Imedi /  24 დეკემბერი 2020, 20:25 / სანდო წყარო

მიხეილ სარჯველაძე: პრაქტიკულად არ რჩება მიმართულება, რომელთან დაკავშირებითაც სამთავრობო გუნდის მკაფიო ხედვა არ ჩანს

მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძე

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხი იხილება, კომიტეტის სახელით სამთავრობო პროგრამას და მთავრობის შემადგენლობას, მხარდაჭერა და ნდობა გამოუცხადა.

„ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილ სამთავრობო პროგრამას და მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას და ჩვენ ამ პროგრამას ვაფასებთ როგორც ძალზედ ამბიციურს გლობალური პანდემიით გამოწვეულ უნარის მქონეს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ორიენტირებულს ქვეყნის სწრაფ განვითარებაზე. მსურს რომ რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე მივაქციოთ კოლეგების და მთლიანად საზოგადოების ყურადღება. ეს არის სწორი პროგრამა, რადგან სრულად პასუხობს ჩვენი ქვეყნის ამოცანებსა და გამოწვევებს პრაქტიკულად არ რჩება რაიმე მიმართულება რომელთან დაკავშირებითაც არ ჩანს სამთავრობო გუნდის მკაფიო ხედვა. ეს არის სწორი და მწყობრი პრიორიტეტები, რომელიც აბსოლუტური სიზუსტით შეესაბამება ჩვენი საზოგადოების საჭიროებს, მათი სიმწვავის ხარისხის შესაბამისად. განსაკუთრებით მისასალმებელი და სასიხარულოა რომ პროგრამა შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას და ხედვას სამომავლოდ მთავრობის გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესების მიმართულებით. შეუძლებელი იქნება მოკლე რეგლამენტის პირობებში მოვიცვათ ყველა ის სფერო რომელიც ადამიანის უფლებების დაცვასთან სტანდარტების უზრუნველყოფასთან იქნება დაკავშირებული, მათ შორის მექანიზმების თაობაზე მსჯელობა, რომლითაც მიიღწევა ეს უმნიშვნელოვანესი მიზანი. მე მინდა მნიშვნელოვანი დეტალები გამოვკვეთოთ რომელიც სამთავრობო პროგრამით ამ მიმართულებით არის წარმოდგენილი. უმნიშვნელოვანესი და ხაზგასასმელი ფაქტორია, ვინაიდან თანამედროვე მთავრობისთვის საკუთარი საქმიანობის წარმატებულობის შესაფასებლად, ისევე როგორც ქვეყნისთვის თავის მოსაწონებლად არაფერია იმაზე მეტად ღირებული ვიდრე ადამიანის უფლებების მუდმივი, სტაბილური და მდგრადი გაუმჯობესება. სრულიად უსარგებლო იქნებოდა ეკონომიკური ზრდაც კი თუ ასეთი ზრდა არ განიხილება როგორც საშუალება ადამიანის უფლებების უკეთ უზრუნველყოფისათვის, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის დონის გაუმჯობესებისათვის. შესაბამისად, ის მკაფიო ხედვა რომელიც წარმოდგენილია ნამდვილად იმედის მომცემია ჩვენი საზოგადოებისთვის და ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის გარემოებაც, რომ პროგრამა ცალსახად ორიენტირებულია ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაზე მეტად მოწყვლადი ნაწილის ინტერესებზე. აქვე უნდა აღვნიშნოთ რომ ჩვენი კომიტეტისთვის ისევე როგორც პარლამენტისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება ამ პროგრამაში ასახული პრაქტიკულად ყველა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობა. ჩვენ აუცილებლად მოგვიწევს საზოგადოებასთან მუდმივი კომუნიკაცია, რათა საზოგადოება იყოს მუდმივად ინფორმირებული გეგმების აღსრულების მიმდინარეობის თაობაზე, რაც უმნიშვნელოვანესია მაშინ, როდესაც ადამიანების უფლებების დაცვასა და გარანტირებაზე გვაქვს მსჯელობა. არანაკლებ მნიშვნელოვანია პროგრესის ამსახველ ცალკეულ მაჩვენებლებზე, აქტიური კოორდინაცია საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებს შორის, რათა მაქსიმალურად მეტი ძალისხმევა ჩაიდოს ადამიანის თითოეული უფლების უზრუნველყოფის საქმეში. პარლამენტისა და მთავრობის ასეთი თანამშრომლობით იხსნება დიდი შესაძლებლობები ნებისმიერი გეგმის განსახორციელებლად, არა უბრალოდ მეტი რესურსის მობილიზებისათვის არამედ ინსტიტუციური მექანიზმების ეფექტიანი მუშაობისთვის. ადამიანის უფლებების დაცვა ეს არის საქმე რომელშიც მიღწეულით კმაყოფილები არასდროს უნდა ვიყოთ და მუდმივად და დაუღალავად უნდა ვიზრუნოთ კიდევ უფრო მეტისათვის. ასევე მნიშვნელოვანია იმის განცდა რომ სისტემური განვითარების მხარდამხარ აუცილებელია ინდივიდუალური და კონკრეტული უფლებების დაცვისთვის ბრძოლა რადგან ნებისმიერი ერთი ადამიანის ინდივიდუალური უფლების განუხრელად დაცვით იზომება ზოგადად ნებისმიერი უფლების სტანდარტი გამონაკლისების გარეშე, არც ერთი ინდივიდუალური უფლების შეზღუდვა არ შეიძლება გამართლდეს რაიმე მოტივაციით გარდა სხვა ადამიანების უფლებების დაცვით აუცილებლობის, ამ პრინციპული უფლების აღიარება, დაფასება და მისი ერთგულება გამოარჩევს ამ ხელისუფლებას სხვებისაგან“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ყველა სიახლე

