლო რეფორმების განხორციელების თვალსაზრისითაც.

აგრეთვე, პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტის მნიშვნელობას, რომ ჯანმოს წარმომადგენლები მიმდინარე წელს სპეციალური მისიით ორჯერ იმყოფებოდნენ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, არსებული ვითარების შეფასებისა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემის მიზნით.

შეხვედრას ჯანმოს მხრიდან - ევროპის რეგიონის ოფისის ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელი ნინო ბერძული, ჯანმოს გადაუდებელი რეაგირებისა და დახმარების განყოფილების პროექტის მართვის ოფიცერი ნატალია დიმოვა ჩერტოიანოვა და ჯანმოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე, ხოლო საქართველოს მხრიდან - პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი სალომე გაგუა ესწრებოდნენ.

ყველა სიახლე

18 ოქტომბერი 2021, 18:58

პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივანს, ლაზარ კომანესკუს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

18 ოქტომბერი 2021, 18:55

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი კოლინ პაუელზე: ღირსეულმა ადამიანმა, ამერიკის პატრიოტმა და საქართველოს დიდმა მეგობარმა დაგვტოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კოლინ პაუელის გარდაცვალებას გამოეხმაურა.

18 ოქტომბერი 2021, 18:45

პოლიტიკა

ლოიდ ოსტინი კოლინ პაუელზე: მსოფლიომ ერთ-ერთი უდიდესი ლიდერი დაკარგა, რომელსაც ოდესმე მოვსწრებივართ

ცოტა ხნის წინ შემატყობინეს კოლინ პაუელის გარდაცვალების ამბავი და მსურს, მივუსამძიმრო ალმას, მის მეუღლეს, მის შვილ მაიკლსა და პაუელების ოჯახს, - ამერიკის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი კოლინ პაუელის გარდაცვალებას გამოეხმაურა. ინფორმაციას აშშ-ის საელჩო Facebook-ზე ავრცელებს.

დეკანოზი ანდრია (ჯაღმაიძე)

18 ოქტომბერი 2021, 18:45

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ნიკა გვარამიამ საიდან იცის, უშიშროების არქივებში რა ინახება?! თუ იცის, გამოამჟღავნოს, ჩვენი დიდი ხათრი აქვს და ამას ამიტომ არ აკეთებს?!

რა გვაქვს საფუძველი იმის სათქმელად, რომ აქ რაიმე რუსული გავლენებია?! პირიქით, შემიძლია ვთქვა, რომ თუ ნიკა გვარამიას ასე ინტენსიურად აწვდიან, კაკებეს არქივებში რა დევს, იქნებ, საპირისპიროც გვეფიქრა - მას ასეთი რა კავშირები აქვს?!, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ. დეკანოზმა ნიკა გვარამიას მიერ გადაცემაში გამოყენებულ კრებსებზე ისაუბრა და ასევე, ბრალდებებს უპასუხა, რომ თითქოს, საპატრიარქო რუსულ ინტერესებს ატარებს.

18 ოქტომბერი 2021, 18:43

სპორტი

ოლიმპიაში პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ცეცხლი დაინთო

დღესვე ოლიმპიურ ცეცხლს ათენში ჩაიტანენ, სამშაბათს კი პანათინაიკოსის სტადიონზე პეკინის თამაშების მასპინძლებს გადასცემენ. ზამთრის ოლიმპიური თამაშები 2022 წლის 4 თებერვალს გაიხსნება.

18 ოქტომბერი 2021, 18:39

რეგიონი

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციების კურსის ფინალი გაიმართა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით ინოვაციების კურსის ფინალს უმასპინძლა, სადაც კურსის მონაწილეებმა ჟიურის წინაშე საკუთარი პროექტები წარადგინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

ალექსანდრე დარახველიძე

18 ოქტომბერი 2021, 18:34

სამართალი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პოლიციის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის „პოლიციის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილა და მხარი დაუჭირა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ცვლილებების თანახმად, პოლიციელს ეძლევა უფლებამოსილება, რომ თუკი გამოკითხვის მიზნით პირს შეაჩერებს ქუჩაში, ეს მონაცემები გადაამოწმოს სამინისტროს საინფორმაციო ბაზებში.

18 ოქტომბერი 2021, 18:28

სამართალი

ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური, ფსიქოტროპული და ძლიერმოქმედი ნივთიერებების გასაღებისთვის სასჯელი გამკაცრდება. დეტალურად

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილება, რომელიც ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური, ფსიქოტროპული და ძლიერმოქმედი ნივთიერებების გასაღებისთვის დადგენილი სანქციის გამკაცრებას ითვალისწინებს.

