შალვა პაპუაშვილი: საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული ინდიკატორები და შუალედური მიზნები გვქონდეს
შალვა პაპუაშვილი
ფოტო: imedi.ge
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, დავით ზალკალიანს უსმენენ, პარლამენტის წევრი, შალვა პაპუაშვილი სახელმწიფო საზღვრების საკითხით და მისი დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესით დაინტერესდა.
„ჩემი კითხვა საზღვრების დემარკაცია-დელიმატიის პროცესს შეეხება. თქვენ აღნიშნეთ, რომ გარეჯის საქმესთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის მიმართულებით სავარაუდოდ საჭირო გახდება კომისიის ფარგლებში მიღწეული შეთანხმების გადახედვა. მაინტერესებს, რა სტადიაზე ვიმყოფებით აზერბაიჯანი-სომხეთი-რუსეთის მიმართულებით, გამომდინარე იქიდან, რომ როგორც ნატოში, ასევე ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით, როდესაც მივდივართ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზღვრები იურიდიულადაც დადგენილი იყოს და საჭიროა ეს პროცესი, რომელიც 20 წელზე მეტია გრძელდება, ოდესღაც დასრულდეს. თქვენ როგორ ხედავთ? დროის კუთხით რა პერსპექტივაში დასრულდება ეს მოლაპარაკებები და საზღვრების რამდენი პროცენტია შეთანხმებული, დაახლოებითი წარმოდგენა რომ შეგვექმნას. გამომდინარე იმ განაცხადიდან, რაც პროგრამაში გავაკეთეთ, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული ინდიკატორები ან შუალედური მიზნები გვქონდეს, რომ შევძლოთ შემდგომ გადამოწმება, რამდენად სწორად და დროულად მივდივართ ამ მიმართულებით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ყველა სიახლე
16 ოქტომბერი 2024, 12:03
პოლიტიკა
კახა კუკავა მამუკა ხაზარაძეზე: ადამიანი, რომელმაც უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე უფრო მეტი ადამიანი გამოასახლა საქართველოში საკუთარი სახლიდან, ვიდრე პუტინის რეჟიმმა აფხაზეთში და სამაჩაბლოში ერთად აღებული
ეს რესპუბლიკის პირველი მევახშე გველაპარაკება იმაზე, რომ თუ ვინმემ ხალხის ქონება მიისაკუთრაო - მამუკა ხაზარაძე ამბობს ამას, ადამიანი, რომელმაც უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე უფრო მეტი ადამიანი გამოასახლა საქართველოში საკუთარი სახლიდან, ვიდრე პუტინის რეჟიმმა აფხაზეთში და სამაჩაბლოში ერთად აღებული, - ასე ეხმიანება პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა „ლელოსა“ და „ძლიერი საქართველოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიმართვას საჯარო მოხელეებისადმი, სადაც ის აჟღერებს ფრაზას, „თუ ვინმემ სახელმწიფო ბიუჯეტი გაძარცვა, უკანონოდ მიისაკუთრა ხალხის ქონება“.
16 ოქტომბერი 2024, 12:00
არჩევნები 2024
გოგა ხაინდრავა: ყველამ უნდა იცოდეს, რომ ვინც ხმას აძლევს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტებს, ისინი ბოროტმოქმედებასა და დანაშაულს ჩადიან
„ყველამ უნდა იცოდეს, რომ ვინც ხმას აძლევს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტებს ისინი ბოროტმოქმედებასა და დანაშაულს ჩადიან, ისინი ქმნიან პირობას საკუთარი შვილების, საკუთარი მომავლისა და ქვეყნის დანგრევის“, - აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.
16 ოქტომბერი 2024, 11:51
რეგიონი
ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში თხილის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა
საწარმოს სრული ინვესტიცია 31 766 000 ლარია, რომლიდანაც შეღავათიანი აგროკრედიტის წილი 11 500 000 ლარი, ხოლო სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 3 481 000 ლარია. შპს „აი ჯი აგროს“ თხილის პლანტაციებში 19,110,000 ლარი აქვს ინვესტირებული.