07 დეკემბერი 2023, 13:15

პოლიტიკა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ შამუგიას შეხვდნენ

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გამართულ შეხვედრას, რომელიც სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის აქტუალურ საკითხებს ეხებოდა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროში არსებული რამდენიმე სამსახურის წარმომადგენელი დაესწრო.

ლევან დავითაშვილი

07 დეკემბერი 2023, 13:01

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: საქართველოს კურორტების განვითარების მიზნით ხელისუფლებას უკვე დაწყებული აქვს შესაბამისი, კომპლექსური ნაბიჯების გადადგმა

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისში პირველი საერთაშორისო კონფერენცია „კურორტების მდგრადი განვითარების ტენდენციები და გამოწვევები” გახსნა. ლევან დავითაშვილმა თავის გამოსვლაში საქართველოში კურორტების განვითარების საჭიროებასა და ამ სექტორის პოტენციალის მაქსიმალურად და სწორად გამოყენების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში სახელმწიფოს როლზე ისაუბრა.

ირაკლი ქარქაშაძე

07 დეკემბერი 2023, 13:01

საზოგადოება

ირაკლი ქარქაშაძე: 2023 წელი ქართული სამოქალაქო ავიაციისთვის ისტორიული წელია

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე ავიაციის სექტორში დასაქმებულებს პროფესიულ დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახური ავრცელებს.

იბრაჰიმ რაისი

07 დეკემბერი 2023, 12:59

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა

ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი რუსი კოლეგის, ვლადიმირ პუტინის მიწვევით ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა. ამის შესახებ ირანული მედია იტყობინება. რაისის თქმით, მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა ღაზის სექტორში შექმნილი ვითარება იქნება.

დევიდ კემერონი

07 დეკემბერი 2023, 12:44

მსოფლიო

დევიდ კემერონი: უნდა ვკონცენტრირდეთ უკრაინაზე, ვინაიდან ვიცით, რომ თუ პუტინს არ გააჩერებ, ის უფრო მეტისთვის დაბრუნდება

ჩვენ ვიცით, რომ თუ პუტინს არ გააჩერებ, ის უფრო მეტისთვის დაბრუნდება, - ამის შესახებ აშშ-ში ვიზიტით მყოფმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კემერონმა განაცხადა.

07 დეკემბერი 2023, 12:44

რეგიონი

აჭარაში ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს ტრენინგები უტარდებათ

„ინდივიდუალური და ჯგუფური სავარჯიშოები ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტების თანამშრომლებს დაეხმარება გაერკვნენ საკუთარ მიზნებსა და მოლოდინებში, იცოდნენ პროფესიული განვითარების რა ეტაპზეა თანამშრომელი და რა უნდა გაკეთდეს მეტი შედეგის მისაღებად.

07 დეკემბერი 2023, 12:31

საზოგადოება

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის დელეგაციამ ჩინჰუას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა

ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის დელეგაცია ჩინეთის წამყვან ჩინჰუას უნივერსიტეტს ესტუმრა და უნივერსიტეტის პრორექტორ ვანგ ჰონგვეისთან შეხვედრა გამართა.

07 დეკემბერი 2023, 12:27

მსოფლიო

7 თებერვალს აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება

2024 წლის 7 თებერვალს აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. სააგენტო APA-ს ს ინფორმაციით, რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულება ილჰამ ალიევმა გამოსცა.

07 დეკემბერი 2023, 12:18

LIVE ისრაელი

ჟოზეფ ბორელი: ვთხოვ ევროკავშირის წევრებს მხარი დაუჭირონ ანტონიო გუტერეშის განცხადებას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

ვთხოვ ევროკავშირის წევრებს მხარი დაუჭირო ანტონიუ გუტერეშის განცხადებას,- ასე გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის მოწოდებას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

07 დეკემბერი 2023, 12:12

მსოფლიო

სი ძინპინი პეკინში ევროკავშირის ლიდერებს შეხვდა

პეკინი ჩინეთ-ევროკავშირის სამიტს მასპინძლობს, რომლის ფარგლებშიც ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ევროკავშირის ლიდერებს შეხვდა. სამიტს, სადაც განხილული იქნება ჩინეთისა და ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობები, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელი ჟოზეფ ბორელი ესწრებიან.

