IMEDI /  21 დეკემბერი 2020, 21:02 / სანდო წყარო

დავით ზალკალიანი: ფაქტობრივად არ არსებობს საერთაშორისო ტრიბუნა, სადაც არ განიხილება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი

2020 წლის 21 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი დავით ზალკალიანი პარლამენტში სიტყვით გამოვიდა და საგარეო უწყების მიერ მიმდინარე წელს გაწეული მუშაობის ანგარიში წარმოადგინა, ასევე ისაუბრა სამომავლო გეგმებზეც.

ზალკალიანმა თავის გამოსვლაში ისაუბრა ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის, ასევე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების კუთხით მიღწეულ შედეგებსა, გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე. ზალკალიანის თქმით, საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობაზე, დეოკუპაციაზე, დევნილების დაბრუნებაზე და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებაზე 24 საათის განმავლობაში უწყვეტლივ მუშაობს საქართველოს მთელი დიპლომატიური სისტემა და შედეგად, დღეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თემა ძალიან მაღალ დონეზე დგას ყველა საერთაშორისო ფორმატში, მსოფლიო თანამეგობრობა რეგულარულად ხმამაღლა საუბრობს რუსული ოკუპაციიდან მომდინარე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ გამოწვევებზე და მოუწოდებს მოსკოვს, საოკუპაციო ძალები გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან.

„ჩვენი ინტენსიური ძალისხმევის შედეგად, წლის განმავლობაში მიღებული იქნა არაერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო დოკუმენტი - რეზოლუციები, დეკლარაციები, განცხადებები, ანგარიშები, სადაც ცალსახადაა დაფიქსირებული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა საქართველოსადმი ისევე, როგორც რუსეთის ფედერაციისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებები“, - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განსაკუთრებულად გამოყო ისეთი დოკუმენტების მნიშვნელობა როგორიცაა: გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ, რომლის თანასპონსორობას შეუერთდა 54 ქვეყანა, ხოლო რეზოლუციას მხარი დაუჭირა 84-მა სახელმწიფომ; გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუცია - თანამშრომლობა საქართველოსთან, რომელიც პირველად 2012 წლის შემდეგ გავიდა; გაეროს გენერალური მდივნის ანგარიში აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ; გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიში - საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ; ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება - ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში, სადაც პირდაპირაა ხაზგასმული რუსეთის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფოს, პასუხისმგებლობა; ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშები - „კონფლიქტი საქართველოში“; ეუთოს-ს ყოფილი, მოქმედი და მომდევნო 3 წლის თავმჯდომარე ქვეყნების (ე.წ. ხუთეულის) განცხადება, სადაც ბოლო წლების განმავლობაში პირველად აისახა საქართველოს კონფლიქტის თემა და ხაზი გაესვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას; ეუთო-ს საქართველოს მეგობართა ჯგუფის ერთობლივი განცხადებები; აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი; აშშ-ის ასიგნებების აქტი, რომელიც უმნიშვნელოვანესი ზომაა საერთაშორისო არენაზე არაღიარების პოლიტიკის შემდგომი განმტკიცების საქმეში;

აშშ-ს ადამიანის უფლებათა ანგარიში, სადაც დეტალურადაა აღწერილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევების კუთხით არსებული რთული ვითარება; გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მეშვიდე რაუნდის ერთობლივი კომუნიკე, რომელიც ეხება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ყველა მნიშვნელოვან ასპექტს. ზალკალიანმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში პირველად იქნა დამკვიდრებული ტერმინი „ოკუპაცია“ და 2012 წლამდე მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის საკანონმდებლო სტრუქტურაში იყო აღნიშნული ტერმინი დანერგილი, ხოლო დღეს ტერმინის „ოკუპაცია“ ყველგან ჟღერს, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებაში, მათ შორის მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს მნიშვნელოვან განცხადებებში. „საქმე გვაქვს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებთან, ყველაზე მნიშვნელოვან და სენსიტიურ თემებთან და ყველა ერთად უნდა ვიყოთ, როგორც პოზიცია, ისე ოპოზიცია. არ შეიძლება ჩასაფრებული პოზიციიდან და ნიშნის მოგებით საუბარი. როგორ შეიძლება გიხაროდეს რომ საქართველოსთან მიმართებაში ესა თუ ის დეკლარაცია არ იქნა მიღებული?! ეს ხომ არ არის რომელიმე კონკრეტული პარტიის წარმატება ან წარუმატებლობა?! ეს ქვეყნის წარმატებაა. როგორც არასდროს გვინდა კონსოლიდაცია! როგორ შეიძლება დღეს, როდესაც ასეთი სერიოზული გამოწვევები არის გარშემო, იგივე რუსეთის ფედერაციის სამხედრო კონტინგენტის ზრდა სამხრეთ კავკასიაში, ბორდერიზაცია, ეთნიკური ქართველების გატაცება, მკვლელობა... ერთად უნდა ვიბრძოლოთ. პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც უნდა ვისაუბროთ ამაზე. ეს არის ის ადგილი, სადაც თუკი რამეს არ ვაკეთებთ სწორად, უნდა იყოს ამაზე საუბარი. ოღონდ უნდა იყოს ჯანსაღი კრიტიკა და არ მივიღებთ არაობიექტურ კრიტიკას“, - განაცხადა ზალკალიანმა პარლამენტში.