16 ოქტომბერი 2024, 11:48
საზოგადოება
ზღვისუბანში საქალაქო პარკის მშენებლობა დასრულდა
ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბანში, კერძოდ, თემქის ხევში, საქალაქო პარკის მშენებლობა დასრულდა. დასრულებული პროექტის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიაწოდა.
16 ოქტომბერი 2024, 11:46
არჩევნები 2024
გიორგი ზერეკიძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ესენი არიან კოლექტიური ფაშისტური ძალა. ნუთუ, მათი ამომრჩეველი დღემდე ვერ მიხვდა, მათი მხარდაჭერით რას აძლევენ ხმას? მოვიდნენ, თუნდაც, ჩემთან და მე ავუხსნი
ნუთუ, მათი ამომრჩეველი დღემდე ვერ მიხვდა, მათი მხარდაჭერით რას აძლევენ ხმას? - განაცხადა ყოფილმა პოლიტპატიმარმა გიორგი ზერეკიძემ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას.
16 ოქტომბერი 2024, 11:43
რეგიონი
პრემიერ-მინისტრმა ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრი და ბიბლიოთეკა დაათვალიერა
„ეს არის ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი მულტიფუნქციური ცენტრი. პროექტი შესრულებულია უმაღლეს დონეზე, უმაღლესი ხარისხით. იქნება არაჩვეულებრივი სივრცე ახალგაზრდებისთვის, სადაც, მათ შეუძლიათ საკუთარი ინტერესების რეალიზება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზვიად გამსახურდიას სახელობის ასეთი ცენტრი იხსნება ზუგდიდში და მომავალშიც გაგრძელდება ასეთი პროექტების განხორციელება. ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია ახალგაზრდების ინტერების რეალიზებაზე ზრუნვა და ბუნებრივია, ამ მიმართულებით მომავალშიც ბევრ რამეს გავაკეთებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
16 ოქტომბერი 2024, 11:40
პოლიტიკა
გია აბაშიძე სუს-ის განცხადებაზე: ძნელი მისახვედრი არაა, თუ ვისი მხარდაჭერით აპირებენ ნაცლუზერები Deep Fake-თაც ეცადონ აურიონ ვითარება, როცა ხალხი ერთიანია და სპეცსამსახურები მაღალ დონეზე მუშაობენ, ფუჭია დივერსიები
ანალიტიკოსი გია აბაშიძე ეხმიანება სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, მოახლოებული არჩევნების წინა დღეებში, გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას.
16 ოქტომბერი 2024, 11:38
მსოფლიო
უკრაინის მთავარსარდლის თქმით, ბრიტანეთი რუსეთის ტერიტორიის დაბომბვის შესახებ წინადადებას ამზადებს
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის მეთაურთან ტონი რადაკინთან სატელეფონო საუბრის დროს განიხილა დასავლური იარაღით რუსეთის სიღრმეში სამხედრო ობიექტების განადგურების შესაძლებლობა. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით ბრიტანული მხარე საკუთარ წინადადებას ამუშავებს, რომელსაც უკრაინას წარუდგენს. „ცალკე განვიხილეთ მოწინააღმდეგის ოპერატიულ და სტრატეგიულ სიღრმეში სამხედრო ობიექტების განადგურების შესაძლებლობები. დღესდღეობით ბრიტანული მხარე საკუთარ წინადადებებს ამუშავებს გამარჯვების გეგმის პრაქტიკული რეალიზაციის ფარგლებში’“, - განაცხადა სირსკიმ. აღსანიშნავია, რომ უკრაინა დიდი ხანია ითხოვს, რომ დასავლეთმა, მათ შორის აშშ-მა დართოს ნება კიევს შორი მოქმედების იარაღით რუსეთის ტერიტორია დაბომბოს. ოფიციალური მოსკოვი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ თუ ასეთი რამ მოხდება, პასუხი იქნება მყისიერი.