ქეთევან თურაზაშვილი

07 დეკემბერი 2023, 12:11

პოლიტიკა

ქეთევან თურაზაშვილი: ნატოში არის ძალიან მეგობრული, მხარდამჭერი განწყობები - ჩვენი დასავლელი პარტნიორები მხარს უჭერენ საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს

ნატოში არის ძალიან მეგობრული, მხარდამჭერი განწყობები და საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია გაატაროს ეფექტიანი, დემოკრატიული რეფორმები იმისთვის, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი იყოს წარმატებული, - აცხადებს დეპუტატი ქეთევან თურაზაშვილი.

07 დეკემბერი 2023, 12:03

საზოგადოება

სატყეო სააგენტო: ნოემბერში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 80 ფაქტი გამოვლინდა

მათივე ცნობით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან, 13 დარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 3 - მცხეთა-მთიანეთის, 2 გამოვლენილია ქვემო ქართლის, 26 - შიდა ქართლის, 3 - სამცხე-ჯავახეთის, 7 - გურიის, 3 - რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, 11 - იმერეთის, ხოლო 12 კანონდარღვევის ფაქტი გამოვლენილია სამეგრელო -ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.

07 დეკემბერი 2023, 11:50

მსოფლიო

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს გაიმართება

რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ, ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი გამოაცხადა - არჩევნები 2024 წლის 17 მარტს გაიმართება.

07 დეკემბერი 2023, 11:31

სპორტი

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გამარჯვებული „საბურთალო“ გახდა

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშება „საბურთალოს“ გამარჯვებით დასრულდა. ფინალში თბილისის გუნდმა „დინამო ბათუმი“ 1:0 დაამარცხა და ეს ტურნირი ბოლო სამ წელიწადში მეორედ მოიგო.

დავით ქართველიშვილი

07 დეკემბერი 2023, 11:30

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: The Times-ის ცნობით, სულ უფრო მეტი ამერიკული ოჯახი ირჩევს შვილებისთვის მათემატიკის სწავლების საბჭოთა მოდელს - „არა რუსულ მათემატიკას?“

„ბრიტანული გამოცემა The Times-ის ცნობით, ამერიკულ ოჯახთა სულ უფრო მზარდ რაოდენობას სურს, რომ მათმა შვილებმა დამწყები კლასებიდანვე მათემატიკა ე.წ. „საბჭოთა საგანმანათლებლო სისტემით“ ისწავლონ. მიაჩნიათ, რომ ეს მათ შვილებს უპირატესობას მისცემს შემდგომში უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გასაგრძელებლად“.

07 დეკემბერი 2023, 11:29

საზოგადოება

გიორგი პერტაია: ბიზნეს სექტორის ნდობა კოლეჯებისადმი და პროფესიულ განათლებაში მათი ჩართულობა იზრდება და მოთხოვნადი ხდება

პალატის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრის ფარგლებში არაერთი ადამიანი იპოვის შესაბამის სამუშაოს ან საგანმანათლებლო პროგრამას, ხოლო კომპანიები შეძლებენ უნარიანი კადრების მოძიებას.

ანტონიო გუტერეში

07 დეკემბერი 2023, 11:28

LIVE ისრაელი

ანტონიო გუტერეშმა გაეროს უშიშროების საბჭოს ღაზაში ჰუმანიტარული კატასტროფის შეწყვეტისკენ მოუწოდა

გაეროს გენერალურმა მდივანმა პირველად გამოიყენა ორგანიზაციის წესდების 99-ე მუხლი, რომელიც მას უფლებას აძლევს, გაეროს უშიშროების საბჭოზე გაიტანოს ნებისმიერი საკითხი, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოებასა და მშვიდობას უქმნის საფრთხეს.

07 დეკემბერი 2023, 11:24

საზოგადოება

ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებულ 23 პირს დღეს დაკრძალავენ

ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებულ 17 მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ადგილას, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

რატი იონათამიშვილი

07 დეკემბერი 2023, 11:24

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ფაქტობრივად რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები აღიარებენ, რომ არ არიან მომხრე არც რეკომენდაციების შესრულების, არც გამჭვირვალეობის. ოფშორისგან დაფინანსებული ორგანიზაციებიდან სხვა მოლოდინი არც უნდა გვქონდეს

„ეს ინიციატივა არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ხდება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება და ხელს შეუწყობს საარჩევნო პროცესების გამჭვირვალეობას. სწორედ ამ კონტექსტიდან გამომდინარე არის კიდევ უფრო მეტად საინტერესო, თუ რატომ აპროტესტებს მას რადიკალური ოპოზიცია“

პაატა მანჯგალაძე

07 დეკემბერი 2023, 11:23

პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე: ვყველა ფიზიკური პირის უკან დგას იურიდიული პირი და რა შემოწირულებასაც გააკეთებდა იურიდიული პირი გააკეთებინებენ ფიზიკურ პირს

ეს არის იმიტაცია და თვალებში ნაცრის შეყრა, ეს არის დონ კიხოტივით ქარის წისქვილებთან ბრძოლა იმიტომ, რომ არანაირი იურიდიული პირები ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც დაფინანსებას იღებდნენ, არ ჰყავდათ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.