ზალკალიანის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ დეოკუპაციის საკითხში გადამწყვეტი იქნება საღი აზრი და არა ვიწრო პოლიტიკური ინტერესები. „რას ვეუბნებით ჩვენ აფხაზ და ოს ძმებს, რომლებიც ოკუპაციის ხაზის მეორე მხარეს ცხოვრობენ, რომ აქ ერთმანეთთან დაპირისპირებით, პოლიტიკური მანიპულაციებით, რაღაც პოლიტიკური ინტერესების გამო ჩვენ ყურადღებას ვადუნებთ ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებზე, როგორიც არის დეოკუპაცია“- განაცხადა მან. მინისტრობის კანდიდატის თქმით, საგარეო უწყება განაგრძობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვას კუთხით საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზებას, ასევე გაგრძელდება აქტიური მუშაობა რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებში პასუხისმგებელ პირებს მოეკითხოთ პასუხი და თავიდან იქნას აცილებული დაუსჯელობის სინდრომის გაბატონება. საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ასევე საერთაშორისო არენაზე არაღიარების პოლიტიკის შემდგომი კონსოლიდაციას, რაც დიპლომატიური მუშაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი სი ძინპინი

24 იანვარი 2025, 01:26

მსოფლიო

ტრამპი: ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა დამირეკა - ვფიქრობ, ძალიან კარგი ურთიერთობა გვექნება

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა დამირეკა - ვფიქრობ, ძალიან კარგი ურთიერთობა გვექნება, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

ჯონ რეტკლიფი

24 იანვარი 2025, 01:10

მსოფლიო

აშშ-ის სენატმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის პოსტზე ჯონ რეტკლიფი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის პოსტზე ჯონ რეტკლიფი დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

24 იანვარი 2025, 00:23

მსოფლიო

აშშ-ის ფედერალური სასამართლოს მოსამართლემ დროებით დაბლოკა ტრამპის განკარგულება აშშ-ის მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების შეჩერების თაობაზე

აშშ-ის ფედერალური საოლქო სასამართლოს მოსამართლემ, ჯონ კაფენურმა დროებით დაბლოკა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულება აშშ-ის მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების შეჩერების თაობაზე.

ნიკოლოზ გაბელია

24 იანვარი 2025, 00:08

პოლიტიკა

ნიკოლოზ გაბელია: ოპოზიციის ამერიკული ვოიაჟი მხოლოდ და მხოლოდ კომედიური ჟანრის ფილმს მაგონებდა მეტს არაფერს

ხალხი, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ ტრამპს აფინანსებდა ბიძინა ივანიშვილიო, რომ ტრამპი არის პუტინის ერთ-ერთი მარიონეტი და წარმოუდგენელი იყო მათთვის, რომ ის მეორედ მობრუნდებოდა, ახლა ამერიკაში წავიდა და ამბობს, რომ ჩვენ ვესწრებით ტრამპის ინაუგურაციასო, ასე დაარქვეს, - განაცხადა „საზოგადოება ქართულის“ წევრმა, მსახიობმა ნიკოლოზ გაბელიამ გადაცემაში „იმედი LIVE“.

ნიკა გაბელია

24 იანვარი 2025, 00:05

პოლიტიკა

ნიკა გაბელია: ვინც არ უნდა მოსულიყო აშშ-ის ხელისუფლებაში, ქართული ოპოზიციის პერსპექტივა არის ნული. ერთადერთი პოლიტიკური პერსპექტივა აქვთ, რომ პოლიტიკურ ხრამში გადავარდნენ

„ვინც არ უნდა მოსულიყო აშშ-ის ხელისუფლებაში, [ქართული] ოპოზიციის პერსპექტივა არის ნული. ერთადერთი პოლიტიკური პერსპექტივა აქვთ, რომ პოლიტიკურ ხრამში გადავარდნენ. ეკითხებიან, რამდენი სქესი არსებობსო და პასუხი არ აქვთ მაშინ, როდესაც ერთი, ან ორი კვირის წინ თავის აზრს იტყოდნენ. ეს არის მონური ფსიქოლოგია, რომ იმან [ტრამპმა] რომ თქვა, მეც ასე ვიფიქრებო. მოდი, ის როგორც ფიქრობს, მეც ისე ვიფიქრებ. ეს გვღუპავს ჩვენ და ეს ღუპავს ქართულ ოპოზიციას“, - აღნიშნა გაბელიამ.