16 ოქტომბერი 2024, 11:37
საზოგადოება
სისტემური რეგისტრაციის პროექტით მიწის ნაკვეთი 5 464 ოჯახს დაურეგისტრირდება
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერია 12 გეოგრაფიულ არეალში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტს ახორციელებს, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. ამაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
16 ოქტომბერი 2024, 11:29
საზოგადოება
GCCA-ის და UN WOMEN-ის ორგანიზებით მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე რეგიონში მცხოვრებ ქალბატონებთან შეხვედრები გაიმართა
მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების, ქალების უფლებრივი მდგომარეობის გაძლიერების და ინფორმირებულობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) ერთობლივი ორგანიზებით, ქუთაისში, ზუგდიდში და ახმეტაში მცხოვრებ ქალბატონებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა, - ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.
16 ოქტომბერი 2024, 11:27
პოლიტიკა
შალვა ნათელაშვილი: მთელი პასუხისმგებლობა ლეიბორისტული პარტიის სატელევიზიო, ისტორიაში არნახულ ბლოკირებაზე ეკისრებათ - ოლიგარქ მამუკა ხაზარაძეს, ეროვნულ ბაღლინჯოს, ნიკუტა გვარამიას და ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს
მთელი პასუხისმგებლობა ლეიბორისტული პარტიის სატელევიზიო, ისტორიაში არნახულ ბლოკირებაზე ეკისრებათ - ტვ-პირველზე, ოლიგარქ მამუკა ხაზარაძეს, მთავარ არხზე - ეროვნულ ბაღლინჯოს, ნიკუტა გვარამიას, ხოლო ფორმულაზე, სამწუხაროდ ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელსაც პატიმრობაშიც კი არ ასვენებს ლეიბორისტული პარტიის პრობლემა. – წერს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი.
16 ოქტომბერი 2024, 11:26
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვინდა, ევროპის ქვეყნების სამეულში მოვხვდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, პირადად მე არაერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მივიღე კორუფციის პრევენციისთვის
„რაც შეეხება მთავრობის საქმიანობას, პირადად მე არაერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მივიღე კორუფციის პრევენციისთვის ამ თვეების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდა ახალი მთავრობა. გვაქვს ამბიციური მიზანი - მას შემდეგ, რაც პარლამენტის სხდომაზე ვისაუბრე, როცა მტკიცდებოდა მთავრობა, ჩვენ გვინდა, რომ ევროპის ქვეყნების სამეულში მოვხვდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, გაგრძელდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. გვაქვს ამბიციური მიზანი და ამ მიზანს მივყვებით ბოლომდე,“- განაცხადა პრემიერმა.
16 ოქტომბერი 2024, 11:25
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე სუს-ის განცხადებაზე: ერთ რამეს ვერ ითვალისწინებენ „ვარდების რევოლუციის" ნირვანაში ჩარჩენილი პროვოკატორები, რომ 2003 წელი ისტორიას ჩაბარდა. დღეს სხვა სახელმწიფო გვაქვს
პიტერ აკერმანის სახელმძღვანელო „ფერადი რევოლუციების" ტექნოლოგიებზე პრაქტიკაში ამოქმედდა მისი აქაური მოწაფეების მიერ. ამოქმედდა Canvas-ს ტრენინგებზე ნასწავლი მეთოდები სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოშლის გზებზე, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, არჩევნების წინა დღეებში, გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას.
16 ოქტომბერი 2024, 11:20
არჩევნები 2024
ირაკლი კობახიძე: „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს საზოგადოების უდიდესი ნაწილი, ამაში დარწმუნდებით 26 ოქტომბერს
„ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს არა მხოლოდ საჯარო მოხელეთა კორპუსის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, არამედ საზოგადოების უდიდესი ნაწილი, ამაში დარწმუნდებით 26 ოქტომბერს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
16 ოქტომბერი 2024, 11:19
არჩევნები 2024
ირაკლი კობახიძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ გაიხსნას საქართველოში მე-2 ფრონტი, მნიშვნელოვანია, 26 ოქტომბერს ქართულმა საზოგადოებამ მხარი დაუჭიროს მშვიდობას და არა ომს ჩვენს ქვეყანაში
რადიკალური ოპოზიცია, მათი მედიასაშუალებები 2 წელიწად-ნახევრის განმავლობაში უმალავდნენ საზოგადოებას იმას, თუ რა ხდება დღეს უკრაინაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. პრემიერმა უპასუხა შეკითხვას ბანერების დაზიანებაზე და აღნიშნა, რომ მათ არ მოსწონთ იმ რეალობის ჩვენება, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში მიმდინარე ომთან.
