IMEDI /  21 დეკემბერი 2020, 21:11 / სანდო წყარო

დავით ზალკალიანი: მაიკ პომპეოს ვიზიტი კიდევ ერთხელ მიუთითებს რომ საქართველოში იქნება მეტი ამერიკა

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი

„შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას - ასეთი იყო სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს გზავნილი საქართველოსთვის, 17-18 ნოემბერს განხორციელებული ვიზიტისას“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა დავით ზალკალიანმა ევროპასთან ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, მაიკ პომპეოს ვიზიტი კიდევ ერთხელ მიუთითებს რომ საქართველოში იქნება მეტი ამერიკა და საქართველო დარჩება ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარ საყრდენად რეგიონში. ამასთან, ეს ვიზიტი ადასტურებს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცეს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას.

ზალკალიანმა ხაზგასმით აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ინტენსიურად გააგრძელებს მუშაობას აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან, რათა კიდევ უფრო განმტკიცდეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულებით დაფიქსირებული მიღწევები და გაძლიერდეს აშშ-ს ყოფნა და ჩართულობა, როგორც საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ეკონომიკური განვითარების პროცესში.

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა განსაკუთრებული ყურადღება აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტზე გაამახვილა. 20201 წლის ავტორიზაციის აქტი, მისი თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვან მხარდამჭერ გზავნილებს შეიცავს როგორც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცების, ასევე, ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით.

კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ აშშ-მა უნდა განაგრძოს საქართველოს უსაფრთხოების მრავალდარგობრივი მხარდაჭერა, მათ შორის, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების გზით, რათა ხელი შეუწყოს ქვეყნისა და მთლიანად რეგიონის სტაბილურობას. მინისტრობის კანდიდატმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზეც ვრცლად ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ საქართველოსადმი აშშ-ის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა 2020 წელს არა მარტო შენარჩუნდა, არამედ კიდევ უფრო განმტკიცდა. მისი თქმით, აშშ კონგრესის მხრიდან საქართველოს მხარდამჭერ არაერთ განცხადებასთან ერთად, განსაკუთრებით საყურადღებოა აშშ-ის კონგრესის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსება, რომელმაც 2020 წელს 132 025 000 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ბოლო 5 წლის მანძილზე 50 მილიონიან ზრდას წარმოადგენს. როგორც ზალკალიანმა ხაზგასმით აღნიშნა, ეს დაფინანსება აშშ-ის კონგრესში საქართველოს მიმართ არსებული მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერის მკაფიო დადასტურებაა.

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ასევე ვრცლად ისაუბრა ეკონომიკურ სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საინვესტიციო და სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცების საკითხზე. ხაზი გაესვა აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების საკითხზე მუშაობის მნიშვნელობას, რომელიც ინტენსიურად გაგრძლედება.

ზალკალიანის განცხადებით, აშშ-თან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან, აუცილებელია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების იმავე დონეზე აყვანა, რა დონეზეც უკვე გვაქვს პოლიტიკურსა და უსაფრთხოების სფეროებში კავშირები.

ყველა სიახლე

ავთანდილ კუნჭულია

13 ნოემბერი 2024, 08:32

არჩევნები 2024

ავთანდილ კუნჭულია: არ შეიძლება პარტიული სიების ჩახსნა, ამგვარ პროცედურას არ ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა

„ორ შემთხვევასთან შეიძლება გვქონდეს საქმე - პირველი არის ის, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ შესაძლოა არ იცის ქართული კანონმდებლობა, ვერ ერკვევიან მასში, ან მეორე შემთხვევაა - ისინი ატყუებენ ქართულ საზოგადოებას. არ შეიძლება [პარტიული] სიების ჩახსნა, ამგვარ პროცედურას არ ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა“, - აღნიშნა კუნჭულიამ.

ლევან მახაშვილი

13 ნოემბერი 2024, 08:19

არჩევნები 2024

ლევან მახაშვილი: ყოველდღე, რასაც ვხედავთ, გასული ორი კვირის განმავლობაში, არის ოპოზიციის პოპულისტური განცხადებები, სინამდვილეში სიების ჩახსნას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს

„ქართული ოცნების“ წევრის, ლევან მახაშვილის განცხადებით, ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და გვარამიას კოალიცია ცესკოსგან პარტიულ სიებში კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვენ, პოპულისტური განცხადებებია და მეტი არაფერი.

ირაკლი კობახიძე

13 ნოემბერი 2024, 08:04

პოლიტიკა

დღეს ლიდერთა სამიტზე ირაკლი კობახიძეს მოუსმენენ

მანამდე საქართველოს მთავრობის მეთაურმა მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში, სადაც სიტყვით გამოსვლისას იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომლებსაც საქართველო დგამს კლიმატის ცვლილებით შექმნილი გამოწვევების დასაძლევად.

13 ნოემბერი 2024, 02:11

მსოფლიო

გერმანიის პრეზიდენტი: ვადამდელი არჩევნების 23 თებერვალს ჩატარების გეგმა რეალისტურია

გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა დაამტკიცა ვადამდელი არჩევნების თარიღი, რომელზეც გერმანიის მთავარი პარტიები შეთანხმდნენ და აღნიშნა, რომ არჩევნების 23 თებერვალს ჩატარების გეგმა რეალისტურია.

ბორის ჯონსონი დონალდ ტრამპი

13 ნოემბერი 2024, 01:35

მსოფლიო

ბორის ჯონსონმა ბრიტანული ჯარების უკრაინაში გაგზავნა დაუშვა, თუ დონალდ ტრამპი კიევისთვის დახმარების გაწევას შეწყვეტს

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ბრიტანული ჯარების უკრაინაში გაგზავნა დაუშვა, თუ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კიევისთვის დახმარების გაწევას შეწყვეტს.

The Beatles

13 ნოემბერი 2024, 01:01

კულტურა

ჯუფი „ბითლზი“ გრემიზე 1997 წლის შემდეგ პირველად არის ნომინირებული

ბრიტანული ჯუფი „ბითლზი“ გრემიზე 1997 წლის შემდეგ პირველად არის ნომინირებული. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

13 ნოემბერი 2024, 00:38

მსოფლიო

The Economist: უკრაინაში არჩევნები 2025 წელს შეიძლება ჩატარდეს

უკრაინაში არჩევნები 2025 წელს შეიძლება ჩატარდეს, ხოლო ყველაზე ადრეული თარიღი 25 მაისია, - წერს გამოცემა The Economist-ი.

მაიკ უოლცი

13 ნოემბერი 2024, 00:20

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა კონგრესმენი მაიკ უოლცი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საკუთარ მრჩევლად დანიშნა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესმენი მაიკ უოლცი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საკუთარ მრჩევლად დანიშნა.

მაიკ ჰაკაბი

13 ნოემბერი 2024, 00:09

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა მაიკ ჰაკაბი ისრაელში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე წარადგინა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არკანზასის ყოფილი გუბერნატორი, მაიკ ჰაკაბი ისრაელში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე წარადგინა.

თამთა მეგრელიშვილი

13 ნოემბერი 2024, 00:06

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ევროპაში არსებობს რამდენიმე ქვეყანა, სადაც ოთხი არჩევნები ერთი და იმავე პარტიამ მოიგო

რადიკალური ლიბერალური ოპოზიცია აპელირებს, რომ „ცივილიზებული" სამყაროს დემოკრატიებში არ შეიძლება ერთი პარტია ზედიზედ ოთხჯერ ინარჩუნებდეს მმართველ პოზიციას, რაც, რა თქმა უნდა, მტკნარი სიცრუეა“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

12 ნოემბერი 2024, 23:59

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: ირანის მესამე თავდასხმა ისრაელზე ირანის ეკონომიკის პარალიზებას მოახდენს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანის მესამე თავდასხმა ისრაელზე ირანის ეკონომიკის პარალიზებას მოახდენს.

ეკა სეფაშვილი

12 ნოემბერი 2024, 23:24

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი ევროკავშირის წარმომადგენლების ვიზიტზე: რა ეგიდით არიან ჩამოსულები, ვის წარმოადგენენ - თუ პირადი ინიციატივებით არიან ჩამოსულები, ევროპის სახელით როგორ ლაპარაკობენ?

„ტრამპის გამარჯვებით მოვიდა ამ ლიბერალური სიგიჟეების დასასრული, იმიტომ, რომ ეს არის გლობალური ძალა, რომელსაც შეუძლია რაღაც მიმართულებები განსაზღვროს. თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ ამ მიმართულების ავანგარდში საქართველო იდგა,” - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა სეფაშვილმა, როცა კომენტარი გააკეთა ევროკავშირის 8 ქვეყნის პარლამენტების სხვადასხვა კომიტეტის წარმომადგენლების ვიზიტზე, რა დროსაც მათ ერთ-ერთ საკითხად ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საქართველოში მიღებული კანონის გაუქმება მოითხოვეს.