ნიკა გაბელია

24 იანვარი 2025, 00:04

პოლიტიკა

ნიკა გაბელია: ამის შესახებ ძალიან დიდი ხანი საუბრობდა ტრამპი და ჩვენც ვსაუბრობდით, რომ „დიფ სთეითი“ არსებობს, არის „გლობალური ომის პარტია“ და ეს „ქართულ ოცნებას“ არ გამოუგონებია იმისთვის, რომ პროპაგანდა გამოეყენებინა

ამის შესახებ ძალიან დიდი ხანი საუბრობდა ტრამპი და ჩვენც ვსაუბრობდით, რომ „დიფ სთეითი“ არსებობს, არის „გლობალური ომის პარტია“ და ეს არ არის „ქართული ოცნების“ ექსკლუზივი. ეს „ქართულ ოცნებას“ არ გამოუგონებია იმისთვის, რომ პროპაგანდა გამოეყენებინა და ა.შ.,- განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საზოგადოება „ქართულის“ წევრმა ნიკა გაბელიამ.

ირაკლი ზარქუა

23 იანვარი 2025, 23:44

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა აქციის მონაწილეებზე: დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ამიტომაც არის, რომ თითოეული ჩვენგანი მზად ვართ და მათ შორის პრემიერმა მიმართა, რომ დისკუსიისთვის მზად არის შეხვდეს ახალგაზრდებს

დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ამიტომაც არის, რომ თითოეული ჩვენგანი მზად ვართ და მათ შორის პრემიერმა მიმართა, რომ დისკუსიისთვის მზად არის შეხვდეს ახალგაზრდებს. თქვენ ნახეთ ხომ ამ უსამშობლოების მცდელობა, რომ რამენაირად ჩაშალონ ეს დიალოგი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ გადაცემაში „იმედი LIVE“.

ირაკლი ზარქუა

23 იანვარი 2025, 23:43

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა ჯო უილსონზე: FARA რომაა, ამერიკაში მოქმედი კანონი, ოპოზიციის გადასახედიდან რუსული კანონი, იქ ფიქსირდება, თურმე 1000 დოლარი ჯდება თითოეული განცხადება „ტვიტერზე“ იმ ჯიგრის

„ჯო უილსონი რომაა, ამერიკელი, ის ჯიგარი, შემდეგი თვიდან ჩვენ ვქირაობთ მის „ტვიტერს“. ახლა „ნაცებს“ აქვთ დაქირავებული. ასე რომ, შემდეგი თვიდან თუ შევთანხმდებით ფასზე [დავიქირავებთ]. როგორც აღმოჩნდა, მის „ტვიტერზე“ რა განცხადებაც იდება, თურმე ფინანსდება. FARA რომაა, ამერიკაში მოქმედი კანონი, ამათი [ოპოზიციის] გადასახედიდან რუსული კანონი, იქ ფიქსირდება. თურმე 1000 დოლარი ჯდება თითოეული განცხადება „ტვიტერზე“ იმ ჯიგრის. ჩვენც გვაქვს ის მოლოდინი, რომ შემდეგი თვიდან ჩვენ დავიქირავებთ მის „ტვიტერს“, - აღნიშნა ზარქუამ.

ირაკლი ზარქუა

23 იანვარი 2025, 23:36

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: შანტაჟს რომ არ დაექვემდებაროს და ყოველ ჯერზე რომ არ ანჯღრიონ ეს ქვეყანა, როდესაც მზად იქნება ევროკავშირი, რომ მოლაპარაკებები გახსნას, იმ წუთასვე მოვაწერთ ხელს

წამყვანმა ჰკითხა, რას უპასუხებს საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც დღეს აქციებზე დგას და არ არის პოლიტიკურად აფილირებული, ამბობენ იმას, რომ ისინი იბრძვიან ევროინტეგრაციისთვის და რომ ხელისუფლებამ ეს პროცესი გააჩერა და და საქართველომ ევროპული გზიდან გადაუხვია.

ირაკლი ზარქუა

23 იანვარი 2025, 23:35

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: მადამ მავნებელზე ბევრი საუბარიც არ გვჭირდება უკვე იმიტომ, რომ ის გაიშიფრა ბოლომდე. ქალი, რომელიც ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო ჩავიდა და ევროპელებს და ამერიკელებს ეუბნება, რომ 3,7 მილიონიანი საქართველო როგორ ვერ დაიმორჩილეთო

მადამ მავნებელზე ბევრი საუბარიც არ გვჭირდება უკვე იმიტომ, რომ ის გაიშიფრა ბოლომდე. ქალი, რომელიც ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო ჩავიდა და ევროპელებს და ამერიკელებს ეუბნება, რომ 3,7 მილიონიანი საქართველო როგორ ვერ დაიმორჩილეთო. ამ მენტალობის არის, - განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ გადაცემაში „იმედი LIVE“.