16 ოქტომბერი 2024, 11:18
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: სალომე ზურაბიშვილს აქვს დიდი შანსი იგივე დასასრული იგემოს ქართული მართლმსაჯულების და საზოგადოების მხრიდან, რაც მის ერთ-ერთ წინამორბედ, ნაცების პირველ პრეზიდენტს ერგო
ზურაბიშვილმა და მისი მფარველობის ქვეშ შექმნილმა ძალებმა თავის გადარჩენაზე უნდა იფიქრონ, რადგან აუცილებლად დადგება მათი კონსტიტუციის წინაშე ანგარიშგების საკითხი, ოღონდ უკვე პოლიტიკურ დონეზე, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.
16 ოქტომბერი 2024, 11:11
არჩევნები 2024
ირაკლი კობახიძე: თითოეულმა ამომრჩეველმა საკუთარი პასუხისმგებლობა მაქსიმალურად უნდა გაიაზროს, თუმცა ამომრჩევლის დასჯა ჩვენთვის არის წარმოუდგენელი
თითოეულმა ამომრჩეველმა საკუთარი პასუხისმგებლობა მაქსიმალურად უნდა გაიაზროს, თუმცა ამომრჩევლის დასჯა ჩვენთვის არის წარმოუდგენელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
16 ოქტომბერი 2024, 11:11
არჩევნები 2024
ირაკლი კობახიძე: ჩაივლის ეს არჩევნები, ჩაივლის სხვა პროცესები, დასრულდება ომი უკრაინაში და ამის შემდეგ აუცილებლად გადაიტვირთება ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ისე აშშ-სთან
ჩაივლის ეს არჩევნები, ჩაივლის სხვა პროცესები, დასრულდება ომი უკრაინაში და ამის შემდეგ აუცილებლად გადაიტვირთება ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ისე აშშ-სთან, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა უცხოელი პოლიტიკოსების მიერ საქართველოზე გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.
16 ოქტომბერი 2024, 11:07
მსოფლიო
ისლანდიის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა და რიგგარეშე არჩევნები 30 ნოემბერს დანიშნა
ისლანდიის პრეზიდენტმა ჰალა ტომასდოტირმა ქვეყნის პარლამენტი დაითხოვა და 30 ნოემბერს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. ინფორმაციას ისლანდიური მედია ავრცელებს. პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის თხოვნით ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა ბიარნი ბენედიკტსონმა მიმართა იმ მიზეზით, რომ საკანონმდებლო ორგანოში მმართველი კოალიცია დაიშალა. პარლამენტის დათხოვნასთან ერთად საკუთარი თანამდებობიდან გადადგა პრემიერიც, თუმცა პრეზიდენტის თხოვნით ის ახალი მთავრობის დამტკიცებამდე მოვალეობის შემსრულებლად დარჩება.
16 ოქტომბერი 2024, 10:58
პოლიტიკა
პრემიერი: სანქციები არის კონტრპროდუქტიული, აქედან გამომდინარე, მგონია, რომ მომავალში უფრო პრაგმატული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული
ხედავთ, რომ სანქციები აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია, აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის სუბიექტი, რომელიც შეიძლება ფიქრობდეს თეორიულად საქნციებზე, პრაგმატულად იმოქმედებს და არ მიიღებს ისეთ ზომებს, რომელიც პირიქით უკან შეუბრუნდება შესაბამის ძალებს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან.