ანრი ოხანაშვილი: ვერ ვუშვებ იმას, რომ სტრატეგიული პარტნიორებიდან ვინმე გვეტყვის, დემოკრატიის საწინააღმდეგოდ მოქმედ პარტიას მივცეთ შესაბამისი რესურსებით სარგებლობის შესაძლებლობა
ანრი ოხანაშვილი
ფოტო: ნინო ვაშაკიძე
ჩვენ არ ვეხებით იმ ურთიერთობებს, რა ურთიერთობებიც განსაზღვრულია კანონმდებლობით, ჩვენ სამომავლო ურთიერთობებს ვეხებით და ვადგენთ დემოკრატიის პრინციპის შესაბამისად იმ რეგულირებას, რომელიც საჭიროა ხალხის ნების განხორციელებისთვის, რათა არ განხორციელდეს ვინმეს მხრიდან საბოტაჟი ხალხისა და არ პარლამენტისადმი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
„აქ სპეკულაცია იყო იმასთან დაკავშირებით, თითქოს ბოიკოტის უფლებას ვინმეს არ აძლევენ. ეს არის ტყუილი, ვინაიდან საპარლამენტო ბოიკოტის უფლება ყველას რჩება. თუკი კონკრეტული დეპუტატი ან პარტიის მიერ წარდგენილ დეპუტატთა ნახევარი მაინც უფლებამოსილებას არ შეიწყვეტს, მათ დაფინანსება შეუნარჩუნდებათ. თუკი ისინი უფლებამოსილებას არ შეიწყვეტენ, მაგრამ პოლიტიკურ ბოიკოტს გამოაცხადებენ, ამ შემთხვევაშიც სრულად არის გარანტირებული დაფინანსების მიღება. ჩვენ არ ვეხებით იმ ურთიერთობებს, რა ურთიერთობებიც განსაზღვრულია კანონმდებლობით. ჩვენ სამომავლო ურთიერთობებს ვეხებით და ვადგენთ დემოკრატიის პრინციპის შესაბამისად იმ რეგულირებას, რომელიც საჭიროა ხალხის ნების განხორციელებისთვის, რათა არ განხორციელდეს ვინმეს მხრიდან საბოტაჟი ხალხისადმი და არ პარლამენტისადმი. იმ შემთხვევაში, თუკი დეპუტატთა ნახევარი მაინც შეინარჩუნებს მანდატს, მაგრამ ნახევარი მაინც მორიგი პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს მაინც არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება, ამ შემთხვევაშიც გათვალისწინებულია შესაბამისი სესიის ფარგლებში დაფინანსების შეჩერება. ხაზგასმით აქ არ არის საუბარი დაფინანსების შეწყვეტაზე, აქ არის საუბარი იმაზე, რომ ხალხის ნება იყოს განხორციელებული, მათი წარმომადგენლობა იყოს უზრუნველყოფილი და რაც მთავარია, საბიუჯეტო თანხები და დაფინანსება იყოს მიზნობრივად და სამართლიანად განკარგული“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
კითხვაზე, დააზიანებს თუ არა აღნიშნული კანონპროექტი მოლაპარაკებების პროცესს, ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს ჯერ კიდევ აქვთ ვადა საგაზაფხულო სესიამდე.
„ორი საკითხია: თუ აქვს ერთი მანდატი მიღებული, მის პარტიას ეკუთვნოდა დაფინანსება და უფლებამოსილება შეუწყდება, დაფინანსებას ვეღარ მიიღებს. ამ შემთხვევაში, აქ შეჩერება ვერ იარსებებს ფიზიკურად, ვინაიდან უფლებამოსილების აღდგენის პროცედურა არ გვაქვს და მეორე, თუკი ნახევარზე მეტი მაინც უარს იტყვის პარლამენტის წევრის მანდატის შენარჩუნებაზე, აქაც დაფინანსების შეჩერების საკითხი არ დგას. შეჩერება შეეხება იმ შემთხვევას, როდესაც დღეს დე ფაქტო და დე იურე არის განცხადებები დაწერილი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტაზე, თუმცა ჯერ ეს საკითხი პროცედურული თვალსაზრისით არ არის განხილული, ამას სჭირდება გარკვეული ვადა. ჯერ კიდევ აქვთ ვადა და თუკი საგაზაფხულო სესიაზე ისინი უფლებამოსილებას არ შეიწყვეტენ და შემდგომ ნახევარი მაინც პლენარული სხდომების ნახევარზე მეტში მაინც არ მიიღებს მონაწილეობას, ამ შემთხვევაშია გათვალისწინებული შეჩერების მექანიზმი.