ანდრია ჯაღმაიძე

18 ოქტომბერი 2021, 18:28

პოლიტიკა

ანდრია ჯაღმაიძე: ეკლესიის პასუხი თავდასხმებზე იქნება ქადაგება, სახარების განმარტება და ქრისტიანობის მისიონერული მსახურება

საპატრიარქოს პრესსპიკერი ანდრია ჯაღმაიძე „ქრონიკაში“ „მთავარი არხის“ ხელმძღვანელის ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც მეუფე შიოს ქადაგება გააკრიტიკა. კითხვაზე ამ თავდასხმების წინააღმდეგ იქნება თუ არა გადადგმული გარკვეული ნაბიჯები საპატრიარქოს მხრიდან, ჯაღმაიძე პასუხობს, რომ საპატრიარქოს და ეკლესიას აქვს სიტყვა, რომელიც ძალიან ხშირად ამ ადამიანების ჩამოქცევას იწყებს.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

18 ოქტომბერი 2021, 18:24

პოლიტიკა

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ქადაგებაში, სადაც არ იყო დასახელებული არც პარტია, არც ციხე და არც პატიმრობა რატომ ამოიკითხა ნიკა გვარამიამ მაინცდამაინც მიშა სააკაშვილი?!

ამ ზოგად ქადაგებაში, სადაც არ იყო დასახელებული არც პარტია, არც ციხე და არც პატიმრობა რატომ ამოიკითხა ნიკა გვარამიამ მაინცდამაინც მიშა სააკაშვილი?! ბოროტება ვახსენეთ და მან პარალელი სააკაშვილთან გაავლო, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრიამ (ჯაღმაიძე) „ქრონიკასთან“ მეუფე შიოს გუშინდელ ქადაგებაზე საუბრისას.

არჩილ ჩიქოვანი

18 ოქტომბერი 2021, 18:17

რეგიონი

არჩილ ჩიქოვანი: დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანაქალაქელები უარს იტყვიან წარსულში დაბრუნებაზე, ვინაიდან ბათუმი არის ევროპული ტიპის მწვანე ქალაქი, რომელსაც სჭირდება მომავალი განვითარება

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს თანაქალაქელებთან ერთად წინასაარჩევნოდ დაანონსებული ყველა პროგრამის განხორციელებას შევძლებთ. ამავდროულად, გამოწვევების საპასუხოდ საჭიროა სწორედ ის კონკრეტული ხედვები, რომლებიც წარმატებისკენ წაიყვანს და განავითარებს ჩვენს ქალაქს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანაქალაქელები უარს იტყვიან წარსულში დაბრუნებაზე, ვინაიდან ბათუმი არის ევროპული ტიპის მწვანე ქალაქი, რომელსაც სჭირდება მომავალი განვითარება, ინოვაციური ხედვები და წამოწყებული პროექტების ბოლომდე მიყვანა“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

ირაკლი ბერაია

18 ოქტომბერი 2021, 18:17

თავდაცვა

ირაკლი ბერაია: აშშ-ის თავდაცვის მდივნის საქართველოში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას, მის გაძლიერებას, საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას გამოხატავს

„აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი ადასტურებს ამერიკის უმაღლეს პოლიტიკურ და ეროვნული უსაფრთხოების დღის წესრიგში საქართველოს პრიორიტეტულობას, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

18 ოქტომბერი 2021, 18:16

მსოფლიო

ნიგერიის სოკოტოს შტატში, შეიარაღებულმა პირებმა, სულ მცირე, 30 ადამიანი მოკლეს

ნიგერიის სოკოტოს შტატში, შეიარაღებულმა პირებმა, სულ მცირე, 30 ადამიანი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ანდრია ჯაღმაიძე

18 ოქტომბერი 2021, 18:12

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე: თუკი ღვთის სიტყვა აშინებს ვინმეს, ეს უფრო მისი პრობლემაა

თუკი ღვთის სიტყვა აშინებს ვინმეს ეს უფრო მისი პრობლემაა,- ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრიამ (ჯაღმაიძე) „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა

ანდრია გვიდიანი

18 ოქტომბერი 2021, 17:57

პოლიტიკა

ანდრია გვიდიანი: არ დაიღალნენ ეს ვაი პოლიტიკოსები პენსიონერების მოტყუებით, თვალებში უყურებენ და უბრალოდ ატყუებენ - აი ასე, მარტივად