თამთა მეგრელიშვილი

12 ნოემბერი 2024, 23:13

არჩევნები 2024

თამთა მეგრელიშვილი: არანაირი სიების ჩახსნა ამ ეტაპზე არაა კანონით გათვალისწინებული და ცესკოც არაფერ შუაშია აქ, ისევე, როგორც არაფერ შუაშია იმაში, რომ ამ ვადაგასულ, მატყუარა პოპულისტებს ხალხი არ ირჩევს

ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს პარლამენტში შემსვლელთა სიების ჩახსნასთან დაკავშირებით მორიგ ტყუილს უწოდებს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი. როგორც მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს ოპოზიციას ისევე შეჰყავს ამ თემაზე საუბრისას საზოგადოება შეცდომაში, როგორც შეჰყავდა მაშინ, როცა არჩევნების დღეს გამარჯვებას ზეიმობდა.

12 ნოემბერი 2024, 22:52

მსოფლიო

The New York Times: აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ დაბლოკა ლუიზიანის შტატის კანონი, რომელიც მოითხოვს ათი მცნების გამოკვრას საჯარო სკოლების ყველა საკლასო ოთახში

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ დაბლოკა ლუიზიანის შტატის კანონი, რომელიც მოითხოვს ათი მცნების გამოკვრას საჯარო სკოლების ყველა საკლასო ოთახში. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.

12 ნოემბერი 2024, 22:45

რეგიონი

ნოქალაქევში „ეგრისობის“ სახალხო დღესასწაული გაიმართა

ნოქალაქევში „ეგრისობის“ სახალხო დღესასწაული გაიმართა. ისტორიულ ციხე-ქალაქში ეთნოგრაფიული სივრცეები და გამოფენები მოეწყო.

12 ნოემბერი 2024, 22:43

კულტურა

მწერალთა სახლში პოეტ თემურ ჩალაბაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი კრებულის პრეზენტაცია გაიმართა

მწერალთა სახლში პოეტ თემურ ჩალაბაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. ახალი გამოცემა -„მოგონებები თემურ ჩალაბაშვილზე“ - აერთიანებს პოეტის შესახებ 150-მდე მოგონებას.

ეკა სეფაშვილი

12 ნოემბერი 2024, 22:40

არჩევნები 2024

ეკა სეფაშვილი: ნუ შემოვა ოპოზიცია პარლამენტში - რამეში მაინც დაუმტკიცონ თავიანთ ამომრჩეველს, რომ სიტყვის პატრონები არიან

თუ არ უნდა ოპოზიციას პარლამენტში შესვლა, რად უნდა ამას ფიცი და მტკიცი - არ შევლენ და ამას ისედაც დავინახავთ, - განაცხადა მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.

ლევან მაჭავარიანი

12 ნოემბერი 2024, 22:08

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: როგორ აღმოგვაჩინეს რუსეთთან პირისპირ ომში? მათ კითხვებზე პასუხები გასაცემი აქვთ და დადგება ის მომენტი, როდესაც ისინი ამ კითხვებზე პასუხებს გასცემენ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში მათი ყოფნის დროს ჩადენილ ქმედებებს ახსენებს და აცხადებს, რომ მათ მოუწევთ კითხვებზე პასუხის გაცემა.

კენტერბერის არქიეპისკოპოსი ჯასტინ უელბი

12 ნოემბერი 2024, 22:06

მსოფლიო

კენტერბერის არქიეპისკოპოსი გადადგა მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელმა გამოძიებამ დაადგინა, რომ მან არ შეატყობინა პოლიციას საზაფხულო ბანაკებში მოხალისის მიერ ჩადენილი ფიზიკური და სექსუალური ძალადობის შესახებ

კენტერბერის არქიეპისკოპოსი, ჯასტინ უელბი გადადგა მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელმა გამოძიებამ დაადგინა, რომ მან არ შეატყობინა პოლიციას საზაფხულო ბანაკებში მოხალისის მიერ ჩადენილი ფიზიკური და სექსუალური ძალადობის შესახებ.

გიორგი სანტურიანი

12 ნოემბერი 2024, 21:57

არჩევნები 2024

გიორგი სანტურიანი: მოქმედი კანონმდებლობა ახლად არჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს

მოქმედი კანონმდებლობა ახლად არჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს,- განაცხადა ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი სანტურიანმა.