ჩვენ მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ, ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების წვლილს ამ პროცესში. ჩვენ, რა თქმა უნდა, დეტალურად ავუხსნით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ამ კანონპროექტების სულისკვეთებას, მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას, რაზეა საუბარი, ვინაიდან აქამდე მედიაში ჟღერდებოდა ინფორმაცია დამახინჯებული ფორმით კონკრეტული ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან, ვინაიდან მათ ჯერ არ ჰქონდათ კანონპროექტი ნანახი და საუბრობდნენ იმაზე, რაც მათ ფანტაზიაში ჯდებოდა. თუმცა, ეს პროექტი რაც არის წარმოდგენილი, არის დემოკრატიის პრინციპის შესაბამისად შემუშავებული, ამიტომ მე ვერ ვუშვებ იმას, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებიდან ვინმე გვეტყვის, დააფიქსირებს პოზიციას, რომ დემოკრატიის საწინააღმდეგოდ მოქმედ პოლიტიკურ პარტიას უნდა მივცეთ შესაბამისი რესურსებით სარგებლობის შესაძლებლობა. ამიტომ დაველოდოთ, ჩვენ ავუხსნით გვექნება დისკუსია“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
მისივე თქმით, მიმდინარე კვირაში გაიმართება რიგგარეშე პლენარული სხდომა, რომელზეც ცვლილებებს პირველი მოსმენით გაიტანენ.
„შემდგომ დაუბრუნდებით საკომიტეტო ფორმატს მეორე მოსმენის ფარგლებში და შემდგომ ასევე ამ კვირაში გვექნება პლენარული სხდომა და შედეგად, სამი მოსმენით იქნება ამ კვირის განმავლობაში ეს პროექტი უკვე კანონის სახით მიღებული. ჩვენ ველით, რომ დაინტერესებული მხარეები, იქნებიან ესენი პოლიტიკური ოპოზიციური ჯგუფები თუ სხვა დაინტერესებული მხარეები, მიიღებენ მონაწილეობას ამ პროცესში. ვისურვებდი, ისინი დასწრებოდნენ საკომიტეტო სხდომებს, დაესვათ ყველა ის შეკითხვა, რომელიც მათ აწუხებს. ჩვენ მზად ვართ, ამ ფორმატის ფარგლებში გავწიოთ ოპონირება და საზოგადოებამ ნახოს, ვის მხარეს რა არგუმენტებია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მხოლოდ ის პარტია მიიღებს, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს. ხოლო პარტია მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარი მაინც არასაპატიო მიზეზით გააცდენს მიმდინარე მოწვევის პარლამენტის წინა წლის ყველა პლენარულ სხდომას.
ასეთი შინაარსის მუხლის ასახვა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში იგეგმება.
ყველა სიახლე
10 სექტემბერი 2026, 10:47
მსოფლიო
POLITICO: აშშ ნატოს მოკავშირეებზე ზეწოლას ახდენს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განადგურების მიზნით
აშშ ცდილობს ნატოს მოკავშირეები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) „სისტემატური დემონტაჟის“ კამპანიაში ჩართოს, რაც ისედაც დაძაბულ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე დამატებით ზეწოლას ქმნის. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
10 სექტემბერი 2026, 10:37
პოლიტიკა
ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გეკა გელაძე ალი ნაგიევს შეხვდა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ალი ნაგიევთან შეხვედრა გამართა.
10 სექტემბერი 2026, 10:22
რეგიონი
რთველი კახეთში, ტრადიციულად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყო
რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, ყურძენი დააბინაოს. ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად ჩაიბარებს.