ირაკლი ზარქუა

23 იანვარი 2025, 23:28

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: ჩვენ მზად ვართ გადავტვირთოთ ურთიერთობები და სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ, თუ ტრამპის ადმინისტრაცია დაამარცხებს „დიფ სთეითს“

ჩვენ მზად ვართ გადავტვირთოთ ურთიერთობები და სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ თუ ტრამპის ადმინისტრაცია დაამარცხებს „დიფ სთეითს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ გადაცემაში „იმედი LIVE“.

23 იანვარი 2025, 23:13

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა აბუ-დაბის ინციდენტზე: რაც მოხდა საამაყო არ არის, მაგრამ ოჯახის, შვილების, ახლობლების შეურაცხყოფაზე, მიუხედავად თმენის ვალდებულებისა, ყოველთვის ასეთი რეაგირება გვექნება

„ხმაურიანი მოგზაურობა გამოგვივიდა აბუდაბიში. უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ მხარდამჭერს, ვინც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვწერდა და გვამხნევებდა. ის რაც მოხდა, საამაყო არ არის, მაგრამ ოჯახის, შვილების, ახლობლების შეურაცხყოფაზე, მიუხედავად თმენის ვალდებულებისა, ყოველთვის ასეთი რეაგირება გვექნება, რადგან კაცები ვართ და ქართველები ვართ. ჯერ პირველ დღეს ცდილობდა [თავდამსხმელი] საუზმეზე შეურაცხყოფა მოეყენებინა, მერე მეორე დღესაც. მესამე დღეს მოხდა ის, რაც მოხდა და ყველამ ნახეთ“, - აღნიშნა ზარქუამ.

დონალდ ტრამპი

23 იანვარი 2025, 21:40

მსოფლიო

დონალდ ტრამპი დავოსის ფორუმის მონაწილეებს: მე აშშ-ის ოფიციალურ პოლიტიკად ვაქციე ის, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა თავისი ადმინისტრაციის პოლიტიკაზე, რომლის თანახმად, მხოლოდ ორი სქესი არსებობს.

დონალდ ტრამპი

23 იანვარი 2025, 21:30

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს უკრაინაში კონფლიქტის დასასრულებლად რუსეთის პრეზიდენტთან მალე შეხვედრა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს უკრაინაში კონფლიქტის დასასრულებლად რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან მალე შეხვედრა.

დონალდ ტრამპი

23 იანვარი 2025, 21:11

მსოფლიო

ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის დასრულებაში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთი მნიშვნელოვან კონსტრუქციულ როლს შეასრულებს რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის დასრულებაში.

დონალდ ტრამპი

23 იანვარი 2025, 20:57

მსოფლიო

ტრამპი: თუ ნავთობის ფასი დაეცემა, ომი რუსეთსა და უკრაინას შორის დაუყოვნებლივ დასრულდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დავოსის ფორუმზე ონლაინ-რეჟიმში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციას (OPEC) ნავთობის ფასების დაწევას სთხოვს, რათა უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას შეუწყოს ხელი.

დონალდ ტრამპი

23 იანვარი 2025, 20:48

მსოფლიო

ტრამპი: ევროკავშირი ძალიან უსამართლოდ, ძალიან ცუდად გვექცევა

ევროკავშირი ძალიან უსამართლოდ, ძალიან ცუდად გვექცევა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შვეიცარიაში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ონლაინ-რეჟიმში სიტყვით გამოსვლისას.

23 იანვარი 2025, 20:39

პოლიტიკა

მსოფლიო მედია სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის სკანდალურ განცხადებას განიხილავს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქუჩის პროტესტი და ხელისუფლების ანტიდასავლურ რიტორიკაში დადანაშაულება - მსოფლიო მედია სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის სკანდალურ განცხადებას განიხილავს, რაც ქართული ოპოზიციის ყურადღების მიღმა რჩება.

23 იანვარი 2025, 20:28

საზოგადოება

თბილისის ახალი სტადიონი - „ქრონიკის“ სიუჟეტი

რეზონანსული პროექტი თბილისში. მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა და 70 ათასი მაყურებლისთვის გათვალისწინებული სივრცე.

დონალდ ტრამპი

23 იანვარი 2025, 20:19

მსოფლიო

ტრამპი: ის, რისი მოწმეც მსოფლიო გასული 72 საათის განმავლობაში გახდა, არაფერია, თუ არა საღი აზრის რევოლუცია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა მისი წინამორბედის პოლიტიკა და განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში მისი ინაუგურაციის შემდეგ „საღი აზრის რევოლუცია“ დაიწყო.