„მოკლედ, არ დაიღალნენ ეს ვაი პოლიტიკოსები პენსიონერების მოტყუებით. იმასაც ვერ ხვდებიან ტყუილებს დიდი ხანია რომ არ იჯერებენ უფროსი თაობის წარმომადგენლები. მიუხედავად ამისა, ხან 400-ლარიან პენსიას ჰპირდებიან, ხან უპროცენტო სესხებს, ხან რას და ხან რას. თვალებში უყურებენ და უბრალოდ ატყუებენ - აი ასე, მარტივად. ცნობისთვის თბილისში 230.000 საპენსიო ასაკის მქონე ადამიანი ცხოვრობს. 100-ლარიანი დანამატის შემთხვევაში ყოველთვიური ხარჯი 23 მილიონი ლარია, ხოლო ყოველწლიური 276 მილიონი ლარი. ეს თანხა თბილისის ბიუჯეტის მეხუთედია. ეს ნიშნავს ქალაქის განვითარების სრულ იგნორირებას. ასე რომ, ამ უაზრო და სამარცხვინო ტყუილებზე შესაბამისი პასუხი გაეცემა ძველგაზრდებისგანაც და ახალგაზრდებისგანაც“, - წერს გვიდიანი Facebook-ზე.

18 ოქტომბერი 2021, 17:45

პოლიტიკა

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: გუშინდელი გადაცემით, ბატონმა ნიკა გვარამიამ ნავი, რომელშიც სხვებთან ერთად იჯდა, პირდაპირ შეახეთქა კლდეს - პირდაპირი ომი გამოუცხადა ეკლესიას

„გუშინდელი გადაცემით, ბატონმა ნიკა გვარამიამ ნავი, რომელშიც სხვებთან ერთად იჯდა, პირდაპირ შეახეთქა კლდეს - პირდაპირი ომი გამოუცხადა ეკლესიას. ჩვენ ვნახეთ იქ გამოთქმული მრავალი ეპითეტი, რომელიც ამას მოწმობს“, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრიამ (ჯაღმაიძე) „ქრონიკასთან“ საუბრისას.

გურამ მაჭარაშვილი

18 ოქტომბერი 2021, 17:39

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მოსწონს, თუ ვინმე მის წინააღმდეგ რაიმე ნეგატივს აქვეყნებს, მაგრამ უნდა, ლეგალური იყოს, თუ თვითონ რაიმე ნეგატიურს გამოაქვეყნებს

„სარეკლამო ბანერებზე, ვიდეორგოლებში, ნებისმიერი ტიპის რეკლამაში, აიკრძალება სხვა პირის, სუბიექტის მიმართ რაიმე ნეგატიური ფორმის შექმნა. ბუნებრივია, ეს ხელს შეუწყოს წინასაარჩევნო გარემოს უფრო მშვიდ ვითარებაში ჩატარებას. იცით, ბოლო პერიოდში ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ე.წ. სისხლიანი ბანერის გაკვრამ. არა მხოლოდ ამის გამო ხდება ჩვენი ინიციირებით, გვინდა, რომ რაიმე ტიპის ნეგატიური ფორმის შექმნა, მინიმუმამდე დავიყვანოთ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ეკატერინე ტიკარაძე

18 ოქტომბერი 2021, 17:30

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ პაციენტების ნაკადები ვმართოთ ეფექტურად და თავიდან ავირიდოთ რადიკალური გადაწყვეტილებები

ამ დროისთვის კლინიკურ სექტორში პაციენტების ნაკადის უმნიშვნელო მატებაა, რაც გამოწვეულია იმ ძირითადი ვაქცინირებულების რაოდენობით, რომლებიც ამ დრომდე აიცრნენ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

რომან გოცირიძე

18 ოქტომბერი 2021, 17:28

პოლიტიკა

რომან გოცირიძე: არ შეიძლება ისეთი კანონის მიღება, რომელიც სიტყვის თავისუფლებას შეზღუდავს

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ისეთი კანონის მიღება, რომელიც სიტყვის თავისუფლებას შეზღუდავს და რომელიც სახელმწიფო მოხელეს აქცევს ცენზორად, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა. მისი თქმით, გამოხატვის თავისუფლება არის ის ფუნდამენტი, რომელზეც დგას დემოკრატია.

თამარ ჟვანია

18 ოქტომბერი 2021, 17:26

პოლიტიკა

თამარ ჟვანია უზბეკეთში საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის დირექტორად დაინიშნა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე თამარ ჟვანია უზბეკეთში ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ დირექტორად დაინიშნა.