10 სექტემბერი 2026, 10:14
მსოფლიო
POLITICO: ზელენსკის დიდი გათვლა - უკრაინას სჯერა, რომ რუსეთს გაუძლებს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სარისკო გათვლაზე მიდის - მას სურს ომი რუსეთის ტერიტორიის კიდევ უფრო სიღრმეში გადაიტანოს და ვლადიმერ პუტინზე იმდენად დიდი ზეწოლა მოახდინოს, რომ რუსეთის პრეზიდენტი სამშვიდობო მოლაპარაკებებს სერიოზულად მიუდგეს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
10 სექტემბერი 2026, 09:48
მსოფლიო
Reuters: გერმანია ევროკავშირის ბიუჯეტის ასობით მილიარდი ევროთი შემცირებას ითხოვს
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული ევროკავშირის გრძელვადიანი ბიუჯეტის ასობით მილიარდი ევროთი შემცირება მოითხოვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
10 სექტემბერი 2026, 09:28
მსოფლიო
უკრაინული მედია: უკრაინულმა დრონებმა დაღესტანი დაბომბეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 10 სექტემბრის ღამეს რუსეთის დაღესტნის რესპუბლიკაზე დრონებით იერიში მიიტანა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
10 სექტემბერი 2026, 09:12
სამართალი
სპეციალური პენიტენციური სამსახური ელიზბარაშვილზე: ვინაიდან ბრალდებული სამართალდამცავი სტრუქტურის ყოფილი თანამშრომელია, იგი იმყოფება ფლიგელში, სადაც სასჯელს იხდიან სამართალდამცავი უწყებების ყოფილი თანამშრომლები და რადგან ამ ეტაპზე №8 პენიტენციურ დაწესებულების ამ ფლიგელში მყოფი პირებიდან სხვა არავინ შიმშილობს, ბრალდებული ელიზბარაშვილი მოშიმშილეთათვის განკუთვნილ საკანში იმყოფება მარტო
სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ თამაზ ელიზბარაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
10 სექტემბერი 2026, 09:06
პოლიტიკა
გივი მიქანაძემ სლოვაკეთის, უკრაინის, თურქეთის, ხორვატიისა და ყირგიზეთის განათლების მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა
გივი მიქანაძემ კოლეგა მინისტრებთან თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები განიხილა. ყურადღება გამახვილდა განათლების სისტემების განვითარების პროცესში საერთაშორისო თანამშრომლობის, PISA-ს კვლევის შედეგების როლსა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე.
10 სექტემბერი 2026, 09:00
მსოფლიო
Reuters: ტრამპი ამერიკელებს 5 000 დოლარის გადახდას ჰპირდება, თუ შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკელები“ გაიმარჯვებენ
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ „რესპუბლიკელები“ ნოემბრის შუალედურ არჩევნებში კონგრესზე კონტროლს შეინარჩუნებენ, თითოეულ ზრდასრულ ამერიკელს 5 000 დოლარის ოდენობის ე.წ. „ტრამპის დივიდენდს“ გადაუხდის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
10 სექტემბერი 2026, 08:57
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 10 სექტემბერს საქართველოში
10 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +29 და ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.
10 სექტემბერი 2026, 08:43
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი „ასავალ-დასავალის“ სტატიებზე: ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში რეგულარულად ცდილობდნენ ამა თუ იმ მცდარი, დაუზუსტებელი ინფორმაციის ტირაჟირებას და შესაბამისი საქმის პოლიტიზებას
სწორედ ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში რეგულარულად ცდილობდნენ ამა თუ იმ მცდარი, დაუზუსტებელი ინფორმაციის ტირაჟირებას და შესაბამისი საქმის პოლიტიზებას, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.
10 სექტემბერი 2026, 08:28
პოლიტიკა
ნინო წილოსანი მარტა კოსის განცხადებაზე: უკვე თავისუფლების ყველანაირ აკრძალვაზე მიდიან ის ბიუროკრატები, რომლებიც საქართველოს მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან
მან ასე შეაფასა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა, რომ „ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა, დონალდ ტრამპის MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, რათა ორგანიზაციის წევრობა შეძლონ“.
10 სექტემბერი 2026, 08:15
რეგიონი
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
მუნიციპალიტეტის სოფლებში - ბალღოჯიანი და კუჭატანი საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სოფელ ბალღოჯიანში გზის 2190 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე იგება ორფენიანი ასფალტის საფარი. პროექტის ჯამური ღირებულება 770 623 ლარს შეადგენს.
10 სექტემბერი 2026, 08:11
რეგიონი
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში შიდა საუბნო გზის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი იგება ვაჟა-ფშაველას, ივანე ჯავახიშვილისა და ქეთევან წამებულის ქუჩებზე. ჯამში, სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება 2 კილომეტრამდე სიგრძის გზაზე.
10 სექტემბერი 2026, 08:07
პოლიტიკა
გაზეთ „ასავალ-დასავალის“ მიერ ირაკლი ღარიბაშვილის დაცვისა და ხელისუფლებაზე მიზანმიმართული შეტევის ფონზე, გამოცემის რედაქტორი ლაშა ნადარეიშვილი „ქრონიკის" სატელეფონო ზარებს ამ დრომდე არ პასუხობს
სახელისუფლებო გუნდის განმარტებით, მსგავსი ქმედება, აპრობირებული მეთოდია, როდესაც სამართლებრივ კითხვებზე პასუხები არ არსებობს. „ასავალ-დასავალის“ რედაქტორის მიერ ექს-პრემიერის დასაცავად გამოქვეყნებულ პუბლიკაციასა და საპატიმროდან გაჟღერებულ ბრალდებებს მმართველი გუნდი სპეკულაციურს უწოდებს. უმრავლესობის შეფასებით, გაზეთის რედაქციის მიერ გაჟღერებული პოზიციები რეალურ ფაქტებს აცდენილია და მიზნად პოლიტიკური ქულების დაწერას ისახავს.
10 სექტემბერი 2026, 08:05
პოლიტიკა
პარიზში კოსმოსის საკითხებზე პირველი საერთაშორისო სამიტი, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს, დღეს პოლიტიკური ნაწილით გაგრძელდება
პარიზში კოსმოსის საკითხებზე პირველი საერთაშორისო სამიტი, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს, დღეს პოლიტიკური ნაწილით გაგრძელდება. კოსმოსის მომავალთან დაკავშირებით დღეს საკუთარ ხედვებს მსოფლიო ლიდერები, მათ შორის ემანუელ მაკრონი და ურსულა ფონ დერ ლაიენი წარმოადგენენ.
10 სექტემბერი 2026, 08:00
საზოგადოება
უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება
უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. მოსალოდნელი ამინდის პროგნოს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
10 სექტემბერი 2026, 02:13
მსოფლიო
ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ომი შუალედური არჩევნების დასრულებისთანავე დასრულდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ირანთან ომი დასრულდება და საწვავის ფასები შუალედური არჩევნების „დასრულებისთანავე“ მკვეთრად დაეცემა.
10 სექტემბერი 2026, 00:44
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ისლანდიის რეფერენდუმზე: 47% არ გამოვარდნილა და არ დაუწყია 53 პროცენტისთვის იმის ძახილი, რომ პრორუსი ხარ. არ დაუწვავს შენობები, პოლიციელები არ შევარდნილან პრეზიდენტის სასახლეში და რევოლუციის მცდელობა არ ჰქონიათ
„47% არ გამოვარდნილა და არ დაუწყია 53 პროცენტისთვის იმის ძახილი, რომ პრორუსი ხარ. არ დაუწვავს შენობები, პოლიციელები არ შევარდნილან პრეზიდენტის სასახლეში და რევოლუციის მცდელობა არ ჰქონიათ“ - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით.
10 სექტემბერი 2026, 00:29
საზოგადოება
ანდრია ჯაღმაიძე: ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია სამხედრო დანაყოფისთვის არქიმანდრიტ გაბრიელის სახელის გამოყენება. შეშფოთებას და წუხილს იწვევს ის გარემოებაც, რომ ღირსი მამის სახელის ასე მიუღებლად გამოყენებას რუსული ეკლესიის გარკვეული სასულიერო პირები უჭერენ მხარს
ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია სამხედრო დანაყოფისათვის ღირსი მამის, არქიმანდრიტ გაბრიელის, აღმსარებლისა და სალოსის სახელის გამოყენება - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალთან „საპატრიარქოს უწყებანი“.


